საზოგადოება
პოლიტიკა
სამართალი

5

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 12:42-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 23:42-ზე რთული და დაძაბული დღეა. არ მოატყუოთ გარშემო მყოფები და არც თავად მოტყუვდეთ. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ვაჭრობას, ურთიერთობის გარჩევას. ცუდი დღეა საქმეების გარჩევისთვის. შესაძლოა, სამუდამოდ დაკარგოთ ადამიანი. არასასურველია სამსახურის, საქმიანობის შეცვლა. კარგი დღეა შორეული მგზავრობის დასაწყებად. აქტიურად დაისვენეთ, ივარჯიშეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები, გადააადგილეთ ავეჯი, კარგია მუშაობა მიწასთან. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ორგანიზმის გასაწმენდად, წიდებისგან გათავისუფლება. ალკოჰოლსა და სასმელს დღეს საერთოდ ნუ მიიღებთ. აგრეთვე მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას.
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"150 ლარი არ იქნება, უფრო მეტი იქნება..." - გიორგი გახარია უმუშევრად დარჩენილი მოქალაქეების დახმარებაზე
"150 ლარი არ იქნება, უფრო მეტი იქნება..." - გიორგი გახარია უმუშევრად დარჩენილი მოქალაქეების დახმარებაზე

150 ლარი არ არის საკ­მა­რი­სი. შე­უძ­ლე­ბე­ლია, სა­არ­სე­ბო მი­ნი­მუ­მი არ გა­ვით­ვა­ლის­წი­ნოთ და იმ ადა­მი­ა­ნე­ბის ყო­ველ­დღი­ურ დახ­მა­რე­ბა­ზე ვი­ლა­პა­რა­კოთ, რომ­ლებ­მაც სამ­სა­ხუ­რი და­კარ­გეს, - ამის შე­სა­ხებ პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა გი­ორ­გი გა­ხა­რი­ამ მთავ­რო­ბის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ა­ში გა­მარ­თულ ბრი­ფინგზე გა­ნა­ცხა­და. მისი თქმით, მო­სახ­ლე­ო­ბის­თვის დახ­მა­რე­ბა არა 150 ლარი, არა­მედ უფრო მეტი იქ­ნე­ბა.

"რაც შე­ე­ხე­ბა 150 ლარს. კი­თხვა იყო, რას ვფიქ­რობ, არის თუ არა საკ­მა­რი­სი? რა თქმა უნდა, არ არის საკ­მა­რი­სი. უფრო მეტ­საც გე­ტყვით - 150 ლარი არ იქ­ნე­ბა, უფრო მეტი იქ­ნე­ბა. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, რომ 150 ლარი არის სა­არ­სე­ბო მი­ნი­მუმ­ზე ქვე­მოთ. უბ­რა­ლოდ შე­უძ­ლე­ბე­ლია სა­არ­სე­ბო მი­ნი­მუ­მი არ გა­ვით­ვა­ლის­წი­ნოთ და იმ ადა­მი­ა­ნე­ბის ყო­ველ­დღი­ურ დახ­მა­რე­ბა­ზე ვი­ლა­პა­რა­კოთ, რომ­ლებ­მაც სამ­სა­ხუ­რი და­კარ­გეს “, - გა­ნა­ცხა­და პრე­მი­ერ­მა.

პრე­მი­ერ­მა ასე­ვე უპა­სუ­ხა ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის კი­თხვას, სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­ვა­ლუ­ტო ფონ­დის ვებ-გვერ­დზე თავ­და­პირ­ვე­ლად რა­ტომ გა­მოქ­ვეყ­ნდა 150 ლა­რით დახ­მა­რე­ბის თა­ო­ბა­ზე ინ­ფორ­მა­ცია, სა­დაც მოგ­ვი­ა­ნე­ბით გარ­კვე­უ­ლი მო­ნა­ცე­მე­ბი ჩას­წორ­და. მი­სი­ვე გან­მარ­ტე­ბით, სა­ნამ ქვე­ყა­ნა კრი­ზის­ში შე­ვი­დო­და, ორი თვის წინ გარ­კვე­უ­ლი სა­ხის დახ­მა­რე­ბა­ზე იყო მსჯე­ლო­ბა და ეს "გა­ი­პა­რა".

"ყვე­ლა ექ­სტრე­მა­ლურ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში მუ­შა­ობს, არამ­ხო­ლოდ სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბა, არა­მედ მსოფ­ლიო ყვე­ლა მთავ­რო­ბა, სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­ვა­ლუ­ტო ფონ­დის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბაც და მი­სი­აც. შე­სა­ბა­მი­სად, მთლად სი­მარ­თლეც, თუ გინ­დათ, ეს იყო - სა­ნამ ასეთ ღრმა კრი­ზის­ში შე­ვი­დო­დით, მა­შინ თვე­ნა­ხევ­რის, ორით­ვის­წი­ნან­დე­ლი პირ­ვე­ლი მო­ნა­ხა­ზე­ბი ასე­თი იყო, რომ მსგავ­სი რა­ღაც შე­იძ­ლე­ბა მომ­ხდა­რი­ყო, თუმ­ცა ეს რი­ცხვი აქ­ტუ­ა­ლუ­რი არ ყო­ფი­ლა. თან იმას ემა­ტე­ბო­და სხვა რა­ღა­ცე­ბი. იქ იყო რამ­დე­ნი­მე მხრივ დახ­მა­რე­ბა და ა.შ. დღე­ის მდგო­მა­რე­ო­ბით, ეს გა­ი­პა­რა, ის ძვე­ლი, ტექ­ნი­კუ­რი შეც­დო­მა იყო. კი­დევ ერთხელ, ხაზ­გას­მით აღ­ვნიშ­ნავ, რომ რე­ა­ლუ­რად, ქვე­ყა­ნა­ში პირ­და­პი­რი მიზ­ნობრვი სო­ცი­ა­ლუ­რი დახ­მა­რე­ბა ადა­მი­ა­ნე­ბის მი­მართ, რომ­ლებ­მაც სა­მუ­შაო ად­გი­ლი და შე­მო­სა­ვა­ლი და­კარ­გეს, რა თქმა უნდა, შე­უძ­ლე­ბე­ლია თვე­ში სა­არ­სე­ბო მი­ნი­მუმ­ზე ნაკ­ლე­ბი იყოს.

შე­უძ­ლე­ბე­ლი იქ­ნე­ბო­და კონ­კრე­ტულ ციფ­რებ­ზე, დახ­მა­რე­ბის პორ­ტფე­ლებ­ზე გვე­სა­უბ­რა, სა­ნამ სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­ვა­ლუ­ტო ფონდთან, დო­ნო­რებ­თან პა­რა­მეტ­რე­ბი არ გვექ­ნე­ბო­და შე­თან­ხმე­ბუ­ლი. ყვე­ლას ხომ კარ­გად გვეს­მის, რომ სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­ვა­ლუ­ტო ფონდთან პროგ­რა­მის შე­თან­ხმე­ბა ნიშ­ნავს ასე­ვე შე­თან­ხმე­ბას, რომ ქვე­ყა­ნა­ში იქ­ნე­ბა ეკო­ნო­მი­კუ­რი რე­ცე­სია. ამას ხომ, თა­ვი­სი პირ­და­პი­რი ეფექ­ტი აქვს სა­ბი­უ­ჯე­ტო შე­მო­სავ­ლებ­ზე. გარ­და იმი­სა, რომ სა­ბი­უ­ჯე­ტო შე­მო­სავ­ლე­ბი მცირ­დე­ბა, ვირუს­თან ბრძო­ლის ნა­წილ­ში გვეზ­რდე­ბა.ამ დის­ბა­ლან­სის და­სა­ბა­ლან­სებ­ლად გვჭირ­დე­ბო­და ზუს­ტად ის სა­ფი­ნან­სო დახ­მა­რე­ბა, რო­მელ­საც ჩვენ წარ­მა­ტე­ბით მი­ვაღ­წი­ეთ და რო­მელ­საც უახ­ლო­ეს დღე­ებ­ში კი­დევ უფრო გავ­შლით და დე­ტა­ლებს მოვ­ყვე­ბით. ამის შემ­დგომ, ჩვენ უკვე შეგ­ვიძ­ლია ვი­სა­უბ­როთ, კონ­კრე­ტულ სო­ცი­ა­ლურ დახ­მა­რე­ბა­ზე და არ ვი­ჭო­რა­ოთ იმ ციფ­რებ­ზე, რომ­ლის უკა­ნაც პო­ლი­ტი­კუ­რი ხმა­უ­რის, სი­ცა­რი­ე­ლის და რა­ღაც გა­უ­აზ­რე­ბე­ლი, უპა­სუ­ხის­მგებ­ლო და­პი­რე­ბე­ბის გარ­და არა­ფე­რი არ არის",- გა­ნა­ცხა­და გა­ხა­რი­ამ.

მკითხველის კომენტარები / 13 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ეს დაპირებების რომელი სერიიდანაა???
15

ერთი გამახსენე ღმერთო: უფასო ფული, 100 ქარხანა, 5 მილიონი თითო სოფელს, პროპორციული არჩევნები, პოლიტპატიმრების გამოშვება... ჰოოო ნამეტანი გაგირძელდათ სერიები და ხალხი რაც სიგრძე გაქვთ იმ სიგანზე რო დაგაყენებთ მერე გვიანია თვალთხარია-გახარია...

vika
2

ფაქტიურად ყველა კომპანიამ უფასო შვებულებაში გაუშვა ხალხი. სახლში წადითო არავის უთქვამს. ეს როგორ იქნება?

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალებია ხდება ცნობილი კლინიკა „ვივამედში“ პატიმრის გარდაცვალებასთან დაკავშირებით
ავტორი:

"150 ლარი არ იქნება, უფრო მეტი იქნება..." - გიორგი გახარია უმუშევრად დარჩენილი მოქალაქეების დახმარებაზე

"150 ლარი არ იქნება, უფრო მეტი იქნება..." - გიორგი გახარია უმუშევრად დარჩენილი მოქალაქეების დახმარებაზე

150 ლარი არ არის საკმარისი. შეუძლებელია, საარსებო მინიმუმი არ გავითვალისწინოთ და იმ ადამიანების ყოველდღიურ დახმარებაზე ვილაპარაკოთ, რომლებმაც სამსახური დაკარგეს, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, მოსახლეობისთვის დახმარება არა 150 ლარი, არამედ უფრო მეტი იქნება.

"რაც შეეხება 150 ლარს. კითხვა იყო, რას ვფიქრობ, არის თუ არა საკმარისი? რა თქმა უნდა, არ არის საკმარისი. უფრო მეტსაც გეტყვით - 150 ლარი არ იქნება, უფრო მეტი იქნება. მოგეხსენებათ, რომ 150 ლარი არის საარსებო მინიმუმზე ქვემოთ. უბრალოდ შეუძლებელია საარსებო მინიმუმი არ გავითვალისწინოთ და იმ ადამიანების ყოველდღიურ დახმარებაზე ვილაპარაკოთ, რომლებმაც სამსახური დაკარგეს “, - განაცხადა პრემიერმა.

პრემიერმა ასევე უპასუხა ჟურნალისტების კითხვას, საერთაშორისო სავალუტო ფონდის ვებ-გვერდზე თავდაპირველად რატომ გამოქვეყნდა 150 ლარით დახმარების თაობაზე ინფორმაცია, სადაც მოგვიანებით გარკვეული მონაცემები ჩასწორდა. მისივე განმარტებით, სანამ ქვეყანა კრიზისში შევიდოდა, ორი თვის წინ გარკვეული სახის დახმარებაზე იყო მსჯელობა და ეს "გაიპარა".

"ყველა ექსტრემალურ მდგომარეობაში მუშაობს, არამხოლოდ საქართველოს მთავრობა, არამედ მსოფლიო ყველა მთავრობა, საერთაშორისო სავალუტო ფონდის ხელმძღვანელობაც და მისიაც. შესაბამისად, მთლად სიმართლეც, თუ გინდათ, ეს იყო - სანამ ასეთ ღრმა კრიზისში შევიდოდით, მაშინ თვენახევრის, ორითვისწინანდელი პირველი მონახაზები ასეთი იყო, რომ მსგავსი რაღაც შეიძლება მომხდარიყო, თუმცა ეს რიცხვი აქტუალური არ ყოფილა. თან იმას ემატებოდა სხვა რაღაცები. იქ იყო რამდენიმე მხრივ დახმარება და ა.შ. დღეის მდგომარეობით, ეს გაიპარა, ის ძველი, ტექნიკური შეცდომა იყო. კიდევ ერთხელ, ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ რეალურად, ქვეყანაში პირდაპირი მიზნობრვი სოციალური დახმარება ადამიანების მიმართ, რომლებმაც სამუშაო ადგილი და შემოსავალი დაკარგეს, რა თქმა უნდა, შეუძლებელია თვეში საარსებო მინიმუმზე ნაკლები იყოს.

შეუძლებელი იქნებოდა კონკრეტულ ციფრებზე, დახმარების პორტფელებზე გვესაუბრა, სანამ საერთაშორისო სავალუტო ფონდთან, დონორებთან პარამეტრები არ გვექნებოდა შეთანხმებული. ყველას ხომ კარგად გვესმის, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდთან პროგრამის შეთანხმება ნიშნავს ასევე შეთანხმებას, რომ ქვეყანაში იქნება ეკონომიკური რეცესია. ამას ხომ, თავისი პირდაპირი ეფექტი აქვს საბიუჯეტო შემოსავლებზე. გარდა იმისა, რომ საბიუჯეტო შემოსავლები მცირდება, ვირუსთან ბრძოლის ნაწილში გვეზრდება.ამ დისბალანსის დასაბალანსებლად გვჭირდებოდა ზუსტად ის საფინანსო დახმარება, რომელსაც ჩვენ წარმატებით მივაღწიეთ და რომელსაც უახლოეს დღეებში კიდევ უფრო გავშლით და დეტალებს მოვყვებით. ამის შემდგომ, ჩვენ უკვე შეგვიძლია ვისაუბროთ, კონკრეტულ სოციალურ დახმარებაზე და არ ვიჭორაოთ იმ ციფრებზე, რომლის უკანაც პოლიტიკური ხმაურის, სიცარიელის და რაღაც გაუაზრებელი, უპასუხისმგებლო დაპირებების გარდა არაფერი არ არის",- განაცხადა გახარიამ.

ვინ მიიღებს 600-ლარიან დახმარებას სახელმწიფოსგან

პირები, ვინც სამსახური დაკარგეს, 6 თვის განმავლობაში თვეში 200 ლარს მიიღებენ

რას გულისხმობს მთავრობის ანტიკრიზისული გეგმა - პრემიერი დეტალებზე საუბრობს