საზოგადოება

6

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 14:10-ზე, მთვარე ქალწულშია თამამად წამოიწყეთ ახალი საქმეები. კარგი დღეა უძრავი ქონების შესაძენად, ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ვაჭრობისთვის. ცუდი დღეა კამათისა და სასამართლო საქმეებისთვის. სწავლა და გამოცდების ჩაბარება გაგიადვილდებათ. მოაგვარეთ საოჯახო კონფლიქტები. კარგია ნათესავებთან შეხვედრა და საუბარი. დღეს მომხდარი უსიამოვნებები მალევე დასრულდება. კარგი დღეა უფროსთან შესახვედრად და ახალი პროექტების განსახილველად. საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. მოერიდეთ მგზავრობასა და საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. მოერიდეთ ფიზიკურ დატვირთვას. გაგიადვილდებათ საოჯახო საქმეების, რემონტისა და მშენებლობის შესრულება. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის, ინტიმური ურთიერთობისთვის. მოერიდეთ ოპერაციების ჩატარებას მუცლის ღრუს ორგანოებზე. მარტივ ოპერაციასაც კი შეიძლება გართულება მოჰყვეს.
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ყოფას გიტირებ" იყო ნათქვამი... იარაღი შემთხვევით გაუვარდა" - დავით ცინარიძის ადვოკატი
"ყოფას გიტირებ" იყო ნათქვამი... იარაღი შემთხვევით გაუვარდა" - დავით ცინარიძის ადვოკატი

ოჯა­ხუ­რი ძა­ლა­დო­ბის ბრალ­დე­ბით და­კა­ვე­ბუ­ლი სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცი­ის ყო­ფი­ლი უფ­რო­სის, და­ვით ცი­ნა­რი­ძის ად­ვო­კა­ტი კახა ხვის­ტა­ნი აცხა­დებს, რომ ბრალ­დე­ბულს მე­უღ­ლის­თვის ფი­ზი­კუ­რი შე­უ­რა­ცხყო­ფა არ მი­უ­ყე­ნე­ბია.

რო­გორც კახა ხვის­ტა­ნი „ინ­ტერპრეს­ნი­უს­თან“ სა­უ­ბარ­ში აცხა­დებს, შემ­თხვე­ვის დღეს და­ვით ცი­ნა­რი­ძე ნას­ვა­მი იყო, მე­გობ­რის და­ბა­დე­ბის დღე­ზე და­ლია და მე­უღ­ლეს­თან მხო­ლოდ მცი­რე შე­კა­მა­თე­ბა მო­უ­ვი­და.

"პრო­კუ­რა­ტუ­რის მიერ გად­მო­ცე­მუ­ლი საქ­მის მა­სა­ლე­ბით, და­ვით ცი­ნა­რი­ძის მხრი­დან მის მე­უღ­ლე­ზე ფი­ზი­კუ­რი შე­უ­რა­ცხყო­ფის ფაქ­ტი არ დას­ტურ­დე­ბა. სი­ტყვი­ე­რი შე­კა­მა­თე­ბა იყო, რა­საც სის­ხლის სა­მარ­თლებ­რი­ვი და­ნა­შა­უ­ლის არა­ნა­ი­რი შე­მად­გენ­ლო­ბა არ აქვს. სი­ცო­ცხლის ხელ­ყო­ფით მუ­ქა­რა აბ­სო­ლუ­ტუ­რი ტყუ­ი­ლია - „ყო­ფას გი­ტი­რებ“ იყო ნათ­ქვა­მი.

წინმსწრე­ბით არ მინ­და ის ინ­ფორ­მა­ცია გავ­ცე, რისი გავ­რცე­ლე­ბის უფ­ლე­ბაც არ მაქვს, მაგ­რამ სა­ზო­გა­დო­ე­ბა მალე ნა­ხავს, რომ და­ვით ცი­ნა­რი­ძე ამ ბრალ­დე­ბა­ში აბ­სო­ლუ­ტუ­რად გა­მარ­თლდე­ბა. და­თოს ია­რა­ღი შემ­თხვე­ვით რომ გა­უ­ვარ­და, ამას თვით მისი მე­უღ­ლეც ადას­ტუ­რებს და პრო­კუ­რა­ტუ­რას ეს ინ­ფორ­მა­ცია სა­ი­დან მო­აქვს, ჩემ­თვის გა­ურ­კვე­ვე­ლია. ნას­ვა­მი იყო, ამას თა­ვა­დაც ადას­ტუ­რებს, რამ­დე­ნი­მე ჭიქა ჰქონ­და და­ლე­უ­ლი მე­გობ­რის და­ბა­დე­ბის დღე­ზე“, - გა­ნა­ცხა­და ხვის­ტან­მა.

მი­სი­ვე გან­მარ­ტე­ბით, და­ვით ცი­ნა­რი­ძე­სა და მის მე­უღ­ლეს შო­რის უთან­ხმო­ე­ბა ელე­მენ­ტა­რულ სა­კი­თხზე მოხ­და. ად­ვო­კა­ტის თქმით­ვე, მე­უღ­ლე­ებს შო­რის შე­კა­მა­თე­ბას ცი­ნა­რი­ძის გე­რიც შე­ეს­წრო, რო­მე­ლიც ორ­ჯე­რაა გა­მო­კი­თხუ­ლი.

„მოწ­მე ცი­ნა­რი­ძის გე­რია, რო­მე­ლიც აბ­სო­ლუ­ტუ­რად ობი­ექ­ტურ ინ­ფორ­მა­ცი­ას იძ­ლე­ვა და ამ ინ­ფორ­მა­ცი­ი­და­ნაც ირ­კვე­ვა, რომ მე­უღ­ლე­ებს შო­რის რა­ი­მე სა­ხის კონ­ფლიქტს, რო­გორც ამას ბრალ­დე­ბის მხა­რე აცხა­დებს, რომ თვე­ე­ბი გრძელ­დე­ბო­და, ად­გი­ლი არ ჰქო­ნია. კონ­ფლიქ­ტი იმ­დე­ნად უმ­ნიშ­ვნე­ლო რა­ღა­ცის გამო მოხ­და, რაც ნე­ბის­მი­ერ ოჯახ­ში შე­იძ­ლე­ბა მი­ლი­ონ­ჯერ მოხ­დეს. მე არ ვამ­ბობ, რომ მე­უღ­ლე­ებს შო­რის დავა სა­სურ­ვე­ლია, მაგ­რამ ყვე­ლა დავა, ელე­მენ­ტა­რუ­ლი შე­კა­მა­თე­ბა სის­ხლი­სა­მარ­თლებ­რი­ვი კვა­ლი­ფი­კა­ცი­ით რომ შე­ვა­ფა­სოთ, ჩავ­თვა­ლოთ, რომ ქუ­ჩა­ში ყვე­ლა პო­ტენ­ცი­უ­რი დამ­ნა­შა­ვე დავ­დი­ვართ“, - გა­ნა­ცხა­და ხის­ტან­მა წა­ი­კი­თხეთ ვრცლად

მკითხველის კომენტარები / 11 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
თათო
1

ყველა მოძალადეს ადგილი ციხეშია!!!

ლევანი
0

ეტირა ყოფა!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალებია ხდება ცნობილი კლინიკა „ვივამედში“ პატიმრის გარდაცვალებასთან დაკავშირებით
ავტორი:

"ყოფას გიტირებ" იყო ნათქვამი... იარაღი შემთხვევით გაუვარდა" - დავით ცინარიძის ადვოკატი

"ყოფას გიტირებ" იყო ნათქვამი... იარაღი შემთხვევით გაუვარდა" - დავით ცინარიძის ადვოკატი

ოჯახური ძალადობის ბრალდებით დაკავებული საპატრულო პოლიციის ყოფილი უფროსის, დავით ცინარიძის ადვოკატი კახა ხვისტანი აცხადებს, რომ ბრალდებულს მეუღლისთვის ფიზიკური შეურაცხყოფა არ მიუყენებია.

როგორც კახა ხვისტანი „ინტერპრესნიუსთან“ საუბარში აცხადებს, შემთხვევის დღეს დავით ცინარიძე ნასვამი იყო, მეგობრის დაბადების დღეზე დალია და მეუღლესთან მხოლოდ მცირე შეკამათება მოუვიდა.

"პროკურატურის მიერ გადმოცემული საქმის მასალებით, დავით ცინარიძის მხრიდან მის მეუღლეზე ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტი არ დასტურდება. სიტყვიერი შეკამათება იყო, რასაც სისხლის სამართლებრივი დანაშაულის არანაირი შემადგენლობა არ აქვს. სიცოცხლის ხელყოფით მუქარა აბსოლუტური ტყუილია - „ყოფას გიტირებ“ იყო ნათქვამი.

წინმსწრებით არ მინდა ის ინფორმაცია გავცე, რისი გავრცელების უფლებაც არ მაქვს, მაგრამ საზოგადოება მალე ნახავს, რომ დავით ცინარიძე ამ ბრალდებაში აბსოლუტურად გამართლდება. დათოს იარაღი შემთხვევით რომ გაუვარდა, ამას თვით მისი მეუღლეც ადასტურებს და პროკურატურას ეს ინფორმაცია საიდან მოაქვს, ჩემთვის გაურკვეველია. ნასვამი იყო, ამას თავადაც ადასტურებს, რამდენიმე ჭიქა ჰქონდა დალეული მეგობრის დაბადების დღეზე“, - განაცხადა ხვისტანმა.

მისივე განმარტებით, დავით ცინარიძესა და მის მეუღლეს შორის უთანხმოება ელემენტარულ საკითხზე მოხდა. ადვოკატის თქმითვე, მეუღლეებს შორის შეკამათებას ცინარიძის გერიც შეესწრო, რომელიც ორჯერაა გამოკითხული.

„მოწმე ცინარიძის გერია, რომელიც აბსოლუტურად ობიექტურ ინფორმაციას იძლევა და ამ ინფორმაციიდანაც ირკვევა, რომ მეუღლეებს შორის რაიმე სახის კონფლიქტს, როგორც ამას ბრალდების მხარე აცხადებს, რომ თვეები გრძელდებოდა, ადგილი არ ჰქონია. კონფლიქტი იმდენად უმნიშვნელო რაღაცის გამო მოხდა, რაც ნებისმიერ ოჯახში შეიძლება მილიონჯერ მოხდეს. მე არ ვამბობ, რომ მეუღლეებს შორის დავა სასურველია, მაგრამ ყველა დავა, ელემენტარული შეკამათება სისხლისამართლებრივი კვალიფიკაციით რომ შევაფასოთ, ჩავთვალოთ, რომ ქუჩაში ყველა პოტენციური დამნაშავე დავდივართ“, - განაცხადა ხისტანმა წაიკითხეთ ვრცლად

მკვლელობა თბილისში - მამაკაცის ცხედარი ყაზბეგის გამზირზე იპოვეს

გუდაურში მკვლელობისთვის ბრალდებული მერაბ კობიაშვილის მიმართ ჯგუფური ძალადობის ფაქტზე, 6 პირს ბრალი წაუყენეს

რძლის თვითმკვლელობის მცდელობამდე მიყვანისა და მუქარის ბრალდებით, დედამთილი დააკავეს