მეცნიერება
საზოგადოება
მსოფლიო

7

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 13:37-ზე, მთვარე ლომშია თამამად წამოიწყეთ ახალი საქმეები. კარგი დღეა უძრავი ქონების შესაძენად, ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ვაჭრობისთვის. ცუდი დღეა კამათისა და სასამართლო საქმეებისთვის. სწავლა და გამოცდების ჩაბარება გაგიადვილდებათ. მოაგვარეთ საოჯახო კონფლიქტები. კარგია ნათესავებთან შეხვედრა და საუბარი. კარგი დღეა უფროსთან შესახვედრად და ახალი პროექტების განსახილველად; საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. მოერიდეთ ფიზიკურ დატვირთვას; გულის გადაღლას, ოპერაციებსა გულსა და ზურგზე; შესაძლოა შეგაწუხოთ რადიკულიტმა. უმჯობესდება ფსიქოემოციური ფონი. ადამიანი უფრო ხალისიანი ხდება. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის.
პოლიტიკა
კონფლიქტები
Faceამბები
სამართალი
მოზაიკა
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გასტროენტეროლოგის რეკომენდაციები Covid-19-ის პანდემიის დროს
გასტროენტეროლოგის რეკომენდაციები Covid-19-ის პანდემიის დროს

გას­ტრო­ენ­ტე­რო­ლოგ თენ­გიზ თე­ლი­ას რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი, რომ­ლე­ბიც კო­რო­ნა­ვირუ­სის დროს უნდა გა­ით­ვა­ლის­წი­ნოთ

მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ცხე­ლე­ბა, ხვე­ლა, სა­ერ­თო სი­სუს­ტე და ყე­ლის ტკი­ვი­ლი ახა­ლი CORONA-19 ინ­ფექ­ცი­ის მთა­ვა­რი კლი­ნი­კუ­რი ნიშ­ნე­ბია, ეს არ ნიშ­ნავს, რომ უკ­ლებ­ლივ ყვე­ლა პა­ცი­ენ­ტი, აღ­ნიშ­ნუ­ლი სიმპტო­მე­ბით CORONA-19-ის გა­მომ­წვე­ვი SARS-CoV-2 ვირუ­სით არის ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი.

რეს­პი­რა­ტო­რუ­ლი ინ­ფექ­ცი­ე­ბის უდი­დე­სი ნა­წი­ლი სწო­რედ ასე მიმ­დი­ნა­რე­ობს. შემ­თხვე­ვა­თა 5-50%-ში ამ ძი­რი­თა­დი სიმპტო­მე­ბის გა­მოვ­ლე­ნას შე­იძ­ლე­ბა წინ უს­წრებ­დეს, ან თან ახ­ლდეს მუც­ლის ტკი­ვი­ლი, დი­ა­რეა და/ან გუ­ლის­რე­ვა. სა­ყუ­რა­დღე­ბოა ისიც, რომ ვირუ­სი აღ­მო­ჩე­ნი­ლია კუჭ-ნაწ­ლა­ვის ტრაქ­ტი­დან გა­მო­ნა­ყოფ მა­სებ­ში და დიდი ალ­ბა­თო­ბით, ის ფე­კა­ლურ-ორა­ლუ­რი გზი­თაც გა­და­ე­ცე­მა. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ჰი­გი­ე­ნუ­რი წე­სე­ბის დაც­ვა­სა და პირ­ველ რიგ­ში, ხე­ლე­ბის ხშირ და­ბა­ნას გა­დამ­წყვე­ტი მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს და­ა­ვა­დე­ბის გავ­რცე­ლე­ბის პრე­ვენ­ცი­ა­ში.

კუჭ-ნაწ­ლა­ვის ტრაქ­ტის და­ა­ვა­დე­ბე­ბი მეტ­წი­ლად ქრო­ნი­კუ­ლი ხა­სი­ა­თი­საა და პა­ცი­ენ­ტებს ხან­გრძლი­ვად უხ­დე­ბათ ექი­მის და­ნიშ­ნუ­ლი მე­დი­კა­მენ­ტე­ბის მი­ღე­ბა. SARS-CoV-2-ის პან­დე­მი­ის დროს, ექი­მის რჩე­ვის გა­რე­შე, სამ­კურ­ნა­ლო სქე­მებ­ში ცვლი­ლე­ბე­ბის შე­ტა­ნა და­უშ­ვე­ბე­ლია. ამით ჩვენ ვავ­ნებთ ძი­რი­თად კუჭ-ნაწ­ლა­ვის პრობ­ლე­მას და გლო­ბა­ლუ­რი პან­დე­მი­ის პი­რო­ბებ­ში, ეს უფრო მეტი ზი­ა­ნის მომ­ტა­ნი შე­იძ­ლე­ბა იყოს.

SARS-CoV-2-ის პან­დე­მი­ის პი­რო­ბებ­ში, პა­ცი­ენ­ტე­ბი ნაწ­ლა­ვის არას­პე­ცი­ფი­კუ­რი ან­თე­ბე­ბით (წყლუ­ლო­ვა­ნი კო­ლი­ტი, კრო­ნის და­ა­ვა­დე­ბა), რომ­ლე­ბიც იღე­ბენ იმუ­ნი­ტე­ტის და­მაქ­ვე­ი­თე­ბელ მკურ­ნა­ლო­ბას (პრედ­ნი­ზო­ლო­ნი, აზა­ტი­ოპ­რი­მი, ბი­ო­ლო­გი­უ­რი პრე­პა­რა­ტე­ბი) და/ან ან­თე­ბის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო მე­დი­კა­მენ­ტებს (სულფ­სა­ლა­ზი­ნი, პენ­ტა­ზა, სა­ლო­ფალ­კი), მკურ­ნა­ლო­ბას აგ­რძე­ლე­ბენ იგი­ვე დო­ზე­ბით და იგი­ვე რე­ჟი­მით, რაც მათ მა­ნამ­დეც ჰქონ­დათ ექი­მის­გან და­ნიშ­ნუ­ლი.

SARS-CoV-2-ის პან­დე­მი­ის პი­რო­ბებ­ში, პა­ცი­ენ­ტე­ბი, რომ­ლე­ბიც მჟა­ვა­სუპ­რე­სი­უ­ლი მკურ­ნა­ლო­ბის ქვეშ იმ­ყო­ფე­ბი­ან (იგუ­ლის­ხმე­ბა „პრა­ზო­ლე­ბის“ ან ან­ტა­ცი­დე­ბის მი­ღე­ბა), აგ­რძე­ლე­ბენ ამ რე­ჟი­მით მკურ­ნა­ლო­ბას. უშუ­ა­ლოდ

SARS-CoV-2-ის ვირუ­სით ინ­ფი­ცი­რე­ბის შემ­თხვე­ვა­ში კი მე­დი­კა­მენ­ტის დო­ზი­რე­ბა ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რად გა­ნი­ხი­ლე­ბა.

AGA-ს (ამე­რი­კის გას­ტრო­ენ­ტე­რო­ლოგ­თა ასო­ცი­ა­ცი­ის 10.04.2020) რე­კო­მენ­და­ცი­ით SARS-CoV-2-ით ინ­ფი­ცი­რე­ბულ­მა პა­ცი­ენ­ტებ­მა, სიმპტო­მუ­რი ინ­ფექ­ცი­ის გან­მავ­ლო­ბა­ში, უნდა შე­წყვი­ტონ ბი­ო­ლო­გი­უ­რი პრე­პა­რა­ტე­ბი­სა და თი­ო­პუ­რი­ნე­ბის მი­ღე­ბა (აზა­ტი­ოპ­რი­მი, მე­ტოტ­რექ­სა­ტი) და ინ­ფექ­ცი­ის დამ­თავ­რე­ბის შემ­დეგ გა­ნა­ახ­ლონ მე­დი­კა­მენ­ტე­ბის მი­ღე­ბა. აღ­ნიშ­ნუ­ლი არ ეხე­ბა ან­თე­ბის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო მე­დი­კა­მენ­ტებს (სულფ­სა­ლა­ზი­ნი, პენ­ტა­ზა, სა­ლო­ფალ­კი).

რაც შე­ე­ხე­ბა გეგ­მურ ენ­დოს­კო­პი­ურ მა­ნი­პუ­ლა­ცი­ებს, SARS-CoV-2-ის პან­დე­მი­ის პი­რო­ბებ­ში, ისი­ნი უნდა ჩა­ტარ­დეს პრი­ო­რი­ტე­ტე­ბი­სა და ურ­გენ­ტუ­ლო­ბის (გა­და­უ­დებ­ლო­ბის) ხა­რის­ხის შე­ფა­სე­ბის მი­ხედ­ვით, შე­სა­ბა­მი­სი აღ­ჭურ­ვი­ლო­ბით, რათა მაქ­სი­მა­ლუ­რად იქ­ნას აცი­ლე­ბუ­ლი ვირუ­სის გავ­რცე­ლე­ბა.

სო­ცი­ა­ლუ­რი დის­ტან­ცი­რე­ბა, მაქ­სი­მა­ლუ­რი გო­ნივ­რუ­ლი იზო­ლი­რე­ბა და გა­და­ად­გი­ლე­ბის შე­ზღუდ­ვა, სა­ნი­ტა­რი­ულ-ჰი­გი­ე­ნუ­რი ნორ­მე­ბის დაც­ვას­თან ერ­თად, სა­შუ­ა­ლე­ბას მოგ­ვცემს, SARS-CoV-2-ის პან­დე­მი­ის პი­რო­ბებ­ში, ეფექ­ტი­ა­ნად შე­ვებ­რძო­ლოთ ვირუ­სის გავ­რცე­ლე­ბას.

მაქ­სი­მა­ლუ­რად თავი აა­რი­დეთ, დრო­ე­ბი­თი კოს­მე­ტი­კუ­რი ეფექ­ტის მქო­ნე დი­ლე­ტან­ტურ კვე­ბით შე­ზღუდ­ვებს. იკ­ვე­ბეთ და­ბა­ლან­სე­ბუ­ლი, ვი­ტა­მი­ნე­ბით მდი­და­რი საკ­ვე­ბით.

ზედ­მე­ტი წონა ნამ­დვი­ლად არ არის კარ­გი ადა­მი­ა­ნის ჯან­მრთე­ლო­ბის­თვის, მაგ­რამ მისი კო­რექ­ცია უნდა მოხ­დეს გო­ნივ­რუ­ლად, ცხოვ­რე­ბის წე­სის შეც­ვლის გზით, და არა სპონ­ტა­ნუ­რად, გან­სა­კუთ­რე­ბით დღე­ვან­დე­ლი პან­დე­მი­ის პი­რო­ბებ­ში, როცა ვირუს­თან საბ­რძოლ­ვე­ლად ჯან­მრთე­ლი, რა­ცი­ო­ნა­ლუ­რი კვე­ბა ჩვე­ნი მო­კავ­ში­რეა.

ჰავლაბრელი ყაიმაზა ელი..
0

ორჯერ არ ვიტყვი, ერთხელ მითქვია,

მამა კიტრია? შვილიც კიტრია.

უფალმა შექმნა ყოველი სამყაროში და ყოველი აჩენდა თავის მსგავს. არასდროს მოხდება, რომ მუხამ შვას ბაობაბი და თუ გაჩნდა მუხა ბაობაბად, იქნება ბაობაბი, ათასი წელი, სანამ გახმება. თუ მოკვდება? 

ხეები ხმებიან და არა კვდებიან, ხომ? რადგან ესეა. გამოდის, რომ ხეზე ვიღაც უნდა იჯდეს კიდეც, დურბინტით და ვინ? ნუთუ ვინ შეიძლება ამ გაგანია კარანტინის დროს ხეზე იჯდეს დურბინტით? 

რა თქმა უნდა მეოცნებე და რომ ჩამოვარდეს და მოკვდეს? მერე ამბობენ, რომ ოცნება არ კლავსო.. კლავს და დედასაც აბღავლებს სერენადას.

სერენადა! აპარაღუ, ავარავარ. გეცნობათ? ვისაც ეცნობა ხელი აწიეთ. მარდათ, მარდათ და ყოჩაღად, მაინც არავინ გიყურებთ, რისი გრცხვენიათ? 

აქედან ვასკვნი, რომ ჩვენ ყველანი ბრმები ვართ, ბრმები!!!

თუ ვინმე გიყურებთ, სირცხვილია, და თუ არავინ არ გრცხვენიათ ხომ? საკუთარი თავის არავის სცვხენია, მაინც ბრმაა და ვერ ხედავსო, ასე არ არის? თუ არა, რატომ არ წითლდებით მაინც? აააა, წითელი კომუნისტი ხომ არ ხართ? მაშ ოცნება რატომ არის ცისფერი? რატომ?

აქ რაღაც დიდი საქმეა ჩაფიქრებული, თუმცა ბოდბის ეპისკოპოსი უშლის ხელს და, რით ვერ გაპარსეს ეგ ბანჯგვლიანი ეგა, ჰააა??????

აბა თუ დემოკრატები ხართ, ნუ დაბლოკავთ და გაუშვით. მაგდენის ტრაექტორია არა გაქვთ ხომ? მაშ მოკაკვეთ თითი...მოკაკვეთ!!!

ავტორი:

გასტროენტეროლოგის რეკომენდაციები Covid-19-ის პანდემიის დროს

გასტროენტეროლოგის რეკომენდაციები Covid-19-ის პანდემიის დროს

გასტროენტეროლოგ თენგიზ თელიას რეკომენდაციები, რომლებიც კორონავირუსის დროს უნდა გაითვალისწინოთ

მიუხედავად იმისა, რომ ცხელება, ხველა, საერთო სისუსტე და ყელის ტკივილი ახალი CORONA-19 ინფექციის მთავარი კლინიკური ნიშნებია, ეს არ ნიშნავს, რომ უკლებლივ ყველა პაციენტი, აღნიშნული სიმპტომებით CORONA-19-ის გამომწვევი SARS-CoV-2 ვირუსით არის ინფიცირებული.

რესპირატორული ინფექციების უდიდესი ნაწილი სწორედ ასე მიმდინარეობს. შემთხვევათა 5-50%-ში ამ ძირითადი სიმპტომების გამოვლენას შეიძლება წინ უსწრებდეს, ან თან ახლდეს მუცლის ტკივილი, დიარეა და/ან გულისრევა. საყურადღებოა ისიც, რომ ვირუსი აღმოჩენილია კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან გამონაყოფ მასებში და დიდი ალბათობით, ის ფეკალურ-ორალური გზითაც გადაეცემა. აქედან გამომდინარე, ჰიგიენური წესების დაცვასა და პირველ რიგში, ხელების ხშირ დაბანას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს დაავადების გავრცელების პრევენციაში.

კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებები მეტწილად ქრონიკული ხასიათისაა და პაციენტებს ხანგრძლივად უხდებათ ექიმის დანიშნული მედიკამენტების მიღება. SARS-CoV-2-ის პანდემიის დროს, ექიმის რჩევის გარეშე, სამკურნალო სქემებში ცვლილებების შეტანა დაუშვებელია. ამით ჩვენ ვავნებთ ძირითად კუჭ-ნაწლავის პრობლემას და გლობალური პანდემიის პირობებში, ეს უფრო მეტი ზიანის მომტანი შეიძლება იყოს.

SARS-CoV-2-ის პანდემიის პირობებში, პაციენტები ნაწლავის არასპეციფიკური ანთებებით (წყლულოვანი კოლიტი, კრონის დაავადება), რომლებიც იღებენ იმუნიტეტის დამაქვეითებელ მკურნალობას (პრედნიზოლონი, აზატიოპრიმი, ბიოლოგიური პრეპარატები) და/ან ანთების საწინააღმდეგო მედიკამენტებს (სულფსალაზინი, პენტაზა, სალოფალკი), მკურნალობას აგრძელებენ იგივე დოზებით და იგივე რეჟიმით, რაც მათ მანამდეც ჰქონდათ ექიმისგან დანიშნული.

SARS-CoV-2-ის პანდემიის პირობებში, პაციენტები, რომლებიც მჟავასუპრესიული მკურნალობის ქვეშ იმყოფებიან (იგულისხმება „პრაზოლების“ ან ანტაციდების მიღება), აგრძელებენ ამ რეჟიმით მკურნალობას. უშუალოდ

SARS-CoV-2-ის ვირუსით ინფიცირების შემთხვევაში კი მედიკამენტის დოზირება ინდივიდუალურად განიხილება.

AGA-ს (ამერიკის გასტროენტეროლოგთა ასოციაციის 10.04.2020) რეკომენდაციით SARS-CoV-2-ით ინფიცირებულმა პაციენტებმა, სიმპტომური ინფექციის განმავლობაში, უნდა შეწყვიტონ ბიოლოგიური პრეპარატებისა და თიოპურინების მიღება (აზატიოპრიმი, მეტოტრექსატი) და ინფექციის დამთავრების შემდეგ განაახლონ მედიკამენტების მიღება. აღნიშნული არ ეხება ანთების საწინააღმდეგო მედიკამენტებს (სულფსალაზინი, პენტაზა, სალოფალკი).

რაც შეეხება გეგმურ ენდოსკოპიურ მანიპულაციებს, SARS-CoV-2-ის პანდემიის პირობებში, ისინი უნდა ჩატარდეს პრიორიტეტებისა და ურგენტულობის (გადაუდებლობის) ხარისხის შეფასების მიხედვით, შესაბამისი აღჭურვილობით, რათა მაქსიმალურად იქნას აცილებული ვირუსის გავრცელება.

სოციალური დისტანცირება, მაქსიმალური გონივრული იზოლირება და გადაადგილების შეზღუდვა, სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების დაცვასთან ერთად, საშუალებას მოგვცემს, SARS-CoV-2-ის პანდემიის პირობებში, ეფექტიანად შევებრძოლოთ ვირუსის გავრცელებას.

მაქსიმალურად თავი აარიდეთ, დროებითი კოსმეტიკური ეფექტის მქონე დილეტანტურ კვებით შეზღუდვებს. იკვებეთ დაბალანსებული, ვიტამინებით მდიდარი საკვებით.

ზედმეტი წონა ნამდვილად არ არის კარგი ადამიანის ჯანმრთელობისთვის, მაგრამ მისი კორექცია უნდა მოხდეს გონივრულად, ცხოვრების წესის შეცვლის გზით, და არა სპონტანურად, განსაკუთრებით დღევანდელი პანდემიის პირობებში, როცა ვირუსთან საბრძოლველად ჯანმრთელი, რაციონალური კვება ჩვენი მოკავშირეა.

„ნიკორა“ აგრარული უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის სტიპენდიების გაცემას აგრძელებს

ბრიტანული ცენტრი, სრული მომსახურებით, დისტანციური მუშაობის რეჟიმზე გადავიდა

სტერეო +-მა და დიჯიტალ ტვ-მ სოციალურად დაუცველებს სააღდგომო საჩუქარი გადასცეს