საზოგადოება
პოლიტიკა

5

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 12:42-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 23:42-ზე რთული და დაძაბული დღეა. არ მოატყუოთ გარშემო მყოფები და არც თავად მოტყუვდეთ. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ვაჭრობას, ურთიერთობის გარჩევას. ცუდი დღეა საქმეების გარჩევისთვის. შესაძლოა, სამუდამოდ დაკარგოთ ადამიანი. არასასურველია სამსახურის, საქმიანობის შეცვლა. კარგი დღეა შორეული მგზავრობის დასაწყებად. აქტიურად დაისვენეთ, ივარჯიშეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები, გადააადგილეთ ავეჯი, კარგია მუშაობა მიწასთან. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ორგანიზმის გასაწმენდად, წიდებისგან გათავისუფლება. ალკოჰოლსა და სასმელს დღეს საერთოდ ნუ მიიღებთ. აგრეთვე მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას.
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"სარფში დაკავებულ პირს COVID-19 დაუდასტურდა..." - სპეციალური პენიტენციური სამსახურის განცხადება
"სარფში დაკავებულ პირს COVID-19 დაუდასტურდა..." - სპეციალური პენიტენციური სამსახურის განცხადება

სარფში და­კა­ვე­ბულ პირს ერთ-ერთი სა­მო­ქა­ლა­ქო კლი­ნი­კის კა­რან­ტინ­ში კო­ვიდ-19 და­უ­დას­ტურ­და, - ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას სპე­ცი­ა­ლუ­რი პე­ნი­ტენ­ცი­უ­რი სამ­სა­ხუ­რი ავ­რცე­ლებს.

მა­თი­ვე ცნო­ბით, მიმ­დი­ნა­რე წლის 24 აპ­რილს, სა­ქარ­თვე­ლოს ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს თა­ნამ­შრომ­ლე­ბის მიერ სარფში სა­სა­ზღვრო გამ­შვებ პუნ­ქტზე და­ა­კა­ვეს ბრალ­დე­ბუ­ლი რ.მ., რო­მე­ლიც იმა­ვე დღეს პირ­და­პირ გან­თავ­სდა სა­მო­ქა­ლა­ქო სექ­ტო­რის კლი­ნი­კა­ში, სა­დაც იგი ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს თა­ნამ­შრომ­ლე­ბის­გან სპე­ცი­ა­ლუ­რი პე­ნი­ტენ­ცი­უ­რი სამ­სა­ხუ­რის ეს­კორ­ტის ოფიც­რებ­მა გა­და­ი­ბა­რეს.

"სა­პა­ტიმ­როს ნაც­ვლად პირ­და­პირ სა­მო­ქა­ლა­ქო სექ­ტო­რის კლი­ნი­კა­ში ბრალ­დე­ბუ­ლის გან­თავ­სე­ბა შე­სა­ბა­მი­სო­ბა­შია იმ წე­სებ­თან, რომ­ლე­ბიც 2020 წლის 13 მარ­ტი­დან პე­ნი­ტენ­ცი­ურ და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­ში მოქ­მე­დებს. კერ­ძოდ, ე.წ. მიმ­ღებ ცი­ხე­ებ­ში (N2, N5 და N8 პე­ნი­ტენ­ცი­უ­რი და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბი) ახ­ლად მიყ­ვა­ნი­ლი ბრალ­დე­ბუ­ლე­ბი ცი­ხის გა­რეთ სპე­ცი­ა­ლუ­რად ამი­სათ­ვის მო­წყო­ბილ დრო­ე­ბით სა­მე­დი­ცი­ნო პუნ­ქტში გა­დი­ან შე­მოწ­მე­ბას და რა­ი­მე სა­ეჭ­ვო სიმპტო­მის და­ფიქ­სი­რე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, ხდე­ბა მათი სა­მო­ქა­ლა­ქო სექ­ტო­რის კლი­ნი­კა­ში გა­დაყ­ვა­ნა. ხოლო ის ბრალ­დე­ბუ­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც კა­რან­ტი­ნის რე­ჟიმ­ში მყოფ მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტებ­ში არი­ან და­კა­ვე­ბულ­ნი ან შე­მო­სუ­ლე­ბი არი­ან უცხო­ე­თი­დან, პირ­და­პირ სა­მო­ქა­ლა­ქო კლი­ნი­კა­ში თავ­სდე­ბი­ან 17-დან 21 დღემ­დე პე­რი­ო­დით.

სწო­რედ ამ წე­სის მი­ხედ­ვით მოხ­და 24 აპ­რილს ბრალ­დე­ბულ რ.მ.-ს გან­თავ­სე­ბა პირ­და­პირ სა­მო­ქა­ლა­ქო სექ­ტო­რის კლი­ნი­კა­ში, სა­დაც მას დღეს, 12 მა­ისს, PCR ტეს­ტის შე­დე­გე­ბის მი­ხედ­ვით კო­ვიდ-19 და­უ­დას­ტურ­და. ბრალ­დე­ბუ­ლი კვლავ იმ­ყო­ფე­ბა სა­მო­ქა­ლა­ქო სექ­ტო­რის კლი­ნი­კის სა­კა­რან­ტი­ნო ნა­წილ­ში და მისი მდგო­მა­რე­ო­ბა სტა­ბი­ლუ­რია. ჯან­დაც­ვის შე­სა­ბა­მის სტრუქ­ტუ­რებ­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბით, იგეგ­მე­ბა მისი გა­დაყ­ვა­ნა ე.წ. კო­ვი­დის სამ­კურ­ნა­ლო კლი­ნი­კა­ში.

ამა­ვე სა­კა­რან­ტი­ნო ზო­ნის ბოქ­სი­რე­ბულ პა­ლა­ტებ­ში გან­თავ­სე­ბულ სხვა ახალ­და­კა­ვე­ბულ ბრალ­დე­ბუ­ლებ­თან რ.მ.-ს შე­ხე­ბა არ ჰქო­ნია. მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, ყვე­ლა ბრალ­დე­ბულს, ასე­ვე მო­ცე­მულ კლი­ნი­კა­ში დის­ლო­ცი­რე­ბულ ეს­კორ­ტის ოფიც­რებს და ბრალ­დე­ბულ რ.მ.-სთან კონ­ტაქ­ტში მყოფ სხვა პი­რებს, დად­გე­ნი­ლი წე­სით, ტეს­ტე­ბი ჩა­უ­ტარ­დე­ბათ.

მო­ცე­მუ­ლი შემ­თხვე­ვა კი­დევ ერთხელ ცხად­ყოფს სპე­ცი­ა­ლუ­რი პე­ნი­ტენ­ცი­უ­რი სამ­სა­ხუ­რის მიერ მიმ­დი­ნა­რე წლის 5 მარ­ტი­დან ვირუ­სის პრე­ვენ­ცი­ის მიზ­ნით გა­ტა­რე­ბუ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის ეფექ­ტუ­რო­ბას. სწო­რედ ამ და კო­რო­ნა­ვირუს­თან და­კავ­ში­რე­ბით მოქ­მე­დი უწყე­ბა­თა­შო­რი­სი სა­კო­ორ­დი­ნა­ციო საბ­ჭოს მიერ მი­ღე­ბუ­ლი

პრე­ვენ­ცი­უ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის შე­დე­გია, რომ პე­ნი­ტენ­ცი­ურ სის­ტე­მა­ში ვირუ­სის შე­ტა­ნა არ მოხ­და“, - ნათ­ქვა­მია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალებია ხდება ცნობილი კლინიკა „ვივამედში“ პატიმრის გარდაცვალებასთან დაკავშირებით
ავტორი:

"სარფში დაკავებულ პირს COVID-19 დაუდასტურდა..." - სპეციალური პენიტენციური სამსახურის განცხადება

"სარფში დაკავებულ პირს COVID-19 დაუდასტურდა..." - სპეციალური პენიტენციური სამსახურის განცხადება

სარფში დაკავებულ პირს ერთ-ერთი სამოქალაქო კლინიკის კარანტინში კოვიდ-19 დაუდასტურდა, - ამის შესახებ ინფორმაციას სპეციალური პენიტენციური სამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, მიმდინარე წლის 24 აპრილს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მიერ სარფში სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე დააკავეს ბრალდებული რ.მ., რომელიც იმავე დღეს პირდაპირ განთავსდა სამოქალაქო სექტორის კლინიკაში, სადაც იგი შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებისგან სპეციალური პენიტენციური სამსახურის ესკორტის ოფიცრებმა გადაიბარეს.

"საპატიმროს ნაცვლად პირდაპირ სამოქალაქო სექტორის კლინიკაში ბრალდებულის განთავსება შესაბამისობაშია იმ წესებთან, რომლებიც 2020 წლის 13 მარტიდან პენიტენციურ დაწესებულებებში მოქმედებს. კერძოდ, ე.წ. მიმღებ ციხეებში (N2, N5 და N8 პენიტენციური დაწესებულებები) ახლად მიყვანილი ბრალდებულები ციხის გარეთ სპეციალურად ამისათვის მოწყობილ დროებით სამედიცინო პუნქტში გადიან შემოწმებას და რაიმე საეჭვო სიმპტომის დაფიქსირების შემთხვევაში, ხდება მათი სამოქალაქო სექტორის კლინიკაში გადაყვანა. ხოლო ის ბრალდებულები, რომლებიც კარანტინის რეჟიმში მყოფ მუნიციპალიტეტებში არიან დაკავებულნი ან შემოსულები არიან უცხოეთიდან, პირდაპირ სამოქალაქო კლინიკაში თავსდებიან 17-დან 21 დღემდე პერიოდით.

სწორედ ამ წესის მიხედვით მოხდა 24 აპრილს ბრალდებულ რ.მ.-ს განთავსება პირდაპირ სამოქალაქო სექტორის კლინიკაში, სადაც მას დღეს, 12 მაისს, PCR ტესტის შედეგების მიხედვით კოვიდ-19 დაუდასტურდა. ბრალდებული კვლავ იმყოფება სამოქალაქო სექტორის კლინიკის საკარანტინო ნაწილში და მისი მდგომარეობა სტაბილურია. ჯანდაცვის შესაბამის სტრუქტურებთან თანამშრომლობით, იგეგმება მისი გადაყვანა ე.წ. კოვიდის სამკურნალო კლინიკაში.

ამავე საკარანტინო ზონის ბოქსირებულ პალატებში განთავსებულ სხვა ახალდაკავებულ ბრალდებულებთან რ.მ.-ს შეხება არ ჰქონია. მიუხედავად ამისა, ყველა ბრალდებულს, ასევე მოცემულ კლინიკაში დისლოცირებულ ესკორტის ოფიცრებს და ბრალდებულ რ.მ.-სთან კონტაქტში მყოფ სხვა პირებს, დადგენილი წესით, ტესტები ჩაუტარდებათ.

მოცემული შემთხვევა კიდევ ერთხელ ცხადყოფს სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ მიმდინარე წლის 5 მარტიდან ვირუსის პრევენციის მიზნით გატარებული ღონისძიებების ეფექტურობას. სწორედ ამ და კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მიერ მიღებული

პრევენციული ღონისძიებების შედეგია, რომ პენიტენციურ სისტემაში ვირუსის შეტანა არ მოხდა“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ე.წ. მიხაილოვის საავადმყოფოს 30-მდე მედპერსონალი თვითიზოლაციაშია

ქუთაისში კორპუსის ფასადი ჩამოინგრა - ჩამონგრეული მასალა გამვლელს დაეცა

გვირილობის დღისადმი მიძღვნილი ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის აქცია