სილამაზის სალონები და ესთეტიკური მედიცინის ცენტრები 18 მაისიდან, ანუ დღეიდან გაიხსნება. ჯანდაცვის სამინისტრომ რეკომენდაციებიც შეიმუშავა, რომლის დაცვაც სავალდებულო იქნება ამ ტიპის ობიექტებისთვის.
თუმცა, სალონების ფედერაციის განცხადების თანახმად, გარკვეულ სილამაზის სალონებს მუშაობის უფლება არ ექნებათ. კერძოდ, საუბარია, მოლებსა და მიწისქვეშა გადასასვლელებში მდებარე სალონებზე.
„ყველა სალონს შეუძლია 18 მაისიდან გაიხსნას (გარდა მოლების და მიწისქვეშა გადასასვლელების) ყოველგვარი წინასწარი ნებართვის გარეშე. წინასწარი რეგისტრაცია სავალდებულო არ არის. ვისაც სურს პრევენციული შემოწმება განხორციელდეს მის იბიექტზე, მაშინ უნდა დარეგისტრირდეს-ასეთი ინფორმაცია მოგვაწოდეს ჯანდაცვის სამინისტროდან,“ - აღნიშნულია განცხადებაში.
ხალხს მიეცით მუშაობის უფლება თქვენ ხო არ გაჟრიალებთ ?
აუუუ ის დანაპირები მათხოვრული 200ლარი ხო დარიცხეთ და ახლა კიდე ცხოვრებას არ გვაცლიან ესენი ვინ არიან რა გახსენით და შეგვეშვით რაა!!!