საზოგადოება

5

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 14:10-ზე, მთვარე ქალწულშია თამამად წამოიწყეთ ახალი საქმეები. კარგი დღეა უძრავი ქონების შესაძენად, ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ვაჭრობისთვის. ცუდი დღეა კამათისა და სასამართლო საქმეებისთვის. სწავლა და გამოცდების ჩაბარება გაგიადვილდებათ. მოაგვარეთ საოჯახო კონფლიქტები. კარგია ნათესავებთან შეხვედრა და საუბარი. დღეს მომხდარი უსიამოვნებები მალევე დასრულდება. კარგი დღეა უფროსთან შესახვედრად და ახალი პროექტების განსახილველად. საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. მოერიდეთ მგზავრობასა და საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. მოერიდეთ ფიზიკურ დატვირთვას. გაგიადვილდებათ საოჯახო საქმეების, რემონტისა და მშენებლობის შესრულება. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის, ინტიმური ურთიერთობისთვის. მოერიდეთ ოპერაციების ჩატარებას მუცლის ღრუს ორგანოებზე. მარტივ ოპერაციასაც კი შეიძლება გართულება მოჰყვეს.
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ველოდებით მრევლს, იმიტომ, რომ დიდი დღესასწაულია" - ალავერდში ლიტანიობაზე მისულებს თერმოსკრინინგით შეამოწმებენ
"ველოდებით მრევლს, იმიტომ, რომ დიდი დღესასწაულია" - ალავერდში ლიტანიობაზე მისულებს თერმოსკრინინგით შეამოწმებენ

ალა­ვერ­დის მო­ნას­ტერ­ში აღ­დგო­მის დღე­სას­წა­უ­ლის­თვის ემ­ზა­დე­ბი­ან. ტაძ­რის მიმ­დე­ბა­რედ და­მონ­ტა­ჟე­ბუ­ლია ხმო­ვა­ნი აპა­რა­ტუ­რა და თეთ­რი სა­ღე­ბა­ვით მო­ნიშ­ნუ­ლია ად­გი­ლე­ბი, სა­დაც მრევ­ლი გან­თავ­სდე­ბა.

ამას­თან, რო­გორც ჟურ­ნა­ლის­ტებს მე­უ­ფე და­ვით­მა დიდი შა­ბა­თის წირ­ვის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ გა­ნუ­ცხა­და, ღა­მის­თე­ვა­ზე მი­სულ მო­სახ­ლე­ო­ბას რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, თერ­მოსკრი­ნინ­გით შე­ა­მოწ­მე­ბენ და სა­დე­ზინ­ფექ­ციო ხსნა­რებს და­უ­რი­გე­ბენ.

"ვე­ლო­დე­ბით მრევლს, იმი­ტომ, რომ დიდი დღე­სას­წა­უ­ლია. უბ­რა­ლოდ, არ ვა­ზუს­ტებ ბევ­რი იქ­ნე­ბა თუ ცოტა. ერთი რა­მის და­ზუს­ტე­ბა შეგ­ვიძ­ლია - სა­დაც ორი ან ორზე მეტი შე­იკ­რი­ბე­ბა ქრის­ტეს სა­ხე­ლით, იქ არის თა­ვად ქრის­ტე და სამი მომ­ლოც­ვე­ლიც რომ იყოს, იქ იქ­ნე­ბა ქრის­ტე. ესე იგი, კარ­გი დღე­სას­წა­უ­ლი გვექ­ნე­ბა. ასე რომ, ვე­ლო­დე­ბით მრევლს.

რაც შე­ე­ხე­ბა შე­ზღუდ­ვებს და მო­თხოვ­ნებს, და­წე­სე­ბის დღი­დან ჩვენც, ეს და­ლოც­ვი­ლი მო­ნას­ტე­რი ვით­ვა­ლის­წი­ნებთ რე­კო­მენ­და­ცი­ებს. მთე­ლი მო­ნას­ტრის ტე­რი­ტო­რია მო­ნიშ­ნუ­ლია და ღა­მის­თე­ვას და­ვი­წყებთ ღა­მით. გვექ­ნე­ბა ლი­ტა­ნი­ო­ბა, ღვთის მად­ლით და შე­წევ­ნით მო­ნას­ტე­რი მო­წეს­რი­გე­ბუ­ლია.

გარ­და ამი­სა, ად­გი­ლობ­რივ ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბას ვთხო­ვეთ, რომ ამ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი დღე­სას­წა­უ­ლის დროს მათი მხრი­დან ყო­ფი­ლი­ყო დახ­მა­რე­ბა და შე­წევ­ნა, კერ­ძოდ, ყო­ფი­ლი­ყო პო­ლი­ცი­ის ეკი­პა­ჟი იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ იქ­ნე­ბა ხალ­ხის სიმ­რავ­ლე. ასე­ვე თუ იქ­ნე­ბა სა­შუ­ა­ლე­ბა თერ­მოსკრი­ნინ­გით შე­მოწ­მე­ბა მოხ­დეს ხალ­ხის, რად­გან ამ ბოლო დროს ვრცელ­დე­ბა მი­ზან­მი­მარ­თუ­ლი, შე­უ­რა­ცხმყო­ფე­ლი გა­მო­ნათ­ქვა­მე­ბი, რომ ეკ­ლე­სია არ იცავს წე­სებს, თუმ­ცა ჩვენ ვცდი­ლობთ, რომ გვერ­დში და­ვუდ­გეთ ერს, მრევლს, მთავ­რო­ბას, რო­გორც შეგ­ვიძ­ლია. ჩვენ­თვი­საც მო­უ­ლოდ­ნე­ლი იყო ასე­თი სა­გან­გე­ბო მდგო­მა­რე­ო­ბა, სამ­ხედ­რო წე­სით არ გვი­ცხოვ­რია და ამი­ტომ ასე­თი ფე­ხა­წყო­ბით და მარ­ში­რე­ბის ნა­ბი­ჯით ვერ ვა­კე­თებთ ყვე­ლა­ფერს, თუმ­ცა მონ­დო­მე­ბას არ ვაკ­ლებთ, ჩვე­ნი ერიც და მრევ­ლიც კე­თილ­გან­წყო­ბი­ლია, გო­ნი­ე­რია და რა­საც ვე­უბ­ნე­ბით, ცდი­ლობს გა­ა­კე­თოს. ასე­ვე მინ­და მად­ლი­ე­რე­ბით ვთქვა, რომ კომ­პა­ნია „სე­ზან­მა“ და­ამ­ზა­და ე.წ ფა­რე­ბი, რომ­ლე­ბიც გად­მოგ­ვცა, ჩვენ კი და­ვა­რი­გებთ. ასე­ვე კომ­პა­ნია „ბა­და­გონ­მა“ სა­დენ­ზინ­ფექ­ციო სი­თხე და­ამ­ზა­და და დღეს ყვე­ლა მომ­სვლელს და­ვუ­რი­გებთ,“ - გა­ნა­ცხა­და მე­უ­ფე და­ვით­მა.

მთა­ვა­რი ფოტო: heretifm.com

მკითხველის კომენტარები / 5 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
Taso
2

მართლა ვაი თქვენს პატრონს

qeTo
2

ზოგი შემთხვევა სიცხის გარეშე მიმდინარეობს და თერმოსკრინინგი(სიცხის გაზომვა, უსწავლიათ ახალი სიტყვა!!!!!! ვიღაც უცხო სიტყვათა ლექსიკონს სწავლობს და გვამარაგებს სიტყვიერი ნაგვით!) რა, წამალია? ყველა უნდა დაიჭირო ან დააჯარიმო კანონის დარღვევისათვის!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალებია ხდება ცნობილი კლინიკა „ვივამედში“ პატიმრის გარდაცვალებასთან დაკავშირებით
ავტორი:

"ველოდებით მრევლს, იმიტომ, რომ დიდი დღესასწაულია" - ალავერდში ლიტანიობაზე მისულებს თერმოსკრინინგით შეამოწმებენ

"ველოდებით მრევლს, იმიტომ, რომ დიდი დღესასწაულია" - ალავერდში ლიტანიობაზე მისულებს თერმოსკრინინგით შეამოწმებენ

ალავერდის მონასტერში აღდგომის დღესასწაულისთვის ემზადებიან. ტაძრის მიმდებარედ დამონტაჟებულია ხმოვანი აპარატურა და თეთრი საღებავით მონიშნულია ადგილები, სადაც მრევლი განთავსდება.

ამასთან, როგორც ჟურნალისტებს მეუფე დავითმა დიდი შაბათის წირვის დასრულების შემდეგ განუცხადა, ღამისთევაზე მისულ მოსახლეობას რეკომენდაციების გათვალისწინებით, თერმოსკრინინგით შეამოწმებენ და სადეზინფექციო ხსნარებს დაურიგებენ.

"ველოდებით მრევლს, იმიტომ, რომ დიდი დღესასწაულია. უბრალოდ, არ ვაზუსტებ ბევრი იქნება თუ ცოტა. ერთი რამის დაზუსტება შეგვიძლია - სადაც ორი ან ორზე მეტი შეიკრიბება ქრისტეს სახელით, იქ არის თავად ქრისტე და სამი მომლოცველიც რომ იყოს, იქ იქნება ქრისტე. ესე იგი, კარგი დღესასწაული გვექნება. ასე რომ, ველოდებით მრევლს.

რაც შეეხება შეზღუდვებს და მოთხოვნებს, დაწესების დღიდან ჩვენც, ეს დალოცვილი მონასტერი ვითვალისწინებთ რეკომენდაციებს. მთელი მონასტრის ტერიტორია მონიშნულია და ღამისთევას დავიწყებთ ღამით. გვექნება ლიტანიობა, ღვთის მადლით და შეწევნით მონასტერი მოწესრიგებულია.

გარდა ამისა, ადგილობრივ ხელმძღვანელობას ვთხოვეთ, რომ ამ მნიშვნელოვანი დღესასწაულის დროს მათი მხრიდან ყოფილიყო დახმარება და შეწევნა, კერძოდ, ყოფილიყო პოლიციის ეკიპაჟი იმ შემთხვევაში, თუ იქნება ხალხის სიმრავლე. ასევე თუ იქნება საშუალება თერმოსკრინინგით შემოწმება მოხდეს ხალხის, რადგან ამ ბოლო დროს ვრცელდება მიზანმიმართული, შეურაცხმყოფელი გამონათქვამები, რომ ეკლესია არ იცავს წესებს, თუმცა ჩვენ ვცდილობთ, რომ გვერდში დავუდგეთ ერს, მრევლს, მთავრობას, როგორც შეგვიძლია. ჩვენთვისაც მოულოდნელი იყო ასეთი საგანგებო მდგომარეობა, სამხედრო წესით არ გვიცხოვრია და ამიტომ ასეთი ფეხაწყობით და მარშირების ნაბიჯით ვერ ვაკეთებთ ყველაფერს, თუმცა მონდომებას არ ვაკლებთ, ჩვენი ერიც და მრევლიც კეთილგანწყობილია, გონიერია და რასაც ვეუბნებით, ცდილობს გააკეთოს. ასევე მინდა მადლიერებით ვთქვა, რომ კომპანია „სეზანმა“ დაამზადა ე.წ ფარები, რომლებიც გადმოგვცა, ჩვენ კი დავარიგებთ. ასევე კომპანია „ბადაგონმა“ სადენზინფექციო სითხე დაამზადა და დღეს ყველა მომსვლელს დავურიგებთ,“ - განაცხადა მეუფე დავითმა.

მთავარი ფოტო: heretifm.com

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები 399-მდე გაიზარდა

"ჩვენი სულიერი დებისა და ძმების ნაცვლად, ეზოში სიმბოლურად სანთლები ენთო" - ჯვართამაღლების ტაძარში სააღდგომო ლიტურღია მრევლის გარეშე ჩატარდა

მოხუცმა ქალმა პოლიციელებს აღდგომა მიულოცა - ფოტოები ზუგდიდის ბლოკ-პოსტიდან