საზოგადოება
პოლიტიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ეკვადორში გარდაცვლილთა ცხედრებს ქუჩებში ტოვებენ - კორონავირუსის პანდემიის უმძიმესი შედეგი (ფოტოები)
ეკვადორში გარდაცვლილთა ცხედრებს ქუჩებში ტოვებენ - კორონავირუსის პანდემიის უმძიმესი შედეგი (ფოტოები)

ეკ­ვა­დორ­ში, ქა­ლაქ გუ­ა­ი­ა­კი­ლი­ში გარ­დაც­ვლილ­თა ცხედ­რებს ქუ­ჩებ­ში ტო­ვე­ბენ. ამის შე­სა­ხებ CNN წერს. გა­მო­ცე­მის ცნო­ბით, კო­რო­ნა­ვირუ­სის პან­დე­მი­ის გამო, სა­ხელ­მწი­ფო სერ­ვი­სე­ბი ქვეყ­ნის ყვე­ლა­ზე ხალ­ხმრა­ვალ ქა­ლაქ­ში კო­ლაფ­სის პი­რა­საა.

სა­ა­ვად­მყო­ფო­ებს არ აქვთ პა­ცი­ენ­ტე­ბის­თვის საკ­მა­რი­სი სა­წო­ლე­ბი, აღარ არის ად­გი­ლე­ბი მორ­გებ­ში და გა­დატ­ვირ­თუ­ლია დამ­კრძა­ლა­ვი ბი­უ­რო­ე­ბი, ცხედ­რე­ბის და­სას­ვე­ნებ­ლად ად­გი­ლე­ბი აღარ აქვთ და ზო­გი­ერ­თი მა­ცხოვ­რე­ბე­ლი ამ­ბობს, რომ იძუ­ლე­ბულ­ნი არი­ან გარ­დაც­ვლი­ლე­ბი ქუ­ჩა­ში და­ტო­ვონ.

უც­ნო­ბია, თუ რამ­დე­ნი ადა­მი­ა­ნია რე­ა­ლუ­რად გარ­დაც­ვლი­ლი COVID-19-ით. ოფი­ცი­ა­ლუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბით, ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლია 3 465 ადა­მი­ა­ნი და გარ­დაც­ვლი­ლია 172 პა­ცი­ენ­ტი, თუმ­ცა ქვე­ყა­ნა­ში შექ­მნი­ლი მდგო­მა­რე­ო­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, თვლი­ან, რომ ამ ციფრს რე­ა­ლუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბი ბევ­რად აჭარ­ბებს.

ბევ­რი ამ­ბობს, რომ მათი ოჯა­ხის წევ­რებს ვირუ­სის სიმპტო­მე­ბი აქვთ, თუმ­ცა კლი­ნი­კა­ში ვერ მკურ­ნა­ლო­ბენ, რად­გა­ნაც სა­ა­ვად­მყო­ფო­ებ­ში ად­გი­ლე­ბი აღარ არის.

"5 დღეა ვე­ლო­დე­ბით, რომ კლი­ნი­კა­ში მიგ­ვი­ღე­ბენ“- ამ­ბობს ფერ­ნან­დო ეს­პა­ნა reuters-თან სა­უბ­რი­სას. რო­მელ­მაც სა­ეჭ­ვო სიმპტო­მე­ბის მქო­ნე ოჯა­ხის წევ­რი კლი­ნი­კა­ში ვერ მო­ა­თავ­სა.

"და­ვი­ღა­ლეთ 911-ზე რეკ­ვით და ერ­თა­დერ­თი რა­საც გვე­უბ­ნე­ბი­ან არის ის რომ და­ვი­ცა­დოთ, რომ მუ­შა­ო­ბენ პრობ­ლე­მის აღ­მო­სა­ფხვრე­ლად“, - ამ­ბობს ის.

ავტორი:

ეკვადორში გარდაცვლილთა ცხედრებს ქუჩებში ტოვებენ - კორონავირუსის პანდემიის უმძიმესი შედეგი (ფოტოები)

ეკვადორში გარდაცვლილთა ცხედრებს ქუჩებში ტოვებენ - კორონავირუსის პანდემიის უმძიმესი შედეგი (ფოტოები)

ეკვადორში, ქალაქ გუაიაკილიში გარდაცვლილთა ცხედრებს ქუჩებში ტოვებენ. ამის შესახებ CNN წერს. გამოცემის ცნობით, კორონავირუსის პანდემიის გამო, სახელმწიფო სერვისები ქვეყნის ყველაზე ხალხმრავალ ქალაქში კოლაფსის პირასაა.

საავადმყოფოებს არ აქვთ პაციენტებისთვის საკმარისი საწოლები, აღარ არის ადგილები მორგებში და გადატვირთულია დამკრძალავი ბიუროები, ცხედრების დასასვენებლად ადგილები აღარ აქვთ და ზოგიერთი მაცხოვრებელი ამბობს, რომ იძულებულნი არიან გარდაცვლილები ქუჩაში დატოვონ.

უცნობია, თუ რამდენი ადამიანია რეალურად გარდაცვლილი COVID-19-ით. ოფიციალური მონაცემებით, ინფიცირებულია 3 465 ადამიანი და გარდაცვლილია 172 პაციენტი, თუმცა ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, თვლიან, რომ ამ ციფრს რეალური მონაცემები ბევრად აჭარბებს.

ბევრი ამბობს, რომ მათი ოჯახის წევრებს ვირუსის სიმპტომები აქვთ, თუმცა კლინიკაში ვერ მკურნალობენ, რადგანაც საავადმყოფოებში ადგილები აღარ არის.

"5 დღეა ველოდებით, რომ კლინიკაში მიგვიღებენ“- ამბობს ფერნანდო ესპანა reuters-თან საუბრისას. რომელმაც საეჭვო სიმპტომების მქონე ოჯახის წევრი კლინიკაში ვერ მოათავსა.

"დავიღალეთ 911-ზე რეკვით და ერთადერთი რასაც გვეუბნებიან არის ის რომ დავიცადოთ, რომ მუშაობენ პრობლემის აღმოსაფხვრელად“, - ამბობს ის.

ნიუ-იორკის ზოოპარკში ვეფხვს კორონავირუსი დაუდასტურდა

იტალიელმა მღვდელმა მრევლის ფოტოები დაბეჭდა, ცარიელ ტაძარში განალაგა და მესა ასე ჩაატარა - "მარტო მსახურება დამთრგუნველი იყო"

კათოლიკური ბზობა და რომის პაპი წმინდა პეტრეს ცარიელ ტაძარში (ფოტოები)