მეცნიერება
საზოგადოება
მსოფლიო

7

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 13:37-ზე, მთვარე ლომშია თამამად წამოიწყეთ ახალი საქმეები. კარგი დღეა უძრავი ქონების შესაძენად, ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ვაჭრობისთვის. ცუდი დღეა კამათისა და სასამართლო საქმეებისთვის. სწავლა და გამოცდების ჩაბარება გაგიადვილდებათ. მოაგვარეთ საოჯახო კონფლიქტები. კარგია ნათესავებთან შეხვედრა და საუბარი. კარგი დღეა უფროსთან შესახვედრად და ახალი პროექტების განსახილველად; საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. მოერიდეთ ფიზიკურ დატვირთვას; გულის გადაღლას, ოპერაციებსა გულსა და ზურგზე; შესაძლოა შეგაწუხოთ რადიკულიტმა. უმჯობესდება ფსიქოემოციური ფონი. ადამიანი უფრო ხალისიანი ხდება. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის.
პოლიტიკა
კონფლიქტები
Faceამბები
სამართალი
მოზაიკა
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ჩემი ხელფასი თვეში 10 ათასი დოლარია, ეს სახლი კი სულ 100 კვ.მ-ია" - მიხეილ სააკაშვილი დედის მიმართვას ავრცელებს
"ჩემი ხელფასი თვეში 10 ათასი დოლარია, ეს სახლი კი სულ 100 კვ.მ-ია" - მიხეილ სააკაშვილი დედის მიმართვას ავრცელებს

"სა­ლა­მი პო­რო­შენ­კოს ნა­ბიჭ­ვარს პირ­და­პირ დე­და­ჩე­მის­გან", - ამ სა­თა­უ­რით აქ­ვეყ­ნებს "ფე­ის­ბუ­ქის" პი­რად გვერ­დზე სა­ქარ­თვე­ლოს ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტი მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი, დე­დის, გი­უ­ლი ალა­სა­ნი­ას ვი­დე­ო­მი­მარ­თვას.

ვი­დე­ო­ში გი­უ­ლი ალა­სა­ნია უკ­რა­ი­ნელ ჟურ­ნა­ლისტს სერ­გეი პო­ი­არ­კოვს პა­სუ­ხობს, რო­მელ­მაც ტე­ლე­კომ­პა­ნია Zik-ის ეთერ­ში, კი­ევ­თან ახ­ლოს მდე­ბა­რე სა­ა­კაშ­ვი­ლის სახ­ლის ფი­ნან­სებ­თან და­კავ­ში­რე­ბით ისა­უბ­რა. მისი თქმით, სა­ა­კაშ­ვი­ლის დე­დას "რომ არ ეჭა­მა, ესვა და სა­პირ­ფა­რე­შო­ში არ შე­სუ­ლი­ყო, ასე­თი მდიდ­რუ­ლი სახ­ლის აშე­ნე­ბის უფ­ლე­ბას თავს მა­ინც ვერ მის­ცემ­და".

სა­პა­სუ­ხოდ გი­უ­ლი ალა­სა­ნი­ამ სა­კუ­თა­რი ანა­ზღა­უ­რე­ბის ოდე­ნო­ბა და­ა­სა­ხე­ლა და აღ­ნიშ­ნა, რომ სახ­ლი არც ისე ძვი­რა­დღი­რე­ბუ­ლი და დი­დია.

"ახ­ლა­ხანს გა­ვი­გე, რომ ვინ­მე პო­ი­არ­კოვს ეჭვი გა­მო­უთ­ქვამს, რომ ნაკ­ვე­თი, რო­მელ­ზეც ეს სახ­ლი დგას, ჩემი ნა­ყი­დია. საქ­მე ისაა, რომ მე პრო­ფე­სო­რი და სა­ქარ­თვე­ლო­ში ერთ-ერთი უმხვი­ლე­სი კერ­ძო სას­წავ­ლებ­ლის - სა­ქარ­თვე­ლოს უნი­ვერ­სი­ტე­ტის დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი და პრე­ზი­დენ­ტი ვარ. უკვე დიდი ხა­ნია ჩემი ხელ­ფა­სი, ყო­ველ­თვი­უ­რად სა­შუ­ა­ლოდ, 10 ათა­სი დო­ლა­რია.

ეს ნაკ­ვე­თი დიდი არ არის, და­ახ­ლო­ე­ბით, ათა­სი კვად­რა­ტუ­ლი მეტ­რია, სახ­ლი სამი წე­ლია შენ­დე­ბა, მისი ფარ­თო­ბიც სულ 100 კვად­რა­ტუ­ლი მეტ­რია, ეს მომცრო სახ­ლია, და ვფიქ­რობ, შე­მეძ­ლო ასე­თი სახ­ლის აშე­ნე­ბის უფ­ლე­ბა მი­მე­ცა ჩემი თა­ვის­თვის. მთე­ლი ცხოვ­რე­ბა პა­ტი­ო­სა­ნი შრო­მით ვცხოვ­რობ, ამას­ვე აკე­თებ­და ჩემი ვა­ჟიც. ასე რომ, არა­ვი­თარ შემ­თხვე­ვა­ში არა­ვის მივ­ცემ უფ­ლე­ბას მისი და ჩემი სა­ხე­ლი შე­უ­რა­ცხყოს", - აცხა­დებს გი­უ­ლი ალა­სა­ნია.

შე­გა­ხე­ნებთ, რამ­დე­ნი­მე დღის წინ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­მა თა­თია შა­რან­გი­ას­თან "ინ­სტაგ­რა­მის" ლა­ივ­ში ჩარ­თვის დროს ისა­უბ­რა, რო­გორ ცხოვ­რობს კი­ე­ვის გა­რე­უ­ბან­ში მდე­ბა­რე სახ­ლში.

გა­სულ წელს სა­ა­კაშ­ვილ­მა უკ­რა­ი­ნულ ტე­ლე­კომ­პა­ნია "24 Канал"-ის გა­დამ­ღებ ჯგუფს კი­ე­ვის გა­რე­უ­ბან­ში მდე­ბა­რე ელი­ტუ­რი სახ­ლი და­ათ­ვა­ლი­ე­რე­ბი­ნა. მა­შინ ინ­ტერ­ვი­უ­ში აღ­ნიშ­ნა, რომ სახ­ლს თით­ქმის სამი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში აშე­ნებ­დნენ. მი­წის ნაკ­ვე­თი 550 კვ.მეტ­რი ფარ­თო­ბი­საა და მისი ღი­რე­ბუ­ლე­ბა 30 ათა­სი დო­ლა­რია.

მკითხველის კომენტარები / 57 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
Iii
285

10000 დოლარიო? სტუდენტებო გესმით, რამდენივიცი რომ ლუკმა პურს იკლებს რომ გადასახადი გადაიხადოს, მერია სოცებს არ დაუფინანსო მანდ 

გიორგი
381

2018 წელს ინტერვიუში ამბობდა, დედაჩემს წლიურად 60 ათასი დოლარი აქვსო ხელფასი, უკვე ასი გახდა,

სახლიო 64კვ.მეტრიაო, უკვე ასი გახდა))

 თბილიში გაყიდა გიულიმო, ეს მიწა რო ეყიდაო

თუ ვერ იმახსოვრებ დაიწერე მაინც წინა ჩვენებაში რას იძახი რა, მიუნფაუზენი საფლავში ტრიალებს

ავტორი:

"ჩემი ხელფასი თვეში 10 ათასი დოლარია, ეს სახლი კი სულ 100 კვ.მ-ია" - მიხეილ სააკაშვილი დედის მიმართვას ავრცელებს

"ჩემი ხელფასი თვეში 10 ათასი დოლარია, ეს სახლი კი სულ 100 კვ.მ-ია" - მიხეილ სააკაშვილი დედის მიმართვას ავრცელებს

"სალამი პოროშენკოს ნაბიჭვარს პირდაპირ დედაჩემისგან", - ამ სათაურით აქვეყნებს "ფეისბუქის" პირად გვერდზე საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, დედის, გიული ალასანიას ვიდეომიმართვას.

ვიდეოში გიული ალასანია უკრაინელ ჟურნალისტს სერგეი პოიარკოვს პასუხობს, რომელმაც ტელეკომპანია Zik-ის ეთერში, კიევთან ახლოს მდებარე სააკაშვილის სახლის ფინანსებთან დაკავშირებით ისაუბრა. მისი თქმით, სააკაშვილის დედას "რომ არ ეჭამა, ესვა და საპირფარეშოში არ შესულიყო, ასეთი მდიდრული სახლის აშენების უფლებას თავს მაინც ვერ მისცემდა".

საპასუხოდ გიული ალასანიამ საკუთარი ანაზღაურების ოდენობა დაასახელა და აღნიშნა, რომ სახლი არც ისე ძვირადღირებული და დიდია.

"ახლახანს გავიგე, რომ ვინმე პოიარკოვს ეჭვი გამოუთქვამს, რომ ნაკვეთი, რომელზეც ეს სახლი დგას, ჩემი ნაყიდია. საქმე ისაა, რომ მე პროფესორი და საქართველოში ერთ-ერთი უმხვილესი კერძო სასწავლებლის - საქართველოს უნივერსიტეტის დამფუძნებელი და პრეზიდენტი ვარ. უკვე დიდი ხანია ჩემი ხელფასი, ყოველთვიურად საშუალოდ, 10 ათასი დოლარია.

ეს ნაკვეთი დიდი არ არის, დაახლოებით, ათასი კვადრატული მეტრია, სახლი სამი წელია შენდება, მისი ფართობიც სულ 100 კვადრატული მეტრია, ეს მომცრო სახლია, და ვფიქრობ, შემეძლო ასეთი სახლის აშენების უფლება მიმეცა ჩემი თავისთვის. მთელი ცხოვრება პატიოსანი შრომით ვცხოვრობ, ამასვე აკეთებდა ჩემი ვაჟიც. ასე რომ, არავითარ შემთხვევაში არავის მივცემ უფლებას მისი და ჩემი სახელი შეურაცხყოს", - აცხადებს გიული ალასანია.

შეგახენებთ, რამდენიმე დღის წინ მიხეილ სააკაშვილმა თათია შარანგიასთან "ინსტაგრამის" ლაივში ჩართვის დროს ისაუბრა, როგორ ცხოვრობს კიევის გარეუბანში მდებარე სახლში.

გასულ წელს სააკაშვილმა უკრაინულ ტელეკომპანია "24 Канал"-ის გადამღებ ჯგუფს კიევის გარეუბანში მდებარე ელიტური სახლი დაათვალიერებინა. მაშინ ინტერვიუში აღნიშნა, რომ სახლს თითქმის სამი წლის განმავლობაში აშენებდნენ. მიწის ნაკვეთი 550 კვ.მეტრი ფართობისაა და მისი ღირებულება 30 ათასი დოლარია.

"ნუ ყვირიხარ, დაჯექი, თუ ძმა ხარ" - გია ვოლსკი მამუკა ხაზარაძეს

"უხერხულობას უნდა გიქმნიდეთ ბერასთან  ჩანაწერის გავრცელების შემდეგ, მანდ რომ ზიხართ - მართლა ვდარდობ, როგორ ზიხართ მანდ?" - ხაბეიშვილი ღარიბაშვილს

LIVE - ეთერშია გადაცემა "პოლიტNEWS"