პოლიტიკა
მეცნიერება
სამართალი

7

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 13:37-ზე, მთვარე ლომშია თამამად წამოიწყეთ ახალი საქმეები. კარგი დღეა უძრავი ქონების შესაძენად, ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ვაჭრობისთვის. ცუდი დღეა კამათისა და სასამართლო საქმეებისთვის. სწავლა და გამოცდების ჩაბარება გაგიადვილდებათ. მოაგვარეთ საოჯახო კონფლიქტები. კარგია ნათესავებთან შეხვედრა და საუბარი. კარგი დღეა უფროსთან შესახვედრად და ახალი პროექტების განსახილველად; საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. მოერიდეთ ფიზიკურ დატვირთვას; გულის გადაღლას, ოპერაციებსა გულსა და ზურგზე; შესაძლოა შეგაწუხოთ რადიკულიტმა. უმჯობესდება ფსიქოემოციური ფონი. ადამიანი უფრო ხალისიანი ხდება. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის.
საზოგადოება
მსოფლიო
კონფლიქტები
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორ შეუძლია ქართველ მეფუტკრეს გადაარჩინოს ევროპა
როგორ შეუძლია ქართველ მეფუტკრეს გადაარჩინოს ევროპა

ევ­რო­კავ­ში­რი თა­ვი­სი ის­ტო­რი­ის გან­მავ­ლო­ბა­ში რამ­დენ­ჯერ­მე გა­ფარ­თოვ­და ახა­ლი წევ­რი ქვეყ­ნე­ბის მი­ერ­თე­ბის გზით. სა­ქარ­თვე­ლომ და ევ­რო­კავ­შირ­მა ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი და­ამ­ყა­რეს 1996 წლი­დან. სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბამ სურ­ვი­ლი გა­მოთ­ქვა გახ­დეს ევ­რო­კავ­ში­რის წევ­რი ქვე­ყა­ნა.

ურ­თი­ერ­თო­ბის გა­სა­უმ­ჯო­ბე­სებ­ლად, ევ­რო­კავ­შირ­მა და სა­ქარ­თვე­ლომ ბოლო წლებ­ში ხელი მო­ა­წე­რეს რამ­დე­ნი­მე ხელ­შეკ­რუ­ლე­ბას. ევ­რო­კავ­ში­რი­მა, სა­ქარ­თვე­ლოს ევ­რო­პულ კა­ნონ­მდებ­ლო­ბას­თან და სტან­დარ­ტებ­თან და­ახ­ლო­ე­ბის­თვის წა­მო­ა­ყე­ნა სა­ქარ­თვე­ლოს ეკო­ნო­მი­კის მხარ­და­ჭე­რის პრო­ცე­სი ევ­რო­კავ­შირ­ში შემ­დგო­მი ინ­ტეგ­რა­ცი­ის­თვის.

ბოლო წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ევ­რო­კავ­ში­რი მხარს უჭერს სა­ქარ­თვე­ლოს სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის გან­ვი­თა­რე­ბას. ქვე­ყა­ნას, მე­ფუტკრე­ო­ბის და თაფ­ლის წარ­მო­ე­ბის ყვე­ლა­ზე გრძე­ლი ის­ტო­რია აქვს. 2014 წლის 27 ივ­ნისს ევ­რო­კავ­შირ­მა და სა­ქარ­თვე­ლომ ხელი მო­ა­წე­რეს ასო­ცი­რე­ბის ხელ­შეკ­რუ­ლე­ბას. ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა­ში გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლია შე­ღა­ვა­თი­ა­ნი სა­ვაჭ­რო რე­ჟი­მი - ღრმა და ყოვ­ლის­მომ­ცვე­ლი თა­ვი­სუ­ფა­ლი ვაჭ­რო­ბის ზონა.

უკე­თე­სი რე­გუ­ლა­ცი­ის­თვის, ეს რე­ჟი­მი ზრდის ბა­ზარ­ზე წვდო­მას ევ­რო­კავ­შირ­სა და სა­ქარ­თვე­ლოს შო­რის. ამ ნაშ­რომ­ში, სტა­ტის­ტი­კას­თან და მოკ­ლე ის­ტო­რი­ას­თან ერ­თად, წარ­მო­გიდ­გენთ ჩვენს შე­ხე­დუ­ლე­ბას ამ თა­ნამ­შრომ­ლო­ბის სა­მო­მავ­ლო გან­ვი­თა­რე­ბის შე­სა­ხებ, რო­მე­ლიც შე­იძ­ლე­ბა ემ­ყა­რე­ბო­დეს არა მხო­ლოდ თაფ­ლის, არა­მედ თვით ქარ­თუ­ლი ფუტკრის ექ­სპორტზე ევ­რო­კავ­ში­რის ბა­ზარ­ზე.

დად­გე­ნი­ლია, რომ მცე­ნა­რე­თა დამ­ტვე­რი­ა­ნე­ბას (პო­ლი­ნა­ცი­ას), რო­მელ­საც ძი­რი­თა­დად ფუტ­კა­რი გა­ნა­პი­რო­ბებს, ყო­ველ­წლი­უ­რად და­ახ­ლო­ე­ბით 22 მი­ლი­არ­დი ევ­როს წვლი­ლი შე­აქვს ევ­რო­პის სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის ინ­დუსტრი­ა­ში. ფუტ­კა­რი გა­ნა­პი­რო­ბებს ევ­რო­პა­ში მო­სავ­ლის და ვე­ლუ­რი მცე­ნა­რე­ე­ბის მინ. 80% პო­ლი­ნა­ცი­ას.

ბოლო წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში, ევ­რო­პა­ში მცირ­დე­ბა პო­ლი­ნა­ცი­ის ხა­რის­ხი და არე­ა­ლი. ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით, ევ­რო­კავ­ში­რის ეკო­ნო­მი­კის­თვის დიდი სარ­გებ­ლო­ბა შე­იძ­ლე­ბა მო­ი­ტა­ნოს ქარ­თულ­მა ფუტ­კარ­მა, რო­მელ­საც გა­აჩ­ნია გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მა­ხა­სი­ა­თებ­ლე­ბი: აქვს ყვე­ლა­ზე გრძე­ლი ხორ­თუ­მი, ყვე­ლა­ზე თვი­ნი­ე­რია და შე­უძ­ლია და­ამ­ტვე­რი­ა­ნოს მრა­ვა­ლი გან­სხვა­ვე­ბუ­ლი მცე­ნა­რე.

ევ­რო­კავ­ში­რის მიერ და­ფი­ნან­სე­ბუ­ლი ENPARD პროგ­რა­მის სა­შუ­ა­ლე­ბით სა­ქარ­თვე­ლო ამ­ჟა­მად 52 მი­ლი­ო­ნი ევ­როს სარ­გე­ბელს იღებს სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბი­სა გან­ვი­თა­რე­ბის­თვის. 2012 წელს და­არ­სე­ბუ­ლი პროგ­რა­მა მიზ­ნად ისა­ხავს სი­ღა­რი­ბის შემ­ცი­რე­ბას და საკ­ვე­ბის წარ­მო­ე­ბას სა­ქარ­თვე­ლო­ში.

2014 წლის 27 ივ­ნისს ევ­რო­კავ­შირ­მა და სა­ქარ­თვე­ლომ ხელი მო­ა­წე­რეს ასო­ცი­რე­ბის ხელ­შეკ­რუ­ლე­ბას, რო­მე­ლიც ძა­ლა­ში შე­ვი­და 2016 წლის 1 ივ­ლისს. ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა­ში შე­მო­ღე­ბუ­ლია შე­ღა­ვა­თი­ა­ნი სა­ვაჭ­რო რე­ჟი­მი - ღრმა და ყოვ­ლის­მომ­ცვე­ლი თა­ვი­სუ­ფა­ლი ვაჭ­რო­ბის ზონა (DCFTA), რაც ხელს უწყობს სა­ქარ­თვე­ლოს ევ­რო­კავ­ში­რის ბა­ზარ­ზე შეს­ვლას.

2017 წელს ქარ­თუ­ლი თაფ­ლი შე­ვი­და ევ­რო­პულ ბა­ზარ­ზე. ევ­რო­კო­მი­სი­ის ან­გა­რი­შის თა­ნახ­მად - ევ­რო­კავ­ში­რის თაფ­ლის წარ­მო­ე­ბა და­ახ­ლო­ე­ბით 200 000 ტ. წლი­უ­რად. ევ­რო­კავ­შირ­ში შე­მო­ტა­ნი­ლი თაფ­ლი შე­ად­გენს 165 500 ტ.

სა­ქარ­თვე­ლო წე­ლი­წად­ში და­ახ­ლო­ე­ბით 4 000 ტონა თაფლს აწარ­მო­ებს. დიდი რა­ო­დე­ნო­ბი­თაა ხუთი სა­ხის თაფ­ლი: აკა­ცი­ის, ყვა­ვი­ლის (მა­ი­სის), ალ­პუ­რი, ცა­ცხვის და წაბ­ლის. მსხვი­ლი მე­ფუტკრე­ე­ბის უმე­ტე­სო­ბა (100-ზე მეტი ფუტკრის ოჯა­ხი) ორ­ჯერ იღე­ბენ მო­სა­ვალს: გვი­ან გა­ზა­ფხულ­ზე (დი­დად არის და­მო­კი­დე­ბუ­ლი ამინ­დზე) და ზა­ფხუ­ლის ბო­ლოს. წაბ­ლის და ცა­ცხვის თაფ­ლი, ძი­რი­თა­დად, და­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლო­ში გროვ­დე­ბა. ამ სა­ხე­ო­ბა­თა გარ­და, სა­ქარ­თვე­ლო­ში აწარ­მო­ე­ბენ სპე­ცი­ა­ლურ თაფ­ლო­ბის სა­ხე­ო­ბებს, რო­გო­რი­ცაა ჯა­რის, ანუ გა­რე­უ­ლი თაფ­ლი, რო­დო­დენ­დრო­ნის თაფ­ლი, რო­მე­ლიც შე­ი­ცავს გრა­ი­ა­ნო­ტოქ­სინს, ოქ­როწ­კეპ­ლას, ციტ­რუ­სის თაფ­ლი და სხვ. თუმ­ცა, მათი რა­ო­დე­ნო­ბა საკ­მა­ოდ და­ბა­ლია.

სა­ქარ­თვე­ლოს ფლო­რა

სა­ქარ­თვე­ლოს ფლო­რა უაღ­რე­სად მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნია და მდი­და­რი. ეს ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სოა ეკო­ლო­გი­უ­რი თვალ­საზ­რი­სი­თაც. სა­ქარ­თვე­ლო მდე­ბა­რე­ობს ჩრდი­ლო­ეთ ევ­რა­ზი­ის ტყე­ებ­სა და ერა­ყი­სა და ირა­ნის უდაბ­ნო­ებს შო­რის, რო­მე­ლიც მო­ი­ცავს ევ­რო­პის უმაღ­ლეს მთებს და სუბტ­რო­პი­კულ სა­ნა­პი­რო ზოლს. სა­ქარ­თვე­ლო ბუ­ნე­ბი­სათ­ვის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლია ბი­ომ­რა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბის მა­ღა­ლი დონე. Conservation International-მა სა­ქარ­თვე­ლო შე­იქყ­ვა­ნა მსოფ­ლი­ოს 25 "ბი­ომ­რა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბის ცხელ წერ­ტილ­თა" სი­ა­ში. ენ­დე­მუ­რი სა­ხე­ო­ბე­ბი მო­ი­ცავს სა­ქარ­თვე­ლოს ფლო­რის და­ახ­ლო­ე­ბით 9%, რაც სა­ოც­რად მა­ღა­ლი პრო­ცენ­ტია ასე­თი პა­ტა­რა ქვეყ­ნის­თვის.

სა­ქარ­თვე­ლო­ში მცე­ნა­რე­თა და­ახ­ლო­ე­ბით 5000 სა­ხე­ო­ბაა (აქე­დან 380 ენ­დე­მუ­რია სა­ქარ­თვე­ლოს­თვი და და­ახ­ლო­ე­ბით 600 - კავ­კა­სი­ის­თვის), ხოლო და­ახ­ლო­ე­ბით 8,400 - 10,000 კრიპ­ტო­გა­მუ­ლი ან სპო­რუ­ლი მცე­ნა­რე. მა­ღალმთი­ა­ნი კავ­კა­სია ასე­ვე მდი­და­რია ენ­დე­მუ­რი მცე­ნა­რე­ე­ბით. ფოთ­ლო­ვა­ნი ტყე ვრცელ­დე­ბა სამ­ხრეთ-და­სავ­ლე­თის ფერ­დო­ბებ­ზე, ქვე­და და შუა ზოლ­ში.

სა­ქარ­თვე­ლო­ში გავ­რცე­ლე­ბუ­ლია ევ­რო­პის­თვის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი თით­ქმის ყვე­ლა ძი­რი­თა­დი ტი­პის, აგ­რეთ­ვე აზი­ის ზო­გი­ერთ ქვე­ყა­ნა­ში გავ­რცე­ლე­ბუ­ლი მცე­ნა­რე­ე­ბი; ბი­ომ­რა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბის თვალ­საზ­რი­სით ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია სუბ ალ­პუ­რი წიწ­ვო­ვა­ნი ტყე­ე­ბი, მდე­ლო­ე­ბი, ჭა­ო­ბე­ბი, ტორ­ფის ბა­გე­ბი და ტბე­ბი; წიწ­ვო­ვა­ნი და წიფ­ლის ტყე­ე­ბი; მუ­ხის ტყე­ე­ბი; გა­მოქ­ვა­ბუ­ლე­ბი და მთის ხე­ო­ბე­ბი; უნი­კა­ლუ­რი კოლ­ხუ­რი ტყე­ე­ბი, მა­რადმწვა­ნე მცე­ნა­რე­ე­ბი, ხმელ­თა­შუა და სუბ-ხმელ­თა­შუა მცე­ნა­რე­თა ოჯა­ხე­ბი, სტე­პის ბა­ლა­ხე­ბი და სხვა.

კავ­კა­სი­ო­ნის მა­ღალმთი­ა­ნი რე­გი­ო­ნი (2,000 მ. ზღვის დო­ნი­დან) ხა­სი­ათ­დე­ბა მკაც­რი კლი­მა­ტით. კავ­კა­სი­ის მთე­ბი მო­ი­ცავს ევ­რა­ზი­ის ყვე­ლა­ზე მრა­ვალ­ფე­რო­ვან და გან­სა­კუთ­რე­ბულ წიწ­ვო­ვან და ფოთ­ლო­ვან ტყე­ებს.

მე­ფუტკრე­ო­ბა

ქარ­თუ­ლი თაფ­ლის წარ­მო­ე­ბა ხდე­ბა ეკო­ლო­გი­უ­რად სუფ­თა ტე­რი­ტო­რი­ა­ზე და ევ­რო­კავ­ში­რის ბა­ზარს სთა­ვა­ზობს ხა­რის­ხი­ან და მრა­ვალ­ფე­რო­ვან სა­ხე­ო­ბებს.

ქარ­თუ­ლი მე­ფუტკრე­ო­ბის წილი ევ­რო­კავ­ში­რის ბა­ზარ­ზე, თუ მხედ­ვე­ლო­ბა­ში მი­ვი­ღებთ მხო­ლოდ თაფ­ლის წარ­მო­ე­ბას - საკ­მა­ოდ და­ბა­ლია. მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, დედა ფუტკრის ექ­სპორ­ტი შე­საძ­ლოა გახ­დეს ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი მი­მარ­თუ­ლე­ბა.

თა­ნა­მედ­რო­ვე მე­ფუტკრე­ო­ბა ძი­რი­თა­დად ფო­კუ­სი­რე­ბუ­ლია სმარტ ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის ინ­ტეგ­რა­ცი­ა­ზე მე­ფუტკრე­ო­ბა­ში, რაც უკე­თე­სი მე­ნე­ჯმენ­ტის სა­შუ­ა­ლე­ბას იძ­ლე­ვა. ეს მარ­თლაც იმე­დის მომ­ცე­მი მი­მარ­თუ­ლე­ბაა და სა­ჭი­რო­ებს შემ­დგომ გან­ვი­თა­რე­ბას. თუმ­ცა, პრობ­ლე­მა არ არის მხო­ლოდ ტექ­ნო­ლო­გი­ებ­ში. ევ­რო­კავ­შირ­ში მე­ფუტკრე­ო­ბა სხვა­დას­ხვა გა­მოწ­ვე­ვის წი­ნა­შე დგას, რო­მელ­თა­გა­ნაც უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სია ეკო­ლო­გი­უ­რი პრობ­ლე­მე­ბი, გა­რე­მოს და­ბინ­ძუ­რე­ბა და და­ა­ვა­დე­ბე­ბი, რო­გო­რი­ცაა ევ­რო­პუ­ლი და ამე­რი­კუ­ლი სი­დამ­პლე, ტკი­პა ვა­როა დესტრუქ­ტო­რი და სკის პა­ტა­რა ხოჭო. ამას გარ­და, კო­ლო­ნი­ე­ბის მა­სი­უ­რი და სწრა­ფი და­ღუპ­ვის ფე­ნო­მე­ნი (CCD) წარ­მო­ად­გენს უდი­დეს საფრ­თხეს ევ­რო­კავ­ში­რის მრა­ვა­ლი ქვეყ­ნის მე­ფუტკრე­ო­ბის გან­ვი­თა­რე­ბის­თვის.

ვი­ნა­ი­დან მე­ფუტკრე­ო­ბა წარ­მო­ად­გენს ევ­რო­კავ­ში­რის ეკო­ნო­მი­კის და აგრო სექ­ტო­რის კრი­ტი­კუ­ლად მნიშ­ვნე­ლო­ვან ნა­წილს, ქარ­თულ­მა მე­ფუტკრე­ო­ბამ შე­საძ­ლოა შეს­თა­ვა­ზოს არა მხო­ლოდ თაფ­ლი და დედა ფუტ­კა­რი, არა­მედ სხვა პრო­დუქ­ტე­ბიც, რო­გო­რი­ცაა ცვი­ლი და შხა­მი, აგ­რეთ­ვე ჭეო, ყვა­ვი­ლის მტვე­რი, პრო­პო­ლი­სი და სა­დე­დე რძე, რომ­ლე­ბიც გა­მო­ი­ყე­ნე­ბა საკ­ვებ და­ნა­მა­ტე­ბად. მე­ფუტკრე­ო­ბის პრო­დუქ­ტე­ბის ექ­სპორ­ტი, გან­სა­კუთ­რე­ბით კი დედა ფუტკრის ექ­სპორ­ტი, მნიშ­ვნე­ლოვ­ნად გაზ­რდის სა­ქარ­თვე­ლოს წილს ევ­რო­კავ­ში­რის სა­ერ­თო ეკო­ნო­მი­კა­ში.

ქარ­თუ­ლი მთის რუხი ფუტ­კა­რი (Apis mellifera caucasia)

სა­ქარ­თვე­ლოს გა­აჩ­ნია მე­ფუტკრე­ო­ბის ძა­ლი­ან ხან­გრძლი­ვი ის­ტო­რია. დღეს-დღე­ო­ბით, მსოფ­ლი­ო­ში თაფ­ლის ყვე­ლა­ზე ძვე­ლი ნი­მუ­ში ნა­პოვ­ნია სა­ქარ­თვე­ლო­ში. არ­ქე­ო­ლო­გებ­მა ბორ­ჯო­მის რე­გი­ონ­ში, ბაქო-ჯე­ი­ჰა­ნი-თბი­ლი­სის ნავ­თო­ბის მილ­სა­დე­ნის მშე­ნებ­ლო­ბი­სას აღ­მო­ა­ჩი­ნეს თი­ხის ჭურ­ჭე­ლი, რომ­ლის კედ­ლებ­ზეც მეც­ნი­ე­რებ­მა გა­მო­იკ­ვლი­ეს 5,500 წლის წი­ნან­დე­ლი თაფ­ლი, რაც 2 000 წლით უფრო ძვე­ლია, ვიდ­რე ეგ­ვიპ­ტის ფა­რა­ონ ტუ­ტან­ხა­მო­ნის საფ­ლავ­ში აღ­მო­ჩე­ნილ თაფ­ლი, რო­მე­ლიც ამ აღ­მო­ჩე­ნამ­დე ით­ვლე­ბო­და უძ­ვე­ლეს ნი­მუ­შად.

და­ხა­სი­ა­თე­ბა

  • ყვე­ლა­ზე მშვი­დი სა­ხე­ო­ბა
  • ყინ­ვის ამ­ტა­ნი
  • პრო­დუქ­ტი­უ­ლი
  • მო­ხერ­ხე­ბუ­ლი; შე­უძ­ლია ნექტრის შეგ­რო­ვე­ბა ცივ და ოდ­ნავ წვი­მი­ან ამინ­დშიც.
  • აქვს ყვე­ლა­ზე გრძე­ლი ხორ­თუ­მი (7,1mm-7,3mm), და შე­სა­ბა­მი­სად, შე­უძ­ლია ნექტრის შეგ­რო­ვე­ბა მრა­ვა­ლი მცე­ნა­რის­გან.

მსოფ­ლიო პო­პუ­ლა­რი­ზა­ცია

ქარ­თუ­ლი ფუტკრის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცია მნიშ­ვნე­ლო­ვან­წი­ლად გა­ნა­პი­რო­ბა ცნო­ბი­ლი ამე­რი­კე­ლი მოღ­ვა­წის ფ. ბენ­ტო­ნის (1852-1919) კვლე­ვებ­მა. ქარ­თუ­ლი ფუტ­კა­რი შე­ერ­თე­ბულ შტა­ტებ­ში პირ­ვე­ლად მე -19 სა­უ­კუ­ნის მი­წუ­რულს შე­იყ­ვა­ნეს, ძი­რი­თა­დად კო­მერ­ცი­უ­ლი თაფ­ლის მწარ­მო­ე­ბელ სა­ფუტკრე­ებ­ში. სხვა­დას­ხვა ქვეყ­ნის წამ­ყვა­ნი მეც­ნი­ე­რე­ბი გა­ა­ო­ცა ქარ­თუ­ლი ფუტკრის გა­მორ­ჩე­ულ­მა თვი­სე­ბებ­მა.

სა­ერ­თა­შო­რი­სო გა­მო­ფე­ნებ­ზე ქარ­თულ ფუტ­კარს მი­ღე­ბუ­ლი აქვს 3 ოქ­როს მე­და­ლი: 1961 წ. ქ. ერ­ფურ­ტი, გერ­მა­ნია, მე­ბა­ღე­ო­ბის გა­მო­ფე­ნა. 1965 წ. ქ. ბუ­ქა­რეს­ტი, რუ­მი­ნე­თი,მე­ფუტკრე­ო­ბის სა­ი­უ­ბი­ლეო 20-ე სა­ერ­თა­შო­რი­სო კონ­გრე­სი აპი­მონ­დია (APIMONDIA) და 1971 წ. ქ.მოს­კო­ვი, რუ­სე­თი, მე­ფუტკრე­ო­ბის 23-ე სა­ერ­თა­შო­რი­სო კონ­გრე­სი აპი­მონ­დია (APIMONDIA).

ბრი­ტა­ნუ­ლი გა­მო­ცე­მა Sunday Mirror-ის თა­ნახ­მად: "საბ­ჭო­თა კავ­ში­რის ოქ­როს ფუტ­კა­რი მსოფ­ლი­ო­ში სა­უ­კე­თე­სოდ იქნა შე­ფა­სე­ბუ­ლი და ოქ­როს მედ­ლით და­ჯილ­დოვ­და. რუხი კავ­კა­სი­უ­რი ფუტ­კა­რი გა­მო­ირ­ჩე­ვა თა­ვი­სი ინ­დუსტრი­უ­ლი მნიშ­ვნე­ლო­ბის თვი­სე­ბე­ბით. იგი წვი­მა­შიც კი აგ­რო­ვებს თაფლს. მრა­ვალ­მა უცხო­ელ­მა მე­ფუტკრემ მო­ი­თხო­ვა ოქ­როს ფუტ­კა­რი და ამ წელს 200 000-მდე დედა ფუტ­კა­რი იქნა გაგ­ზავ­ნი­ლი ევ­რო­პა­ში, აზი­ა­სა და ამე­რი­კა­ში " (Sunday Mirror, 1969 წლის 1 ივ­ნი­სი).

ქარ­თუ­ლი კომ­პა­ნი­ის GOLDBEE LLC თა­ნახ­მად, მო­თხოვ­ნა ქარ­თულ ფუტ­კარ­ზე მნიშ­ვნე­ლოვ­ნად გა­ი­ზარ­და ევ­რო­პა­ში, კა­ნა­და­სა და ა.შ.შ.-ში. ამე­რი­კის მე­ფუტკრე­ო­ბის მხარ­და­სა­ჭე­რად, ვა­შინგტო­ნის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის ენ­ტო­მო­ლოგ­მა ვ. ს. შე­პარ­დმა უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ჩა­ი­ტა­ნა ქარ­თუ­ლი ფუტკრის ნი­მუ­შე­ბი შემ­დგო­მი კვლე­ვე­ბი­სათ­ვის.

ქარ­თუ­ლი ფუტკრის უნი­კა­ლუ­რი თვი­სე­ბე­ბი მნიშ­ვნე­ლოვ­ნად შე­უ­წყობს ხელს ევ­რო­კავ­შირ­ში პო­ლი­ნა­ცი­ის ხა­რის­ხის და ფარ­თო­ბის გაზ­რდას.

ბოლო წლებ­ში, მსოფ­ლი­ოს მრა­ვალ­მა ქვე­ყა­ნამ კა­ნონ­მდებ­ლო­ბით და­უშ­ვა ურ­ბა­ნუ­ლი მე­ფუტკრე­ო­ბა, და ამ მიზ­ნი­თაც, ქარ­თუ­ლი ფუტკრის მშვი­დი ბუ­ნე­ბა, გრძე­ლი ხორ­თუ­მი და პო­ლიფ­ლო­რუ­ლი თაფ­ლის წარ­მო­ე­ბის უნა­რი ხელ­საყ­რე­ლი ფაქ­ტო­რე­ბი იქ­ნე­ბა ურ­ბა­ნულ მე­ფუტკრე­ო­ბა­ში და სა­უ­კე­თე­სო არ­ჩე­ვა­ნი იქ­ნე­ბა მე­ფუტკრე­ე­ბი­სათ­ვის, ქა­ლა­ქის შე­ზღუ­დუ­ლი ფლო­რის პი­რო­ბე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით. ამას გარ­და, ქარ­თულ ფუტ­კარს გა­აჩ­ნია მთებ­ში და კლდე­ებ­ში ორი­ენ­ტა­ცი­ის კარ­გი უნა­რი, რაც ქა­ლა­ქის მრა­ვალ­სარ­თუ­ლი­ან შე­ნო­ბა-ნა­გე­ბო­ბე­ბის ფონ­ზე და­მა­ტე­ბი­თი პრი­ო­რი­ტეტს წარ­მო­ად­გენს.

სხვა­დას­ხვა სტა­ტის­ტი­კის თა­ნახ­მად, ქა­ლე­ბის და ახალ­გაზ­რდე­ბის ჩარ­თუ­ლო­ბა მე­ფუტკრე­ო­ბა­ში იშ­ვი­ა­თია. ქარ­თუ­ლი ფუტ­კა­რი ამ მხრი­ვაც სა­სარ­გებ­ლო იქ­ნე­ბა და გა­უ­ად­ვი­ლებს მსურ­ვე­ლებს მე­ფუტკრე­ო­ბის შეს­წავ­ლას.

ყო­ვე­ლი­ვე ზე­მოთ­ქმუ­ლის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, ქარ­თუ­ლი ფუტ­კა­რი შე­საძ­ლოა, სა­უ­კე­თე­სო არ­ჩე­ვა­ნი იყოს მსოფ­ლი­ო­ში ფუტკრის პო­პუ­ლა­ცი­ე­ბის აღ­დგე­ნის მი­მარ­თუ­ლე­ბით; დედა ფუტ­კა­რი კი - ყვე­ლა­ზე პერ­სპექ­ტი­უ­ლი სა­ექ­სპორ­ტო პრო­დუქ­ტი.

სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბა, სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის სა­მი­ნის­ტრო და მე­ფუტკრე­ო­ბის კომ­პა­ნი­ე­ბი მზად არი­ან მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ი­ღონ ფუტკრის პო­პუ­ლა­ცი­ე­ბის აღ­დგე­ნის პროგ­რა­მებ­ში რო­გორც ევ­რო­კავ­ში­რის ქვეყ­ნებ­ში, ასე­ვე მსოფ­ლი­ოს ნე­ბის­მი­ერ ქვე­ყა­ნა­ში. სა­ქარ­თვე­ლო აკ­მა­ყო­ფი­ლებს ძი­რი­თად მო­თხოვ­ნებს და ქვე­ყა­ნა­ში მოქ­მე­დებს 10 ლა­ბო­რა­ტო­რია, სა­დაც ტარ­დე­ბა ანა­ლი­ზი და სერ­ტი­ფი­კა­ცია.

ბო­ლოს სა­კითხს წარ­მო­ად­გენს ქვეყ­ნის კა­ნონ­მდებ­ლო­ბის დახ­ვე­წა, რის სა­ფუძ­ველ­ზეც შე­საძ­ლე­ბე­ლი გახ­დე­ბა დედა ფუტკრის ლე­გა­ლუ­რი ექ­სპორ­ტი ევ­რო­კავ­შირ­ში.

ავ­ტო­რე­ბი: მა­რი­ამ ხო­სი­ტაშ­ვი­ლი, თეა ხო­სი­ტაშ­ვი­ლი, ზაზა ბა­ა­ზო­ვი, სან­დრო ჩა­ლა­დაშ­ვი­ლი;

გიგი
0

მივესალმებით ქართული ფუტკრის ექსპორტს ევროპაში. ეს ქვეყნისთვის ეკონომიკურად ძალიან სასარგებლო გახდება. სასარგებლო იქნება ევროპელი მეფუტკრეებისთვისაც და ზოგადად, ეკოლოგიისთვის.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საპროტესტო აქციებზე დაკავებული მომიტინგეების ოჯახის წევრები 8 აპრილს დაგეგმილი დემონსტრაციისთვის ემზადებიან
ავტორი:

როგორ შეუძლია ქართველ მეფუტკრეს გადაარჩინოს ევროპა

როგორ შეუძლია ქართველ მეფუტკრეს გადაარჩინოს ევროპა

ევროკავშირი თავისი ისტორიის განმავლობაში რამდენჯერმე გაფართოვდა ახალი წევრი ქვეყნების მიერთების გზით. საქართველომ და ევროკავშირმა ურთიერთობები დაამყარეს 1996 წლიდან. საქართველოს მთავრობამ სურვილი გამოთქვა გახდეს ევროკავშირის წევრი ქვეყანა.

ურთიერთობის გასაუმჯობესებლად, ევროკავშირმა და საქართველომ ბოლო წლებში ხელი მოაწერეს რამდენიმე ხელშეკრულებას. ევროკავშირიმა, საქართველოს ევროპულ კანონმდებლობასთან და სტანდარტებთან დაახლოებისთვის წამოაყენა საქართველოს ეკონომიკის მხარდაჭერის პროცესი ევროკავშირში შემდგომი ინტეგრაციისთვის.

ბოლო წლების განმავლობაში ევროკავშირი მხარს უჭერს საქართველოს სოფლის მეურნეობის განვითარებას. ქვეყანას, მეფუტკრეობის და თაფლის წარმოების ყველაზე გრძელი ისტორია აქვს. 2014 წლის 27 ივნისს ევროკავშირმა და საქართველომ ხელი მოაწერეს ასოცირების ხელშეკრულებას. ხელშეკრულებაში გათვალისწინებულია შეღავათიანი სავაჭრო რეჟიმი - ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის ზონა.

უკეთესი რეგულაციისთვის, ეს რეჟიმი ზრდის ბაზარზე წვდომას ევროკავშირსა და საქართველოს შორის. ამ ნაშრომში, სტატისტიკასთან და მოკლე ისტორიასთან ერთად, წარმოგიდგენთ ჩვენს შეხედულებას ამ თანამშრომლობის სამომავლო განვითარების შესახებ, რომელიც შეიძლება ემყარებოდეს არა მხოლოდ თაფლის, არამედ თვით ქართული ფუტკრის ექსპორტზე ევროკავშირის ბაზარზე.

დადგენილია, რომ მცენარეთა დამტვერიანებას (პოლინაციას), რომელსაც ძირითადად ფუტკარი განაპირობებს, ყოველწლიურად დაახლოებით 22 მილიარდი ევროს წვლილი შეაქვს ევროპის სოფლის მეურნეობის ინდუსტრიაში. ფუტკარი განაპირობებს ევროპაში მოსავლის და ველური მცენარეების მინ. 80% პოლინაციას.

ბოლო წლების განმავლობაში, ევროპაში მცირდება პოლინაციის ხარისხი და არეალი. ამ მიმართულებით, ევროკავშირის ეკონომიკისთვის დიდი სარგებლობა შეიძლება მოიტანოს ქართულმა ფუტკარმა, რომელსაც გააჩნია განსაკუთრებული მახასიათებლები: აქვს ყველაზე გრძელი ხორთუმი, ყველაზე თვინიერია და შეუძლია დაამტვერიანოს მრავალი განსხვავებული მცენარე.

ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ENPARD პროგრამის საშუალებით საქართველო ამჟამად 52 მილიონი ევროს სარგებელს იღებს სოფლის მეურნეობისა განვითარებისთვის. 2012 წელს დაარსებული პროგრამა მიზნად ისახავს სიღარიბის შემცირებას და საკვების წარმოებას საქართველოში.

2014 წლის 27 ივნისს ევროკავშირმა და საქართველომ ხელი მოაწერეს ასოცირების ხელშეკრულებას, რომელიც ძალაში შევიდა 2016 წლის 1 ივლისს. ხელშეკრულებაში შემოღებულია შეღავათიანი სავაჭრო რეჟიმი - ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის ზონა (DCFTA), რაც ხელს უწყობს საქართველოს ევროკავშირის ბაზარზე შესვლას.

2017 წელს ქართული თაფლი შევიდა ევროპულ ბაზარზე. ევროკომისიის ანგარიშის თანახმად - ევროკავშირის თაფლის წარმოება დაახლოებით 200 000 ტ. წლიურად. ევროკავშირში შემოტანილი თაფლი შეადგენს 165 500 ტ.

საქართველო წელიწადში დაახლოებით 4 000 ტონა თაფლს აწარმოებს. დიდი რაოდენობითაა ხუთი სახის თაფლი: აკაციის, ყვავილის (მაისის), ალპური, ცაცხვის და წაბლის. მსხვილი მეფუტკრეების უმეტესობა (100-ზე მეტი ფუტკრის ოჯახი) ორჯერ იღებენ მოსავალს: გვიან გაზაფხულზე (დიდად არის დამოკიდებული ამინდზე) და ზაფხულის ბოლოს. წაბლის და ცაცხვის თაფლი, ძირითადად, დასავლეთ საქართველოში გროვდება. ამ სახეობათა გარდა, საქართველოში აწარმოებენ სპეციალურ თაფლობის სახეობებს, როგორიცაა ჯარის, ანუ გარეული თაფლი, როდოდენდრონის თაფლი, რომელიც შეიცავს გრაიანოტოქსინს, ოქროწკეპლას, ციტრუსის თაფლი და სხვ. თუმცა, მათი რაოდენობა საკმაოდ დაბალია.

საქართველოს ფლორა

საქართველოს ფლორა უაღრესად მრავალფეროვანია და მდიდარი. ეს ძალიან საინტერესოა ეკოლოგიური თვალსაზრისითაც. საქართველო მდებარეობს ჩრდილოეთ ევრაზიის ტყეებსა და ერაყისა და ირანის უდაბნოებს შორის, რომელიც მოიცავს ევროპის უმაღლეს მთებს და სუბტროპიკულ სანაპირო ზოლს. საქართველო ბუნებისათვის დამახასიათებელია ბიომრავალფეროვნების მაღალი დონე. Conservation International-მა საქართველო შეიქყვანა მსოფლიოს 25 "ბიომრავალფეროვნების ცხელ წერტილთა" სიაში. ენდემური სახეობები მოიცავს საქართველოს ფლორის დაახლოებით 9%, რაც საოცრად მაღალი პროცენტია ასეთი პატარა ქვეყნისთვის.

საქართველოში მცენარეთა დაახლოებით 5000 სახეობაა (აქედან 380 ენდემურია საქართველოსთვი და დაახლოებით 600 - კავკასიისთვის), ხოლო დაახლოებით 8,400 - 10,000 კრიპტოგამული ან სპორული მცენარე. მაღალმთიანი კავკასია ასევე მდიდარია ენდემური მცენარეებით. ფოთლოვანი ტყე ვრცელდება სამხრეთ-დასავლეთის ფერდობებზე, ქვედა და შუა ზოლში.

საქართველოში გავრცელებულია ევროპისთვის დამახასიათებელი თითქმის ყველა ძირითადი ტიპის, აგრეთვე აზიის ზოგიერთ ქვეყანაში გავრცელებული მცენარეები; ბიომრავალფეროვნების თვალსაზრისით ძალიან მნიშვნელოვანია სუბ ალპური წიწვოვანი ტყეები, მდელოები, ჭაობები, ტორფის ბაგები და ტბები; წიწვოვანი და წიფლის ტყეები; მუხის ტყეები; გამოქვაბულები და მთის ხეობები; უნიკალური კოლხური ტყეები, მარადმწვანე მცენარეები, ხმელთაშუა და სუბ-ხმელთაშუა მცენარეთა ოჯახები, სტეპის ბალახები და სხვა.

კავკასიონის მაღალმთიანი რეგიონი (2,000 მ. ზღვის დონიდან) ხასიათდება მკაცრი კლიმატით. კავკასიის მთები მოიცავს ევრაზიის ყველაზე მრავალფეროვან და განსაკუთრებულ წიწვოვან და ფოთლოვან ტყეებს.

მეფუტკრეობა

ქართული თაფლის წარმოება ხდება ეკოლოგიურად სუფთა ტერიტორიაზე და ევროკავშირის ბაზარს სთავაზობს ხარისხიან და მრავალფეროვან სახეობებს.

ქართული მეფუტკრეობის წილი ევროკავშირის ბაზარზე, თუ მხედველობაში მივიღებთ მხოლოდ თაფლის წარმოებას - საკმაოდ დაბალია. მიუხედავად ამისა, დედა ფუტკრის ექსპორტი შესაძლოა გახდეს ძალიან მნიშვნელოვანი მიმართულება.

თანამედროვე მეფუტკრეობა ძირითადად ფოკუსირებულია სმარტ ტექნოლოგიების ინტეგრაციაზე მეფუტკრეობაში, რაც უკეთესი მენეჯმენტის საშუალებას იძლევა. ეს მართლაც იმედის მომცემი მიმართულებაა და საჭიროებს შემდგომ განვითარებას. თუმცა, პრობლემა არ არის მხოლოდ ტექნოლოგიებში. ევროკავშირში მეფუტკრეობა სხვადასხვა გამოწვევის წინაშე დგას, რომელთაგანაც უმნიშვნელოვანესია ეკოლოგიური პრობლემები, გარემოს დაბინძურება და დაავადებები, როგორიცაა ევროპული და ამერიკული სიდამპლე, ტკიპა ვაროა დესტრუქტორი და სკის პატარა ხოჭო. ამას გარდა, კოლონიების მასიური და სწრაფი დაღუპვის ფენომენი (CCD) წარმოადგენს უდიდეს საფრთხეს ევროკავშირის მრავალი ქვეყნის მეფუტკრეობის განვითარებისთვის.

ვინაიდან მეფუტკრეობა წარმოადგენს ევროკავშირის ეკონომიკის და აგრო სექტორის კრიტიკულად მნიშვნელოვან ნაწილს, ქართულმა მეფუტკრეობამ შესაძლოა შესთავაზოს არა მხოლოდ თაფლი და დედა ფუტკარი, არამედ სხვა პროდუქტებიც, როგორიცაა ცვილი და შხამი, აგრეთვე ჭეო, ყვავილის მტვერი, პროპოლისი და სადედე რძე, რომლებიც გამოიყენება საკვებ დანამატებად. მეფუტკრეობის პროდუქტების ექსპორტი, განსაკუთრებით კი დედა ფუტკრის ექსპორტი, მნიშვნელოვნად გაზრდის საქართველოს წილს ევროკავშირის საერთო ეკონომიკაში.

ქართული მთის რუხი ფუტკარი (Apis mellifera caucasia)

საქართველოს გააჩნია მეფუტკრეობის ძალიან ხანგრძლივი ისტორია. დღეს-დღეობით, მსოფლიოში თაფლის ყველაზე ძველი ნიმუში ნაპოვნია საქართველოში. არქეოლოგებმა ბორჯომის რეგიონში, ბაქო-ჯეიჰანი-თბილისის ნავთობის მილსადენის მშენებლობისას აღმოაჩინეს თიხის ჭურჭელი, რომლის კედლებზეც მეცნიერებმა გამოიკვლიეს 5,500 წლის წინანდელი თაფლი, რაც 2 000 წლით უფრო ძველია, ვიდრე ეგვიპტის ფარაონ ტუტანხამონის საფლავში აღმოჩენილ თაფლი, რომელიც ამ აღმოჩენამდე ითვლებოდა უძველეს ნიმუშად.

დახასიათება

  • ყველაზე მშვიდი სახეობა
  • ყინვის ამტანი
  • პროდუქტიული
  • მოხერხებული; შეუძლია ნექტრის შეგროვება ცივ და ოდნავ წვიმიან ამინდშიც.
  • აქვს ყველაზე გრძელი ხორთუმი (7,1mm-7,3mm), და შესაბამისად, შეუძლია ნექტრის შეგროვება მრავალი მცენარისგან.

მსოფლიო პოპულარიზაცია

ქართული ფუტკრის პოპულარიზაცია მნიშვნელოვანწილად განაპირობა ცნობილი ამერიკელი მოღვაწის ფ. ბენტონის (1852-1919) კვლევებმა. ქართული ფუტკარი შეერთებულ შტატებში პირველად მე -19 საუკუნის მიწურულს შეიყვანეს, ძირითადად კომერციული თაფლის მწარმოებელ საფუტკრეებში. სხვადასხვა ქვეყნის წამყვანი მეცნიერები გააოცა ქართული ფუტკრის გამორჩეულმა თვისებებმა.

საერთაშორისო გამოფენებზე ქართულ ფუტკარს მიღებული აქვს 3 ოქროს მედალი: 1961 წ. ქ. ერფურტი, გერმანია, მებაღეობის გამოფენა. 1965 წ. ქ. ბუქარესტი, რუმინეთი,მეფუტკრეობის საიუბილეო 20-ე საერთაშორისო კონგრესი აპიმონდია (APIMONDIA) და 1971 წ. ქ.მოსკოვი, რუსეთი, მეფუტკრეობის 23-ე საერთაშორისო კონგრესი აპიმონდია (APIMONDIA).

ბრიტანული გამოცემა Sunday Mirror-ის თანახმად: "საბჭოთა კავშირის ოქროს ფუტკარი მსოფლიოში საუკეთესოდ იქნა შეფასებული და ოქროს მედლით დაჯილდოვდა. რუხი კავკასიური ფუტკარი გამოირჩევა თავისი ინდუსტრიული მნიშვნელობის თვისებებით. იგი წვიმაშიც კი აგროვებს თაფლს. მრავალმა უცხოელმა მეფუტკრემ მოითხოვა ოქროს ფუტკარი და ამ წელს 200 000-მდე დედა ფუტკარი იქნა გაგზავნილი ევროპაში, აზიასა და ამერიკაში " (Sunday Mirror, 1969 წლის 1 ივნისი).

ქართული კომპანიის GOLDBEE LLC თანახმად, მოთხოვნა ქართულ ფუტკარზე მნიშვნელოვნად გაიზარდა ევროპაში, კანადასა და ა.შ.შ.-ში. ამერიკის მეფუტკრეობის მხარდასაჭერად, ვაშინგტონის სახელმწიფო უნივერსიტეტის ენტომოლოგმა ვ. ს. შეპარდმა უნივერსიტეტში ჩაიტანა ქართული ფუტკრის ნიმუშები შემდგომი კვლევებისათვის.

ქართული ფუტკრის უნიკალური თვისებები მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ევროკავშირში პოლინაციის ხარისხის და ფართობის გაზრდას.

ბოლო წლებში, მსოფლიოს მრავალმა ქვეყანამ კანონმდებლობით დაუშვა ურბანული მეფუტკრეობა, და ამ მიზნითაც, ქართული ფუტკრის მშვიდი ბუნება, გრძელი ხორთუმი და პოლიფლორული თაფლის წარმოების უნარი ხელსაყრელი ფაქტორები იქნება ურბანულ მეფუტკრეობაში და საუკეთესო არჩევანი იქნება მეფუტკრეებისათვის, ქალაქის შეზღუდული ფლორის პირობების გათვალისწინებით. ამას გარდა, ქართულ ფუტკარს გააჩნია მთებში და კლდეებში ორიენტაციის კარგი უნარი, რაც ქალაქის მრავალსართულიან შენობა-ნაგებობების ფონზე დამატებითი პრიორიტეტს წარმოადგენს.

სხვადასხვა სტატისტიკის თანახმად, ქალების და ახალგაზრდების ჩართულობა მეფუტკრეობაში იშვიათია. ქართული ფუტკარი ამ მხრივაც სასარგებლო იქნება და გაუადვილებს მსურველებს მეფუტკრეობის შესწავლას.

ყოველივე ზემოთქმულის გათვალისწინებით, ქართული ფუტკარი შესაძლოა, საუკეთესო არჩევანი იყოს მსოფლიოში ფუტკრის პოპულაციების აღდგენის მიმართულებით; დედა ფუტკარი კი - ყველაზე პერსპექტიული საექსპორტო პროდუქტი.

საქართველოს მთავრობა, სოფლის მეურნეობის სამინისტრო და მეფუტკრეობის კომპანიები მზად არიან მონაწილეობა მიიღონ ფუტკრის პოპულაციების აღდგენის პროგრამებში როგორც ევროკავშირის ქვეყნებში, ასევე მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში. საქართველო აკმაყოფილებს ძირითად მოთხოვნებს და ქვეყანაში მოქმედებს 10 ლაბორატორია, სადაც ტარდება ანალიზი და სერტიფიკაცია.

ბოლოს საკითხს წარმოადგენს ქვეყნის კანონმდებლობის დახვეწა, რის საფუძველზეც შესაძლებელი გახდება დედა ფუტკრის ლეგალური ექსპორტი ევროკავშირში.

ავტორები: მარიამ ხოსიტაშვილი, თეა ხოსიტაშვილი, ზაზა ბააზოვი, სანდრო ჩალადაშვილი;

როგორ გამოიყურება ქუთაისის ბაზარი, რომელიც 3-კვირიანი დახურვის შემდეგ გაიხსნა - ადგილობრივი ჟურნალისტის კადრები

„თეგეტა მოტორსი“ მომხმარებელს დისტანციურ სერვისებს სთავაზობს

თბილისში საავტომობილო მოძრაობა გადატვირთულია - ფოტორეპორტაჟი დედაქალაქიდან