საზოგადოება
პოლიტიკა

5

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 12:42-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 23:42-ზე რთული და დაძაბული დღეა. არ მოატყუოთ გარშემო მყოფები და არც თავად მოტყუვდეთ. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ვაჭრობას, ურთიერთობის გარჩევას. ცუდი დღეა საქმეების გარჩევისთვის. შესაძლოა, სამუდამოდ დაკარგოთ ადამიანი. არასასურველია სამსახურის, საქმიანობის შეცვლა. კარგი დღეა შორეული მგზავრობის დასაწყებად. აქტიურად დაისვენეთ, ივარჯიშეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები, გადააადგილეთ ავეჯი, კარგია მუშაობა მიწასთან. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ორგანიზმის გასაწმენდად, წიდებისგან გათავისუფლება. ალკოჰოლსა და სასმელს დღეს საერთოდ ნუ მიიღებთ. აგრეთვე მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას.
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"არ მინდა მანანას საქციელზე კომენტარი გავაკეთო... მადლობა ბიძინა ივანიშვილს და საქართველოს მთავრობას" - რას წერს გიორგი გამსახურდია ძმაზე
"არ მინდა მანანას საქციელზე კომენტარი გავაკეთო... მადლობა ბიძინა ივანიშვილს და საქართველოს მთავრობას" - რას წერს გიორგი გამსახურდია ძმაზე

სა­ქარ­თვე­ლოს პირ­ვე­ლი პრე­ზი­დენ­ტის ვა­ჟის, ცოტ­ნე გამ­სა­ხურ­დი­ას ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბის შე­სა­ხებ მისი ძმა, გი­ორ­გი გამ­სა­ხურ­დია "ტვი­ტე­რის" სა­კუ­თარ გვერ­დზე წერს და სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბას მად­ლო­ბას უხ­დის:

"არ მიყ­ვარს დე­ტა­ლე­ბის გა­მომ­ზე­უ­რე­ბა ხოლ­მე, რაც მე მე­ხე­ბა და მი­თუ­მე­ტეს ეხე­ბა ჩემს ძმას. მაგ­რამ ამ ათა­სი ჯუ­რის არამ­კი­თხემ უკვე ყელ­ში ამო­იყ­ვა­ნა ჩემი მოთ­მი­ნე­ბა... სე­ი­რის მო­ლო­დინ­ში ყუ­რებ­დაც­ქვე­ტი­ლო ხელ­ცქვი­ტე­ბო, თქვენს გა­სა­გო­ნად ვამ­ბობ ბევრ რა­მეს (ანა­ლო­გი­ურს ფიქ­რობს ჩემი უფ­რო­სი ძმა და ჩემი რძა­ლი) ცოტ­ნეს სა­კი­თხი იყო ძა­ლი­ან რთუ­ლი, პირ­ველ ეტაპ­ზე ფაქ­ტობ­რი­ვად ყვე­ლა იმე­დი გა­და­წუ­რუ­ლი იყო, ქარ­თველ­მა ექი­მებ­მა და ქარ­თულ­მა ჯან­დაც­ვის სის­ტე­მამ მარ­თლა ყვე­ლა­ფე­რი გა­ა­კე­თეს, რომ სი­ტუ­ა­ცია რა­დი­კა­ლუ­რად სა­სი­კე­თოდ შე­მობ­რუ­ნე­ბუ­ლი­ყო... შემ­დეგ დად­გა ეტა­პი, რო­დე­საც ცოტ­ნე სა­ჭი­რო­ებ­და სა­ზღვარ­გა­რეთ მკურ­ნა­ლო­ბას, შე­ირ­ჩა კლი­ნი­კა და სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის, ასე­ვე ფონ­დი ქარ­თუს სრუ­ლი ჩარ­თუ­ლო­ბით, სა­მე­დი­ცი­ნო თვითმფრი­ნა­ვით გა­დაყ­ვა­ნილ იქნა თურ­ქე­თის, ის­ტამ­ბუ­ლის აჯი­ბა­დე­მის კლი­ნი­კა­ში, სა­დაც ფაქ­ტობ­რი­ვად, სას­წა­უ­ლი მო­ახ­დი­ნეს ექი­მებ­მა და ხან­გრძლი­ვი მკურ­ნა­ლო­ბის შემ­დეგ, ცოტ­ნე გა­მო­აღ­ვი­ძეს.

მე­სა­მე ეტა­პი, რო­მე­ლიც რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ას მო­ი­ცავს, და­ი­წყო ახლა, ასე­ვე ზემ­ოთხსე­ნე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის ორ­გა­ნი­ზე­ბით და ჩვე­ნი სრუ­ლი ჩარ­თუ­ლო­ბით. რე­ა­ბი­ლი­ტა­ცია თურ­ქეთ­ში გა­და­წყდა იმ მი­ზე­ზის გამო, რომ იმ დრო­ის­თვის, ცნო­ბი­ლი მოვ­ლე­ნე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, ევ­რო­კავ­ში­რი იყო სრუ­ლი­ად და­ხუ­რუ­ლი და მი­უ­ხე­და­ვად ქ-ნი ე.ტი­კა­რა­ძის პი­რა­დი ძა­ლის­ხმე­ვი­სა, გერ­მა­ნულ მხა­რეს არ არ­მო­აჩ­ნდა მზა­ო­ბა მი­ე­ღო სა­რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ოდ პა­ცი­ენ­ტი. ცოტ­ნე მო­ი­ტა­ცეს, ცოტ­ნე გა­ი­ტა­ცეს, ცოტ­ნე არ ვი­ცით სა­დაა, გი­ორ­გის "ტვი­ტე­რი" ყალ­ბია და ა.შ. არის სპე­კუ­ლა­ცია, სხვა თუ არა­ფე­რი. არ ჩა­მოვ­თვლი იმ არამ­კი­თხე მო­ამ­ბე­ე­ბის სა­ხე­ლებ­სა და გვა­რებს, ვინც ამ სი­სუ­ლელ­ში არი­ან ჩარ­თულ­ნი და ამ სი­სუ­ლე­ლე­ებ­სა და სიც­რუ­ეს ტი­რა­ჟი­რე­ბენ. არ მინ­და და არ მაქვს სურ­ვი­ლი მა­ნა­ნას ნათ­ქვამ­ზე ან თუნ­დაც რა­ი­მე საქ­ცი­ელ­ზე კო­მენ­ტა­რი გა­ვა­კე­თო. ზრდას­რუ­ლი, და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი ადა­მი­ა­ნია და თა­ვად არის თა­ვის გა­კე­თე­ბულ საქ­მე­ზე თუ ნათ­ქვამ­ზე პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი....

ახლა ბო­ლოს, ცოტ­ნეს მკურ­ნა­ლო­ბის არ­ცერთ ეტაპ­ზე, არ­ცერ­თი ინ­სტან­ცი­ის­გან, მაქვს მხედ­ვე­ლო­ბა­ში ქარ­თუ­ლი სახ­ლემ­წი­ფო ინ­სტი­ტუ­ტე­ბი, მმარ­თვე­ლი გუნ­დი თუ ად­გი­ლობ­რი­ვი სა­ელ­ჩო, იო­ტის­ხე­ლა ყუ­რა­დღე­ბა არ მოკ­ლე­ბია მას და არც თურ­ქეთ­ში მყოფ დე­და­მისს ან მის მე­უღ­ლე ანის. ყვე­ლა­ფე­რი ცოტ­ნეს გარ­შე­მო მი­დის და მი­დი­ო­და უმაღ­ლე­სი ყუ­რა­დღე­ბით და უმაღ­ლე­სი სტან­დარ­ტე­ბის სრუ­ლი დაც­ვით, რაც დღე­ვან­დელ მსოფ­ლი­ო­ში შე­იძ­ლე­ბა რომ ადა­მი­ანს ქონ­დეს. კი­დევ ერთხელ მად­ლო­ბა ბა­ტონ ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილს, სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბას, პრე­მი­ე­რი­დან და­წყე­ბუ­ლი და ბოლო წევ­რით დამ­თავ­რე­ბუ­ლი, სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენტს გა­მო­ჩე­ნი­ლი ყუ­რა­დღე­ბის­თვის და მთელ სა­ზო­გა­დო­ე­ბას, გა­ნურ­ჩევ­ლად პო­ლი­ტი­კუ­რი შე­ხე­დუ­ლე­ბი­სა, რო­მელ­თათ­ვი­საც ძვირ­ფა­სია ცოტ­ნე და გამ­სა­ხურ­დი­ე­ბის ოჯა­ხი. მე კი­დევ გა­ვაგ­რძე­ლებ ჩემ ძმა­ზე ზრუნ­ვას ვი­ღა­ცე­ე­ბის ფხუ­კუ­ნის მი­უ­ხე­და­ვად.

p.s. არ იტევს ეს და­ლოც­ვლი­ლი "ტვი­ტე­რი" მეტს და მი­წევს ამ ფორ­მით ხოლ­მე ინ­ფორ­მა­ცი­ის გად­მო­ცე­მა", - წერს გი­ორ­გი გამ­სა­ხურ­დია.

ცოტ­ნე გამ­სა­ხურ­დია 19 დე­კემ­ბერს დაჭ­რეს. მისი დაჭ­რის ფაქ­ტზე 4 პი­რია და­კა­ვე­ბუ­ლი. ცოტ­ნე გამ­სა­ხურ­დი­ას თურ­ქე­თის კლი­ნი­კა­ში მკურ­ნა­ლო­ბენ. შე­გახ­სე­ნებთ, ცოტა ხნის წინ სა­ქარ­თვე­ლოს ყო­ფი­ლი პირ­ვე­ლი ლედი მა­ნა­ნა არჩვა­ძე-გამ­სა­ხურ­დია ვა­ჟის ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბის შე­სა­ხებ გან­სხვა­ვე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ას ავ­რცე­ლებ­და და სა­ზო­გა­დო­ე­ბას დახ­მა­რე­ბას სთხოვ­და. რო­გორც მა­ნა­ნა არჩვა­ძე გამ­სა­ხურ­დია წერ­და, ცოტ­ნეს ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა კრი­ტი­კუ­ლია და მის სი­ცო­ცხლეს საფრ­თხე ემუქ­რე­ბა. პა­ცი­ენ­ტის დედა ვა­ჟის სხვა კლი­ნი­კა­ში გა­დაყ­ვა­ნას ითხოვ­და.

მა­ნა­ნა გამ­სა­ხურ­დი­ას გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია არ და­ა­დას­ტუ­რა არც ცოტ­ნეს მე­უღ­ლემ ანა ჯა­ბა­უ­რმა.

მკითხველის კომენტარები / 13 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
if
55

კაი ამბავი, გაიხარე გიორგი, ბოლომდე გამოჯანმრთელებოდეს ცოტნე, გამრავლდით გამსახურდიებო, ზვიადის იდეალები, საქართველოს -ქართველი ხალხის სიყვარული და მასზე ზრუნვა გამოგყოლოდეთ

გურული კაცი!
296

საღოლ გიორგი, შენ კაცი ხარ ვისაც სიკეთის დანახვაც შეუძლია!!!!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალებია ხდება ცნობილი კლინიკა „ვივამედში“ პატიმრის გარდაცვალებასთან დაკავშირებით
ავტორი:

"არ მინდა მანანას საქციელზე კომენტარი გავაკეთო... მადლობა ბიძინა ივანიშვილს და საქართველოს მთავრობას" - რას წერს გიორგი გამსახურდია ძმაზე

"არ მინდა მანანას საქციელზე კომენტარი გავაკეთო... მადლობა ბიძინა ივანიშვილს და საქართველოს მთავრობას" - რას წერს გიორგი გამსახურდია ძმაზე

საქართველოს პირველი პრეზიდენტის ვაჟის, ცოტნე გამსახურდიას ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ მისი ძმა, გიორგი გამსახურდია "ტვიტერის" საკუთარ გვერდზე წერს და საქართველოს ხელისუფლებას მადლობას უხდის:

"არ მიყვარს დეტალების გამომზეურება ხოლმე, რაც მე მეხება და მითუმეტეს ეხება ჩემს ძმას. მაგრამ ამ ათასი ჯურის არამკითხემ უკვე ყელში ამოიყვანა ჩემი მოთმინება... სეირის მოლოდინში ყურებდაცქვეტილო ხელცქვიტებო, თქვენს გასაგონად ვამბობ ბევრ რამეს (ანალოგიურს ფიქრობს ჩემი უფროსი ძმა და ჩემი რძალი) ცოტნეს საკითხი იყო ძალიან რთული, პირველ ეტაპზე ფაქტობრივად ყველა იმედი გადაწურული იყო, ქართველმა ექიმებმა და ქართულმა ჯანდაცვის სისტემამ მართლა ყველაფერი გააკეთეს, რომ სიტუაცია რადიკალურად სასიკეთოდ შემობრუნებულიყო... შემდეგ დადგა ეტაპი, როდესაც ცოტნე საჭიროებდა საზღვარგარეთ მკურნალობას, შეირჩა კლინიკა და საქართველოს მთავრობის, ასევე ფონდი ქართუს სრული ჩართულობით, სამედიცინო თვითმფრინავით გადაყვანილ იქნა თურქეთის, ისტამბულის აჯიბადემის კლინიკაში, სადაც ფაქტობრივად, სასწაული მოახდინეს ექიმებმა და ხანგრძლივი მკურნალობის შემდეგ, ცოტნე გამოაღვიძეს.

მესამე ეტაპი, რომელიც რეაბილიტაციას მოიცავს, დაიწყო ახლა, ასევე ზემოთხსენებული ადამიანების ორგანიზებით და ჩვენი სრული ჩართულობით. რეაბილიტაცია თურქეთში გადაწყდა იმ მიზეზის გამო, რომ იმ დროისთვის, ცნობილი მოვლენების გათვალისწინებით, ევროკავშირი იყო სრულიად დახურული და მიუხედავად ქ-ნი ე.ტიკარაძის პირადი ძალისხმევისა, გერმანულ მხარეს არ არმოაჩნდა მზაობა მიეღო სარეაბილიტაციოდ პაციენტი. ცოტნე მოიტაცეს, ცოტნე გაიტაცეს, ცოტნე არ ვიცით სადაა, გიორგის "ტვიტერი" ყალბია და ა.შ. არის სპეკულაცია, სხვა თუ არაფერი. არ ჩამოვთვლი იმ არამკითხე მოამბეების სახელებსა და გვარებს, ვინც ამ სისულელში არიან ჩართულნი და ამ სისულელეებსა და სიცრუეს ტირაჟირებენ. არ მინდა და არ მაქვს სურვილი მანანას ნათქვამზე ან თუნდაც რაიმე საქციელზე კომენტარი გავაკეთო. ზრდასრული, დამოუკიდებელი ადამიანია და თავად არის თავის გაკეთებულ საქმეზე თუ ნათქვამზე პასუხისმგებელი....

ახლა ბოლოს, ცოტნეს მკურნალობის არცერთ ეტაპზე, არცერთი ინსტანციისგან, მაქვს მხედველობაში ქართული სახლემწიფო ინსტიტუტები, მმართველი გუნდი თუ ადგილობრივი საელჩო, იოტისხელა ყურადღება არ მოკლებია მას და არც თურქეთში მყოფ დედამისს ან მის მეუღლე ანის. ყველაფერი ცოტნეს გარშემო მიდის და მიდიოდა უმაღლესი ყურადღებით და უმაღლესი სტანდარტების სრული დაცვით, რაც დღევანდელ მსოფლიოში შეიძლება რომ ადამიანს ქონდეს. კიდევ ერთხელ მადლობა ბატონ ბიძინა ივანიშვილს, საქართველოს მთავრობას, პრემიერიდან დაწყებული და ბოლო წევრით დამთავრებული, საქართველოს პრეზიდენტს გამოჩენილი ყურადღებისთვის და მთელ საზოგადოებას, განურჩევლად პოლიტიკური შეხედულებისა, რომელთათვისაც ძვირფასია ცოტნე და გამსახურდიების ოჯახი. მე კიდევ გავაგრძელებ ჩემ ძმაზე ზრუნვას ვიღაცეების ფხუკუნის მიუხედავად.

p.s. არ იტევს ეს დალოცვლილი "ტვიტერი" მეტს და მიწევს ამ ფორმით ხოლმე ინფორმაციის გადმოცემა", - წერს გიორგი გამსახურდია.

<blockquote class="twitter-tweet"><p lang="ka" dir="ltr">სალამი მეგობრებო,ორი სიტყვით ცოტნეს ამბების შესახებ. რადგან ტვიტერი ვერ იტევს შინაარსობრივად ჩემს თუნდაც მინიმალურ სათქმელს,გთავაზობთ მიბმული ფაილის მეშვეობით. მადლობა ყურადღებისათვის <a href="https://t.co/hLkvkMGazZ">pic.twitter.com/hLkvkMGazZ</a></p>&mdash; George Gamsakhurdia (@GeorgeGamsa1979) <a href="https://twitter.com/GeorgeGamsa1979/status/1247592551986737152?ref_src=twsrc%5Etfw">April 7, 2020</a></blockquote> <script async src="https://platform.twitter.com/widgets.js" charset="utf-8"></script>

ცოტნე გამსახურდია 19 დეკემბერს დაჭრეს. მისი დაჭრის ფაქტზე 4 პირია დაკავებული. ცოტნე გამსახურდიას თურქეთის კლინიკაში მკურნალობენ. შეგახსენებთ, ცოტა ხნის წინ საქართველოს ყოფილი პირველი ლედი მანანა არჩვაძე-გამსახურდია ვაჟის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ განსხვავებულ ინფორმაციას ავრცელებდა და საზოგადოებას დახმარებას სთხოვდა. როგორც მანანა არჩვაძე გამსახურდია წერდა, ცოტნეს ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია და მის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება. პაციენტის დედა ვაჟის სხვა კლინიკაში გადაყვანას ითხოვდა.

მანანა გამსახურდიას გავრცელებული ინფორმაცია არ დაადასტურა არც ცოტნეს მეუღლემ ანა ჯაბაურმა.