საზოგადოება
პოლიტიკა
სამართალი

5

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 12:42-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 23:42-ზე რთული და დაძაბული დღეა. არ მოატყუოთ გარშემო მყოფები და არც თავად მოტყუვდეთ. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ვაჭრობას, ურთიერთობის გარჩევას. ცუდი დღეა საქმეების გარჩევისთვის. შესაძლოა, სამუდამოდ დაკარგოთ ადამიანი. არასასურველია სამსახურის, საქმიანობის შეცვლა. კარგი დღეა შორეული მგზავრობის დასაწყებად. აქტიურად დაისვენეთ, ივარჯიშეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები, გადააადგილეთ ავეჯი, კარგია მუშაობა მიწასთან. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ორგანიზმის გასაწმენდად, წიდებისგან გათავისუფლება. ალკოჰოლსა და სასმელს დღეს საერთოდ ნუ მიიღებთ. აგრეთვე მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას.
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"იჯდა ტელევიზორთან და მოხვდა ტყვია... ალბათ, მთვრალმა ისროლა" - არსებული ინფორმაციით, ვაჟა-ფშაველაზე მომხდარ მკვლელობაზე ერთი პირი დააკავეს
"იჯდა ტელევიზორთან და მოხვდა ტყვია... ალბათ, მთვრალმა ისროლა" - არსებული ინფორმაციით, ვაჟა-ფშაველაზე მომხდარ მკვლელობაზე ერთი პირი დააკავეს

ვაჟა-ფშა­ვე­ლა­ზე გუ­შინ გვი­ან ღა­მით მომ­ხდარ შემ­თხვე­ვას მომ­ღე­რალ თიკა მა­ხალ­დი­ა­ნის დედა, 50 წლის თა­მუ­ნა ან­თე­ლა­ვა ემსხვერ­პლა. ქალი ოჯახ­თან ერ­თად სა­კუ­თარ სა­ცხოვ­რე­ბელ სახ­ლში მეშ­ვი­დე სარ­თულ­ზე იმ­ყო­ფე­ბო­და რა დრო­საც ბრმა ტყვია თა­ვის არე­ში მოხ­ვდა.

ოჯა­ხის ახ­ლობ­ლე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, გას­რო­ლა "მა­კა­რო­ვის" სის­ტე­მის პის­ტო­ლე­ტი­დან მოხ­და. გარ­დაც­ვლი­ლის სი­ძის, თემო პირ­ვე­ლაშ­ვი­ლის თქმით, ტყვია აივ­ნი­დან შე­ვარ­და სახ­ლში და "ზა­ლა­ში" მჯდარ ქალს მოხ­ვდა. შემ­თხვე­ვას შე­ეს­წრნენ ქა­ლის მე­უღ­ლე, შვი­ლი და დედა. დაჭ­რი­ლი სა­ა­ვად­მყო­ფო­ში მიყ­ვა­ნამ­დე გარ­და­იც­ვა­ლა.

"და­კა­ვე­ბუ­ლია ვი­ღაც, შო­რი­დან მოხ­და გას­რო­ლა ნა­ხე­ვა­რი კი­ლო­მეტ­რი­დან, რო­გორც ვი­ცით. ადა­მი­ა­ნი იჯდა სახ­ლში, ტე­ლე­ვი­ზორ­თან და მოხ­ვდა ტყვია, ალ­ბათ, მთვრალ­მა გა­ის­რო­ლა. გვი­თხრეს რომ 550 მეტ­რი­დან გა­ის­რო­ლე­სო "მა­კა­რო­ვი­დან", ნუ­ცუ­ბი­ძის ქუ­ჩი­დან" - გა­ნა­ცხა­და ოჯა­ხის ახ­ლო­ბელ­მა.

VIDEO: ვინ იყო ქალი, რო­მე­ლიც გას­რო­ლილ­მა ტყვი­ამ სა­კუ­თარ სახ­ლში იმ­სხვერ­პლა და რას წერს ტრა­გე­დი­ის შე­სა­ხებ ნიკა მე­ლია

მომ­ხდარ­ზე საქ­მე ორი მუხ­ლით არის აღ­ძრუ­ლი. გა­მო­ძი­ე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 108-ე და 236-ე მუხ­ლე­ბით მიმ­დი­ნა­რე­ობს, რაც გან­ზრახ მკვლე­ლო­ბას და ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღის შე­ძე­ნა-შე­ნახ­ვა-ტა­რე­ბას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

ჰყავს თუ არა ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს მომ­ხდარ ფაქ­ტზე და­კა­ვე­ბუ­ლი პირი, უწყე­ბა­ში არ აკონ­კრე­ტე­ბენ.

მკითხველის კომენტარები / 37 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ნათკა
1

საწყალი, ვიღაც იდიოტის უპასუხისმგებლობას შეეწირა, შემეცოდა, ვიზიარებ ოჯახის მწუხარებას :(((

გუგა
4

პოლიცია არ დგას მის სიმაᲦლეზე და მორᲩა რა. მიᲨვებული აქვᲗ ყველაფერი. უბანᲨი ყველამ ყველაფერი იცის ვინ როგორია და ვის რა აქვს და იციᲗ როგორ უნდა იყოს პოლიცია? აი ბუზიც რო ვერ გაᲭაᲭანდეს ისე. სასჯელებიც გასამკაცრებელია აᲗასჯერ დავწერე. 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალებია ხდება ცნობილი კლინიკა „ვივამედში“ პატიმრის გარდაცვალებასთან დაკავშირებით
ავტორი:

"იჯდა ტელევიზორთან და მოხვდა ტყვია... ალბათ, მთვრალმა ისროლა" - არსებული ინფორმაციით, ვაჟა-ფშაველაზე მომხდარ მკვლელობაზე ერთი პირი დააკავეს

"იჯდა ტელევიზორთან და მოხვდა ტყვია... ალბათ, მთვრალმა ისროლა" - არსებული ინფორმაციით, ვაჟა-ფშაველაზე მომხდარ მკვლელობაზე ერთი პირი დააკავეს

ვაჟა-ფშაველაზე გუშინ გვიან ღამით მომხდარ შემთხვევას მომღერალ თიკა მახალდიანის დედა, 50 წლის თამუნა ანთელავა ემსხვერპლა. ქალი ოჯახთან ერთად საკუთარ საცხოვრებელ სახლში მეშვიდე სართულზე იმყოფებოდა რა დროსაც ბრმა ტყვია თავის არეში მოხვდა.

ოჯახის ახლობლების ინფორმაციით, გასროლა "მაკაროვის" სისტემის პისტოლეტიდან მოხდა. გარდაცვლილის სიძის, თემო პირველაშვილის თქმით, ტყვია აივნიდან შევარდა სახლში და "ზალაში" მჯდარ ქალს მოხვდა. შემთხვევას შეესწრნენ ქალის მეუღლე, შვილი და დედა. დაჭრილი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.

"დაკავებულია ვიღაც, შორიდან მოხდა გასროლა ნახევარი კილომეტრიდან, როგორც ვიცით. ადამიანი იჯდა სახლში, ტელევიზორთან და მოხვდა ტყვია, ალბათ, მთვრალმა გაისროლა. გვითხრეს რომ 550 მეტრიდან გაისროლესო "მაკაროვიდან", ნუცუბიძის ქუჩიდან" - განაცხადა ოჯახის ახლობელმა.

VIDEO: ვინ იყო ქალი, რომელიც გასროლილმა ტყვიამ საკუთარ სახლში იმსხვერპლა და რას წერს ტრაგედიის შესახებ ნიკა მელია

მომხდარზე საქმე ორი მუხლით არის აღძრული. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას და ცეცხლსასროლი იარაღის შეძენა-შენახვა-ტარებას ითვალისწინებს.

ჰყავს თუ არა შინაგან საქმეთა სამინისტროს მომხდარ ფაქტზე დაკავებული პირი, უწყებაში არ აკონკრეტებენ.