საზოგადოება
პოლიტიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ახლობელმა მითხრა, ჩვენგან წასულებს იქ ექსპერიმენტებს უტარებენო" - რუსეთმა "ლუგარის ლაბორატორიის" ანტიპიარში "ოსეთისა" და აფხაზეთის "ხელმძღვანელობა" ჩართო
"ახლობელმა მითხრა, ჩვენგან წასულებს იქ ექსპერიმენტებს უტარებენო" - რუსეთმა "ლუგარის ლაბორატორიის" ანტიპიარში "ოსეთისა" და აფხაზეთის "ხელმძღვანელობა" ჩართო

პე­რი­ო­დუ­ლად, თუმ­ცა, და­უ­ღა­ლა­ვად და მთე­ლი ძა­ლის­ხმე­ვით, რუ­სე­თის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა თა­ვის პრო­პა­გან­დის­ტულ მან­ქა­ნებს ლუ­გა­რის ლა­ბო­რა­ტო­რი­ის­კენ მი­მარ­თავს... ბოლო წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში, ეს მე­რამ­დე­ნე შემ­თხვე­ვაა, რო­დე­საც კრემ­ლი ცდი­ლობს, მხო­ლოდ თა­ვი­სი კი არა, მის მიერ ოკუ­პი­რე­ბუ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს რე­გი­ო­ნე­ბის მო­სახ­ლე­ო­ბაც ისე გა­ნა­წყოს, თით­ქოს სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ჯან­დაც­ვის კვლე­ვით ცენ­ტრში ბი­ო­ლო­გურ ია­რაღს აწარ­მო­ე­ბენ. რამ­დე­ნი­მე დღის წინ ლა­ბო­რა­ტო­რია, რო­მელ­მაც ახალ კო­რო­ნა­ვირუს­თან ბრძო­ლა­ში სა­ქარ­თვე­ლოს მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი დრო მო­ა­გე­ბი­ნა, კვლავ გახ­და რუ­სუ­ლი დე­ზინ­ფორ­მა­ტო­რე­ბის სა­მიზ­ნე.

ჩი­ნურ­მა გა­მო­ცე­მა Xinhuanet-ის ცნო­ბით, ჩი­ნე­თის სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს სპი­კერ­მა ამე­რი­კას მი­მარ­თა, სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­ზო­გა­დო­ე­ბის შეშ­ფო­თე­ბა ყო­ფი­ლი საბ­ჭო­თა კავ­ში­რის ქვეყ­ნებ­ში არ­სე­ბუ­ლი მისი ბი­ო­ლა­ბო­რა­ტო­რი­ის შე­სა­ხებ, სე­რი­ო­ზუ­ლად აღიქ­ვას და ად­გი­ლობ­რი­ვი მო­სახ­ლე­ო­ბის ჯან­მრთე­ლო­ბა­სა და უსაფრ­თხო­ე­ბას გა­უფრ­თხილ­დეს.

გა­მო­ცე­მის ცნო­ბით, სა­უ­ბა­რია, რუ­სე­თის სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს სპი­კე­რის მხრი­დან გა­მო­ხა­ტულ შეშ­ფო­თე­ბა­ზე. მა­თი­ვე პო­ზი­ცი­ით, ასეთ ლა­ბო­რა­ტო­რი­ებს მთლი­ა­ნად ამე­რი­კა მარ­თავს, რათა შე­ის­წავ­ლონ სა­ში­ში და­ა­ვა­დე­ბე­ბი ადა­მი­ან­თა სპე­ცი­ფი­კურ ჯგუ­ფებ­ში ან ჩა­ა­ტა­რონ ისე­თი ექ­სპე­რი­მენ­ტე­ბი, რაც ამე­რი­კის კა­ნონ­მდებ­ლო­ბით აკ­რძა­ლუ­ლია.

ჩი­ნურ მე­დი­ა­ში გა­სუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბით, სა­ქარ­თვე­ლოს სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლე ალექ­სან­დრე ხვთი­სი­აშ­ვი­ლი ჩი­ნე­თის ელჩს ლი იენს შეხ­ვდა და ვი­თა­რე­ბა გა­აც­ნო. მოგ­ვი­ა­ნე­ბით, ჩი­ნურ­მა მხა­რემ აღ­ნიშ­ნა, რომ ის ემიჯ­ნე­ბა მე­დი­ის მხრი­დან სა­ქარ­თვე­ლოს ხსე­ნე­ბას არას­წო­რი ინ­ტერპრე­ტა­ცი­ით და იმე­დი გა­მოთ­ქვა, რომ ორ ქვე­ყა­ნას შო­რის შე­ნარ­ჩუნ­დე­ბა არ­სე­ბუ­ლი წარ­მა­ტე­ბუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი, მათ შო­რის სა­მე­დი­ცი­ნო და კვლე­ვი­თი მი­მარ­თუ­ლე­ბით.

ფაქ­ტია, რომ ახა­ლი კო­რო­ნა­ვირუ­სით გა­მოწ­ვე­უ­ლი უმ­ძი­მე­სი შე­დე­გე­ბის გამო, 1-ლი მა­ი­სის მო­ნა­ცე­მე­ბით, რუ­სეთ­ში 8 000-მდე ახა­ლი შემ­თხვე­ვა გა­მოვ­ლინ­და, ამი­ტომ რუ­სე­თი სა­ქარ­თვე­ლოს იმი­ჯის გა­ფუ­ჭე­ბა­ზე "ზრუნ­ვას" გა­ნაგ­რძობს.

ამ­ჯე­რად, ლა­ბო­რა­ტო­რი­ის "სა­ხი­ფა­თო გეგ­მებ­ზე" ცხინ­ვა­ლის რე­გი­ო­ნის ე.წ. ხელ­მძღვნე­ლო­ბა ალა­პა­რაკ­და. ანა­ტო­ლი ბი­ბი­ლო­ვის წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა "ლა­ბო­რა­ტო­რი­ის იმი­ჯის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა" უწო­დეს სა­ქარ­თვე­ლო­ში ამე­რი­კის ელ­ჩის კელი დეგ­ნა­ნის გან­ცხა­დე­ბას, რო­მე­ლიც კი­დევ ერთხელ შე­ე­ცა­და ყვე­ლას­თვის გა­სა­გე­ბად აეხ­სნა ცენ­ტრის არსი და მნიშ­ვნე­ლო­ბა.

ე.წ. სამ­ხრეთ ოსე­თის სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ექ­სპერტთა საბ­ჭოს წევ­რის იური ვა­ზა­გო­ვის გა­ცხა­დე­ბით, ქარ­თულ-ამე­რი­კუ­ლი მხა­რე ცდი­ლობს, ლუ­გა­რის ლა­ბო­რა­ტო­რი­ის საფრ­თხე­ე­ბი მიჩ­ქმა­ლოს და კო­რო­ნა­ვირუს­თან ბრძო­ლა­ში და­დე­ბი­თი მხა­რე­ე­ბი წარ­მო­ა­ჩი­ნოს...” - აცხა­დებს ის.

ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით უფრო შორს წა­ვიდ­ნენ ოსი ე.წ. ექ­სპერ­ტე­ბი, რო­მელ­თა თქმი­თაც, ლა­ბო­რა­ტო­რი­ა­ში ღა­მუ­რებ­ზე ექ­სპე­რი­მენ­ტებს, ჯერ კი­დევ 2014 წლი­დან აწარ­მო­ებ­დნენ და ვირუ­სის ადა­მი­ან­ზე გავ­რცე­ლე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბას იკ­ვლევ­დნენ..." - აცხა­დე­ბენ ისი­ნი.

რო­გორ მო­სა­ლოდ­ნე­ლი იყო, აფხა­ზე­თა და ცხინ­ვა­ლის რე­გი­ონ­ში მო­სახ­ლე­ო­ბის ნა­წი­ლი ე.წ. ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბე­ბის პო­ზი­ცი­ებს იზი­ა­რებს. აფხა­ზე­თის­გან გან­სხა­ვე­ბით, სა­დაც ად­გი­ლობ­რი­ვებს ქარ­თულ მხა­რეს სამ­კურ­ნა­ლოდ გად­მოს­ვლა­ში პრობ­ლე­მას არ უქ­მნიდ­ნენ, ლუ­გა­რის ლა­ბო­რა­ტო­რი­ის "საფრ­თხე­ებს" მა­ინც აწ­ვე­თებ­დნენ.

"ჩემი ოჯა­ხის წევ­რი წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში მკურ­ნა­ლობ­და C-ჰე­პა­ტი­ტის ვირუსს თბი­ლის­ში... ერთხე­ლაც, აფხა­ზეთ­ში დაბ­რუ­ნე­ბის შემ­დეგ, ახ­ლობ­ლებ­მა ლუ­გა­რის ლა­ბო­რა­ტო­რი­ა­სა და მის გარ­შე­მო საფრ­თხე­ებ­ზე მკი­თხეს. მას­ზე არა­ფე­რი გვქონ­და მოს­მე­ნი­ლი, თუმ­ცა თბი­ლის­ში დაბ­რუ­ნე­ბის შემ­დეგ, ექიმს მისი და­ნიშ­ნუ­ლე­ბის შე­სა­ხებ ვე­სა­უბ­რე. მან პირ­და­პირ მი­თხრა, რომ რუ­სე­თის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ცდი­ლობს შავი პი­ა­რი აუ­გო­როს კვლე­ვით ცენ­ტრს, მა­შინ რო­დე­საც მოს­კოვ­ში ასე­თი­ვე ცენ­ტრე­ბი რამ­დე­ნი­მე არ­სე­ბობს...

რაც შე­ე­ხე­ბა ახ­ლან­დელ შემ­თხვე­ვას, რუ­სე­თი ვერ ეგუ­ე­ბა პოსტსაბ­ჭო­თა სივ­რცე­ში პა­ტა­რა სა­ქარ­თვე­ლოს ექი­მე­ბის წარ­მა­ტე­ბას, მა­შინ, რო­დე­საც, თა­ვად უმ­ძი­მეს დღე­შია. ამ დროს ეს­მის სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­ზო­გა­დო­ე­ბე­ბის შე­ფა­სე­ბე­ბი ქარ­თუ­ლი მე­დი­ცი­ნის სის­ტე­მის მი­მართ და აც­ნო­ბი­ე­რებს ად­გი­ლობ­რი­ვი მო­სახ­ლე­ო­ბის აგ­რე­სი­ა­სა და იმედ­გაც­რუ­ე­ბას. ეს ყვე­ლა­ფე­რი პუ­ტინ­სა და მისი გუნ­დის რე­ი­ტინგზე ცუ­დად აი­სა­ხე­ბა. მათ არ სურთ, შე­და­რე­ბის­თვის მა­გა­ლი­თად სა­ქარ­თვე­ლო ჰყავ­დეთ, ამი­ტო­მაც ცდი­ლო­ბენ, იე­რი­ში მი­ი­ტა­ნონ მას­ზე, არა მხო­ლოდ პოსტსბ­ჭო­თა, მსოფ­ლიო მას­შტა­ბით..." - წერს აფხა­ზი ინ­ტერ­ნეტ მომ­ხმა­რე­ბე­ლი "ირო­დი­ონ გაგ­რინ­სკი".

“კო­რო­ნა­ვირუ­სამ­დე, ვიდ­რე გზებს ჩა­კე­ტავ­დნენ თბი­ლის­ში შვი­ლი დამ­ყავ­და სამ­კურ­ნა­ლოდ. სწო­რედ მა­შინ აა­გო­რეს ლუ­გა­რის ლა­ბო­რა­ტო­რი­ის საფრ­თხე­ებ­ზე სა­უ­ბა­რი და მარ­თლა შე­მე­შინ­და. ახ­ლობ­ლებ­მა მი­თხრეს, ამ­ბო­ბენ, რომ ჩვენ­გან წა­სულ ადა­მი­ა­ნებს, იქ ექ­სპე­რი­მენ­ტებს უტა­რე­ბენ, ლა­ბო­რა­ტო­რი­ა­ში ანა­ლი­ზე­ბი ხდე­ბაო. ცხინ­ვა­ლელ ექიმს ვკი­თხე, რას მირ­ჩევთ, წა­ვი­დე თუ არა-მეთ­ქი... გა­ე­ღი­მა, შვილს უშ­ვე­ლეო, მი­თხრა... თუმ­ცა, ჩემს გარ­შე­მო არი­ან ადა­მი­ა­ნე­ბი, ვი­საც მარ­თლა სჯე­რა, რომ ლუ­გარ­ში ადა­მი­ა­ნის­თვის სა­ში­ში ვირუ­სე­ბი გა­მოჰ­ყავთ და ავ­რცე­ლე­ბენ" - ამ­ბობს AMBEBI.GE-სთან სა­უ­ბარ­ში ერთ-ერთი ცხინ­ვა­ლე­ლი.

მკითხველის კომენტარები / 8 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
!!!
1

ავადმყოფი სახელმწიფო,ავადმყოფი საზოგადოებით!!!

დვალთლი
1

გაიგეთ ხალხო ამათ სიკეთეს ვერ დაანახვებთ

რუბრიკის სხვა სიახლეები
ავტორი:

"ახლობელმა მითხრა, ჩვენგან წასულებს იქ ექსპერიმენტებს უტარებენო" - რუსეთმა "ლუგარის ლაბორატორიის" ანტიპიარში "ოსეთისა" და აფხაზეთის "ხელმძღვანელობა" ჩართო

"ახლობელმა მითხრა, ჩვენგან წასულებს იქ ექსპერიმენტებს უტარებენო" - რუსეთმა "ლუგარის ლაბორატორიის" ანტიპიარში "ოსეთისა" და აფხაზეთის "ხელმძღვანელობა" ჩართო

პერიოდულად, თუმცა, დაუღალავად და მთელი ძალისხმევით, რუსეთის ხელისუფლება თავის პროპაგანდისტულ მანქანებს ლუგარის ლაბორატორიისკენ მიმართავს... ბოლო წლების განმავლობაში, ეს მერამდენე შემთხვევაა, როდესაც კრემლი ცდილობს, მხოლოდ თავისი კი არა, მის მიერ ოკუპირებული საქართველოს რეგიონების მოსახლეობაც ისე განაწყოს, თითქოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის კვლევით ცენტრში ბიოლოგურ იარაღს აწარმოებენ. რამდენიმე დღის წინ ლაბორატორია, რომელმაც ახალ კორონავირუსთან ბრძოლაში საქართველოს მნიშვნელოვანი დრო მოაგებინა, კვლავ გახდა რუსული დეზინფორმატორების სამიზნე.

ჩინურმა გამოცემა Xinhuanet-ის ცნობით, ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა ამერიკას მიმართა, საერთაშორისო საზოგადოების შეშფოთება ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებში არსებული მისი ბიოლაბორატორიის შესახებ, სერიოზულად აღიქვას და ადგილობრივი მოსახლეობის ჯანმრთელობასა და უსაფრთხოებას გაუფრთხილდეს.

გამოცემის ცნობით, საუბარია, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერის მხრიდან გამოხატულ შეშფოთებაზე. მათივე პოზიციით, ასეთ ლაბორატორიებს მთლიანად ამერიკა მართავს, რათა შეისწავლონ საშიში დაავადებები ადამიანთა სპეციფიკურ ჯგუფებში ან ჩაატარონ ისეთი ექსპერიმენტები, რაც ამერიკის კანონმდებლობით აკრძალულია.

ჩინურ მედიაში გასული ინფორმაციასთან დაკავშირებით, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიაშვილი ჩინეთის ელჩს ლი იენს შეხვდა და ვითარება გააცნო. მოგვიანებით, ჩინურმა მხარემ აღნიშნა, რომ ის ემიჯნება მედიის მხრიდან საქართველოს ხსენებას არასწორი ინტერპრეტაციით და იმედი გამოთქვა, რომ ორ ქვეყანას შორის შენარჩუნდება არსებული წარმატებული ურთიერთობები, მათ შორის სამედიცინო და კვლევითი მიმართულებით.

ფაქტია, რომ ახალი კორონავირუსით გამოწვეული უმძიმესი შედეგების გამო, 1-ლი მაისის მონაცემებით, რუსეთში 8 000-მდე ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ამიტომ რუსეთი საქართველოს იმიჯის გაფუჭებაზე "ზრუნვას" განაგრძობს.

ამჯერად, ლაბორატორიის "სახიფათო გეგმებზე" ცხინვალის რეგიონის ე.წ. ხელმძღვნელობა ალაპარაკდა. ანატოლი ბიბილოვის წარმომადგენლებმა "ლაბორატორიის იმიჯის შენარჩუნება" უწოდეს საქართველოში ამერიკის ელჩის კელი დეგნანის განცხადებას, რომელიც კიდევ ერთხელ შეეცადა ყველასთვის გასაგებად აეხსნა ცენტრის არსი და მნიშვნელობა.

ე.წ. სამხრეთ ოსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ექსპერტთა საბჭოს წევრის იური ვაზაგოვის გაცხადებით, ქართულ-ამერიკული მხარე ცდილობს, ლუგარის ლაბორატორიის საფრთხეები მიჩქმალოს და კორონავირუსთან ბრძოლაში დადებითი მხარეები წარმოაჩინოს...” - აცხადებს ის.

ამ მიმართულებით უფრო შორს წავიდნენ ოსი ე.წ. ექსპერტები, რომელთა თქმითაც, ლაბორატორიაში ღამურებზე ექსპერიმენტებს, ჯერ კიდევ 2014 წლიდან აწარმოებდნენ და ვირუსის ადამიანზე გავრცელების შესაძლებლობას იკვლევდნენ..." - აცხადებენ ისინი.

როგორ მოსალოდნელი იყო, აფხაზეთა და ცხინვალის რეგიონში მოსახლეობის ნაწილი ე.წ. ხელმძღვანელობების პოზიციებს იზიარებს. აფხაზეთისგან განსხავებით, სადაც ადგილობრივებს ქართულ მხარეს სამკურნალოდ გადმოსვლაში პრობლემას არ უქმნიდნენ, ლუგარის ლაბორატორიის "საფრთხეებს" მაინც აწვეთებდნენ.

"ჩემი ოჯახის წევრი წლების განმავლობაში მკურნალობდა C-ჰეპატიტის ვირუსს თბილისში... ერთხელაც, აფხაზეთში დაბრუნების შემდეგ, ახლობლებმა ლუგარის ლაბორატორიასა და მის გარშემო საფრთხეებზე მკითხეს. მასზე არაფერი გვქონდა მოსმენილი, თუმცა თბილისში დაბრუნების შემდეგ, ექიმს მისი დანიშნულების შესახებ ვესაუბრე. მან პირდაპირ მითხრა, რომ რუსეთის ხელისუფლება ცდილობს შავი პიარი აუგოროს კვლევით ცენტრს, მაშინ როდესაც მოსკოვში ასეთივე ცენტრები რამდენიმე არსებობს...

რაც შეეხება ახლანდელ შემთხვევას, რუსეთი ვერ ეგუება პოსტსაბჭოთა სივრცეში პატარა საქართველოს ექიმების წარმატებას, მაშინ, როდესაც, თავად უმძიმეს დღეშია. ამ დროს ესმის საერთაშორისო საზოგადოებების შეფასებები ქართული მედიცინის სისტემის მიმართ და აცნობიერებს ადგილობრივი მოსახლეობის აგრესიასა და იმედგაცრუებას. ეს ყველაფერი პუტინსა და მისი გუნდის რეიტინგზე ცუდად აისახება. მათ არ სურთ, შედარებისთვის მაგალითად საქართველო ჰყავდეთ, ამიტომაც ცდილობენ, იერიში მიიტანონ მასზე, არა მხოლოდ პოსტსბჭოთა, მსოფლიო მასშტაბით..." - წერს აფხაზი ინტერნეტ მომხმარებელი "იროდიონ გაგრინსკი".

“კორონავირუსამდე, ვიდრე გზებს ჩაკეტავდნენ თბილისში შვილი დამყავდა სამკურნალოდ. სწორედ მაშინ ააგორეს ლუგარის ლაბორატორიის საფრთხეებზე საუბარი და მართლა შემეშინდა. ახლობლებმა მითხრეს, ამბობენ, რომ ჩვენგან წასულ ადამიანებს, იქ ექსპერიმენტებს უტარებენ, ლაბორატორიაში ანალიზები ხდებაო. ცხინვალელ ექიმს ვკითხე, რას მირჩევთ, წავიდე თუ არა-მეთქი... გაეღიმა, შვილს უშველეო, მითხრა... თუმცა, ჩემს გარშემო არიან ადამიანები, ვისაც მართლა სჯერა, რომ ლუგარში ადამიანისთვის საშიში ვირუსები გამოჰყავთ და ავრცელებენ" - ამბობს AMBEBI.GE-სთან საუბარში ერთ-ერთი ცხინვალელი.

ესპანეთში საქართველოს მოქალაქე, 23 წლის გოგო, სკვერში გარდაცვლილი იპოვეს

როგორ უნდა იმოძრაონ ავტომობილებმა ჭავჭავაძის გამზირზე - თბილისის მერია ინფორმაციას ავრცელებს

"1 გაჩიანის კლასტერს უკავშირდება, 3 იმპორტირებულია...", - ამირან გამყრელიძე ახალი ინფიცირებულების წყაროების შესახებ