მთავრობის დადგენილების მიხედვით, "სუფთა სახლს" ეკონომიკური საქმიანობის უფლება აღუდგა.
შესაბამისი ცვლილება მთავრობის 23 მარტის დადგენილებაში შევიდა და იმ ეკონომიკური საქმიანობის განმახორციელებელი მეწარმე სუბიექტების ჩამონათვალს, რომელთაც ფუნქციონირება არ ეზღუდებათ საგანგებო მდგომარეობის პერიოდში, შპს "სუფთა სახლიც" დაემატა.
დადგენილება ძალაშია 28 აპრილიდან.
ცნობისთვის, მაღაზიათა ქსელ "სუფთა სახლის" ადმინისტრაციამ 10 აპრილს გაავრცელა განცხადება, რომ საქმიანობას დროებით წყვეტდნენ.
"ძვირფასო მომხარებლებო, ქვეყანაში არსებული საგანგებო მდგომარეობიდან გამომდინარე, საქართველოს მთავრობის დადგენილების თანახმად, მაღაზიათა ქსელი "სუფთა სახლი" სამწუხაროდ დროებით ვერ განაგრძობს ფუნქციონირებას" - ნათქვამი იყო განცხადებაში.