საზოგადოება
პოლიტიკა

5

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 12:42-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 23:42-ზე რთული და დაძაბული დღეა. არ მოატყუოთ გარშემო მყოფები და არც თავად მოტყუვდეთ. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ვაჭრობას, ურთიერთობის გარჩევას. ცუდი დღეა საქმეების გარჩევისთვის. შესაძლოა, სამუდამოდ დაკარგოთ ადამიანი. არასასურველია სამსახურის, საქმიანობის შეცვლა. კარგი დღეა შორეული მგზავრობის დასაწყებად. აქტიურად დაისვენეთ, ივარჯიშეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები, გადააადგილეთ ავეჯი, კარგია მუშაობა მიწასთან. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ორგანიზმის გასაწმენდად, წიდებისგან გათავისუფლება. ალკოჰოლსა და სასმელს დღეს საერთოდ ნუ მიიღებთ. აგრეთვე მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას.
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"აქ ჯგუფურად გადაადგილდებიან... ერთი დავირუსებული მთელ სოფელს აინფიცირებს" - რას ჰყვება ავღანელი სამხედრო თარჯიმანი ქვეყანაში არსებულ მძიმე სიტუაციაზე
"აქ ჯგუფურად გადაადგილდებიან... ერთი დავირუსებული მთელ სოფელს აინფიცირებს" - რას ჰყვება ავღანელი სამხედრო თარჯიმანი ქვეყანაში არსებულ მძიმე სიტუაციაზე

ახალ კო­რო­ნა­ვირუსს ბევ­რად მძი­მე შე­დე­გე­ბი აქვს იმ ქვეყ­ნებ­ში, სა­დაც დე­მოკ­რა­ტია არ არ­სე­ბობს და შე­სა­ბა­მი­სად, ყვე­ლა ის თან­მხლე­ბი პრობ­ლე­მე­ბია, რაც დიქ­ტა­ტო­რულ მმარ­თვე­ლო­ბას ახა­სი­ა­თებს... ამ მხრივ უმ­ძი­მე­სი მდგო­მა­რე­ო­ბაა ავ­ღა­ნეთ­ში, სა­დაც წლე­ბია ომი არ წყდე­ბა.

ად­გი­ლობ­რი­ვე­ბის თქმით, COVID-19 მძვინ­ვა­რებს ქვე­ყა­ნა­ში, თუმ­ცა არ­სე­ბუ­ლი სი­ტუ­ა­ცი­ის გამო არა­თუ მკურ­ნა­ლო­ბა, და­ინ­ფი­ცი­რე­ბულ­თა აღ­რი­ცხვაც კი არ ხდე­ბა. ქვე­ყა­ნა­ში არ­სე­ბულ ვი­თა­რე­ბა­ზე, AMBEBI.GE ავ­ღა­ნელ სამ­ხედ­რო თარ­ჯი­მანს, სამი აბ­დუ­ლას ინ­ტერ­ნე­ტით ესა­უბ­რა:

- ვინც იცის ამ ვირუ­სის შე­სა­ხებ, პა­ნი­კა­შია. ვინც არ იცის, არ ღე­ლავს, თუმ­ცა ინ­ფორ­მა­ცი­ის არარ­სე­ბო­ბის გამო, გავ­რცე­ლე­ბის საფრ­თხე დი­დია, რად­გან არა­ვი­თარ რე­კო­მენ­და­ცი­ებს არ ით­ვა­ლის­წი­ნე­ბენ. ჰი­გი­ე­ნის პრობ­ლე­მა ისე­დაც წლე­ბია მძი­მედ დგას ბევრ პრო­ვინ­ცი­ა­ში, რად­გან ცხოვ­რე­ბის უმ­ძი­მე­სი პი­რო­ბე­ბია. არ არის წყა­ლი, გათ­ბო­ბა, სრულ­ფა­სო­ვა­ნი კვე­ბა... ჩემს გარ­შე­მო ყვე­ლას ვე­უბ­ნე­ბი, ეს არ არის "თა­ლი­ბა­ნი", ამე­რი­კამ ნა­ტოს ძა­ლე­ბი და ავ­ღა­ნე­თის შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბი მოგ­ვაშ­ვე­ლოს-მეთ­ქი. მის­მენ­დნენ, მაგ­რამ ვერ იგებ­დნენ, რაზე ვე­სა­უბ­რე­ბო­დი. აქ პნევ­მო­ნი­ით კი არა, ჩვე­უ­ლებ­რი­ვი გრი­პით ასო­ბით ათა­სი ადა­მი­ა­ნი იხო­ცე­ბა...

ჯან­დაც­ვის მი­ნის­ტრის, ფი­რო­ზუ­დი­ნა ფი­რუ­ზას მტკი­ცე­ბით, პირ­ვე­ლი შემ­თხვე­ვა, 25 თე­ბერ­ვალს გა­მოვ­ლინ­და, თუმ­ცა დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, უფრო ად­რეც იქ­ნე­ბო­და, მაგ­რამ მა­ლავ­დნენ და რომ არა ის მძი­მე შემ­თხვე­ვა, კი­დევ დიდ­ხანს და­მა­ლავ­დნენ, შემ­დეგ, მთავ­რო­ბამ გვერ­დი ვე­ღარ აუ­ა­რა, რად­გან სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი და დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი სამ­სა­ხუ­რე­ბი ჩა­ა­ყე­ნეს საფრ­თხე­ში...

პირ­ვე­ლი და­ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი ჰე­რა­თის პრო­ვინ­ცი­ა­ში გა­მოვ­ლინ­და, თუმ­ცა ვერ გა­არ­კვი­ეს ვის­თან ჰქონ­და კონ­ტაქ­ტი... მე­ო­რე დღეს­ვე გა­ირ­კვა, რომ ქა­ლაქ ყუმ­ში სამ ადა­მი­ანს გა­მო­უვ­ლინ­და, მათ ვირუ­სი ირა­ნი­დან შე­მო­ი­ტა­ნეს, ოღონდ რამ­დე­ნი­მე დღის შემ­დეგ გა­ი­გეს... ანუ კა­რან­ტი­ნია გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლი, მაგ­რამ ად­გი­ლობ­რი­ვე­ბი ჯგუ­ფუ­რად გა­და­ად­გილ­დე­ბი­ან, მუ­შა­ო­ბენ და ცხოვ­რო­ბენ. ამი­ტომ, ერთი და­ვირუ­სე­ბუ­ლი ხში­რად მთელ სო­ფელ­სა და ქა­ლაქს აინ­ფი­ცი­რებს...

ფოტო: nytimes

- რე­ლი­გი­უ­რი და სა­ე­რო დღე­სას­წა­უ­ლე­ბი ჩვე­უ­ლებ­რივ იმარ­თე­ბა?

- მას შემ­დეგ, რაც ეპი­დე­მი­ამ რამ­დე­ნი­მე ქა­ლაქ­ში, სა­მან­გან­ში, ბალ­ჰა­სა და კა­პი­სე­ში იფეთ­ქა, არა. გა­ზა­ფხუ­ლის დღე­სას­წა­უ­ლე­ბი, მა­გა­ლი­თად, ნავ­რუ­ზი გა­და­ი­ტა­ნეს... შემ­ცირ­და მლოც­ვე­ლე­ბი მე­ჩეთ­ში. შე­და­რე­ბით გან­ვი­თა­რე­ბულ პრო­ვინ­ცი­ებ­სა და ქა­ლა­ქებ­ზე ვსა­უბ­რობ, სხვა­გან, სა­დაც მო­ლე­ბი უკი­დე­გა­ნო ძა­ლა­უფ­ლე­ბით სარ­გებ­ლო­ბენ, მლოც­ველ­თა შემ­ცი­რე­ბას არ ვე­ლით, თუ ისევ თა­ვად არ შეც­ვა­ლეს რამე.

- სა­მე­დი­ცი­ნო პერ­სო­ნა­ლი რო­გორ მუ­შა­ობს?

- სა­მე­დი­ცი­ნო გა­ნათ­ლე­ბა, სხვა ქვეყ­ნებ­თან შე­და­რე­ბით და­ბა­ლია ქა­ბუ­ლის გა­რეთ ქა­ლა­ქებ­სა და პრო­ვინ­ცი­ებ­ში, ბევ­რგან ამ­ბუ­ლა­ტო­რი­ე­ბიც კი არ არის, რომ არა­ფე­რი ვთქვათ, ლა­ბო­რა­ტო­რი­ა­ზე, სა­დაც ადა­მი­ა­ნებ­მა სის­ხლის ანა­ლი­ზი უნდა ჩა­ა­ბა­რონ...

კი­დევ ერთი ად­გი­ლობ­რი­ვი, ბლო­გე­რი ქა­ლის ცნო­ბით, რო­მე­ლიც ჰა­ნას ფსევ­დო­ნი­მით წერს, ავ­ღა­ნე­თი არის ქვე­ყა­ნა, სა­დაც უამ­რავ პრო­ვინ­ცი­ა­ში, სკო­ლე­ბიც დღემ­დე არ არ­სე­ბობს და თა­ო­ბე­ბი ისე იხო­ცე­ბი­ან, წერა-კი­თხვას ვერ სწავ­ლო­ბენ.

- პა­ნი­კის ფონ­ზე, ქა­ბულ­ში თავ­მოყ­რი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი პრო­ვინ­ცი­ებ­ში დაბ­რუნ­დნენ და ვირუ­სი იქაც გა­ავ­რცე­ლეს. ად­გი­ლობ­რივ მო­სახ­ლე­ო­ბას, არას­რულ­ფა­სო­ვა­ნი კვე­ბის, არას­წო­რი ცხოვ­რე­ბის წე­სის გამო, ისე­დაც ძა­ლი­ან და­ბა­ლი იმუ­ნი­ტე­ტი აქვს, შე­სა­ბა­მი­სად, მსხვერ­პლი დი­დია, თუმ­ცა ნამ­დვილ ინ­ფორ­მა­ცი­ას ალ­ბათ ვე­რას­დროს გა­ვი­გებთ. მო­სახ­ლე­ო­ბას ინ­ფორ­მა­ცია და შე­სა­ბა­მი­სი გა­ნათ­ლე­ბა არ აქვს, თო­რემ მი­მარ­თვი­ა­ნო­ბა მეტი იქ­ნე­ბო­და. ავ­ღა­ნეთ­ში არა­ერ­თი სა­ერ­თა­შო­რი­სო და ჰუ­მა­ნი­ტა­რუ­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცია, ასე­ვე, სა­ელ­ჩო­ე­ბი და დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი სამ­სა­ხუ­რე­ბი მუ­შა­ო­ბენ, ამი­ტომ არ­სე­ბუ­ლი მძი­მე მდგო­მა­რე­ო­ბა ვერ და­მა­ლეს.

მთა­ვა­რია, ქა­ბულ­ში მა­ინც აკონ­ტრო­ლონ სი­ტუ­ა­ცია, სა­დაც სხვა­დას­ხვა ქვეყ­ნე­ბის მა­ღალ­ჩი­ნოს­ნე­ბი არი­ან კონ­ცენ­ტრი­რე­ბუ­ლი, თო­რემ ლო­გა­რის, ჰე­რა­თის, სა­მან­გა­ნის, ბად­გი­სის, კა­პი­სა­სა და და­ი­კუნ­დის­ნა­ირ პრო­ვინ­ცი­ებ­ზე დი­დად არ დარ­დო­ბენ. ხე­ლი­სუფ­ლე­ბა თავს იმარ­თლებს, "თა­ლი­ბან­თან" მრა­ვალ­წლი­ა­ნი ბრძო­ლის შემ­დეგ, და­სუს­ტე­ბუ­ლი ვართ, ვირუსს ჩვენ კი არა, წამ­ყვა­ნი ქვეყ­ნე­ბი ვე­რა­ფერს უხერ­ხე­ბე­ნო... ვერც გა­ამ­ტყუ­ნებ, არ არის სა­ფუძ­ველს მოკ­ლე­ბუ­ლი. ახლა ამის კონ­ტრო­ლის­თვის არც სხვა ქვეყ­ნებს სცა­ლი­ათ.

- სა­გა­ზა­ფხუ­ლო სა­მუ­შა­ო­ე­ბი და­ი­წყო, არა?

- დიახ, იწყე­ბა ყა­ყა­ჩოს მო­საყ­ვა­ნი სა­მუ­შა­ო­ე­ბი, სა­ქო­ნელს სა­ძოვ­რებ­ზე ერე­კე­ბი­ან და არ არ­სე­ბობს ძალა, რო­მე­ლიც ად­გი­ლობ­რი­ვებს შინ დარ­ჩე­ნას აი­ძუ­ლებს, სა­მუ­შა­ოდ არ გავ­ლენ... და­უ­ჯე­რე­ბე­ლია, ისიც, რომ "თა­ლი­ბან­სა" და ჩვენს ხე­ლი­სუფ­ლე­ბას შო­რის ზავი რე­ა­ლუ­რად შედ­გა. არა­ვის სჯე­რა, რომ "თა­ლი­ბე­ბი" არ იო­მე­ბენ, უბ­რა­ლოდ, მათ პა­ტიმ­რე­ბის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბა სურთ და რო­გორც ვიცი, მათ­მა ნა­წილ­მა ციხე უკვე და­ტო­ვა.

- რა მოხ­დე­ბა, თუ ამე­რი­კის შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბი და სხვა სა­ერ­თა­შო­რი­სო მი­სი­ე­ბი და­ტო­ვე­ბენ ავ­ღა­ნეთს?

- ძა­ლი­ან მალე, ამე­რი­კას და სა­ერ­თა­შო­რი­სო ძა­ლებს, უფრო გაძ­ლი­ე­რე­ბულ "ტე­რო­რის­ტულ ძა­ლებ­თან" მო­უ­წევთ ბრძო­ლა. მა­ნამ­დე, მნიშ­ვნე­ლოვ­ნად შე­სუს­ტდე­ბა სა­ხელ­მწი­ფო ინ­სტი­ტუ­ტე­ბი, რო­მელ­თა გან­ვი­თა­რე­ბა, ამე­რი­კის დახ­მა­რე­ბით რა­ღაც დო­ნე­ზე მა­ინც შევ­ძე­ლით... ამის ყვე­ლა­ზე მე­ტად გვე­ში­ნია.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალებია ხდება ცნობილი კლინიკა „ვივამედში“ პატიმრის გარდაცვალებასთან დაკავშირებით
ავტორი:

"აქ ჯგუფურად გადაადგილდებიან... ერთი დავირუსებული მთელ სოფელს აინფიცირებს" - რას ჰყვება ავღანელი სამხედრო თარჯიმანი ქვეყანაში არსებულ მძიმე სიტუაციაზე

"აქ ჯგუფურად გადაადგილდებიან... ერთი დავირუსებული მთელ სოფელს აინფიცირებს" - რას ჰყვება ავღანელი სამხედრო თარჯიმანი ქვეყანაში არსებულ მძიმე სიტუაციაზე

ახალ კორონავირუსს ბევრად მძიმე შედეგები აქვს იმ ქვეყნებში, სადაც დემოკრატია არ არსებობს და შესაბამისად, ყველა ის თანმხლები პრობლემებია, რაც დიქტატორულ მმართველობას ახასიათებს... ამ მხრივ უმძიმესი მდგომარეობაა ავღანეთში, სადაც წლებია ომი არ წყდება.

ადგილობრივების თქმით, COVID-19 მძვინვარებს ქვეყანაში, თუმცა არსებული სიტუაციის გამო არათუ მკურნალობა, დაინფიცირებულთა აღრიცხვაც კი არ ხდება. ქვეყანაში არსებულ ვითარებაზე, AMBEBI.GE ავღანელ სამხედრო თარჯიმანს, სამი აბდულას ინტერნეტით ესაუბრა:

- ვინც იცის ამ ვირუსის შესახებ, პანიკაშია. ვინც არ იცის, არ ღელავს, თუმცა ინფორმაციის არარსებობის გამო, გავრცელების საფრთხე დიდია, რადგან არავითარ რეკომენდაციებს არ ითვალისწინებენ. ჰიგიენის პრობლემა ისედაც წლებია მძიმედ დგას ბევრ პროვინციაში, რადგან ცხოვრების უმძიმესი პირობებია. არ არის წყალი, გათბობა, სრულფასოვანი კვება... ჩემს გარშემო ყველას ვეუბნები, ეს არ არის "თალიბანი", ამერიკამ ნატოს ძალები და ავღანეთის შეიარაღებული ძალები მოგვაშველოს-მეთქი. მისმენდნენ, მაგრამ ვერ იგებდნენ, რაზე ვესაუბრებოდი. აქ პნევმონიით კი არა, ჩვეულებრივი გრიპით ასობით ათასი ადამიანი იხოცება...

ჯანდაცვის მინისტრის, ფიროზუდინა ფირუზას მტკიცებით, პირველი შემთხვევა, 25 თებერვალს გამოვლინდა, თუმცა დარწმუნებული ვარ, უფრო ადრეც იქნებოდა, მაგრამ მალავდნენ და რომ არა ის მძიმე შემთხვევა, კიდევ დიდხანს დამალავდნენ, შემდეგ, მთავრობამ გვერდი ვეღარ აუარა, რადგან საერთაშორისო ორგანიზაციები და დიპლომატიური სამსახურები ჩააყენეს საფრთხეში...

პირველი დაინფიცირებული ჰერათის პროვინციაში გამოვლინდა, თუმცა ვერ გაარკვიეს ვისთან ჰქონდა კონტაქტი... მეორე დღესვე გაირკვა, რომ ქალაქ ყუმში სამ ადამიანს გამოუვლინდა, მათ ვირუსი ირანიდან შემოიტანეს, ოღონდ რამდენიმე დღის შემდეგ გაიგეს... ანუ კარანტინია გამოცხადებული, მაგრამ ადგილობრივები ჯგუფურად გადაადგილდებიან, მუშაობენ და ცხოვრობენ. ამიტომ, ერთი დავირუსებული ხშირად მთელ სოფელსა და ქალაქს აინფიცირებს...

ფოტო: nytimes

- რელიგიური და საერო დღესასწაულები ჩვეულებრივ იმართება?

- მას შემდეგ, რაც ეპიდემიამ რამდენიმე ქალაქში, სამანგანში, ბალჰასა და კაპისეში იფეთქა, არა. გაზაფხულის დღესასწაულები, მაგალითად, ნავრუზი გადაიტანეს... შემცირდა მლოცველები მეჩეთში. შედარებით განვითარებულ პროვინციებსა და ქალაქებზე ვსაუბრობ, სხვაგან, სადაც მოლები უკიდეგანო ძალაუფლებით სარგებლობენ, მლოცველთა შემცირებას არ ველით, თუ ისევ თავად არ შეცვალეს რამე.

- სამედიცინო პერსონალი როგორ მუშაობს?

- სამედიცინო განათლება, სხვა ქვეყნებთან შედარებით დაბალია ქაბულის გარეთ ქალაქებსა და პროვინციებში, ბევრგან ამბულატორიებიც კი არ არის, რომ არაფერი ვთქვათ, ლაბორატორიაზე, სადაც ადამიანებმა სისხლის ანალიზი უნდა ჩააბარონ...

კიდევ ერთი ადგილობრივი, ბლოგერი ქალის ცნობით, რომელიც ჰანას ფსევდონიმით წერს, ავღანეთი არის ქვეყანა, სადაც უამრავ პროვინციაში, სკოლებიც დღემდე არ არსებობს და თაობები ისე იხოცებიან, წერა-კითხვას ვერ სწავლობენ.

- პანიკის ფონზე, ქაბულში თავმოყრილი ადამიანები პროვინციებში დაბრუნდნენ და ვირუსი იქაც გაავრცელეს. ადგილობრივ მოსახლეობას, არასრულფასოვანი კვების, არასწორი ცხოვრების წესის გამო, ისედაც ძალიან დაბალი იმუნიტეტი აქვს, შესაბამისად, მსხვერპლი დიდია, თუმცა ნამდვილ ინფორმაციას ალბათ ვერასდროს გავიგებთ. მოსახლეობას ინფორმაცია და შესაბამისი განათლება არ აქვს, თორემ მიმართვიანობა მეტი იქნებოდა. ავღანეთში არაერთი საერთაშორისო და ჰუმანიტარული ორგანიზაცია, ასევე, საელჩოები და დიპლომატიური სამსახურები მუშაობენ, ამიტომ არსებული მძიმე მდგომარეობა ვერ დამალეს.

მთავარია, ქაბულში მაინც აკონტროლონ სიტუაცია, სადაც სხვადასხვა ქვეყნების მაღალჩინოსნები არიან კონცენტრირებული, თორემ ლოგარის, ჰერათის, სამანგანის, ბადგისის, კაპისასა და დაიკუნდისნაირ პროვინციებზე დიდად არ დარდობენ. ხელისუფლება თავს იმართლებს, "თალიბანთან" მრავალწლიანი ბრძოლის შემდეგ, დასუსტებული ვართ, ვირუსს ჩვენ კი არა, წამყვანი ქვეყნები ვერაფერს უხერხებენო... ვერც გაამტყუნებ, არ არის საფუძველს მოკლებული. ახლა ამის კონტროლისთვის არც სხვა ქვეყნებს სცალიათ.

- საგაზაფხულო სამუშაოები დაიწყო, არა?

- დიახ, იწყება ყაყაჩოს მოსაყვანი სამუშაოები, საქონელს საძოვრებზე ერეკებიან და არ არსებობს ძალა, რომელიც ადგილობრივებს შინ დარჩენას აიძულებს, სამუშაოდ არ გავლენ... დაუჯერებელია, ისიც, რომ "თალიბანსა" და ჩვენს ხელისუფლებას შორის ზავი რეალურად შედგა. არავის სჯერა, რომ "თალიბები" არ იომებენ, უბრალოდ, მათ პატიმრების გათავისუფლება სურთ და როგორც ვიცი, მათმა ნაწილმა ციხე უკვე დატოვა.

- რა მოხდება, თუ ამერიკის შეიარაღებული ძალები და სხვა საერთაშორისო მისიები დატოვებენ ავღანეთს?

- ძალიან მალე, ამერიკას და საერთაშორისო ძალებს, უფრო გაძლიერებულ "ტერორისტულ ძალებთან" მოუწევთ ბრძოლა. მანამდე, მნიშვნელოვნად შესუსტდება სახელმწიფო ინსტიტუტები, რომელთა განვითარება, ამერიკის დახმარებით რაღაც დონეზე მაინც შევძელით... ამის ყველაზე მეტად გვეშინია.

რუსეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვმა 200 000-ს გადააჭარბა

აშშ-ის ადმინისტრაციის სამი მაღალჩინოსანი კარანტინში გადავიდა - მათ შორისაა ენტონი ფაუჩი

ინფიცირების 34 ახალი შემთხვევა, რაც ყველაზე მაღალი მაჩვენებელია ბოლო 1 თვეში - რა ვითარებაა სამხრეთ კორეაში, სადაც უახლოეს მომავალში შეზღუდვები სრულად მოიხსნება