ხვალიდან საქართველოს ოთხ დიდი ქალაქში შესვლა და გამოსვლა 10 დღით აიკრძალება. შესაბამისი გადაწყვეტილება მთავრობამ დღეს მიიღო.
როგორც ბრიფინგზე პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, თბილისში, რუსთავში, ბათუმსა და ქუთაისში ყველა სახის მოძრაობა 15 აპრილს, 21:00 საათიდან აიკრძალება.
მას შემდეგ რაც, აღნიშნული გადაწყვეტილება გამოცხადდა, დედაქალაქის შემოსასვლელთან კილომეტრიანი საცობები დაფიქსირდა. თბილისში შემომსვლელი ავტომობილების კოლონა მცხეთიდან იწყებოდა.
"სამწუხაროდ, გვაქვს პირველი შემთხვევა, როდესაც ერთი დღის განმავლობაში 30 ადამიანია ინფიცირებული და კვლევა მიმდინარეობს 500 ადამიანზე. შესაბამისად, ქვეყანაში სრულმასშტაბიანი შიდა გავრცელების ეტაპზე გადავედით. დღეს შეუძლებელია პიკის პროგნოზირება, ამიტომ მთავრობის მოქმედებას აქვს დიდი მნიშვნელობა.
მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, ხვალიდან, 15 აპრილის 21 საათიდან ოთხ დიდ ქალაქში - თბილისში, რუსთავში, ბათუმსა და ქუთაისში ყველა სახის მოძრაობა (შიგნით არა) - შესვლა და გამოსვლა, აიკრძალოს 10 დღით" - განაცხადა გახარიამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.
ეს ამოდენა ხალხი სად მოეთრევა? ზუსტად ესენი არიან ვირუსის შემომტანები და ცოტახანში ნახავთ რაც მოხდება
ჩამოყალიბდით ეს სოფლის ხალხი, თბილისში გინდათ თუ სოფელში. არ შეიძლება ასე აქეთ იქეთ სირბილი. დედულეთში ხომ გაიქეცით გადასარჩენად რაღას მორბიხართ. თუ მიხვდით რომ სოფელი ხსნა არ არის და თქვენი ღრეობებია დანაშაული გავრცელებისა.