საკუთარ ტკივილზე საუბარი არც ისე მარტივია და ხშირად ამაზე ლაპარაკს გაურბიან ადამიანები. 25 წლის ლიკა გოგინაშვილს, სოციალურ ქსელში, სრულიად შემთხვევით წავაწყდი. ლიკა კორონავირუსის გამო თვითიზოლაციაში მყოფ ხალხს გამოეხმაურა და მათ თავისი ისტორია გაუზიარა:
"ამ ამბებს ფსიქოლოგიურად მომზადებული შევხვდი, რადგან 2-წლიანი თვითიზილიციის გამოცდილება მაქვს, სრულიად მოწყვეტილი ვიყავი გარე სამყაროს, იმ განსხვავებით რომ "ჩემს დროს" გარეთ სიცოცხლე ჩქეფდა...."
ამ პატარა მონაკვეთს თან ვრცელი ისტორია ახლდა, დავინტერესდი და ლიკას თავისი ისტორიის მოყოლა ვთხოვე. აღმოჩნდა, რომ ადამიანებს, ტკივილი ცვლით და რიგ შემთხვევაში ახალი ცხოვრების დაწყებისკენ უბიძგებს, ამის მაგალითი კი სწორედ ეს ძალიან საინტერესო გოგოა, რომელმაც ჩვენს მკითხველს თავისი ამბავი გაუზიარა:
- 21 წლის ვიყავი, როდესაც უჩვეულო სიმპტომები გამომივლინდა, თვეების განმავლობაში მოთენთილობასა და ენერგიის ნაკლებობას ვუჩიოდი, თუმცა ყველა სიმპტომს გადატვირთულ რეჟიმს ვაბრალებდი. საბოლოოდ გადავწყვიტე ექიმთან მივსულიყავი და პირველივე ვიზიტზე მივხდი, თუ რასთან მქონდა საქმე. ერთ თვეში ზუსტი დიაგნოზი დამისვეს - ლიმფური კვანძების ავთვისებიანი სიმსივნე, მესამე სტადია. მახსოვს დიაგნოზის დასმისას მხოლოდ რამდენიმე წუთი ვტიროდი, თითქოს შემეცოდა თავი, მას შემდეგ აღარ მიტირია...
მე ბრძოლა მიწევდა სიმსივნესთან, რომელიც მოვიგე.
დიაგნოზის დასმის შემდეგ მკურნალობაც დავიწყე, ქიმიოთერაპია საქართველოში გავიკეთე და შემდეგ სტამბოლში, აჩიბადენის კლინიკაში რადიოთერაპია განვაგრძე, ასევე პეტსკანერზე ჩავდიოდი ხოლმე.
- მოგვიყევი, მკურნალობის პერიოდზე, როგორ შეხვდნენ ოჯახის წევრები და მეგობრები ამ ამბავს?
- მთელი ის პერიოდი ოჯახის წევრები და მეგობრები გვერდში მედგნენ, მათთვის, რა თქმა უნდა, ემოციური იყო ამ ყველაფრის გაგება, თუმცა ცდილობდნენ ჩემთან არ შეემჩნიათ. იმ დროს ჩემი ემოციური საყრდენი, დედაჩემი იყო. ქიმიოთერაპიის გამო ტკივილები მქონდა და 24 საათის განმავლობაში 15 წუთით დაძინებას მხოლოდ მის გვერდით ვახერხებდი...წაიკითხეთ სრულად