მსოფლიო
საზოგადოება

5

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 12:42-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 23:42-ზე რთული და დაძაბული დღეა. არ მოატყუოთ გარშემო მყოფები და არც თავად მოტყუვდეთ. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ვაჭრობას, ურთიერთობის გარჩევას. ცუდი დღეა საქმეების გარჩევისთვის. შესაძლოა, სამუდამოდ დაკარგოთ ადამიანი. არასასურველია სამსახურის, საქმიანობის შეცვლა. კარგი დღეა შორეული მგზავრობის დასაწყებად. აქტიურად დაისვენეთ, ივარჯიშეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები, გადააადგილეთ ავეჯი, კარგია მუშაობა მიწასთან. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ორგანიზმის გასაწმენდად, წიდებისგან გათავისუფლება. ალკოჰოლსა და სასმელს დღეს საერთოდ ნუ მიიღებთ. აგრეთვე მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას.
სამართალი
პოლიტიკა
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მეშინია, სასწრაფომ რომ ვერ მომისწროს... ორმხრივი პნევმონიით შინ წოლა ადვილი არ არის" - რას ჰყვებიან რუსეთში მცხოვრები ქართველები
"მეშინია, სასწრაფომ რომ ვერ მომისწროს... ორმხრივი პნევმონიით შინ წოლა ადვილი არ არის" - რას ჰყვებიან რუსეთში მცხოვრები ქართველები

მთე­ლი მსოფ­ლიო ებ­რძვის პან­დე­მი­ას, კო­რო­ნა­ვირუ­სით და­ა­ვა­დე­ბულ­თა რი­ცხვი ყო­ველ­დღე იზ­რდე­ბა. ამ მხრივ უმ­ძი­მე­სი მდგო­მა­რე­ო­ბაა რუ­სეთ­შიც, სა­დაც უკვე ისე გა­და­იტ­ვირ­თა კლი­ნი­კე­ბი, რომ პა­ცი­ენ­ტებს უად­გი­ლო­ბის გამო ვერ იღე­ბენ. მხო­ლოდ ბოლო 24 სა­ათ­ში ინ­ფი­ცი­რე­ბის 4000-ზე მეტი შემ­თხვე­ვა და­დას­ტურ­და.

უკვე პრე­ზი­დენ­ტი პუ­ტი­ნიც არ მა­ლავს, რომ სი­ტუ­ა­ცია ყო­ველ­დღე მძიმ­დე­ბა, გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ მისი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, 9 მა­ისს სამ­ხედ­რო აღ­ლუ­მი აღარ გა­ი­მარ­თე­ბა. გან­სა­კუთ­რე­ბით მძი­მე ვი­თა­რე­ბაა მოს­კოვ­ში, სა­ა­ვად­მყო­ფო­ებ­თან სას­წრა­ფო დახ­მა­რე­ბის მან­ქა­ნე­ბის რი­გე­ბია და სა­ა­თო­ბით ელო­დე­ბი­ან ექი­მე­ბი პა­ცი­ენ­ტის კლი­ნი­კა­ში შეყ­ვა­ნას. თუ პა­ცი­ენ­ტის მდგო­მა­რე­ო­ბა კრი­ტი­კუ­ლი არ არის, ფაქ­ტობ­რი­ვად, ის სახ­ლი­დან სას­წრა­ფოს არც გა­მოჰ­ყავს...

მოს­კო­ვი თვი­თი­ზო­ლა­ცი­ის რე­ჟიმ­ში ცხოვ­რობს, უკვე რამ­დე­ნი­მე დღეა ქა­ლაქ­ში გა­და­ად­გი­ლე­ბაც სპე­ცი­ა­ლუ­რი საშ­ვით ხდე­ბა. დაც­ლი­ლია ქუ­ჩე­ბი და მხო­ლოდ უკი­დუ­რე­სი აუ­ცი­ლებ­ლო­ბის შემ­თხვე­ვა­ში გა­მო­დის ხალ­ხი ქუ­ჩა­ში, მო­სახ­ლე­ო­ბის დიდ­მა ნა­წილ­მა მოს­კო­ვი და­ტო­ვა და აგა­რა­კებ­ზე წა­ვი­და. სკო­ლებ­ში კარ­გა ხა­ნია სწავ­ლე­ბა ონ­ლა­ინ­რე­ჟიმ­ში მიმ­დი­ნა­რე­ობს. ერ­თა­დერ­თი ქა­ლაქ­ში მხო­ლოდ მი­ტა­ნის სერ­ვი­სის მან­ქა­ნე­ბი და მო­ტი­ციკ­ლე­ტე­ბი მუ­შა­ობს.

მოს­კოვ­ში მცხოვ­რე­ბი ქარ­თვე­ლი ცოლ-ქმა­რი, რო­მე­ლიც უკვე რამ­დე­ნი­მე დღეა კო­რო­ნა­ვირუ­სულ ინ­ფექ­ცი­ა­ზე ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ტეს­ტის პა­სუხს ელის, შექ­მნილ ვი­თა­რე­ბა­ზე "კვი­რის პა­ლიტ­რას" ესა­უბ­რა:

თა­მუ­ნა გა­გუა:

- რამ­დე­ნი­მე დღის წინ სი­ცხე მქონ­და, მა­ცი­ებ­და, ყე­ლიც მტკი­ო­და. რაც დრო გა­დი­ო­და, ვგრძნობ­დი ძალა აღარ მქონ­და, ოფ­ლი­ა­ნო­ბას და სა­ში­ნელ სი­სუს­ტეს ვგრძნობ­დი. თა­ვი­დან მე­გო­ნა გავ­ცივ­დი, რად­გან ცუდი ამინ­დე­ბი იყო, ტემ­პე­რა­ტუ­რა ხან მი­მა­ტებ­და, ხან - იკ­ლებ­და. რომ არ გა­მი­ა­რა, პო­ლიკ­ლი­ნი­კა­ში მი­ვე­დი. შე­სას­ვლელ­თან პა­ცი­ენ­ტებს სი­ცხეს უზო­მავ­დნენ, რომ გა­მი­ზო­მეს, 38 გრა­დუ­სი მქონ­და, ამი­ტომ შე­ნო­ბა­შიც არ შე­მიშ­ვეს. სხვა მხრი­დან ჰქონ­დათ შე­სას­ვლე­ლი სი­ცხი­ა­ნე­ბის­თვის და იქ გა­მიშ­ვეს, სა­დაც უკვე სპე­ცი­ა­ლუ­რად ეკი­პი­რე­ბუ­ლი ექი­მე­ბი დამ­ხვდნენ. ჯერ იმა­ზე გაბ­რაზ­დნენ, აქ რა­ტომ მოხ­ვე­დიო. ერთ-ერ­თმა მათ­გან­მა მო­ის­მი­ნა ფილ­ტვე­ბი და მი­თხრა, ფილ­ტვებ­ში არა­ფე­რი გაქ­ვსო, წამ­ლე­ბი გა­მო­მი­წე­რეს და შინ გა­მიშ­ვეს. ვთხო­ვე, კო­რო­ნა­ვირუს­ზე ანა­ლი­ზი აე­ღოთ, მაგ­რამ კა­ტე­გო­რი­უ­ლი უარი მი­თხრეს, - თუ სა­ზღვარ­გა­რეთ არ ყო­ფილ­ხარ, ვერ აგი­ღებთ ანა­ლიზს, პრო­ტო­კო­ლით ეს აკ­რძა­ლუ­ლი გვაქ­ვსო. ფუ­ლიც შევ­თა­ვა­ზე, რად­გან მინ­დო­და და­ზღვე­უ­ლი ვყო­ფი­ლი­ყა­ვი, მაგ­რამ უა­რით გა­მო­მის­ტუმ­რა.

სას­წრა­ფო დახ­მა­რე­ბის მან­ქა­ნე­ბის რიგი მოს­კო­ვის ერთ-ერთ კლი­ნი­კას­თან

2 დღე­ში სი­ცხემ ისევ ამი­წია, სას­წრა­ფო გა­მო­ვი­ძა­ხე, რომ გა­ი­გო 38,8 მქონ­და, მი­თხრა, ოჯა­ხის ექიმს და­ე­ლო­დე­თო, ოჯა­ხის ექი­მე­ბი სა­ღა­მოს 8 სა­ა­თამ­დე მუ­შა­ო­ბენ, იმ დღეს ვერ მო­ა­ხერ­ხა მოს­ვლა. მე­ო­რე დღეს მო­ვი­და, იმა­ნაც ისევ მო­მის­მი­ნა ფილ­ტვე­ბი და იგი­ვე მი­თხრა, ფილ­ტვებ­ში არა­ფე­რი გაქ­ვსო. ან­ტი­ბი­ო­ტი­კი და­მი­ნიშ­ნა, სახ­ლში ვაგ­რძე­ლებ­დი მკურ­ნა­ლო­ბას.

ჩემი ავად­მყო­ფო­ბი­დან მე­ხუ­თე დღეს უკვე ჩემს მე­უღ­ლეს მის­ცა მა­ღა­ლი ტემ­პე­რა­ტუ­რა, იგი­ვე სიმპტო­მე­ბი ჰქონ­და მა­საც, რაც მე - ყე­ლის ტკი­ვი­ლი, სა­ერ­თო სი­სუს­ტე... გან­სხვა­ვე­ბა ის იყო, რომ ახ­ვე­ლებ­და და მას­ზე სი­ცხის დამ­წე­ვიც არ მოქ­მე­დებ­და.

ძა­ლი­ან შევ­შინ­დი, ვცა­დე სას­წრა­ფო გა­მო­მე­ძა­ხა, მთე­ლი სამი სა­ა­თი ვრე­კავ­დით ოჯა­ხის წევ­რე­ბი სხვა­დას­ხვა ნომ­რით, მაგ­რამ ვერ დავ­რე­კეთ, რო­გორც იქნა, აი­ღეს ყურ­მი­ლი, მი­თხრეს და­ე­ლო­დე­თო, მაგ­რამ მას მერე კი­დევ ერთი სა­ა­თი უშე­დე­გოდ ვე­ლო­დით სას­წრა­ფოს მოს­ვლას. მერე მო­ვი­ფიქ­რე, ფა­სი­ა­ნი სას­წრა­ფოს ბრი­გა­დის ნო­მე­რი მო­მე­ძებ­ნა... გა­მო­ვი­ძა­ხე, სა­დღაც ერთ სა­ათ­ში მო­ვიდ­ნენ, გა­და­იყ­ვა­ნეს ჩემი მე­უღ­ლე, რო­მელ­საც მეც გავ­ყე­ვი. მიგ­ვიყ­ვა­ნეს ფა­სი­ან გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში, ძა­ლი­ან დიდი ხანი ვე­ლო­დით ჩვენს რიგს, სას­წრა­ფოს ექიმ­მა მი­თხრა, დღეს 9 სა­ა­თი მყავ­და პა­ცი­ენ­ტი მან­ქა­ნა­ში და ძლივს შე­ვიყ­ვა­ნე ერთ-ერთ კლი­ნი­კა­შიო. სა­დაც მიგ­ვიყ­ვა­ნეს ეს არ იყო ჩვე­უ­ლებ­რი­ვი კლი­ნი­კა, სა­დაც სა­წო­ლე­ბია, იყო ამ­ბუ­ლა­ტო­რია.

იქაც დიდი რი­გე­ბი დაგ­ვხვდა, რო­გორც იქნა გა­დაგ­ვი­ღეს ორი­ვეს "კატე", აღ­მოჩ­ნდა, რომ ორი­ვეს ორ­მხრი­ვი პნევ­მო­ნია გვქონ­და, ამ დას­კვნის შემ­დეგ აგ­ვი­ღეს ანა­ლი­ზი კო­რო­ნა­ვირუს­ზე, ყე­ლი­დან, ცხვი­რი­დან და ასე­ვე ჩა­ვა­ბა­რეთ სის­ხლის ანა­ლი­ზი. გვი­თხრეს, გა­დატ­ვირ­თუ­ლია ლა­ბო­რა­ტო­რი­ე­ბი და 5 დღე­ზე ადრე თქვე­ნი პა­სუ­ხე­ბი არ იქ­ნე­ბაო... მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ორ­მხრი­ვი პნევ­მო­ნია გვაქვს ორი­ვეს, სა­ა­ვად­მყო­ფო­ში არ გა­დაგ­ვიყ­ვა­ნეს, რენტგე­ნის შემ­დეგ ექიმ­მა ან­ტი­ბი­ო­ტი­კი გა­მოგ­ვი­წე­რა და სახ­ლში გა­მოგ­ვიშ­ვეს. თუ სუნ­თქვა გა­გიძ­ნელ­დე­ბათ მა­შინ და­რე­კეთ სას­წრა­ფო­ში და გად­მო­გიყ­ვა­ნენ კლი­ნი­კა­შიო. ორი­ვეს ორ­მხრი­ვი პნევ­მო­ნია გვაქვს და ვართ სახ­ლში. ახლა ერთი სული გვაქვს რო­დის იქ­ნე­ბა ანა­ლი­ზის პა­სუ­ხი. ექი­მე­ბის ვა­რა­უ­დით, ეს არის კო­რო­ნა­ვირუ­სი და დას­კვნა­შიც კი ჩა­წე­რეს დი­აგ­ნო­ზად ვირუ­სუ­ლი პნევ­მო­ნია...წა­ი­კი­თხეთ სრუ­ლად

ავტორი:

"მეშინია, სასწრაფომ რომ ვერ მომისწროს... ორმხრივი პნევმონიით შინ წოლა ადვილი არ არის" - რას ჰყვებიან რუსეთში მცხოვრები ქართველები

"მეშინია, სასწრაფომ რომ ვერ მომისწროს... ორმხრივი პნევმონიით შინ წოლა ადვილი არ არის" - რას ჰყვებიან რუსეთში მცხოვრები ქართველები

მთელი მსოფლიო ებრძვის პანდემიას, კორონავირუსით დაავადებულთა რიცხვი ყოველდღე იზრდება. ამ მხრივ უმძიმესი მდგომარეობაა რუსეთშიც, სადაც უკვე ისე გადაიტვირთა კლინიკები, რომ პაციენტებს უადგილობის გამო ვერ იღებენ. მხოლოდ ბოლო 24 საათში ინფიცირების 4000-ზე მეტი შემთხვევა დადასტურდა.

უკვე პრეზიდენტი პუტინიც არ მალავს, რომ სიტუაცია ყოველდღე მძიმდება, გავრცელდა ინფორმაცია, რომ მისი გადაწყვეტილებით, 9 მაისს სამხედრო აღლუმი აღარ გაიმართება. განსაკუთრებით მძიმე ვითარებაა მოსკოვში, საავადმყოფოებთან სასწრაფო დახმარების მანქანების რიგებია და საათობით ელოდებიან ექიმები პაციენტის კლინიკაში შეყვანას. თუ პაციენტის მდგომარეობა კრიტიკული არ არის, ფაქტობრივად, ის სახლიდან სასწრაფოს არც გამოჰყავს...

მოსკოვი თვითიზოლაციის რეჟიმში ცხოვრობს, უკვე რამდენიმე დღეა ქალაქში გადაადგილებაც სპეციალური საშვით ხდება. დაცლილია ქუჩები და მხოლოდ უკიდურესი აუცილებლობის შემთხვევაში გამოდის ხალხი ქუჩაში, მოსახლეობის დიდმა ნაწილმა მოსკოვი დატოვა და აგარაკებზე წავიდა. სკოლებში კარგა ხანია სწავლება ონლაინრეჟიმში მიმდინარეობს. ერთადერთი ქალაქში მხოლოდ მიტანის სერვისის მანქანები და მოტიციკლეტები მუშაობს.

მოსკოვში მცხოვრები ქართველი ცოლ-ქმარი, რომელიც უკვე რამდენიმე დღეა კორონავირუსულ ინფექციაზე ჩატარებული ტესტის პასუხს ელის, შექმნილ ვითარებაზე "კვირის პალიტრას" ესაუბრა:

თამუნა გაგუა:

- რამდენიმე დღის წინ სიცხე მქონდა, მაციებდა, ყელიც მტკიოდა. რაც დრო გადიოდა, ვგრძნობდი ძალა აღარ მქონდა, ოფლიანობას და საშინელ სისუსტეს ვგრძნობდი. თავიდან მეგონა გავცივდი, რადგან ცუდი ამინდები იყო, ტემპერატურა ხან მიმატებდა, ხან - იკლებდა. რომ არ გამიარა, პოლიკლინიკაში მივედი. შესასვლელთან პაციენტებს სიცხეს უზომავდნენ, რომ გამიზომეს, 38 გრადუსი მქონდა, ამიტომ შენობაშიც არ შემიშვეს. სხვა მხრიდან ჰქონდათ შესასვლელი სიცხიანებისთვის და იქ გამიშვეს, სადაც უკვე სპეციალურად ეკიპირებული ექიმები დამხვდნენ. ჯერ იმაზე გაბრაზდნენ, აქ რატომ მოხვედიო. ერთ-ერთმა მათგანმა მოისმინა ფილტვები და მითხრა, ფილტვებში არაფერი გაქვსო, წამლები გამომიწერეს და შინ გამიშვეს. ვთხოვე, კორონავირუსზე ანალიზი აეღოთ, მაგრამ კატეგორიული უარი მითხრეს, - თუ საზღვარგარეთ არ ყოფილხარ, ვერ აგიღებთ ანალიზს, პროტოკოლით ეს აკრძალული გვაქვსო. ფულიც შევთავაზე, რადგან მინდოდა დაზღვეული ვყოფილიყავი, მაგრამ უარით გამომისტუმრა.

სასწრაფო დახმარების მანქანების რიგი მოსკოვის ერთ-ერთ კლინიკასთან

2 დღეში სიცხემ ისევ ამიწია, სასწრაფო გამოვიძახე, რომ გაიგო 38,8 მქონდა, მითხრა, ოჯახის ექიმს დაელოდეთო, ოჯახის ექიმები საღამოს 8 საათამდე მუშაობენ, იმ დღეს ვერ მოახერხა მოსვლა. მეორე დღეს მოვიდა, იმანაც ისევ მომისმინა ფილტვები და იგივე მითხრა, ფილტვებში არაფერი გაქვსო. ანტიბიოტიკი დამინიშნა, სახლში ვაგრძელებდი მკურნალობას.

ჩემი ავადმყოფობიდან მეხუთე დღეს უკვე ჩემს მეუღლეს მისცა მაღალი ტემპერატურა, იგივე სიმპტომები ჰქონდა მასაც, რაც მე - ყელის ტკივილი, საერთო სისუსტე... განსხვავება ის იყო, რომ ახველებდა და მასზე სიცხის დამწევიც არ მოქმედებდა.

ძალიან შევშინდი, ვცადე სასწრაფო გამომეძახა, მთელი სამი საათი ვრეკავდით ოჯახის წევრები სხვადასხვა ნომრით, მაგრამ ვერ დავრეკეთ, როგორც იქნა, აიღეს ყურმილი, მითხრეს დაელოდეთო, მაგრამ მას მერე კიდევ ერთი საათი უშედეგოდ ველოდით სასწრაფოს მოსვლას. მერე მოვიფიქრე, ფასიანი სასწრაფოს ბრიგადის ნომერი მომეძებნა... გამოვიძახე, სადღაც ერთ საათში მოვიდნენ, გადაიყვანეს ჩემი მეუღლე, რომელსაც მეც გავყევი. მიგვიყვანეს ფასიან განყოფილებაში, ძალიან დიდი ხანი ველოდით ჩვენს რიგს, სასწრაფოს ექიმმა მითხრა, დღეს 9 საათი მყავდა პაციენტი მანქანაში და ძლივს შევიყვანე ერთ-ერთ კლინიკაშიო. სადაც მიგვიყვანეს ეს არ იყო ჩვეულებრივი კლინიკა, სადაც საწოლებია, იყო ამბულატორია.

იქაც დიდი რიგები დაგვხვდა, როგორც იქნა გადაგვიღეს ორივეს "კატე", აღმოჩნდა, რომ ორივეს ორმხრივი პნევმონია გვქონდა, ამ დასკვნის შემდეგ აგვიღეს ანალიზი კორონავირუსზე, ყელიდან, ცხვირიდან და ასევე ჩავაბარეთ სისხლის ანალიზი. გვითხრეს, გადატვირთულია ლაბორატორიები და 5 დღეზე ადრე თქვენი პასუხები არ იქნებაო... მიუხედავად იმისა, რომ ორმხრივი პნევმონია გვაქვს ორივეს, საავადმყოფოში არ გადაგვიყვანეს, რენტგენის შემდეგ ექიმმა ანტიბიოტიკი გამოგვიწერა და სახლში გამოგვიშვეს. თუ სუნთქვა გაგიძნელდებათ მაშინ დარეკეთ სასწრაფოში და გადმოგიყვანენ კლინიკაშიო. ორივეს ორმხრივი პნევმონია გვაქვს და ვართ სახლში. ახლა ერთი სული გვაქვს როდის იქნება ანალიზის პასუხი. ექიმების ვარაუდით, ეს არის კორონავირუსი და დასკვნაშიც კი ჩაწერეს დიაგნოზად ვირუსული პნევმონია...წაიკითხეთ სრულად

უკრაინის  მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაური - "დარჩით სახლში აღდგომას"

უხანში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი გაიზარდა - ჩინეთი დამალულ ინფორმაციას თანდათან აქვეყნებს

ლონდონში COVID-19-ით გარდაცვლილი 13 წლის ბიჭის დაკრძალვას, ოჯახი ვერ დაესწრო - მშობლებმა ცერემონიას პირდაპირ ეთერში უყურეს