სამართალი
საზოგადოება
პოლიტიკა

7

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 13:37-ზე, მთვარე ლომშია თამამად წამოიწყეთ ახალი საქმეები. კარგი დღეა უძრავი ქონების შესაძენად, ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ვაჭრობისთვის. ცუდი დღეა კამათისა და სასამართლო საქმეებისთვის. სწავლა და გამოცდების ჩაბარება გაგიადვილდებათ. მოაგვარეთ საოჯახო კონფლიქტები. კარგია ნათესავებთან შეხვედრა და საუბარი. კარგი დღეა უფროსთან შესახვედრად და ახალი პროექტების განსახილველად; საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. მოერიდეთ ფიზიკურ დატვირთვას; გულის გადაღლას, ოპერაციებსა გულსა და ზურგზე; შესაძლოა შეგაწუხოთ რადიკულიტმა. უმჯობესდება ფსიქოემოციური ფონი. ადამიანი უფრო ხალისიანი ხდება. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის.
მეცნიერება
მსოფლიო
კონფლიქტები
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
კიევ-პეჩორის ლავრაში 26 სასულიერო პირს, ხოლო მოსკოვში 8 მღვდელს კორონავირუსი დაუდგინდა
კიევ-პეჩორის ლავრაში 26 სასულიერო პირს, ხოლო მოსკოვში 8 მღვდელს კორონავირუსი დაუდგინდა

მოს­კო­ვის ეკ­ლე­სი­ე­ბის 8 მღვდელს კო­რო­ნა­ვირუ­სი და­უდ­გინ­და, - ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას რუ­სუ­ლი მე­დია ავ­რცე­ლებს.

მა­თი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, კო­რო­ნა­ვირუ­სის სიმპტო­მე­ბი კი­დევ სამ მღვდელს აღე­ნიშ­ნე­ბა, თუმ­ცა მათი დი­აგ­ნო­ზი მოგ­ვი­ა­ნე­ბით გახ­დე­ბა ცნო­ბი­ლი.

რუ­სე­თის მარ­თლმა­დი­დებ­ლუ­რი ეკ­ლე­სი­ის სა­მუ­შაო ჯგუ­ფის გან­მარ­ტე­ბით, რის­კის ქვეშ მოს­კო­ვის 6 ეკ­ლე­სი­ის მრევ­ლი აღ­მოჩ­ნდა. მათ ყუ­რა­დღე­ბის გა­მო­ჩე­ნი­სა და თვი­თი­ზო­ლა­ცი­ის­კენ მო­უ­წო­დე­ბენ.

შე­გახ­სნებთ, რუ­სე­თის მარ­თლმა­დი­დებ­ლუ­რი ეკ­ლე­სი­ის პატ­რი­არ­ქმა კი­რილ­მა მრველს არა­ერ­თხელ მო­უ­წო­და, თავი შე­ი­კა­ვონ ეკ­ლე­სი­ებ­ში სი­ა­რუ­ლის­გან და სახ­ლში ილო­ცონ. გუ­შინ კი რუ­სე­თის ეკ­ლე­სი­ის წარ­მო­მად­გე­ნელ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ რუ­სე­თის მარ­თლმა­დი­დე­ბე­ლი ეკ­ლე­სია გო­ნივ­რულს უწო­დებს ხე­ლი­სუფ­ლე­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას, სა­აღ­დგო­მო დღე­ებ­ში სა­საფ­ლა­ო­ზე გას­ვლის აკ­რძალ­ვის შე­სა­ხებ, რაც კო­ვიდ-19 ინ­ფექ­ცი­ას­თან არის და­კავ­ში­რე­ბუ­ლი. მისი აზ­რით, ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ამ­გვა­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა ბევრ ადა­მი­ანს და­ი­ცავს ინ­ფექ­ცი­ის­გან.

ამას­თან, კო­რო­ნა­ვირუ­სი 26 სა­სუ­ლი­ე­რო პირს და­უ­დას­ტურ­და კიევ-პე­ჩო­რის ლავ­რა­შიც, - ამის შე­სა­ხებ გან­ცხა­დე­ბა კი­ე­ვის მერ­მა ვი­ტა­ლი კლი­ჩკომ გა­ა­კე­თა.

„აი, რა­ტომ ვე­ლო­დე­ბი წლე­ვან­დელ აღ­დგო­მას აღელ­ვე­ბუ­ლი. რამ­დენ­ჯერ­მე შევ­ხვდი სხვა­დას­ხვა რე­ლი­გი­უ­რი აღმსა­რებ­ლო­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებს და გან­ვუ­ცხა­დე, რომ მათ უნდა გა­აც­ნო­ბი­ე­რონ, რამ­დე­ნად დიდი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა ეკის­რე­ბათ მორ­წმუ­ნე­ე­ბის უსაფრ­თხო­ე­ბა­ზე,“ - გა­ნა­ცხა­და კლი­ჩკომ.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ კიევ-პე­ჩო­რის ლავ­რა მომ­ლოც­ვე­ლე­ბის­თვის რამ­დე­ნი­მე დღის წინ და­ი­ხუ­რა. გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, კო­რო­ნა­ვირუ­სი მო­ნას­ტრის ხელ­მძღვა­ნელს, მიტ­რო­პო­ლიტ პავ­ლე­საც და­უდ­გი­ნეს, თუმ­ცა ამას ეკ­ლე­სია არ ადას­ტუ­რებს.

მკითხველის კომენტარები / 10 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
გიორგი
5

მოკლედ, კლიჩკომ კიდევ ერთხელ გვაჩვენა, რომ ყველა მისი ნათქვამი "სიგნაჩად" გამოდგება :))

სამწუხაროა
59

მცირედმორწმუნეობის ბრალია. რას ფიქრობდნენ მრევლს ტაძრები რო დაუხურეს.

ავტორი:

კიევ-პეჩორის ლავრაში 26 სასულიერო პირს, ხოლო მოსკოვში 8 მღვდელს კორონავირუსი დაუდგინდა

კიევ-პეჩორის ლავრაში 26 სასულიერო პირს, ხოლო მოსკოვში 8 მღვდელს კორონავირუსი დაუდგინდა

მოსკოვის ეკლესიების 8 მღვდელს კორონავირუსი დაუდგინდა, - ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, კორონავირუსის სიმპტომები კიდევ სამ მღვდელს აღენიშნება, თუმცა მათი დიაგნოზი მოგვიანებით გახდება ცნობილი.

რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის სამუშაო ჯგუფის განმარტებით, რისკის ქვეშ მოსკოვის 6 ეკლესიის მრევლი აღმოჩნდა. მათ ყურადღების გამოჩენისა და თვითიზოლაციისკენ მოუწოდებენ.

შეგახსნებთ, რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის პატრიარქმა კირილმა მრველს არაერთხელ მოუწოდა, თავი შეიკავონ ეკლესიებში სიარულისგან და სახლში ილოცონ. გუშინ კი რუსეთის ეკლესიის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია გონივრულს უწოდებს ხელისუფლების გადაწყვეტილებას, სააღდგომო დღეებში სასაფლაოზე გასვლის აკრძალვის შესახებ, რაც კოვიდ-19 ინფექციასთან არის დაკავშირებული. მისი აზრით, ხელისუფლების ამგვარი გადაწყვეტილება ბევრ ადამიანს დაიცავს ინფექციისგან.

ამასთან, კორონავირუსი 26 სასულიერო პირს დაუდასტურდა კიევ-პეჩორის ლავრაშიც, - ამის შესახებ განცხადება კიევის მერმა ვიტალი კლიჩკომ გააკეთა.

„აი, რატომ ველოდები წლევანდელ აღდგომას აღელვებული. რამდენჯერმე შევხვდი სხვადასხვა რელიგიური აღმსარებლობის წარმომადგენლებს და განვუცხადე, რომ მათ უნდა გააცნობიერონ, რამდენად დიდი პასუხისმგებლობა ეკისრებათ მორწმუნეების უსაფრთხოებაზე,“ - განაცხადა კლიჩკომ.

შეგახსენებთ, რომ კიევ-პეჩორის ლავრა მომლოცველებისთვის რამდენიმე დღის წინ დაიხურა. გავრცელებული ინფორმაციით, კორონავირუსი მონასტრის ხელმძღვანელს, მიტროპოლიტ პავლესაც დაუდგინეს, თუმცა ამას ეკლესია არ ადასტურებს.

ხანდაზმულები იზოლაციაში, შესაძლოა, წლის ბოლომდე დარჩნენ - ევროკომისიის პრეზიდენტი

აშშ-ში კორონავირუსით დაღუპულთა რაოდენობამ იტალიის მონაცემებს გადააჭარბა

ნიუ-იორკში COVID-19-ით იმაზე მეტი ინფიცირებულია, ვიდრე მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში - გარდაცვლილთა ნაწილს საერთო სამარხში კრძალავენ