საზოგადოება
სამართალი
მსოფლიო

2

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეხუთე დღე დაიწყება 07:57-ზე, მთვარე ტყუპშია მოერიდეთ ახალი საქმეების დაწყებას, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას. უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვა სხვა დღისთვის გადადეთ. არ გირჩევთ საქმეების, ურთიერთობის გარჩევას. მშვიდად აკეთეთ თქვენი საქმე. ნუ განიხილავთ ახალ პროექტებს. ივარჯიშეთ.ცუდი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისთვის. მოერიდეთ ცხოველური საკვებს. ნაკლები დრო გაატარეთ უჰაერო ოთახში, მოერიდეთ ე.წ. მოწევის ადგილებს. გაანიავეთ ოთახი. შეამცირეთ დატვირთვა ხელებსა და მხრებზე.
პოლიტიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მონაცემები არის სწორი... ეს ნიშნავს, რომ ქვეყანა გამარჯვებულია ამ ეტაპზე" - რა განმარტებას აკეთებს მარინა ეზუგბაია
"მონაცემები არის სწორი... ეს ნიშნავს, რომ ქვეყანა გამარჯვებულია ამ ეტაპზე" - რა განმარტებას აკეთებს მარინა ეზუგბაია

რა­ტომ უჩ­ნდე­ბა კი­თხვე­ბი ტე­ლეჟურ­ნა­ლის­ტე­ბის ნა­წილს, რომ ეს არ არის სწო­რი მო­ნა­ცე­მე­ბი, არ ვიცი, ასე მგო­ნია, რომ სურ­ვი­ლი აქვთ, რომ მარ­თლა მეტი იყოს. სი­ნამ­დვი­ლე­ში არ­სე­ბუ­ლი მო­ნა­ცე­მე­ბი არის სწო­რი, ეს სტა­ტის­ტი­კა არის ჩვე­ნი ქვეყ­ნის გა­მარ­ჯვე­ბა, - ამის შე­სა­ხებ ინ­ფექ­ცი­უ­რი სა­ა­ვად­მყო­ფოს სა­მე­დი­ცი­ნო დი­რექ­ტორ­მა, მა­რი­ნა ეზუგ­ბა­ი­ამ ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან გა­ნა­ცხა­და. მან აგ­რე­სი­ულ ტეს­ტი­რე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით რამ­დე­ნი­მე დღის წინ მის მიერ გა­კე­თე­ბუ­ლი გან­ცხა­დე­ბა გან­მარ­ტა.

„ეს იყო ჩემი სურ­ვი­ლი, რა­ტომ იგებს ადა­მი­ა­ნე­ბის ნა­წი­ლი ამას ისე, რო­გორც ფაქტს, მე არ ვიცი, მაგ­რამ მე გა­მოვ­ხა­ტე ჩემი სურ­ვი­ლი, რომ ქვე­ყა­ნას თუ არ დას­ჭირ­დე­ბა გან­მე­ო­რე­ბით და ხში­რად აგ­რე­სი­უ­ლი ტეს­ტი­რე­ბა, ეს იმას ნიშ­ნავს, რომ ჩვენ­თან და­ა­ვა­დე­ბის გავ­რცე­ლე­ბა იქ­ნე­ბა ისევ ზო­მი­ე­რი და კონ­ტრო­ლი­რე­ბა­დი, მე გან­მარ­ტე­ბა გა­ვა­კე­თე ამ მო­ცე­მუ­ლო­ბას­თან მი­მარ­თე­ბა­ში. ვინ რო­გორ გა­ი­გო არ ვიცი, მაგ­რამ გან­მარ­ტე­ბას გა­ვა­კე­თებ, ჩი­ნე­თი­დან ჩა­მოფ­რე­ნი­ლი პა­ცი­ენ­ტე­ბი ჩვენ ცენ­ტრში პირ­ვე­ლად მო­ვიდ­ნენ 1-ელ თე­ბერ­ვალს, 1-ელი თე­ბერ­ვლი­დან და­ი­წყო ბრძო­ლა ამ პრობ­ლე­მის წი­ნა­აღ­მდეგ და სა­ხელ­მწი­ფო, ანუ მთავ­რო­ბა და ჯან­დაც­ვის სამ­სა­ხუ­რი თა­ვი­სი შე­სა­ბა­მი­სი სამ­სა­ხუ­რე­ბით, და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრი და თავ­და­პირ­ვე­ლად მხო­ლოდ ჩვე­ნი ცენ­ტრი ეწე­ო­და ერ­თობ­ლი­ვად რო­გორც ერთი ორ­გა­ნიზ­მი მუ­შა­ო­ბას და პირ­ვე­ლი ეტა­პი, რა­საც ჰქვია შე­კა­ვე­ბის პე­რი­ო­დი, შე­სა­შუ­რი შე­დე­გე­ბით დამ­თავ­რდა და სტა­ტის­ტი­კუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბი იყო საკ­მა­ოდ და­ბა­ლი. რა­ტომ­ღაც ყო­ველ­თვის ეჭ­ვე­ბი იქ­მნე­ბა, რომ სტა­ტის­ტი­კუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბი გა­ყალ­ბე­ბუ­ლია და ეს ასე არ არის, იმი­ტომ რომ გა­ყალ­ბე­ბა ვე­რას­დროს შე­ა­ჩე­რებს იმ პრო­ცე­სებს, რა­საც ჰქვია covid და­ა­ვა­დე­ბუ­ლი პა­ცი­ენ­ტე­ბის მა­ტე­ბა და მას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ყვე­ლა ეს პრობ­ლე­მა. შევ­ხე­დოთ ევ­რო­პის ქვეყ­ნებს და ვნა­ხოთ რა მდგო­მა­რე­ო­ბა­ში არი­ან. შე­კა­ვე­ბის პე­რი­ო­დი ჩვენ და ამ სტრუქ­ტუ­რებ­მა ერ­თად და­ვამ­თავ­რეთ და როცა დაგ­ვე­წყო შიდა გავ­რცე­ლე­ბა, რო­მე­ლიც ძა­ლი­ან რთუ­ლი მო­საგ­ვა­რე­ბე­ლი იყო, სა­ხელ­მწი­ფომ ადეკ­ვა­ტუ­რი ნა­ბი­ჯე­ბი გა­დად­გა ყვე­ლა ჯერ­ზე და ის აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი, რაც გან­ხორ­ცი­ელ­და, აბ­სო­ლუ­ტუ­რად ადეკ­ვა­ტუ­რი იყო და მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის მა­ღა­ლი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბაც შე­სა­ბა­მი­სად მიყ­ვე­ბო­და ამ სი­ტუ­ა­ცი­ას. გავ­რცე­ლე­ბის პე­რი­ო­დიც სა­ბედ­ნი­ე­როდ, გრძელ­დე­ბა კონ­ტრო­ლი­რე­ბა­დი, ზო­მი­ე­რი მა­ტე­ბით და ეს სტა­ტის­ტი­კუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბი არის აბ­სო­ლუ­ტუ­რად ჭეშ­მა­რი­ტი და სწო­რი. რა­ტომ უჩ­ნდე­ბა კი­თხვე­ბი ტე­ლეჟურ­ნა­ლის­ტე­ბის ნა­წილს, რომ ეს არ არის სწო­რი მო­ნა­ცე­მე­ბი და მო­ნა­ცე­მე­ბი არის და­მა­ლუ­ლი, არ ვიცი, ასე მგო­ნია, რომ სურ­ვი­ლი აქვთ, რომ მარ­თლა მეტი იყოს. სი­ნამ­დვი­ლე­ში არ­სე­ბუ­ლი მო­ნა­ცე­მე­ბი არის სწო­რი, ეს სტა­ტის­ტი­კა არის ჩვე­ნი ქვეყ­ნის გა­მარ­ჯვე­ბა, შე­სა­შუ­რი სტა­ტის­ტი­კუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბი, რო­მე­ლიც დადო ქვე­ყა­ნამ, ეს ერ­თად უნდა გვი­ხა­რო­დეს ყვე­ლას და ეჭ­ვე­ბი ძა­ლი­ან გთხოვთ ნუ გაქვთ, ერ­თად უნდა გვი­ხა­რო­დეს ყვე­ლას,“ - გა­ნა­ცხა­და მა­რი­ნა ეზუგ­ბა­ი­ამ.

მი­სი­ვე თქმით, მიზ­ნობ­რივ ჯგფებ­ში ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ტეს­ტი­რე­ბა და აგ­რე­სი­უ­ლი ტეს­ტი­რე­ბა სხვა­დას­ხვა რა­მეა. რო­გორც მა­რი­ნა ეზუგ­ბა­ია გან­მარ­ტავს, როცა ასე­თი გა­ფარ­თო­ე­ბუ­ლი ტეს­ტი­რე­ბა ტარ­დე­ბა, 25 შემ­თხვე­ვა კარგ შე­დეგს წარ­მო­ად­გენს.

„სი­ტყვა აგ­რე­სი­უ­ლი არ მიყ­ვარს არა­ნა­ირ მი­მარ­თე­ბა­ში, არც სა­მე­დი­ცი­ნო ტერ­მი­ნო­ლო­გი­ა­ში, არც არ­სად, ჩემ­გან შორს არის ეს ტერ­მი­ნი. მაგ­რამ მე გა­ვა­კე­თე და­ზუს­ტე­ბა, ვი­საც მოს­წონს ეს ტერ­მი­ნი-აგ­რე­სი­უ­ლი ტეს­ტი­რე­ბა, ასე­თი დიდი მო­ცუ­ლო­ბით ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ტეს­ტი­რე­ბი­სას რომ 25 შემ­თხვე­ვა გა­მოვ­ლინ­დე­ბა, ეს არის ძა­ლი­ან ცოტა და ეს არის ძა­ლი­ან დიდი ბედ­ნი­ე­რე­ბა. ასეთ დროს 25 რომ იქ­ნე­ბა მხო­ლოდ და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი, ნიშ­ნავს, რომ ქვე­ყა­ნა გა­მარ­ჯვე­ბუ­ლია ამ ეტაპ­ზე“, -გა­ნა­ცხა­და ეზუგ­ბა­ი­ამ.

მკითხველის კომენტარები / 45 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
g
43

კარგი პიროვნებაა, რა ქნას მეტი ჩვენთვის მუშაობს

თ.
98

უსაყვარლესი პიროვნება ხართ, საიმედო ჩვენთვის, ათიათასობით ადამიანი გლოცავთ, უფალმა შეგაძლებინოთ ბოლომდე ის ენით აღუწერელი სიკეთის და შრომის ბოლომდე მიყვანა, რასა თქვენ და თქვენი საიმედო გუნდი აკეთებთ. უპოზიტიურესი, უსაყვარლესი..... 

ავტორი:

"მონაცემები არის სწორი... ეს ნიშნავს, რომ ქვეყანა გამარჯვებულია ამ ეტაპზე" - რა განმარტებას აკეთებს მარინა ეზუგბაია

"მონაცემები არის სწორი... ეს ნიშნავს, რომ ქვეყანა გამარჯვებულია ამ ეტაპზე" - რა განმარტებას აკეთებს მარინა ეზუგბაია

რატომ უჩნდება კითხვები ტელეჟურნალისტების ნაწილს, რომ ეს არ არის სწორი მონაცემები, არ ვიცი, ასე მგონია, რომ სურვილი აქვთ, რომ მართლა მეტი იყოს. სინამდვილეში არსებული მონაცემები არის სწორი, ეს სტატისტიკა არის ჩვენი ქვეყნის გამარჯვება, - ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ ჟურნალისტებთან განაცხადა. მან აგრესიულ ტესტირებასთან დაკავშირებით რამდენიმე დღის წინ მის მიერ გაკეთებული განცხადება განმარტა.

„ეს იყო ჩემი სურვილი, რატომ იგებს ადამიანების ნაწილი ამას ისე, როგორც ფაქტს, მე არ ვიცი, მაგრამ მე გამოვხატე ჩემი სურვილი, რომ ქვეყანას თუ არ დასჭირდება განმეორებით და ხშირად აგრესიული ტესტირება, ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენთან დაავადების გავრცელება იქნება ისევ ზომიერი და კონტროლირებადი, მე განმარტება გავაკეთე ამ მოცემულობასთან მიმართებაში. ვინ როგორ გაიგო არ ვიცი, მაგრამ განმარტებას გავაკეთებ, ჩინეთიდან ჩამოფრენილი პაციენტები ჩვენ ცენტრში პირველად მოვიდნენ 1-ელ თებერვალს, 1-ელი თებერვლიდან დაიწყო ბრძოლა ამ პრობლემის წინააღმდეგ და სახელმწიფო, ანუ მთავრობა და ჯანდაცვის სამსახური თავისი შესაბამისი სამსახურებით, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი და თავდაპირველად მხოლოდ ჩვენი ცენტრი ეწეოდა ერთობლივად როგორც ერთი ორგანიზმი მუშაობას და პირველი ეტაპი, რასაც ჰქვია შეკავების პერიოდი, შესაშური შედეგებით დამთავრდა და სტატისტიკური მონაცემები იყო საკმაოდ დაბალი. რატომღაც ყოველთვის ეჭვები იქმნება, რომ სტატისტიკური მონაცემები გაყალბებულია და ეს ასე არ არის, იმიტომ რომ გაყალბება ვერასდროს შეაჩერებს იმ პროცესებს, რასაც ჰქვია covid დაავადებული პაციენტების მატება და მასთან დაკავშირებული ყველა ეს პრობლემა. შევხედოთ ევროპის ქვეყნებს და ვნახოთ რა მდგომარეობაში არიან. შეკავების პერიოდი ჩვენ და ამ სტრუქტურებმა ერთად დავამთავრეთ და როცა დაგვეწყო შიდა გავრცელება, რომელიც ძალიან რთული მოსაგვარებელი იყო, სახელმწიფომ ადეკვატური ნაბიჯები გადადგა ყველა ჯერზე და ის აღკვეთის ღონისძიებები, რაც განხორციელდა, აბსოლუტურად ადეკვატური იყო და მოქალაქეების მაღალი პასუხისმგებლობაც შესაბამისად მიყვებოდა ამ სიტუაციას. გავრცელების პერიოდიც საბედნიეროდ, გრძელდება კონტროლირებადი, ზომიერი მატებით და ეს სტატისტიკური მონაცემები არის აბსოლუტურად ჭეშმარიტი და სწორი. რატომ უჩნდება კითხვები ტელეჟურნალისტების ნაწილს, რომ ეს არ არის სწორი მონაცემები და მონაცემები არის დამალული, არ ვიცი, ასე მგონია, რომ სურვილი აქვთ, რომ მართლა მეტი იყოს. სინამდვილეში არსებული მონაცემები არის სწორი, ეს სტატისტიკა არის ჩვენი ქვეყნის გამარჯვება, შესაშური სტატისტიკური მონაცემები, რომელიც დადო ქვეყანამ, ეს ერთად უნდა გვიხაროდეს ყველას და ეჭვები ძალიან გთხოვთ ნუ გაქვთ, ერთად უნდა გვიხაროდეს ყველას,“ - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

მისივე თქმით, მიზნობრივ ჯგფებში ჩატარებული ტესტირება და აგრესიული ტესტირება სხვადასხვა რამეა. როგორც მარინა ეზუგბაია განმარტავს, როცა ასეთი გაფართოებული ტესტირება ტარდება, 25 შემთხვევა კარგ შედეგს წარმოადგენს.

„სიტყვა აგრესიული არ მიყვარს არანაირ მიმართებაში, არც სამედიცინო ტერმინოლოგიაში, არც არსად, ჩემგან შორს არის ეს ტერმინი. მაგრამ მე გავაკეთე დაზუსტება, ვისაც მოსწონს ეს ტერმინი-აგრესიული ტესტირება, ასეთი დიდი მოცულობით ჩატარებული ტესტირებისას რომ 25 შემთხვევა გამოვლინდება, ეს არის ძალიან ცოტა და ეს არის ძალიან დიდი ბედნიერება. ასეთ დროს 25 რომ იქნება მხოლოდ დადასტურებული, ნიშნავს, რომ ქვეყანა გამარჯვებულია ამ ეტაპზე“, -განაცხადა ეზუგბაიამ.

ყვითელი "მარშრუტკების" მძღოლები 300-ლარიან დახმარებას მიიღებენ

სემეკის ახალი პროექტი - კომუნალური მომსახურების შესახებ ყველა ინფორმაციის მიღება მობილურ ტელეფონზე *303# კოდის აკრეფით არის შესაძლებელი

შენიღბული "ფეისბუქ" გვერდები და ყალბი ანგარიშები - "ფეისბუქმა" საქართველოში "სპუტნიკის" ქსელი გააუქმა