სპორტი
მსოფლიო

10

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 18:38-ზე, მთვარე ქალწულშია ნუ წამოიწყებთ ახალ საქმეებს. უმჯობესია, დრო დაშვებული შეცდომების გამოსასწორებლად გამოიყენოთ. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული პრობლემები განხილვა სხვა დღისთვის გადაიტანეთ. კარგი დღეა სწავლისთვის, ცოდნის მისაღებად. კარგია საქმეების შესრულება თანამოაზრებთან ერთად, კოლექტივში. მოერიდეთ საოჯახო საქმეების საჯაროდ განხილვას, ურთიერთობის გარჩევას. მოერიდეთ მგზავრობას, მოგზაურობის დაწყებას; საქმის, საქმიანობის შეცვლას. ნუ იშიმშილებთ, მაგრამ ნურც კუჭს გადატვირთავთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას.
საზოგადოება
სამართალი
მეცნიერება
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
საჩუქარი მკითხველს - ქართული ბესტსელერები ჟურნალ "გზასთან" ერთად სპეციალურ ფასად გაიყიდება
საჩუქარი მკითხველს - ქართული ბესტსელერები ჟურნალ "გზასთან" ერთად სპეციალურ ფასად გაიყიდება

30 აპ­რი­ლი­დან მკი­თხვე­ლი ჟურ­ნალ "გზას­თან" ერ­თად სპე­ცი­ა­ლურ ფა­სად მი­ი­ღებს პრო­ექ­ტში "გახ­დი ბესტსე­ლე­რის ავ­ტო­რი" გა­მარ­ჯვე­ბუ­ლე­ბის წიგ­ნებს, ქარ­თულ ბესტსე­ლე­რებს, რომ­ლებ­მაც პო­პუ­ლა­რო­ბით ყვე­ლა რე­კორ­დი მოხ­სნეს.

მა­შინ როცა, სა­გან­გე­ბო მდგო­მა­რე­ო­ბის დროს, წიგ­ნის მა­ღა­ზი­ე­ბი და­ი­კე­ტა და მკი­თხველს წიგნ­თან წვდო­მა შე­ე­ზღუ­და, ეს სა­ჩუ­ქა­რი ბევ­რს გა­ა­ხა­რებს.

მკი­თხვე­ლი შეძ­ლებს იმ წიგ­ნე­ბის შე­ძე­ნას, რომ­ლე­ბიც სამი წე­ლია პო­პუ­ლა­რო­ბას არ თმო­ბენ და ინარ­ჩუ­ნე­ბენ წამ­ყვან პო­ზი­ცი­ებს ყვე­ლა­ზე გა­ყიდ­ვად ტოპ-10 წიგნს შო­რის.

ავ­ტო­რე­ბის ჩა­მო­ნათ­ვა­ლი კი, ასე გა­მო­ი­ყუ­რე­ბა:

  • ელის დოჯ­სო­ნი ("რაფ­ლე­ზია")
  • თა­თუ­ლი ღვი­ნი­ა­ნი­ძე ("აღი­ა­რე­ბა ხე­ლის­გულ­ზე")
  • შო­რე­ნა ხუ­ხუა ("შე­მო­ვალ ეტ­ლით")
  • ნი­კო­ლოზ ტო­ტო­ღაშ­ვი­ლი ("შვი­დი მო­მაკ­ვდი­ნე­ბე­ლი გრძნო­ბა")
  • გვან­ცა გუ­ბე­ლა­ძე ("შუ­ლა­მე­ლი გო­გო­ნე­ბი")
  • ნა­თია ჯა­გოდ­ნიშ­ვი­ლი ("ცდუ­ნე­ბა")
  • ვახ­ტანგ ვახ­ტან­გა­ძე ("ალა­ჰი ჩემი მე­გო­ბა­რია")
  • იაგო თვა­ლა­ბე­იშ­ვი­ლი ("ტრან­სმუ­ტა­ცია")
  • თი­ნა­თინ ბე­რი­ძე ("მო­პა­რუ­ლი სიყ­ვა­რუ­ლი")
  • არ­ჩილ ფი­რი­აშ­ვი­ლი ("ფეხ­ბურ­თის მო­თა­მა­შე")
  • ნანი მან­ვე­ლიშ­ვი­ლი ("ოდი­სევ­სის სინ­დრო­მი")
  • თა­მარ გო­დე­რი­ძე ("ყვა­ვი­ლე­ბი სახ­ლთან ახ­ლოს")
  • ნი­კო­ლას მა­ჩა­ბე­ლი ("ჩა­ი­ნა კონ­ტრას­ტე­ბი­დან")

სწო­რედ პრო­ექ­ტ "გახ­დი ბესტსე­ლე­რის ავ­ტო­რის" დამ­სა­ხუ­რე­ბით დამ­კვიდ­რდა ქარ­თუ­ლი წიგ­ნის ბა­ზარ­ზე ტენ­დენ­ცია, რომ წიგ­ნე­ბის ტოპ-ათე­ულ­ში ძი­რი­თად პო­ზი­ცი­ებს ქარ­თვე­ლი ავ­ტო­რე­ბი ინარ­ჩუ­ნე­ბენ, კერ­ძოდ კი სწო­რედ ამ პრო­ექ­ტის გა­მარ­ჯვე­ბუ­ლე­ბი.

უნდა ით­ქვას, რომ ამ ნი­ჭი­ე­რი ავ­ტო­რე­ბი­დან ბევ­რი არ აპი­რებ­და ან ვერ ბე­დავ­და წე­რას, მით უფრო რო­მა­ნი­სას, მაგ­რამ გა­მომ­ცემ­ლო­ბა "პა­ლიტ­რა L"-ის დამ­სა­ხუ­რე­ბით გა­ი­კა­ფეს გზა ქარ­თულ ლი­ტე­რა­ტუ­რა­ში, გახ­დნენ ავ­ტო­რე­ბი, რომ­ლე­ბიც სჭირ­დე­ბა ქარ­თულ ლი­ტე­რა­ტუ­რა­სა და მკი­თხველს. მათი პო­პუ­ლა­რუ­ლი ნა­წარ­მო­ე­ბე­ბის ში­ნა­არ­სი და სათ­ქმე­ლი კი ერ­თმა­ნე­თის­გან გან­სხვა­ვე­ბუ­ლი და ორი­გი­ნა­ლუ­რი აღ­მოჩ­ნდა.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ამ ავ­ტორ­თა­გან ორი - შო­რე­ნა ხუ­ხუა და იაგო თვა­ლა­ბე­იშ­ვი­ლი პრე­მია "ლი­ტე­რას" ლა­უ­რე­ა­ტე­ბი არი­ან, ვახ­ტანგ ვახ­ტან­გა­ძე კი "ლი­ტე­რას" ფი­ნა­ლის­ტი გახ­და. შო­რე­ნა ხუ­ხუ­ას "შე­მო­ვალ ეტ­ლით" გერ­მა­ნულ ენა­ზე ითარ­გმნა და ის ფრან­კფურ­ტის ფეს­ტი­ვალ­ზე ავ­სტრი­ელ­მა რე­დაქ­ტორ­მა წა­რად­გი­ნა; ელის დოჯ­სო­ნის "რაფ­ლე­ზია" ინ­დო­ეთ­ში გა­ი­ყი­და; ნი­კო­ლოზ ტო­ტო­ღაშ­ვი­ლის "შვი­დი მო­მაკ­ვდი­ნე­ბე­ლი გრძნო­ბა" 2019 წლის ბესტსე­ლე­რი გახ­და ნო­მი­ნა­ცი­ა­ში "ქარ­თვე­ლი ავ­ტო­რი".

"სა­ქარ­თვე­ლო­ში სა­გან­გე­ბო ვი­თა­რე­ბის გა­მო­ცხა­დე­ბის შემ­დეგ, რო­დე­საც წიგ­ნის ყიდ­ვაც შე­უძ­ლე­ბე­ლი გახ­და, რო­დე­საც სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გვწე­რენ და გვე­კი­თხე­ბი­ან, რო­გორ შე­იძ­ლე­ბა გახ­დეს წიგ­ნი მათ­თვის ხელ­მი­საწ­ვდო­მი, ვი­ფიქ­რეთ, რო­გორ შე­იძ­ლე­ბო­და მკი­თხვე­ლამ­დე მიგ­ვე­ტა­ნა წიგ­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც სახ­ლში ყოფ­ნი­სას, დრო­ის სა­სი­ა­მოვ­ნოდ გა­ტა­რე­ბის და ლი­ტე­რა­ტუ­რულ თავ­გა­და­სა­ვალ­ში მოგ­ზა­უ­რო­ბის სა­შუ­ა­ლე­ბას მის­ცემ­და. რად­გან პრე­სა შე­ზღუ­დუ­ლი არ არის, ჩვე­ნი პრო­ექ­ტე­ბი პრე­სას­თან ერ­თად კვლავ გაგ­რძელ­დე­ბა" - გვე­უბ­ნე­ბა "პა­ლიტ­რა L" მარ­კე­ტინ­გი­სა და პი­ა­რის ხელ­მძღვა­ნე­ლი ანა­ნო თავ­ხე­ლი­ძე.

აი, რას წე­რენ თა­ვი­ან­თი წიგ­ნე­ბის შე­სა­ხებ ავ­ტო­რე­ბი, რო­მელ­თაც კონ­კურ­სში გა­მარ­ჯვე­ბა მო­ი­პო­ვეს.

თა­თუ­ლი ღვი­ნი­ა­ნი­ძე: "აღია­რება ხე­ლის­გულ­ზე", ეს არის მო­დერ­ნის­ტუ­ლი რო­მა­ნი, პოსტმო­დერ­ნის­ტუ­ლი ელე­მენ­ტე­ბი­თა და სიმ­ბო­ლიზ­მით. ვი­ყე­ნებ ზუს­ტად იმ ენა­სა და ლექ­სი­კას, რომ­ლი­თაც ჩვენს სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში მე­ტყვე­ლე­ბენ. როცა მკი­თხველს მარ­ტი­ვი ენით ესა­უბ­რე­ბი, სწრა­ფად შე­დის როლ­ში. წიგნ­ში ყო­ველ გვერ­დზე რა­ღაც ახა­ლი ხდე­ბა და, ყო­ვე­ლი თა­ვის და­სას­რუ­ლი რთუ­ლი გა­მო­საც­ნო­ბია. წიგ­ნი სავ­სეა სიყ­ვა­რუ­ლი­თა და ვნე­ბით! თით­ქოს ფურ­ცლებ­ში ჩაბ­ნე­უ­ლია მარ­ცვლე­ბი და ყვე­ლა ასა­კის ადა­მი­ანს შე­უძ­ლია სა­სურ­ვე­ლი მარ­ცვლის გაღ­ვი­ვე­ბა".

თი­ნა­თინ ბე­რი­ძე: "ერთ დღეს მე და ჩემს მე­გობ­რებს სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში სა­ინ­ტე­რე­სო ამ­ბა­ვი "შე­მოგ­ვე­ყა­რა". ეს იყო ის ამ­ბა­ვი, რო­მე­ლიც უნდა გა­მეგ­რძე­ლე­ბი­ნა. გა­მომ­ცემ­ლო­ბა "პა­ლიტ­რა L"-ის კონ­კურ­სმა ყვე­ლა­ფე­რი გა­ა­კე­თა, რომ ჩემი წიგ­ნი და­წე­რი­ლი­ყო. მეხ­მა­რე­ბო­და იმ ადა­მი­ა­ნე­ბის თა­ნად­გო­მა და შთა­ბეჭ­დი­ლე­ბე­ბი, რომ­ლე­ბიც კი­თხუ­ლობ­დნენ ჩემს ნა­წე­რებს. და კი­დევ: ყვე­ლა მე­უბ­ნე­ბა, შენს წიგნ­ზე სა­უ­კე­თე­სო კი­ნოს­ცე­ნა­რი და­ი­წე­რე­ბა, თით­ქოს მოვ­ლე­ნე­ბი კი­ნო­კად­რე­ბი­ვით მი­დი­სო... გა­მი­ხარ­დე­ბა, თუ ეს მოხ­დე­ბა".

არ­ჩილ ფი­რი­აშ­ვი­ლი: "ბიზ­ნე­სის სფე­როს წარ­მო­მად­გე­ნე­ლი ვარ. ვე­რა­სო­დეს ვი­ფიქ­რებ­დი, თუ ჩემს დაგ­რო­ვე­ბულ სათ­ქმელს ასე ამოვ­თქვამ­დი. ამის­თვის გზა ამ შე­სა­ნიშ­ნავ­მა კონ­კურ­სმა გა­მიხ­სნა. ჩემი წიგ­ნი არის იმ პრო­ტეს­ტის გა­მო­ხატ­ვა, რო­მე­ლიც ადა­მი­ა­ნებს ცხოვ­რე­ბის მი­მართ აქვთ. ეს იმ ადა­მი­ა­ნის ამ­ბო­ხია, რო­მე­ლიც ვე­ღარ იტანს სი­ყალ­ბეს და ახალ ცხოვ­რე­ბას იწყებს".

თა­მარ გო­დე­რი­ძე: "არც ვიცი, რო­გორ გა­მოვ­ხა­ტო მად­ლი­ე­რე­ბა იმ კონ­კურ­სის მი­მართ, რო­მელ­მაც ჩემი ფიქ­რე­ბი წიგ­ნად აქ­ცია. წიგნ­ში სამი თა­ო­ბის გან­ცდე­ბია გად­მო­ცე­მუ­ლი და ვიცი, რომ სა­მი­ვე თა­ო­ბა სი­ა­მოვ­ნე­ბით წა­ი­კი­თხავს. ჯერ კი­დევ კონ­კურ­სის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბი­სას უთ­ბი­ლე­სი გან­ცდე­ბით მავ­სებ­და კონ­კურ­სის მკი­თხვე­ლე­ბის ნათ­ქვა­მი - როცა შენს რო­მანს ვკი­თხუ­ლობ­დით, ზოგ­ჯერ ვტი­რო­დი­თო. ეს ბედ­ნი­ე­რე­ბაა ჩემ­თვის და, ალ­ბათ, ასე იქ­ნე­ბა მკი­თხვე­ლის­თვი­საც".

ნი­კო­ლას მა­ჩა­ბე­ლი: "ეს არის ამ­ბა­ვი ქარ­თველ ახალ­გაზ­რდა­ზე, ანუ ყვე­ლა იმ ახალ­გაზ­რდის სიმ­ბო­ლო­ზე, რომ­ლე­ბიც უცხო­ეთ­ში მი­დი­ან სა­არ­სე­ბოდ. ჩემი გმი­რი სა­კუ­თარ თავს უს­ვამს კი­თხვას, ღირს თუ არა წას­ვლა. და რად­გა­ნაც არ არის სხვა გა­მო­სა­ვა­ლი, მა­ინც მი­დის. თუმ­ცა არა ევ­რო­პა­ში ან ამე­რი­კა­ში, არა­მედ ჩი­ნეთ­ში, სა­დაც ისეთ მძაფრ რე­ა­ლო­ბას ეჩე­ხე­ბა, რო­მე­ლიც მკი­თხველს ბევრ რა­მეს შე­ახ­სე­ნებს სი­ცო­ცხლე­სა და მის საზ­რის­ზე. ეს ქარ­თვე­ლი ბიჭი ისე გა­ნიც­დის სამ­შობ­ლოს­გან შორს ყოფ­ნას, რომ რო­დე­საც დე­დას­თან რე­კავს, სთხოვს, ჩვე­ნი უბ­ნის ჩი­ტე­ბის ჭი­კ­ჭი­კი მო­მა­ს­მე­ნი­ნეო. და სა­ბო­ლო­ოდ, სამ­შობ­ლო­ში ბრუნ­დე­ბა, რი­თაც სა­კუ­თარ თავს უბ­რუნ­დე­ბა".

შო­რე­ნა ხუ­ხუა: "ჩემი წიგ­ნი შე­ზღუ­დუ­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბის ადა­მი­ა­ნის სუ­ლის ნა­წი­ლია, რომ­ლის გა­მო­ხატ­ვის სა­შუ­ა­ლე­ბა მომ­ცა იმ შე­სა­ნიშ­ნავ­მა პრო­ექ­ტმა, რო­გო­რიც არის "გახ­დი ბესტსე­ლე­რის ავ­ტო­რი". შე­იძ­ლე­ბა ეს წიგ­ნი იმი­ტომ დავ­წე­რე, რომ ვიცი, რას ნიშ­ნავს სი­ა­რუ­ლი, სირ­ბი­ლი, შემ­დეგ კი ეტ­ლში ჯდო­მა და ისევ ად­გო­მა. ეს მოხ­და მა­შინ, რო­დე­საც ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში ისე­თი სა­ბე­დის­წე­რო შემ­თხვე­ვა მოხ­და, რის შემ­დე­გაც…ექ­ვსი თვის გან­მავ­ლო­ბა­ში გა­უნ­ძრევ­ლად ვი­წე­ქი. ალ­ბათ, ამი­ტომ გავ­ბე­დე ასეთ რთულ თე­მას შევ­ხე­ბო­დი. მინ­დო­და მკი­თხველს და­ე­ნა­ხა "ბორ­ბლე­ბით მო­სი­ა­რუ­ლე" ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც სა­კუ­თა­რი ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რო­ბით ფა­სობს".

30 აპ­რილს ჟურ­ნალ "გზას­თან" ერ­თად მკი­თხვე­ლი მი­ი­ღებს თა­თუ­ლი ღვი­ნი­ა­ნი­ძის რო­მანს "აღი­ა­რე­ბა ხე­ლის­გულ­ზე".

წიგ­ნის სპე­ცი­ა­ლურ ფასი 8,50 ლარი იქ­ნე­ბა ჟურ­ნალ "გზას­თან" ერ­თად 10,00 ლარი.

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
ავტორი:

საჩუქარი მკითხველს - ქართული ბესტსელერები ჟურნალ "გზასთან" ერთად სპეციალურ ფასად გაიყიდება

საჩუქარი მკითხველს - ქართული ბესტსელერები ჟურნალ "გზასთან" ერთად სპეციალურ ფასად გაიყიდება

30 აპრილიდან მკითხველი ჟურნალ "გზასთან" ერთად სპეციალურ ფასად მიიღებს პროექტში "გახდი ბესტსელერის ავტორი" გამარჯვებულების წიგნებს, ქართულ ბესტსელერებს, რომლებმაც პოპულარობით ყველა რეკორდი მოხსნეს.

მაშინ როცა, საგანგებო მდგომარეობის დროს, წიგნის მაღაზიები დაიკეტა და მკითხველს წიგნთან წვდომა შეეზღუდა, ეს საჩუქარი ბევრს გაახარებს.

მკითხველი შეძლებს იმ წიგნების შეძენას, რომლებიც სამი წელია პოპულარობას არ თმობენ და ინარჩუნებენ წამყვან პოზიციებს ყველაზე გაყიდვად ტოპ-10 წიგნს შორის.

ავტორების ჩამონათვალი კი, ასე გამოიყურება:

  • ელის დოჯსონი ("რაფლეზია")
  • თათული ღვინიანიძე ("აღიარება ხელისგულზე")
  • შორენა ხუხუა ("შემოვალ ეტლით")
  • ნიკოლოზ ტოტოღაშვილი ("შვიდი მომაკვდინებელი გრძნობა")
  • გვანცა გუბელაძე ("შულამელი გოგონები")
  • ნათია ჯაგოდნიშვილი ("ცდუნება")
  • ვახტანგ ვახტანგაძე ("ალაჰი ჩემი მეგობარია")
  • იაგო თვალაბეიშვილი ("ტრანსმუტაცია")
  • თინათინ ბერიძე ("მოპარული სიყვარული")
  • არჩილ ფირიაშვილი ("ფეხბურთის მოთამაშე")
  • ნანი მანველიშვილი ("ოდისევსის სინდრომი")
  • თამარ გოდერიძე ("ყვავილები სახლთან ახლოს")
  • ნიკოლას მაჩაბელი ("ჩაინა კონტრასტებიდან")

სწორედ პროექტ "გახდი ბესტსელერის ავტორის" დამსახურებით დამკვიდრდა ქართული წიგნის ბაზარზე ტენდენცია, რომ წიგნების ტოპ-ათეულში ძირითად პოზიციებს ქართველი ავტორები ინარჩუნებენ, კერძოდ კი სწორედ ამ პროექტის გამარჯვებულები.

უნდა ითქვას, რომ ამ ნიჭიერი ავტორებიდან ბევრი არ აპირებდა ან ვერ ბედავდა წერას, მით უფრო რომანისას, მაგრამ გამომცემლობა "პალიტრა L"-ის დამსახურებით გაიკაფეს გზა ქართულ ლიტერატურაში, გახდნენ ავტორები, რომლებიც სჭირდება ქართულ ლიტერატურასა და მკითხველს. მათი პოპულარული ნაწარმოებების შინაარსი და სათქმელი კი ერთმანეთისგან განსხვავებული და ორიგინალური აღმოჩნდა.

აღსანიშნავია, რომ ამ ავტორთაგან ორი - შორენა ხუხუა და იაგო თვალაბეიშვილი პრემია "ლიტერას" ლაურეატები არიან, ვახტანგ ვახტანგაძე კი "ლიტერას" ფინალისტი გახდა. შორენა ხუხუას "შემოვალ ეტლით" გერმანულ ენაზე ითარგმნა და ის ფრანკფურტის ფესტივალზე ავსტრიელმა რედაქტორმა წარადგინა; ელის დოჯსონის "რაფლეზია" ინდოეთში გაიყიდა; ნიკოლოზ ტოტოღაშვილის "შვიდი მომაკვდინებელი გრძნობა" 2019 წლის ბესტსელერი გახდა ნომინაციაში "ქართველი ავტორი".

"საქართველოში საგანგებო ვითარების გამოცხადების შემდეგ, როდესაც წიგნის ყიდვაც შეუძლებელი გახდა, როდესაც სოციალურ ქსელში გვწერენ და გვეკითხებიან, როგორ შეიძლება გახდეს წიგნი მათთვის ხელმისაწვდომი, ვიფიქრეთ, როგორ შეიძლებოდა მკითხველამდე მიგვეტანა წიგნები, რომლებიც სახლში ყოფნისას, დროის სასიამოვნოდ გატარების და ლიტერატურულ თავგადასავალში მოგზაურობის საშუალებას მისცემდა. რადგან პრესა შეზღუდული არ არის, ჩვენი პროექტები პრესასთან ერთად კვლავ გაგრძელდება" - გვეუბნება "პალიტრა L" მარკეტინგისა და პიარის ხელმძღვანელი ანანო თავხელიძე.

აი, რას წერენ თავიანთი წიგნების შესახებ ავტორები, რომელთაც კონკურსში გამარჯვება მოიპოვეს.

თათული ღვინიანიძე: "აღიარება ხელისგულზე", ეს არის მოდერნისტული რომანი, პოსტმოდერნისტული ელემენტებითა და სიმბოლიზმით. ვიყენებ ზუსტად იმ ენასა და ლექსიკას, რომლითაც ჩვენს საზოგადოებაში მეტყველებენ. როცა მკითხველს მარტივი ენით ესაუბრები, სწრაფად შედის როლში. წიგნში ყოველ გვერდზე რაღაც ახალი ხდება და, ყოველი თავის დასასრული რთული გამოსაცნობია. წიგნი სავსეა სიყვარულითა და ვნებით! თითქოს ფურცლებში ჩაბნეულია მარცვლები და ყველა ასაკის ადამიანს შეუძლია სასურველი მარცვლის გაღვივება".

თინათინ ბერიძე: "ერთ დღეს მე და ჩემს მეგობრებს სოციალურ ქსელში საინტერესო ამბავი "შემოგვეყარა". ეს იყო ის ამბავი, რომელიც უნდა გამეგრძელებინა. გამომცემლობა "პალიტრა L"-ის კონკურსმა ყველაფერი გააკეთა, რომ ჩემი წიგნი დაწერილიყო. მეხმარებოდა იმ ადამიანების თანადგომა და შთაბეჭდილებები, რომლებიც კითხულობდნენ ჩემს ნაწერებს. და კიდევ: ყველა მეუბნება, შენს წიგნზე საუკეთესო კინოსცენარი დაიწერება, თითქოს მოვლენები კინოკადრებივით მიდისო... გამიხარდება, თუ ეს მოხდება".

არჩილ ფირიაშვილი: "ბიზნესის სფეროს წარმომადგენელი ვარ. ვერასოდეს ვიფიქრებდი, თუ ჩემს დაგროვებულ სათქმელს ასე ამოვთქვამდი. ამისთვის გზა ამ შესანიშნავმა კონკურსმა გამიხსნა. ჩემი წიგნი არის იმ პროტესტის გამოხატვა, რომელიც ადამიანებს ცხოვრების მიმართ აქვთ. ეს იმ ადამიანის ამბოხია, რომელიც ვეღარ იტანს სიყალბეს და ახალ ცხოვრებას იწყებს".

თამარ გოდერიძე: "არც ვიცი, როგორ გამოვხატო მადლიერება იმ კონკურსის მიმართ, რომელმაც ჩემი ფიქრები წიგნად აქცია. წიგნში სამი თაობის განცდებია გადმოცემული და ვიცი, რომ სამივე თაობა სიამოვნებით წაიკითხავს. ჯერ კიდევ კონკურსის მიმდინარეობისას უთბილესი განცდებით მავსებდა კონკურსის მკითხველების ნათქვამი - როცა შენს რომანს ვკითხულობდით, ზოგჯერ ვტიროდითო. ეს ბედნიერებაა ჩემთვის და, ალბათ, ასე იქნება მკითხველისთვისაც".

ნიკოლას მაჩაბელი: "ეს არის ამბავი ქართველ ახალგაზრდაზე, ანუ ყველა იმ ახალგაზრდის სიმბოლოზე, რომლებიც უცხოეთში მიდიან საარსებოდ. ჩემი გმირი საკუთარ თავს უსვამს კითხვას, ღირს თუ არა წასვლა. და რადგანაც არ არის სხვა გამოსავალი, მაინც მიდის. თუმცა არა ევროპაში ან ამერიკაში, არამედ ჩინეთში, სადაც ისეთ მძაფრ რეალობას ეჩეხება, რომელიც მკითხველს ბევრ რამეს შეახსენებს სიცოცხლესა და მის საზრისზე. ეს ქართველი ბიჭი ისე განიცდის სამშობლოსგან შორს ყოფნას, რომ როდესაც დედასთან რეკავს, სთხოვს, ჩვენი უბნის ჩიტების ჭიკჭიკი მომასმენინეო. და საბოლოოდ, სამშობლოში ბრუნდება, რითაც საკუთარ თავს უბრუნდება".

შორენა ხუხუა: "ჩემი წიგნი შეზღუდული შესაძლებლობის ადამიანის სულის ნაწილია, რომლის გამოხატვის საშუალება მომცა იმ შესანიშნავმა პროექტმა, როგორიც არის "გახდი ბესტსელერის ავტორი". შეიძლება ეს წიგნი იმიტომ დავწერე, რომ ვიცი, რას ნიშნავს სიარული, სირბილი, შემდეგ კი ეტლში ჯდომა და ისევ ადგომა. ეს მოხდა მაშინ, როდესაც ჩემს ცხოვრებაში ისეთი საბედისწერო შემთხვევა მოხდა, რის შემდეგაც…ექვსი თვის განმავლობაში გაუნძრევლად ვიწექი. ალბათ, ამიტომ გავბედე ასეთ რთულ თემას შევხებოდი. მინდოდა მკითხველს დაენახა "ბორბლებით მოსიარულე" ადამიანი, რომელიც საკუთარი ინდივიდუალურობით ფასობს".

30 აპრილს ჟურნალ "გზასთან" ერთად მკითხველი მიიღებს თათული ღვინიანიძის რომანს "აღიარება ხელისგულზე".

წიგნის სპეციალურ ფასი 8,50 ლარი იქნება ჟურნალ "გზასთან" ერთად 10,00 ლარი.

#მოუსმინეწიგნებს - აუდიოწიგნები ყველა ჟანრისა და ასაკის მიხედვით

მოსასმენი ზღაპრები და მოთხრობები პატარებისთვის - ტოპ 5 აუდიო წიგნი

ელიფ შაფაქის „სიყვარულის 40 წესი“, გაზეთ „კვირის პალიტრასთან“ ერთად, სპეციალურ ფასად გამოვიდა