სამართალი
სამხედრო
მსოფლიო

1

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:33-ზე, მთვარე კუროშია კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. აგრეთვე დაკარგული ნივთების, ადამიანების მოსაძებნად. გააფართოეთ ბიზნესი, დაარეგულირეთ ურთიერთობა ბიზნესპარტნიორებთან. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. არასასურველია უძრავი ქონებით ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. კარგი დღეა სწავლისთვის, სამეცნიერო სამუშაოსთვის, გამოცდის ჩაბარება სხვა დღისთვის გადადეთ. ცუდი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, შორ მანძილზე მგზავრობისთვის. შეძლებისდაგვარად მოუარეთ ყვავილებს, დარგეთ ხეები, გაისეირნეთ ბუნებაში. მოერიდეთ ალკოჰოლს, სიგარეტს, კუჭის გადატვირთვას; ოპერაციების ჩატარებას კისერსა და ყელზე. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
პოლიტიკა
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
საქართველოში კორონავირუსით მესამე პაციენტი გარდაიცვალა
საქართველოში კორონავირუსით მესამე პაციენტი გარდაიცვალა

სა­ქარ­თვე­ლო­ში კო­რო­ნა­ვირუ­სით ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი მე­სა­მე პა­ცი­ენ­ტი გარ­და­იც­ვა­ლა. 86 წლის ქალი თბი­ლი­სის ინ­ფექ­ცი­უ­რი სა­ა­ვად­მყო­ფოს პა­ცი­ენ­ტი იყო. გარ­დაც­ვა­ლე­ბა დღის 14:00 სა­ა­თის­თვის და­ფიქ­სირ­და.

"დღეს სამ­წუ­ხა­როდ, ჩვენს ცენ­ტრში და­ფიქ­სირ­და COVID-19-ით გარ­დაც­ვა­ლე­ბის რი­გით მე-3 შემ­თხვე­ვა ქვეყ­ნის­თვის და პირ­ვე­ლი ჩვე­ნი სა­ა­ვად­მყო­ფოს­თვის. მინ­და გი­თხრათ, რომ ეს გარ­და­უ­ვა­ლი იყო. ეს იყო 86 წლის ქალ­ბა­ტო­ნი, რო­მე­ლიც 2 კვი­რა­ზე მე­ტია ჩვენ­თა­ნაა. პრაქ­ტი­კუ­ლად, ეს იყო ყვე­ლა­ზე მძი­მე პა­ცი­ენ­ტი ალ­ბათ, რაც კი ეპი­დე­მი­ის და­წყე­ბი­დან შე­მო­სუ­ლა კლი­ნი­კა­ში.

გარ­და იმი­სა, რომ ის 86 წლის იყო, მას ჰქონ­და მძი­მე თან­მხლე­ბი ნევ­რო­ლო­გი­უ­რი და­ა­ვა­დე­ბა, ჰქონ­და მძი­მე ორ­მხრი­ვი პნევ­მო­ნია, რო­მე­ლიც შე­ფა­სე­ბუ­ლი იყო მაქ­სი­მა­ლუ­რი 24 ქუ­ლით, რაც იმას ნიშ­ნავს, რომ პრაქ­ტი­კუ­ლად, არ იყო დარ­ჩე­ნი­ლი ჯან­მრთე­ლი ფილ­ტვის ქსო­ვი­ლი, ჰქონ­და მძი­მე სეფ­სი­სი და კი­დევ სხვა მძი­მე გარ­თუ­ლე­ბე­ბი.

2 კვი­რის მან­ძილ­ზე ეს პა­ცი­ენ­ტი იმ­ყო­ფე­ბო­და რე­ა­ნი­მა­ცი­ა­ში. ექი­მებ­მა ყვე­ლა­ფე­რი გა­ა­კე­თეს. ვფიქ­რობ, უფრო მე­ტიც, ვიდ­რე ადა­მი­ანს შე­უძ­ლია, მაგ­რამ სამ­წუ­ხა­როდ, სი­ტუ­ა­ცია იყო ისე­თი, რომ შე­უ­თავ­სე­ბე­ლი იყო სი­ცო­ცხლეს­თან და გა­დარ­ჩე­ნა ვერ მო­ხერ­ხდა”, - გა­ნა­ცხა­და ინ­ფექ­ცი­უ­რი კლი­ნი­კის ხელ­მძღვა­ნელ­მა თენ­გიზ ცერ­ცვა­ძემ მე­დი­ის­თვის გა­კე­თე­ბულ კო­მენ­ტარ­ში.

ეს კო­რო­ნა­ვირუ­სით ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი პა­ცი­ენ­ტის გარ­დაც­ვა­ლე­ბის მე­სა­მე შემ­თხვე­ვაა. წინა ორ შემ­თხვე­ვა­ში პა­ცი­ენ­ტე­ბი 79 და 81 წლის ქალ­ბა­ტო­ნე­ბი იყ­ვნენ.

ამ­ჟა­მად, სა­ქარ­თვე­ლო­ში კო­რო­ნა­ვირუ­სით ინ­ფი­ცი­რე­ბის შემ­თხვე­ვა­თა რა­ო­დე­ნო­ბა 195-მდეა. ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია მთავ­რო­ბის მიერ შექ­მნილ სპე­ცი­ა­ლურ ვებ-გვერ­დზე stopcov.ge-ზე არის გან­თავ­სე­ბუ­ლი.

კა­რან­ტი­ნის რე­ჟიმ­შია 4735 ადა­მი­ა­ნი, ხოლო სტა­ცი­ო­ნარ­ში მეთ­ვალ­ყუ­რე­ო­ბის ქვეშ - 383 პირი. 195 შემ­თხვე­ვი­დან გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბუ­ლია 39 პირი, ხოლო 3 - გარ­დაც­ვლი­ლი.

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კადრები: რა ხდებოდა 2 ძლიერი მიწისძვრის დროს მიანმარში? - დაღუპულთა რაოდენობა 1 000-ს გასცდა
ავტორი:

საქართველოში კორონავირუსით მესამე პაციენტი გარდაიცვალა

საქართველოში კორონავირუსით მესამე პაციენტი გარდაიცვალა

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული მესამე პაციენტი გარდაიცვალა. 86 წლის ქალი თბილისის ინფექციური საავადმყოფოს პაციენტი იყო. გარდაცვალება დღის 14:00 საათისთვის დაფიქსირდა.

"დღეს სამწუხაროდ, ჩვენს ცენტრში დაფიქსირდა COVID-19-ით გარდაცვალების რიგით მე-3 შემთხვევა ქვეყნისთვის და პირველი ჩვენი საავადმყოფოსთვის. მინდა გითხრათ, რომ ეს გარდაუვალი იყო. ეს იყო 86 წლის ქალბატონი, რომელიც 2 კვირაზე მეტია ჩვენთანაა. პრაქტიკულად, ეს იყო ყველაზე მძიმე პაციენტი ალბათ, რაც კი ეპიდემიის დაწყებიდან შემოსულა კლინიკაში.

გარდა იმისა, რომ ის 86 წლის იყო, მას ჰქონდა მძიმე თანმხლები ნევროლოგიური დაავადება, ჰქონდა მძიმე ორმხრივი პნევმონია, რომელიც შეფასებული იყო მაქსიმალური 24 ქულით, რაც იმას ნიშნავს, რომ პრაქტიკულად, არ იყო დარჩენილი ჯანმრთელი ფილტვის ქსოვილი, ჰქონდა მძიმე სეფსისი და კიდევ სხვა მძიმე გართულებები.

2 კვირის მანძილზე ეს პაციენტი იმყოფებოდა რეანიმაციაში. ექიმებმა ყველაფერი გააკეთეს. ვფიქრობ, უფრო მეტიც, ვიდრე ადამიანს შეუძლია, მაგრამ სამწუხაროდ, სიტუაცია იყო ისეთი, რომ შეუთავსებელი იყო სიცოცხლესთან და გადარჩენა ვერ მოხერხდა”, - განაცხადა ინფექციური კლინიკის ხელმძღვანელმა თენგიზ ცერცვაძემ მედიისთვის გაკეთებულ კომენტარში.

ეს კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტის გარდაცვალების მესამე შემთხვევაა. წინა ორ შემთხვევაში პაციენტები 79 და 81 წლის ქალბატონები იყვნენ.

ამჟამად, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 195-მდეა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე არის განთავსებული.

კარანტინის რეჟიმშია 4735 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 383 პირი. 195 შემთხვევიდან გამოჯანმრთელებულია 39 პირი, ხოლო 3 - გარდაცვლილი.

გარდაცვლილი 86 წლის ქალის შვილები ამ დრომდე ინფექციურში მკურნალობენ - "ეს იყო ოჯახური შემთხვევა"

"თვენახევრის შემდეგ ეპიდემია წავა ქვემოთ... საქართველო ამ უმძიმესი გამოწვევიდან მინიმალური დანაკარგით გამოვა" - თენგიზ ცერცვაძე

"ჩემი ვარაუდით, საქართველოში ინფიცირების შემთხვევათა ჯამური რაოდენობა არ გადააჭარბებს ათასს" - თენგიზ ცერცვაძე