სამართალი
პოლიტიკა
სპორტი

10

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 18:38-ზე, მთვარე ქალწულშია ნუ წამოიწყებთ ახალ საქმეებს. უმჯობესია, დრო დაშვებული შეცდომების გამოსასწორებლად გამოიყენოთ. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული პრობლემები განხილვა სხვა დღისთვის გადაიტანეთ. კარგი დღეა სწავლისთვის, ცოდნის მისაღებად. კარგია საქმეების შესრულება თანამოაზრებთან ერთად, კოლექტივში. მოერიდეთ საოჯახო საქმეების საჯაროდ განხილვას, ურთიერთობის გარჩევას. მოერიდეთ მგზავრობას, მოგზაურობის დაწყებას; საქმის, საქმიანობის შეცვლას. ნუ იშიმშილებთ, მაგრამ ნურც კუჭს გადატვირთავთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას.
მსოფლიო
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ბოლო ჟამის ნიშნებიც აშკარაა... ჩვენი სარწმუნოება გამოცდას გადის" - მეუფე დანიელი
"ბოლო ჟამის ნიშნებიც აშკარაა... ჩვენი სარწმუნოება გამოცდას გადის" - მეუფე დანიელი

დღეს ჩვე­ნი სარ­წმუ­ნო­ე­ბა გა­მოც­დას გა­დის და შეგ­ვიძ­ლია ვთქვათ, რომ მო­სახ­ლე­ო­ბის ძა­ლი­ან დიდი ნა­წი­ლი ამ გა­მოც­დას ღირ­სე­უ­ლად აბა­რებს, - ამის შე­სა­ხებ ჭი­ა­თუ­რი­სა და სა­ჩხე­რის მიტ­რო­პო­ლი­ტის, მე­უ­ფე და­ნი­ელ­მა გა­ნა­ცხა­და.

რო­გორც მე­უ­ფემ აღ­ნიშ­ნა, მხო­ლოდ უფ­ლის შე­წევ­ნით გა­ვუძ­ლებთ და და­ვა­მარ­ცხებთ ამ გან­საც­დელს.

"ჩვე­ნი მთა­ვა­რი ფა­სე­უ­ლო­ბა იყო მა­მუ­ლი, ენა და სარ­წმუ­ნო­ე­ბა, რო­მე­ლიც მის­მა უწ­მინ­დე­სო­ბამ კი­დევ ერთხელ გა­მოთ­ქვა შემ­დე­გი სი­ტყვე­ბით: ღმერ­თი, სამ­შობ­ლო, ადა­მი­ა­ნი. ამ ფა­სე­უ­ლო­ბებ­მა მოგ­ვიყ­ვა­ნა დღემ­დე და გა­დაგ­ვარ­ჩი­ნა, ეს გვი­ცავს დღე­საც. მად­ლო­ბა ღმერ­თს, იმის მი­უ­ხე­და­ვად, რომ მსოფ­ლიო სულ უფრო და უფრო სცილ­დე­ბა ამ ფა­სე­უ­ლო­ბებს და მსოფ­ლი­ოს დიდი ნა­წი­ლი ცხოვ­რე­ბის ახა­ლი წე­სით აგ­რძე­ლებს თა­ვის მოღ­ვა­წე­ო­ბას, დი­ნე­ბის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო მი­მარ­თუ­ლე­ბით მი­ე­მარ­თე­ბა ჩვე­ნი ერი და ეს არის ნი­შა­ნი იმი­სა, რომ იგი არ ღა­ლა­ტობს უფალს, თა­ვის ფა­სე­უ­ლო­ბებ­სა და სწო­რედ ამის გან­მტკი­ცე­ბა­ში უდი­დე­სი როლი შე­ას­რუ­ლა ბოლო ათწლე­უ­ლე­ბის მან­ძილ­ზე სა­ქარ­თვე­ლოს ეკ­ლე­სი­ის სა­ჭეთმპყრო­ბელ­მა, ჩვენ­მა სუ­ლი­ერ­მა მა­მამ, კა­თო­ლი­კოს - პატ­რი­არ­ქმა ილია მე­ო­რემ. ამ ფა­სე­უ­ლო­ბე­ბის გარ­შე­მო გამ­თლი­ა­ნე­ბა ჩვე­ნი ერის უდი­დე­სი ძა­ლაა და ეს პრო­ცე­სი დღე­საც გრძელ­დე­ბა.

კი­დევ უფრო უნდა გან­მტკიც­დეს ჩვე­ნი ერი, რად­გან რო­გორც ბიბ­ლი­უ­რი სწავ­ლე­ბის მი­ხედ­ვით ვი­ცით, გან­საც­დე­ლე­ბი უფრო გა­იზ­რდე­ბა და გაძ­ლი­ერ­დე­ბა, ბოლო ჟამი რაც უფრო მოგ­ვი­ახ­ლოვ­დე­ბა. ამ ბოლო ჟა­მის ნიშ­ნე­ბიც აშ­კა­რაა. ჩვენ თა­მა­მად შეგ­ვიძ­ლია ვთქვათ, რომ ბოლო ჟა­მის დად­გო­მის ერთ-ერთი უპირ­ვე­ლე­სი ნი­შა­ნი არის ის, რაც გა­მო­ცხა­დე­ბა­ში ნათ­ქვა­მია, და­ი­წყე­ბა გან­საც­დე­ლე­ბი, რო­მე­ლიც „ერ­თდრო­უ­ლად მო­ი­წე­ვა ყო­ველ­სა სო­ფელ­სა ზედა“, ანუ მთელს მსოფ­ლი­ოს ერ­თდრო­უ­ლად ერთი და იგი­ვე გან­საც­დე­ლი და­უდ­გე­ბა. მსგავ­სი რამ ბოლო სა­უ­კუ­ნე­ებ­ში მი­ახ­ლო­ვე­ბუ­ლი ყო­ფი­ლა, მაგ­რამ ამ მას­შტა­ბის, რაც დღეს ხდე­ბა, ჩვენ არ გვქო­ნია და ეს სწო­რედ ამის ნი­შა­ნია.

ეს იმას მი­უ­თი­თებს, რომ ჩვენ კი­დევ უფრო უნდა გავძლი­ერ­დეთ ლოც­ვა­სა და მარ­ხვა­ში, რად­გან ღვთის გა­რე­შე შე­უძ­ლე­ბე­ლია ბო­რო­ტი ძა­ლის წი­ნა­შე გამ­კლა­ვე­ბა, მისი და­მარ­ცხე­ბა და სწო­რედ ამ მი­სი­ას ემ­სა­ხუ­რე­ბა დღეს პატ­რი­არ­ქი, რომ ჩვენს ერში აღად­გი­ნოს ის დიდი ტრა­დი­ცია, დიდი კულ­ტუ­რა ღმერ­თთან მჭიდ­რო კავ­ში­რის თა­ო­ბა­ზე. ჭეშ­მა­რი­ტად, ჩვენ მხო­ლოდ უფ­ლის შე­წევ­ნით გა­ვუძ­ლებთ და და­ვა­მარ­ცხებთ ამ გან­საც­დელს. დღეს ჩვე­ნი სარ­წმუ­ნო­ე­ბა გა­მოც­დას გა­დის და შეგ­ვიძ­ლია ვთქვათ, რომ მო­სახ­ლე­ო­ბის ძა­ლი­ან დიდი ნა­წი­ლი ამ გა­მოც­დას ღირ­სე­უ­ლად აბა­რებს“,-აცხა­დებს მე­უ­ფე და­ნი­ე­ლი.

რო­გორც მან დას­ძი­ნა, დღეს ზო­გი­ერ­თი ადა­მი­ა­ნის რწმე­ნა მტკი­ცე არ არის, თუმ­ცა მე­უ­ფე და­ნი­ე­ლი დარ­წმუ­ნე­ბუ­ლია, რომ "თან­და­თა­ნო­ბით ყვე­ლა ადა­მი­ა­ნი უფალს ადი­დებს".

მკითხველის კომენტარები / 42 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
Goga
81

მერე თუ ბოლო ჟამია გაყიდეთ მეუფეებმა ყველაფერი და ხალხს დაურიგეთ.

თუში
149

სიმართლე რომ ვთქვა საქართველოს ეკლესიის გამრჩეულობაზე ლაპარაკი ცოტა მაღიზიანებდა ხოლმე, მაგრამ რაც დღეს ხდება მართლა წარმოუდგენელია.. მთელ მსოფლიოში ერთადერთი ვინც ტაძრის კარი არ დახურა და მტკიცე რწმენა გამოაჩინა ჩვენი დედაეკლესიაა!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
ავტორი:

"ბოლო ჟამის ნიშნებიც აშკარაა... ჩვენი სარწმუნოება გამოცდას გადის" - მეუფე დანიელი

"ბოლო ჟამის ნიშნებიც აშკარაა... ჩვენი სარწმუნოება გამოცდას გადის" - მეუფე დანიელი

დღეს ჩვენი სარწმუნოება გამოცდას გადის და შეგვიძლია ვთქვათ, რომ მოსახლეობის ძალიან დიდი ნაწილი ამ გამოცდას ღირსეულად აბარებს, - ამის შესახებ ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტის, მეუფე დანიელმა განაცხადა.

როგორც მეუფემ აღნიშნა, მხოლოდ უფლის შეწევნით გავუძლებთ და დავამარცხებთ ამ განსაცდელს.

"ჩვენი მთავარი ფასეულობა იყო მამული, ენა და სარწმუნოება, რომელიც მისმა უწმინდესობამ კიდევ ერთხელ გამოთქვა შემდეგი სიტყვებით: ღმერთი, სამშობლო, ადამიანი. ამ ფასეულობებმა მოგვიყვანა დღემდე და გადაგვარჩინა, ეს გვიცავს დღესაც. მადლობა ღმერთს, იმის მიუხედავად, რომ მსოფლიო სულ უფრო და უფრო სცილდება ამ ფასეულობებს და მსოფლიოს დიდი ნაწილი ცხოვრების ახალი წესით აგრძელებს თავის მოღვაწეობას, დინების საწინააღმდეგო მიმართულებით მიემართება ჩვენი ერი და ეს არის ნიშანი იმისა, რომ იგი არ ღალატობს უფალს, თავის ფასეულობებსა და სწორედ ამის განმტკიცებაში უდიდესი როლი შეასრულა ბოლო ათწლეულების მანძილზე საქართველოს ეკლესიის საჭეთმპყრობელმა, ჩვენმა სულიერმა მამამ, კათოლიკოს - პატრიარქმა ილია მეორემ. ამ ფასეულობების გარშემო გამთლიანება ჩვენი ერის უდიდესი ძალაა და ეს პროცესი დღესაც გრძელდება.

კიდევ უფრო უნდა განმტკიცდეს ჩვენი ერი, რადგან როგორც ბიბლიური სწავლების მიხედვით ვიცით, განსაცდელები უფრო გაიზრდება და გაძლიერდება, ბოლო ჟამი რაც უფრო მოგვიახლოვდება. ამ ბოლო ჟამის ნიშნებიც აშკარაა. ჩვენ თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ბოლო ჟამის დადგომის ერთ-ერთი უპირველესი ნიშანი არის ის, რაც გამოცხადებაში ნათქვამია, დაიწყება განსაცდელები, რომელიც „ერთდროულად მოიწევა ყოველსა სოფელსა ზედა“, ანუ მთელს მსოფლიოს ერთდროულად ერთი და იგივე განსაცდელი დაუდგება. მსგავსი რამ ბოლო საუკუნეებში მიახლოვებული ყოფილა, მაგრამ ამ მასშტაბის, რაც დღეს ხდება, ჩვენ არ გვქონია და ეს სწორედ ამის ნიშანია.

ეს იმას მიუთითებს, რომ ჩვენ კიდევ უფრო უნდა გავძლიერდეთ ლოცვასა და მარხვაში, რადგან ღვთის გარეშე შეუძლებელია ბოროტი ძალის წინაშე გამკლავება, მისი დამარცხება და სწორედ ამ მისიას ემსახურება დღეს პატრიარქი, რომ ჩვენს ერში აღადგინოს ის დიდი ტრადიცია, დიდი კულტურა ღმერთთან მჭიდრო კავშირის თაობაზე. ჭეშმარიტად, ჩვენ მხოლოდ უფლის შეწევნით გავუძლებთ და დავამარცხებთ ამ განსაცდელს. დღეს ჩვენი სარწმუნოება გამოცდას გადის და შეგვიძლია ვთქვათ, რომ მოსახლეობის ძალიან დიდი ნაწილი ამ გამოცდას ღირსეულად აბარებს“,-აცხადებს მეუფე დანიელი.

როგორც მან დასძინა, დღეს ზოგიერთი ადამიანის რწმენა მტკიცე არ არის, თუმცა მეუფე დანიელი დარწმუნებულია, რომ "თანდათანობით ყველა ადამიანი უფალს ადიდებს".

"საზღვრის ხაზი უნდა გაევლოს 1937-1938 წლებში აზომილი და შემუშავებული გეგმების საფუძველზე დაბეჭდილი 200 ათასიანი რუკების მიხედვით" - რა დადგინა სონოდმა გარეჯის საკითხზე

მეუფე დანიელი - პირს, რომელიც ორგანიზაციაში "ბიბლიური თავისუფლება" გაწევრიანდება, ნათლობის, ჯვრისწერის, წესის აგებისა და ზიარების უფლება აღარ ექნება

USAID-ი "საპარტნიორო ფონდთან" თანამშრომლობის მნიშვნელოვნად გაღრმავებას და გაფართოებას გეგმავს