პოლიტიკა
სპორტი
მსოფლიო

10

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 18:38-ზე, მთვარე ქალწულშია ნუ წამოიწყებთ ახალ საქმეებს. უმჯობესია, დრო დაშვებული შეცდომების გამოსასწორებლად გამოიყენოთ. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული პრობლემები განხილვა სხვა დღისთვის გადაიტანეთ. კარგი დღეა სწავლისთვის, ცოდნის მისაღებად. კარგია საქმეების შესრულება თანამოაზრებთან ერთად, კოლექტივში. მოერიდეთ საოჯახო საქმეების საჯაროდ განხილვას, ურთიერთობის გარჩევას. მოერიდეთ მგზავრობას, მოგზაურობის დაწყებას; საქმის, საქმიანობის შეცვლას. ნუ იშიმშილებთ, მაგრამ ნურც კუჭს გადატვირთავთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას.
საზოგადოება
სამართალი
მეცნიერება
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ყველაზე მთავარი არ დაგვავიწყდეს - ერთმანეთს გავუფრთხილდეთ! ერთმანეთის სიყვარული არ დავკარგოთ, თორემ მერე ყველაფერი სულერთი იქნება
ყველაზე მთავარი არ დაგვავიწყდეს - ერთმანეთს გავუფრთხილდეთ! ერთმანეთის სიყვარული არ დავკარგოთ, თორემ მერე ყველაფერი სულერთი იქნება

ყვე­ლა­ზე მთა­ვა­რი არ დაგ­ვა­ვი­წყდეს - ერ­თმა­ნეთს გა­ვუფრ­თხილ­დეთ! ერ­თმა­ნე­თის სიყ­ვა­რუ­ლი არ დავ­კარ­გოთ, თო­რემ მერე ყვე­ლა­ფე­რი სუ­ლერ­თი იქ­ნე­ბა

13 აპ­რი­ლი­დან - „ბიბ­ლი­ის გან­მარ­ტე­ბე­ბის“ მერ­ვე ტომი გა­ზეთ „კვი­რის პა­ლიტ­რას­თან“ ერ­თად. ამ ტომ­ში და­ვით მე­ფის ფსალ­მუნ­თა (11-20 კა­ნო­ნე­ბის) გან­მარ­ტე­ბე­ბი შე­ვი­და.

გთა­ვა­ზობთ პრო­ექ­ტის ავ­ტო­რი­სა და მთა­ვა­რი რე­დაქ­ტო­რის თა­მარ მა­მა­ცაშ­ვი­ლის მო­რიგ ბლოგს:

თუ დღე­ვან­დელ მოვ­ლე­ნებს სუ­ლი­ე­რი თვა­ლით შევ­ხვე­დავთ, მა­შინ­ვე აღ­მო­ვა­ჩენთ, რომ მარ­თლაც ბიბ­ლი­ურ ეპო­ქა­ში ვცხოვ­რობთ. ალ­ბათ არც ის არის შემ­თხვე­ვი­თი, რომ სწო­რედ ახლა, ამ სა­კა­ცობ­რიო გან­საც­დე­ლი­სას ინე­ბა უფალ­მა, რომ ქარ­თულ ენა­ზე ჰქო­ნო­და ქარ­თველ მკი­თხველს ასე­თი სრუ­ლი სიმ­ფო­ნი­უ­რი გან­მარ­ტე­ბა ბიბ­ლი­ის ტექ­სტი­სა. იქ­ნებ იმი­სათ­ვის, რომ სუ­ლი­ე­რად გაძ­ლი­ე­რე­ბულ­ნი, წმინ­და მა­მა­თა სწავ­ლე­ბით განბ­რძნო­ბილ­ნი დავ­ხდეთ მო­სა­ლოდ­ნელ სიძ­ნე­ლე­ებს.

რა დროს წიგ­ნი­აო - იქ­ნებ მა­ვან­მა გა­ი­ფიქ­როს, მაგ­რამ სწო­რე­დაც რომ ახ­ლაა ამ წიგ­ნე­ბის დრო, ყვე­ლა­ზე მე­ტად ამის დროა ახლა! ამ ტო­მე­ულ­ში ხომ ყვე­ლა იმ კი­თხვა­ზე პა­სუხს ამო­ვი­კი­თხავთ, ახლა რომ თი­თო­ე­ულ ჩვენ­განს არ გვას­ვე­ნებს: რა ხდე­ბა? რა­ტომ ხდე­ბა? რო­გორ მო­ვიქ­ცეთ? რა­ტომ, უფა­ლო?

„ბიბ­ლია გან­მარ­ტე­ბე­ბით“ - აი, პა­სუ­ხი დღე­ვან­დე­ლო­ბა­ზე.

***ეს ყვე­ლა­ფე­რი რომ ჩა­ივ­ლის:

ჩვენ, ყვე­ლას, კი­დევ უკეთ გვე­ცო­დი­ნე­ბა, რომ მა­რა­დი­უ­ლი ამ­ქვეყ­ნად არა­ფე­რია და ერთ მშვე­ნი­ერ დღეს ყვე­ლა­ფე­რი შე­იძ­ლე­ბა ისე გაქ­რეს, თვა­ლიც ვე­ღარ მოვკრათ...ჩვენ, ყვე­ლა, ერ­თად მივ­ხვდე­ბით, რომ ის, რაც გვაქვს, უკეთ უნდა და­ვა­ფა­სოთ და მად­ლი­ერ­ნი ვი­ყოთ...

ჩვენ, ყვე­ლას, დაგვღ­ლის უერ­თმა­ნე­თო­ბა და მე­ტად შე­ვიყ­ვა­რებთ ადა­მი­ა­ნებს...ჩვენ მე­ტად დავ­ფიქ­რდე­ბით სამ­ყა­რო­ზე, რო­გორც ღვთის სა­ჩუ­ქარ­ზე, მე­ტად მო­ვუფრ­თხილ­დე­ბით, უკეთ ვიზ­რუ­ნებთ მო­მა­ვალ თა­ო­ბებ­ზე...ჩვენ, ყვე­ლა, და­ვი­ნა­ხავთ, რომ უფ­ლის ერ­თგუ­ლე­ბა, რწმე­ნა უმ­თავ­რე­სია ყო­ვე­ლი გან­საც­დე­ლის დროს და ღა­ლა­ტი გულ­ში არ უნდა გა­ვივ­ლოთ, რო­გორც არ უნდა გაგ­ვი­ჭირ­დეს...

ეს გან­საც­დე­ლი რომ ჩა­ივ­ლის, აღ­მოვ­ჩნდე­ბით ახალ რე­ა­ლო­ბა­ში და მე ძა­ლი­ან მინ­და, რომ ის რე­ა­ლო­ბა იყოს უკე­თე­სი - სი­ნათ­ლით, სი­კე­თით და სიყ­ვა­რუ­ლით სავ­სე...

ეს ტკი­ვი­ლი აუ­ცი­ლებ­ლად ჩა­ივ­ლის...

ახლა კი მოთ­მი­ნე­ბა გვმარ­თებს...

სიფრ­თხი­ლე და არა - შიში...

სიფრ­თხი­ლე და არა - სი­ძულ­ვი­ლი ერ­თმა­ნე­თი­სა...

სიფრ­თხი­ლე და არა - უნ­დობ­ლო­ბა, ეჭვი...

ვი­ღა­ცას ძა­ლი­ან უნდა, რომ ყვე­ლას გვე­ში­ნო­დეს!!!

ჰოდა, ნუ გე­ში­ნი­ათ, ჩემო ტკბი­ლო მე­გობ­რე­ბო! ნუ­რაფ­რის ნუ გე­ში­ნი­ათ!!! ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად იქ­ნე­ბა!!!

***მე­გობ­რე­ბო, ჩემო საყ­ვა­რე­ლო ხალ­ხო, ჩემო კე­თი­ლო და თბი­ლო ადა­მი­ა­ნე­ბო, ვირუ­სი შე­იძ­ლე­ბა გავ­რცელ­დეს და ადრე თუ გვი­ან მო­ვი­დეს ჩვენს გა­რე­მოც­ვა­შიც. შე­იძ­ლე­ბა სხვა გან­საც­დე­ლიც დაგ­ვა­ტყდეს თავს ყვე­ლას ერ­თად, არც ის არის გა­მო­რი­ცხუ­ლი, თა­ვის გა­დარ­ჩე­ნა­ზეც მიდ­გეს საქ­მე... ჰოდა აი, მანდ გა­მოჩ­ნდე­ბა, ვინ ვინ ვიქ­ნე­ბით... შეგ­ვრჩე­ბა თუ არა ადა­მი­ა­ნო­ბის ნი­შან­წყა­ლი... სხვი­სი სი­ცო­ცხლის­თვის სა­კუ­თა­რის გა­წირ­ვას თუ არა, რის­კზე წას­ვლას მა­ინც თუ შევ­ძლებთ? თუ სა­კუ­თა­რი კე­თილ­დღე­ო­ბის­თვის გავ­წი­რავთ ყვე­ლას და ყვე­ლა­ფერს და დავ­ჭამთ ერ­თმა­ნეთს? ერთი რამ გვა­ვი­წყდე­ბა - ისე გვა­ვი­წყდე­ბა, რომ თით­ქოს არც გაგ­ვე­გო­ნოს, ან არ გვჯე­რო­დეს: სიკ­ვდი­ლი ადრე თუ გვი­ან ყვე­ლას მოგ­ვად­გე­ბა! მთა­ვა­რი კი ის არის, რო­გორ - გუ­ლის რა მდგო­მა­რე­ო­ბით შევ­ხვდე­ბით ამ დღეს!

გავფრ­თხილ­დეთ, კი ბა­ტო­ნო, და­ვიც­ვათ ყვე­ლა წესი, მო­ვე­რი­დოთ რის­კებს, მაგ­რამ ყვე­ლა­ზე მთა­ვა­რი არ დაგ­ვა­ვი­წყდეს! ერ­თმა­ნეთს გა­ვუფრ­თხილ­დეთ! ერ­თმა­ნე­თის სიყ­ვა­რუ­ლი არ დავ­კარ­გოთ, თო­რემ მერე ყვე­ლა­ფე­რი სუ­ლერ­თი იქ­ნე­ბა, თუნ­დაც 100 წელი ვი­ცო­ცხლოთ!

სუ­ლაც არ ვფიქ­რობ, რომ დღე­ვან­დე­ლი სა­შიშ­რო­ე­ბა რე­ა­ლუ­რია და პა­ნი­კის სა­ფუძ­ვე­ლი გვაქვს ვინ­მეს, უბ­რა­ლოდ ასე­თი გან­საც­დე­ლე­ბის დროს აუ­ცი­ლებ­ლად გვმარ­თებს სულ­ზე და­ფიქ­რე­ბა ყვე­ლას ერ­თად.

ჯან­მრთე­ლო­ბა, სიმ­შვი­დე, სი­ხა­რუ­ლი და ბედ­ნი­ე­რე­ბა არ მოგ­ვკლე­ბო­დეს, მე­გობ­რე­ბო! მიყ­ვარ­ხართ მე თქვენ და სი­ცო­ცხლე მარ­ტო ხორ­ცში ყოფ­ნა რომ არ არის, ამის გახ­სე­ნე­ბა მინ­დო­და თქვენ­თან ერ­თად! დი­დე­ბა უფალს!

***ქრის­ტი­ა­ნო­ბა გუ­ლის რე­ლი­გი­აა, სიყ­ვა­რუ­ლის რე­ლი­გია... ვი­საც ქრის­ტე მხო­ლოდ გო­ნე­ბა­ში ჰყავს და არა გულ­ში, ის ვერ და­ი­ტევს ქრის­ტი­ა­ნო­ბას, ღვთის ერ­თგუ­ლე­ბას, მორ­ჩი­ლე­ბას, თავ­მდაბ­ლო­ბას, სი­ნა­ნულს... ცხე­ლი გული სჭირ­დე­ბა ამას, გული, რო­მელ­შიც ქრის­ტეა... მხო­ლოდ გუ­ლის­მი­ერ ლოც­ვას შე­ი­წი­რავს უფა­ლი... მხო­ლოდ გუ­ლის­მი­ე­რი ქმე­დე­ბაა სი­კე­თე... წიგნ­ში ნას­წავ­ლი ქრის­ტი­ა­ნო­ბა მა­შინ ხდე­ბა რწმე­ნა, თუ გო­ნე­ბით გულ­ში ჩაღ­რმა­ვე­ბას შევ­ძლებთ და სიყ­ვა­რუ­ლის ცე­ცხლი მო­ე­დე­ბა გულ­საც და გო­ნე­ბა­საც... სხვაგ­ვა­რად ათას­ნა­ირ ხრიკს დაგ­ვი­გებს ბო­რო­ტი გო­ნე­ბის ასა­რე­ვად, რწმე­ნა­ში და­სა­ეჭ­ვებ­ლად...

ღმერ­თმა დაგ­ლო­ცოთ, უფალს მინ­დო­ბი­ლო ადა­მი­ა­ნე­ბო...

ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად იქ­ნე­ბა!

***

როცა გვი­ჭირს სა­კუ­თარ თავ­ში და­ცე­მუ­ლი ბუ­ნე­ბის შეც­ნო­ბა, სწო­რედ მა­შინ ვდგა­ვართ და­ღუპ­ვის გზა­ზე და არა მა­შინ, როცა ჩვენ მიერ ჩა­დე­ნი­ლი საქ­ცი­ე­ლე­ბის გამო სი­ნა­ნუ­ლი გვი­კარ­გავს მოს­ვე­ნე­ბას.

ამი­ტომ ევედ­რე­ბი­ან მორ­წმუ­ნე­ნი დიდი მარ­ხვის გან­მავ­ლო­ბა­ში ეფ­რემ ასუ­რის ლოც­ვა­ში უფალს, რომ მო­ა­ნი­ჭოს სა­კუ­თა­რი ცოდ­ვე­ბის გან­ცდა.

ინე­ბოს ღმერ­თმა და მხო­ლოდ სი­ტყვე­ბად არ დარ­ჩე­ნი­ლი­ყოს ჩვენ მიერ მი­ტე­ვე­ბის დღეს წარ­მოთ­ქმუ­ლი: "მა­პა­ტიე, თუ რამე გან­წყე­ნი­ნე".

თუო? თუ კი არა, რა მოთ­ვლის, რამ­დე­ნი ბალ­ღა­მით არის სავ­სე ჩვე­ნი ფიქ­რი, აზრი, გო­ნე­ბა, რამ­დე­ნი ვე­რა­გო­ბა და ცბი­ე­რე­ბა მო­დის ჩვე­ნი ბა­გე­ე­ბი­დან, რამ­დე­ნი შური და ბოღ­მა და­ბუ­დე­ბუ­ლა ჩვენს გუ­ლებ­ში.

ნე­ტავ, გუ­ლის გუ­ლამ­დე გვეგ­რძნოს სა­კუ­თა­რი და­ცე­მუ­ლო­ბა და ცოდ­ვე­ბის სიმ­რავ­ლე.

***

რა­ტომ არის და­ვით მეფ­სალ­მუ­ნის ფსალ­მუნ­თა გან­მარ­ტე­ბე­ბი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ყვე­ლა მლოც­ვე­ლი­სათ­ვის? რა­ტომ აღ­წევს უფ­ლამ­დე ფსალ­მუნ­თა გუ­ლით მღა­ღა­დებ­ლის ლოც­ვა? მეფე და­ვი­თი ყვე­ლა­ზე მთა­ვარს მიხ­ვდა - სი­ნა­ნუ­ლი რომ იყო ცოდ­ვი­ლი ცხოვ­რე­ბის გა­მოს­ყიდ­ვის და ღვთის წყა­ლო­ბის მო­პო­ვე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა.

სი­ნა­ნუ­ლია ყო­ვე­ლი გან­საც­დე­ლის დაძ­ლე­ვის გზა, სი­ნა­ნუ­ლით გა­დარ­ჩე­ბა ყო­ვე­ლი ადა­მი­ა­ნი თუ ღვთის­მო­სა­ვი ერი.

ჰოდა, სი­ნა­ნუ­ლით გა­დავ­შა­ლოთ „ბიბ­ლი­ის გან­მარ­ტე­ბე­ბის“ მე-8 ტო­მიც და, წმინ­და და­ვით მე­ფის ფსალ­მუნ­თა კვალ­დაკ­ვალ, იქ­ნებ ჩვენს სუ­ლებ­შიც გა­იღ­ვი­ძოს სი­ნა­ნულ­მა ჩვე­ნი უღ­მერ­თო ცხოვ­რე­ბის გამო, ფუ­ჭად და­კარ­გუ­ლი წლე­ბის გამო, იქ­ნებ ინე­ბოს ღმერ­თმა, მოგ­ვმად­ლოს წყა­ლო­ბა, სიმ­შვი­დე და სი­ხა­რუ­ლი!

მერ­ვე ტომი 13 აპ­რი­ლი­დან გა­ი­ყი­დე­ბა გა­ზეთ „კვი­რის პა­ლიტ­რას­თან“ ერ­თად სუ­პერ­მარ­კე­ტებ­ში, სა­დაც სა­გა­ზე­თო სტენ­დე­ბიც არის. არ გა­მოგრჩეთ, თო­რემ ვიდ­რე „ბიბ­ლუ­სის“ მა­ღა­ზი­ე­ბი და­კე­ტი­ლია, გა­მორ­ჩე­ნილ ტო­მებს ვერ შე­ი­ძენთ!

ტატა
0

მადლობა სასიამოვნო სტატიისათვის

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
ავტორი:

ყველაზე მთავარი არ დაგვავიწყდეს - ერთმანეთს გავუფრთხილდეთ! ერთმანეთის სიყვარული არ დავკარგოთ, თორემ მერე ყველაფერი სულერთი იქნება

ყველაზე მთავარი არ დაგვავიწყდეს - ერთმანეთს გავუფრთხილდეთ! ერთმანეთის სიყვარული არ დავკარგოთ, თორემ მერე ყველაფერი სულერთი იქნება

ყველაზე მთავარი არ დაგვავიწყდეს - ერთმანეთს გავუფრთხილდეთ! ერთმანეთის სიყვარული არ დავკარგოთ, თორემ მერე ყველაფერი სულერთი იქნება

13 აპრილიდან - „ბიბლიის განმარტებების“ მერვე ტომი გაზეთ „კვირის პალიტრასთან“ ერთად. ამ ტომში დავით მეფის ფსალმუნთა (11-20 კანონების) განმარტებები შევიდა.

გთავაზობთ პროექტის ავტორისა და მთავარი რედაქტორის თამარ მამაცაშვილის მორიგ ბლოგს:

თუ დღევანდელ მოვლენებს სულიერი თვალით შევხვედავთ, მაშინვე აღმოვაჩენთ, რომ მართლაც ბიბლიურ ეპოქაში ვცხოვრობთ. ალბათ არც ის არის შემთხვევითი, რომ სწორედ ახლა, ამ საკაცობრიო განსაცდელისას ინება უფალმა, რომ ქართულ ენაზე ჰქონოდა ქართველ მკითხველს ასეთი სრული სიმფონიური განმარტება ბიბლიის ტექსტისა. იქნებ იმისათვის, რომ სულიერად გაძლიერებულნი, წმინდა მამათა სწავლებით განბრძნობილნი დავხდეთ მოსალოდნელ სიძნელეებს.

რა დროს წიგნიაო - იქნებ მავანმა გაიფიქროს, მაგრამ სწორედაც რომ ახლაა ამ წიგნების დრო, ყველაზე მეტად ამის დროა ახლა! ამ ტომეულში ხომ ყველა იმ კითხვაზე პასუხს ამოვიკითხავთ, ახლა რომ თითოეულ ჩვენგანს არ გვასვენებს: რა ხდება? რატომ ხდება? როგორ მოვიქცეთ? რატომ, უფალო?

„ბიბლია განმარტებებით“ - აი, პასუხი დღევანდელობაზე.

***ეს ყველაფერი რომ ჩაივლის:

ჩვენ, ყველას, კიდევ უკეთ გვეცოდინება, რომ მარადიული ამქვეყნად არაფერია და ერთ მშვენიერ დღეს ყველაფერი შეიძლება ისე გაქრეს, თვალიც ვეღარ მოვკრათ...ჩვენ, ყველა, ერთად მივხვდებით, რომ ის, რაც გვაქვს, უკეთ უნდა დავაფასოთ და მადლიერნი ვიყოთ...

ჩვენ, ყველას, დაგვღლის უერთმანეთობა და მეტად შევიყვარებთ ადამიანებს...ჩვენ მეტად დავფიქრდებით სამყაროზე, როგორც ღვთის საჩუქარზე, მეტად მოვუფრთხილდებით, უკეთ ვიზრუნებთ მომავალ თაობებზე...ჩვენ, ყველა, დავინახავთ, რომ უფლის ერთგულება, რწმენა უმთავრესია ყოველი განსაცდელის დროს და ღალატი გულში არ უნდა გავივლოთ, როგორც არ უნდა გაგვიჭირდეს...

ეს განსაცდელი რომ ჩაივლის, აღმოვჩნდებით ახალ რეალობაში და მე ძალიან მინდა, რომ ის რეალობა იყოს უკეთესი - სინათლით, სიკეთით და სიყვარულით სავსე...

ეს ტკივილი აუცილებლად ჩაივლის...

ახლა კი მოთმინება გვმართებს...

სიფრთხილე და არა - შიში...

სიფრთხილე და არა - სიძულვილი ერთმანეთისა...

სიფრთხილე და არა - უნდობლობა, ეჭვი...

ვიღაცას ძალიან უნდა, რომ ყველას გვეშინოდეს!!!

ჰოდა, ნუ გეშინიათ, ჩემო ტკბილო მეგობრებო! ნურაფრის ნუ გეშინიათ!!! ყველაფერი კარგად იქნება!!!

***მეგობრებო, ჩემო საყვარელო ხალხო, ჩემო კეთილო და თბილო ადამიანებო, ვირუსი შეიძლება გავრცელდეს და ადრე თუ გვიან მოვიდეს ჩვენს გარემოცვაშიც. შეიძლება სხვა განსაცდელიც დაგვატყდეს თავს ყველას ერთად, არც ის არის გამორიცხული, თავის გადარჩენაზეც მიდგეს საქმე... ჰოდა აი, მანდ გამოჩნდება, ვინ ვინ ვიქნებით... შეგვრჩება თუ არა ადამიანობის ნიშანწყალი... სხვისი სიცოცხლისთვის საკუთარის გაწირვას თუ არა, რისკზე წასვლას მაინც თუ შევძლებთ? თუ საკუთარი კეთილდღეობისთვის გავწირავთ ყველას და ყველაფერს და დავჭამთ ერთმანეთს? ერთი რამ გვავიწყდება - ისე გვავიწყდება, რომ თითქოს არც გაგვეგონოს, ან არ გვჯეროდეს: სიკვდილი ადრე თუ გვიან ყველას მოგვადგება! მთავარი კი ის არის, როგორ - გულის რა მდგომარეობით შევხვდებით ამ დღეს!

გავფრთხილდეთ, კი ბატონო, დავიცვათ ყველა წესი, მოვერიდოთ რისკებს, მაგრამ ყველაზე მთავარი არ დაგვავიწყდეს! ერთმანეთს გავუფრთხილდეთ! ერთმანეთის სიყვარული არ დავკარგოთ, თორემ მერე ყველაფერი სულერთი იქნება, თუნდაც 100 წელი ვიცოცხლოთ!

სულაც არ ვფიქრობ, რომ დღევანდელი საშიშროება რეალურია და პანიკის საფუძველი გვაქვს ვინმეს, უბრალოდ ასეთი განსაცდელების დროს აუცილებლად გვმართებს სულზე დაფიქრება ყველას ერთად.

ჯანმრთელობა, სიმშვიდე, სიხარული და ბედნიერება არ მოგვკლებოდეს, მეგობრებო! მიყვარხართ მე თქვენ და სიცოცხლე მარტო ხორცში ყოფნა რომ არ არის, ამის გახსენება მინდოდა თქვენთან ერთად! დიდება უფალს!

***ქრისტიანობა გულის რელიგიაა, სიყვარულის რელიგია... ვისაც ქრისტე მხოლოდ გონებაში ჰყავს და არა გულში, ის ვერ დაიტევს ქრისტიანობას, ღვთის ერთგულებას, მორჩილებას, თავმდაბლობას, სინანულს... ცხელი გული სჭირდება ამას, გული, რომელშიც ქრისტეა... მხოლოდ გულისმიერ ლოცვას შეიწირავს უფალი... მხოლოდ გულისმიერი ქმედებაა სიკეთე... წიგნში ნასწავლი ქრისტიანობა მაშინ ხდება რწმენა, თუ გონებით გულში ჩაღრმავებას შევძლებთ და სიყვარულის ცეცხლი მოედება გულსაც და გონებასაც... სხვაგვარად ათასნაირ ხრიკს დაგვიგებს ბოროტი გონების ასარევად, რწმენაში დასაეჭვებლად...

ღმერთმა დაგლოცოთ, უფალს მინდობილო ადამიანებო...

ყველაფერი კარგად იქნება!

***

როცა გვიჭირს საკუთარ თავში დაცემული ბუნების შეცნობა, სწორედ მაშინ ვდგავართ დაღუპვის გზაზე და არა მაშინ, როცა ჩვენ მიერ ჩადენილი საქციელების გამო სინანული გვიკარგავს მოსვენებას.

ამიტომ ევედრებიან მორწმუნენი დიდი მარხვის განმავლობაში ეფრემ ასურის ლოცვაში უფალს, რომ მოანიჭოს საკუთარი ცოდვების განცდა.

ინებოს ღმერთმა და მხოლოდ სიტყვებად არ დარჩენილიყოს ჩვენ მიერ მიტევების დღეს წარმოთქმული: "მაპატიე, თუ რამე განწყენინე".

თუო? თუ კი არა, რა მოთვლის, რამდენი ბალღამით არის სავსე ჩვენი ფიქრი, აზრი, გონება, რამდენი ვერაგობა და ცბიერება მოდის ჩვენი ბაგეებიდან, რამდენი შური და ბოღმა დაბუდებულა ჩვენს გულებში.

ნეტავ, გულის გულამდე გვეგრძნოს საკუთარი დაცემულობა და ცოდვების სიმრავლე.

***

რატომ არის დავით მეფსალმუნის ფსალმუნთა განმარტებები განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი ყველა მლოცველისათვის? რატომ აღწევს უფლამდე ფსალმუნთა გულით მღაღადებლის ლოცვა? მეფე დავითი ყველაზე მთავარს მიხვდა - სინანული რომ იყო ცოდვილი ცხოვრების გამოსყიდვის და ღვთის წყალობის მოპოვების საშუალება.

სინანულია ყოველი განსაცდელის დაძლევის გზა, სინანულით გადარჩება ყოველი ადამიანი თუ ღვთისმოსავი ერი.

ჰოდა, სინანულით გადავშალოთ „ბიბლიის განმარტებების“ მე-8 ტომიც და, წმინდა დავით მეფის ფსალმუნთა კვალდაკვალ, იქნებ ჩვენს სულებშიც გაიღვიძოს სინანულმა ჩვენი უღმერთო ცხოვრების გამო, ფუჭად დაკარგული წლების გამო, იქნებ ინებოს ღმერთმა, მოგვმადლოს წყალობა, სიმშვიდე და სიხარული!

მერვე ტომი 13 აპრილიდან გაიყიდება გაზეთ „კვირის პალიტრასთან“ ერთად სუპერმარკეტებში, სადაც საგაზეთო სტენდებიც არის. არ გამოგრჩეთ, თორემ ვიდრე „ბიბლუსის“ მაღაზიები დაკეტილია, გამორჩენილ ტომებს ვერ შეიძენთ!

21 დეკემბრიდან უნიკალური პროექტის “ბიბლია განმარტებებით“ მე-17 ტომი გამოიცემა

#სასწაულიწიგნებშია - რა ვაჩუქოთ საახალწლოდ 8-12 წლის მოზარდებს

პალიტრა კლასიკა - სერია, რომელიც მსოფლიო და ქართველ კლასიკოს მწერლებს აერთიანებს