საზოგადოება
პოლიტიკა

5

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 12:42-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 23:42-ზე რთული და დაძაბული დღეა. არ მოატყუოთ გარშემო მყოფები და არც თავად მოტყუვდეთ. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ვაჭრობას, ურთიერთობის გარჩევას. ცუდი დღეა საქმეების გარჩევისთვის. შესაძლოა, სამუდამოდ დაკარგოთ ადამიანი. არასასურველია სამსახურის, საქმიანობის შეცვლა. კარგი დღეა შორეული მგზავრობის დასაწყებად. აქტიურად დაისვენეთ, ივარჯიშეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები, გადააადგილეთ ავეჯი, კარგია მუშაობა მიწასთან. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ორგანიზმის გასაწმენდად, წიდებისგან გათავისუფლება. ალკოჰოლსა და სასმელს დღეს საერთოდ ნუ მიიღებთ. აგრეთვე მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას.
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ცეცხლს ვეთამაშებით, იცოდეთ... მომავალი 2-3 კვირა იქნება ძალიან მძიმე" - ამირან გამყრელიძე მოსახლეობას მოუწოდებს, რეკომენდაციები დაიცვან
"ცეცხლს ვეთამაშებით, იცოდეთ... მომავალი 2-3 კვირა იქნება ძალიან მძიმე" - ამირან გამყრელიძე მოსახლეობას მოუწოდებს, რეკომენდაციები დაიცვან

ქა­ლაქ­ში ისევ და­დის ბევ­რი მან­ქა­ნა, ისევ დიდი მოძ­რა­ო­ბაა თბი­ლის­ში, ადა­მი­ა­ნე­ბი ისევ იკ­რი­ბე­ბი­ან, ეს და­უშ­ვე­ბე­ლია, ცე­ცხლს ვე­თა­მა­შე­ბით, იცო­დეთ, - ამის შე­სა­ხებ და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის ხელ­მძღვა­ნელ­მა, ამი­რან გამ­ყრე­ლი­ძემ გა­ნა­ცხა­და.

მისი თქმით, თუ მო­სახ­ლე­ო­ბა რე­კო­მენ­და­ცი­ებს არ და­ი­ცავს, აპ­რი­ლის ბო­ლოს, მა­ი­სის და­სა­წყის­ში ქვე­ყა­ნა­ში რამ­დე­ნი­მე ათასე­უ­ლი შემ­თხვე­ვა და­ფიქ­სირ­დე­ბა, რაც ჯან­დაც­ვის სის­ტე­მის­თვის ტვირ­თი იქ­ნე­ბა და „გვექ­ნე­ბა და­ნა­კარ­გი“.

"გუ­შინ­დე­ლი სიგ­ნა­ლი და ნახ­ტო­მი უკვე სე­რი­ო­ზუ­ლია, ამი­ტომ ერთი წუთი მო­დუ­ნე­ბი­სა და დამ­შვი­დე­ბის უფ­ლე­ბა არ გვაქვს. ქა­ლაქ­ში ისევ და­დის ბევ­რი მან­ქა­ნა, ისევ დიდი მოძ­რა­ო­ბაა თბი­ლის­ში, ადა­მი­ა­ნე­ბი ისევ იკ­რი­ბე­ბი­ან, ეს და­უშ­ვე­ბე­ლია, ცე­ცხლს ვე­თა­მა­შე­ბით, იცო­დეთ. მო­მა­ვა­ლი 2-3 კვი­რა იქ­ნე­ბა ძა­ლი­ან მძი­მე, პირ­და­პირ გე­ტყვით. 300-ს რომ გა­დავ­ცილ­დე­ბით, მო­სა­ლოდ­ნე­ლია სწრა­ფი ზრდა იყოს კი­დევ უფრო მე­ტად, ამის ნი­შა­ნი გუ­შინ გვქონ­და ჩვენ.

თუ ჩვენ მო­ვა­დუ­ნეთ დღეს სო­ცი­ა­ლუ­რი დის­ტან­ცი­რე­ბა და არ და­ვი­ცა­ვით სა­გან­გე­ბო მდგო­მა­რე­ო­ბით გან­სა­ზღვრუ­ლი რე­გუ­ლა­ცი­ე­ბი, იცო­დეთ, რომ აპ­რი­ლის ბო­ლოს, მა­ი­სის პირ­ველ დე­კა­და­ში რამ­დე­ნი­მე ათასე­უ­ლი შემ­თხვე­ვა გვექ­ნე­ბა ქვე­ყა­ნა­ში.

რამ­დე­ნი­მე ათასე­უ­ლი­დან იან­გა­რი­შეთ, რომ 20-30%-ს დას­ჭირ­დე­ბა ინ­ტენ­სი­უ­რი თე­რა­პია და რე­ა­ნი­მა­ცი­უ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი, რო­მე­ლიც საკ­მა­ოდ მძი­მე ტვირ­თი იქ­ნე­ბა ჯან­დაც­ვის სის­ტე­მის­თვის და სამ­წუ­ხა­როდ, გვექ­ნე­ბა და­ნა­კარ­გი. ამი­ტომ ამას ძა­ლი­ან სე­რი­ო­ზუ­ლად უნდა მო­ვე­კი­დოთ და ვთხოვ სა­ქარ­თვე­ლოს მო­სახ­ლე­ო­ბას, რომ და­ვიც­ვათ ყვე­ლა წესი, რა­საც გვე­უ­ნე­ბა სა­ხელ­მწი­ფო, დარ­ჩი სახ­ლში, და­ი­ცა­ვი დის­ტან­ცია, არ შე­ვიკ­რი­ბოთ სამ ადა­მი­ან­ზე მეტი, არ გავ­მარ­თოთ დიდი ქე­ი­ფე­ბი, ქორ­წი­ლე­ბი, შე­ვი­კა­ვოთ თავი”, - გა­ნა­ცხა­და გამ­ყრე­ლი­ძემ.

მკითხველის კომენტარები / 10 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
დ.ნ.
49

ე.ი. ჯანდაცვის სისტემა არის სუსტი იმუნიტეტის მატარებელი. ამათ თავის თავი გასჭირვებიათ. შიმშილით და ნერვიულობით გწყდება ხალხი თუ ვირუსით რა მნიშვნელობა აქვს.

წმინდა გაგა
81

მეორედ მოსვლა კარს მოგვდგომია და ეკლესიას ნუ კი ებრძვით თქვე უღმერთოებო პირიქით ყველამ ტაძარს მივაშუროთ რომ ლოცვით, მარხვით, რწმენით გამტკიცებულები მშვიდად შევხვდეთ აღსასრულს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალებია ხდება ცნობილი კლინიკა „ვივამედში“ პატიმრის გარდაცვალებასთან დაკავშირებით
ავტორი:

"ცეცხლს ვეთამაშებით, იცოდეთ... მომავალი 2-3 კვირა იქნება ძალიან მძიმე" - ამირან გამყრელიძე მოსახლეობას მოუწოდებს, რეკომენდაციები დაიცვან

"ცეცხლს ვეთამაშებით, იცოდეთ... მომავალი 2-3 კვირა იქნება ძალიან მძიმე" - ამირან გამყრელიძე მოსახლეობას მოუწოდებს, რეკომენდაციები დაიცვან

ქალაქში ისევ დადის ბევრი მანქანა, ისევ დიდი მოძრაობაა თბილისში, ადამიანები ისევ იკრიბებიან, ეს დაუშვებელია, ცეცხლს ვეთამაშებით, იცოდეთ, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

მისი თქმით, თუ მოსახლეობა რეკომენდაციებს არ დაიცავს, აპრილის ბოლოს, მაისის დასაწყისში ქვეყანაში რამდენიმე ათასეული შემთხვევა დაფიქსირდება, რაც ჯანდაცვის სისტემისთვის ტვირთი იქნება და „გვექნება დანაკარგი“.

"გუშინდელი სიგნალი და ნახტომი უკვე სერიოზულია, ამიტომ ერთი წუთი მოდუნებისა და დამშვიდების უფლება არ გვაქვს. ქალაქში ისევ დადის ბევრი მანქანა, ისევ დიდი მოძრაობაა თბილისში, ადამიანები ისევ იკრიბებიან, ეს დაუშვებელია, ცეცხლს ვეთამაშებით, იცოდეთ. მომავალი 2-3 კვირა იქნება ძალიან მძიმე, პირდაპირ გეტყვით. 300-ს რომ გადავცილდებით, მოსალოდნელია სწრაფი ზრდა იყოს კიდევ უფრო მეტად, ამის ნიშანი გუშინ გვქონდა ჩვენ.

თუ ჩვენ მოვადუნეთ დღეს სოციალური დისტანცირება და არ დავიცავით საგანგებო მდგომარეობით განსაზღვრული რეგულაციები, იცოდეთ, რომ აპრილის ბოლოს, მაისის პირველ დეკადაში რამდენიმე ათასეული შემთხვევა გვექნება ქვეყანაში.

რამდენიმე ათასეულიდან იანგარიშეთ, რომ 20-30%-ს დასჭირდება ინტენსიური თერაპია და რეანიმაციული ღონისძიებები, რომელიც საკმაოდ მძიმე ტვირთი იქნება ჯანდაცვის სისტემისთვის და სამწუხაროდ, გვექნება დანაკარგი. ამიტომ ამას ძალიან სერიოზულად უნდა მოვეკიდოთ და ვთხოვ საქართველოს მოსახლეობას, რომ დავიცვათ ყველა წესი, რასაც გვეუნება სახელმწიფო, დარჩი სახლში, დაიცავი დისტანცია, არ შევიკრიბოთ სამ ადამიანზე მეტი, არ გავმართოთ დიდი ქეიფები, ქორწილები, შევიკავოთ თავი”, - განაცხადა გამყრელიძემ.

რას ნიშნავს 5G ინტერნეტი და როდის დაინერგება საქართველოში - კომუნიკაციების კომისია განმარტავს, რატომ არ არის საშიში ტექნოლოგია

"უფალი განსჯის" - პაატა იმნაძის პასუხი მეუფე იაკობის კომენტარზე

"მძიმე მოწოდება მინდა გავაკეთო, მიჭირს ამის თქმა... არ წახვიდეთ ეკლესიებში, ვილოცოთ სახლებში" - ამირან გამყრელიძე

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"