საზოგადოება
პოლიტიკა

5

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 12:42-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 23:42-ზე რთული და დაძაბული დღეა. არ მოატყუოთ გარშემო მყოფები და არც თავად მოტყუვდეთ. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ვაჭრობას, ურთიერთობის გარჩევას. ცუდი დღეა საქმეების გარჩევისთვის. შესაძლოა, სამუდამოდ დაკარგოთ ადამიანი. არასასურველია სამსახურის, საქმიანობის შეცვლა. კარგი დღეა შორეული მგზავრობის დასაწყებად. აქტიურად დაისვენეთ, ივარჯიშეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები, გადააადგილეთ ავეჯი, კარგია მუშაობა მიწასთან. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ორგანიზმის გასაწმენდად, წიდებისგან გათავისუფლება. ალკოჰოლსა და სასმელს დღეს საერთოდ ნუ მიიღებთ. აგრეთვე მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას.
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორია ცხოვრება ესტონეთის "კორონას კუნძულზე" - "ჩვენ დახმარება გვჭირდება"
როგორია ცხოვრება ესტონეთის "კორონას კუნძულზე" - "ჩვენ დახმარება გვჭირდება"

ეს­ტო­ნეთ­ში, კუნ­ძულ სა­რე­მას ად­გი­ლობ­რი­ვებ­მა "კო­რო­ნას კუნ­ძუ­ლი“ შე­არ­ქვეს, რად­გა­ნაც ის ქვე­ყა­ნა­ში ვირუ­სის გავ­რცე­ლე­ბის თვალ­საზ­რი­სით, ყვე­ლა­ზე ცხე­ლი წერ­ტი­ლია და კა­რან­ტი­ნის ყვე­ლა­ზე მკაც­რი ზო­მე­ბი მოქ­მე­დებს.

რო­გორც BBC-ის მიერ მომ­ზა­დე­ბულ სი­უ­ჟეტ­შია აღ­ნიშ­ნუ­ლი, კუნ­ძულ­ზე 33 000 ადა­მი­ა­ნი ცხოვ­რობს და სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი ვა­რა­უ­დო­ბენ, რომ მათ­გან ნა­ხე­ვარ­ზე მეტი და­ინ­ფი­ცირ­დე­ბა. ამ დრო­ის­თვის ეს­ტო­ნეთ­ში COVID-19-ის 1 373 შემ­თხვე­ვაა აღ­წე­რი­ლი და შემ­თხვე­ვა­თა ნა­ხე­ვარ­ზე მეტი კუნ­ძულ სა­რე­მა­ზე მო­დის.

ყვე­ლა­ფე­რი იმით და­ი­წყო, რომ სა­რე­მა­ში 4 მარტს მი­ლა­ნი­დან ფრენ­ბურ­თის გუნ­დი ჩა­ვი­და, სა­დაც ად­გი­ლობ­რივ გუნდთან, გულ­შე­მატ­კივ­რე­ბის თან­დას­წრე­ბით, ორი მატ­ჩი გა­მარ­თეს. 11 მარტს კი კუნ­ძულ­ზე კო­რო­ნა­ვირუ­სის პირ­ვე­ლი შემ­თხვე­ვე­ბი გა­მოვ­ლინ­და.

სა­რე­მა­ში მხო­ლოდ ერთი სა­ა­ვად­მყო­ფოა, სა­დაც 147 სა­წო­ლია. ად­გი­ლობ­რი­ვი ექი­მი, ედ­ვარდ ლანი BBC-სთან ამ­ბობს, რომ კუნ­ძულ­ზე სი­ტუ­ა­ცია ძა­ლი­ან სე­რი­ო­ზუ­ლია. 20 აპ­რი­ლის­თვის ის ინ­ფი­ცი­რე­ბულ­თა რა­ო­დე­ნო­ბის კი­დევ უფრო გაზ­რდას ელო­დე­ბა.

"დახ­მა­რე­ბა გვჭირ­დე­ბა. ჩვენს კლი­ნი­კა­ში 147 სა­წო­ლია და ეს არ არის საკ­მა­რი­სი“ - ამ­ბობს ლანი. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლე­ბი აქამ­დე ეს­ტო­ნე­თის სხვა­დას­ხვა კლი­ნი­კებ­ში ვერ­ტმფრე­ნე­ბით გა­დაჰ­ყავ­დათ. კუნ­ძულ­ზე კა­რან­ტი­ნის მკაც­რი წე­სე­ბი მოქ­მე­დებს, გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი შემ­თხვე­ვე­ბის გარ­და, ამ ად­გი­ლის და­ტო­ვე­ბა აკ­რძა­ლუ­ლია, ასე­ვე აკ­რძა­ლუ­ლია, კუნ­ძულ­ზე შეს­ვლაც.

"არა­ვის შე­უძ­ლია კუნ­ძუ­ლის და­ტო­ვე­ბა და აქ შე­მოს­ვლის უფ­ლე­ბაც არა­ვის აქვს“, - ამ­ბობს ერთ-ერთი ად­გი­ლობ­რი­ვი

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია ვირუ­სის დროს ად­გი­ლობ­რი­ვე­ბის მიერ გა­მო­ჩე­ნი­ლი ბრძო­ლი­სუ­ნა­რი­ა­ნო­ბა. კუნ­ძუ­ლის მა­ცხოვ­რებ­ლე­ბი BBC-სთან ამ­ბო­ბენ, რომ ისი­ნი შექ­მნილ სი­ტუ­ა­ცი­ას­თან სწრა­ფად ადაპ­ტირ­დნენ და გა­დარ­ჩე­ნის გზა იპო­ვეს. მა­გა­ლი­თად, ად­გი­ლობ­რი­ვი სი­უ­ზან რე­ი­ნჰოლ­მი, ოფის­ში გა­ყიდ­ვე­ბის მე­ნე­ჯე­რად მუ­შა­ობ­და, ეპი­დე­მი­ის გამო კი, ის ახლა კუ­რი­ე­რად მუ­შა­ობს და პრო­დუქ­ტე­ბი კარ­და­კარ და­აქვს. ამ­ბობს, რომ ით­ვა­ლის­წი­ნებს უსაფრ­თხო­ე­ბის ყვე­ლა რე­კო­მენ­და­ცი­ას.

"გა­მარ­ჯო­ბა მსოფ­ლიო, მე სი­უ­ზა­ნი ვარ სა­რე­მა­დან. პრო­დუქ­ტე­ბი კარ­და­კარ და­მაქვს და მი­ტა­ნი­სას ყვე­ლა წესს ვი­ცავ“ - ამ­ბობს ის BBC-სთან.

რა თქმა უნდა, კო­რო­ნა­ვირუ­სის გამო ბევ­რი ბიზ­ნე­სი და­ი­ხუ­რა და ბევ­რი ადა­მი­ა­ნი უსამ­სა­ხუ­როდ დარ­ჩა, მაგ­რამ მათ­მა დიდ­მა ნა­წილ­მა სწრა­ფად იპო­ვა გა­მო­სა­ვა­ლი - ადა­მი­ა­ნე­ბი ადაპ­ტირ­დნენ ცვლი­ლე­ბებ­თან.

"ჩემი თმის სტი­ლის­ტი ახლა ად­გი­ლობ­რივ ხორ­ცის სა­წარ­მო­ში მუ­შა­ობს. სახ­ლში უსაქ­მოდ არა­ვინ ზის და არ ფიქ­რო­ბენ - "ვნა­ხოთ, რას მოგ­ვი­ტანს ხვა­ლინ­დე­ლი დღე. ადა­მი­ა­ნე­ბი მოქ­მე­დე­ბენ“, - ამ­ბობს ერთ-ერთი ად­გი­ლობ­რი­ვი.

კუნ­ძუ­ლის კრი­ზის ცენ­ტრის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი ანა ვა­რე­სი ამ­ბობს, რომ რთუ­ლია იმის თქმა, თუ რა­ტომ გავ­რცელ­და ასე სწრა­ფად ვირუ­სი კუნ­ძულ­ზე.

"ფრენ­ბურ­თის ორი მატ­ჩი გა­ი­მარ­თა იტა­ლი­ურ გუნდთან, მატჩზე ათას­ზე მეტი ად­გი­ლობ­რი­ვი იყო შეკ­რე­ბი­ლი, ასე­ვე ის ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც იტა­ლი­ურ გუნდს იტა­ლი­ი­დან ახ­ლდნენ“, - ამ­ბობს ვა­რე­სი.

ად­გი­ლობ­რი­ვი ოფი­ცი­ა­ლუ­რი პი­რე­ბი მე­ო­რე თავ­ყრი­ლო­ბა­ზეც სა­უბ­რო­ბენ, რო­მე­ლიც შამ­პა­ნუ­რის ფეს­ტი­ვალს უკავ­შირ­დე­ბა და ამ­ბო­ბენ, რომ შე­საძ­ლოა ვირუ­სის სწრა­ფად გავ­რცე­ლე­ბა ამას უკავ­შირ­დე­ბო­დეს.

ბოლო ინ­ფორ­მა­ცი­ით, ეს­ტო­ნეთ­ში COVID-19-ით ინ­ფი­ცი­რე­ბულ­თა­გან 31 პა­ცი­ენ­ტი გარ­და­იც­ვა­ლა, ხოლო 115 პა­ცი­ენ­ტი გა­მო­ჯან­მრთელ­და.

ნანა
0

მშვიდობა მსოფლიოს

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალებია ხდება ცნობილი კლინიკა „ვივამედში“ პატიმრის გარდაცვალებასთან დაკავშირებით
ავტორი:

როგორია ცხოვრება ესტონეთის "კორონას კუნძულზე" - "ჩვენ დახმარება გვჭირდება"

როგორია ცხოვრება ესტონეთის "კორონას კუნძულზე" - "ჩვენ დახმარება გვჭირდება"

ესტონეთში, კუნძულ სარემას ადგილობრივებმა "კორონას კუნძული“ შეარქვეს, რადგანაც ის ქვეყანაში ვირუსის გავრცელების თვალსაზრისით, ყველაზე ცხელი წერტილია და კარანტინის ყველაზე მკაცრი ზომები მოქმედებს.

როგორც BBC-ის მიერ მომზადებულ სიუჟეტშია აღნიშნული, კუნძულზე 33 000 ადამიანი ცხოვრობს და სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ მათგან ნახევარზე მეტი დაინფიცირდება. ამ დროისთვის ესტონეთში COVID-19-ის 1 373 შემთხვევაა აღწერილი და შემთხვევათა ნახევარზე მეტი კუნძულ სარემაზე მოდის.

ყველაფერი იმით დაიწყო, რომ სარემაში 4 მარტს მილანიდან ფრენბურთის გუნდი ჩავიდა, სადაც ადგილობრივ გუნდთან, გულშემატკივრების თანდასწრებით, ორი მატჩი გამართეს. 11 მარტს კი კუნძულზე კორონავირუსის პირველი შემთხვევები გამოვლინდა.

სარემაში მხოლოდ ერთი საავადმყოფოა, სადაც 147 საწოლია. ადგილობრივი ექიმი, ედვარდ ლანი BBC-სთან ამბობს, რომ კუნძულზე სიტუაცია ძალიან სერიოზულია. 20 აპრილისთვის ის ინფიცირებულთა რაოდენობის კიდევ უფრო გაზრდას ელოდება.

"დახმარება გვჭირდება. ჩვენს კლინიკაში 147 საწოლია და ეს არ არის საკმარისი“ - ამბობს ლანი. აღსანიშნავია, რომ ინფიცირებულები აქამდე ესტონეთის სხვადასხვა კლინიკებში ვერტმფრენებით გადაჰყავდათ. კუნძულზე კარანტინის მკაცრი წესები მოქმედებს, განსაკუთრებული შემთხვევების გარდა, ამ ადგილის დატოვება აკრძალულია, ასევე აკრძალულია, კუნძულზე შესვლაც.

"არავის შეუძლია კუნძულის დატოვება და აქ შემოსვლის უფლებაც არავის აქვს“, - ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი

აღსანიშნავია ვირუსის დროს ადგილობრივების მიერ გამოჩენილი ბრძოლისუნარიანობა. კუნძულის მაცხოვრებლები BBC-სთან ამბობენ, რომ ისინი შექმნილ სიტუაციასთან სწრაფად ადაპტირდნენ და გადარჩენის გზა იპოვეს. მაგალითად, ადგილობრივი სიუზან რეინჰოლმი, ოფისში გაყიდვების მენეჯერად მუშაობდა, ეპიდემიის გამო კი, ის ახლა კურიერად მუშაობს და პროდუქტები კარდაკარ დააქვს. ამბობს, რომ ითვალისწინებს უსაფრთხოების ყველა რეკომენდაციას.

"გამარჯობა მსოფლიო, მე სიუზანი ვარ სარემადან. პროდუქტები კარდაკარ დამაქვს და მიტანისას ყველა წესს ვიცავ“ - ამბობს ის BBC-სთან.

რა თქმა უნდა, კორონავირუსის გამო ბევრი ბიზნესი დაიხურა და ბევრი ადამიანი უსამსახუროდ დარჩა, მაგრამ მათმა დიდმა ნაწილმა სწრაფად იპოვა გამოსავალი - ადამიანები ადაპტირდნენ ცვლილებებთან.

"ჩემი თმის სტილისტი ახლა ადგილობრივ ხორცის საწარმოში მუშაობს. სახლში უსაქმოდ არავინ ზის და არ ფიქრობენ - "ვნახოთ, რას მოგვიტანს ხვალინდელი დღე. ადამიანები მოქმედებენ“, - ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი.

კუნძულის კრიზის ცენტრის წარმომადგენელი ანა ვარესი ამბობს, რომ რთულია იმის თქმა, თუ რატომ გავრცელდა ასე სწრაფად ვირუსი კუნძულზე.

"ფრენბურთის ორი მატჩი გაიმართა იტალიურ გუნდთან, მატჩზე ათასზე მეტი ადგილობრივი იყო შეკრებილი, ასევე ის ადამიანები, რომლებიც იტალიურ გუნდს იტალიიდან ახლდნენ“, - ამბობს ვარესი.

ადგილობრივი ოფიციალური პირები მეორე თავყრილობაზეც საუბრობენ, რომელიც შამპანურის ფესტივალს უკავშირდება და ამბობენ, რომ შესაძლოა ვირუსის სწრაფად გავრცელება ამას უკავშირდებოდეს.

ბოლო ინფორმაციით, ესტონეთში COVID-19-ით ინფიცირებულთაგან 31 პაციენტი გარდაიცვალა, ხოლო 115 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

ლონდონში COVID-19-ით გარდაცვლილი 13 წლის ბიჭის დაკრძალვას, ოჯახი ვერ დაესწრო - მშობლებმა ცერემონიას პირდაპირ ეთერში უყურეს

ვინ იყო ქალი, რომელმაც 55 წლის წინ პირველმა აღმოაჩინა ადამიანში კორონავირუსი

გერმანია მომავალი კვირიდან კორონავირუსთან დაკავშირებული შეზღუდვების ეტაპობრივად მოხსნას იწყებს