პოლიტიკა
სამართალი

5

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 12:42-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 23:42-ზე რთული და დაძაბული დღეა. არ მოატყუოთ გარშემო მყოფები და არც თავად მოტყუვდეთ. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ვაჭრობას, ურთიერთობის გარჩევას. ცუდი დღეა საქმეების გარჩევისთვის. შესაძლოა, სამუდამოდ დაკარგოთ ადამიანი. არასასურველია სამსახურის, საქმიანობის შეცვლა. კარგი დღეა შორეული მგზავრობის დასაწყებად. აქტიურად დაისვენეთ, ივარჯიშეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები, გადააადგილეთ ავეჯი, კარგია მუშაობა მიწასთან. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ორგანიზმის გასაწმენდად, წიდებისგან გათავისუფლება. ალკოჰოლსა და სასმელს დღეს საერთოდ ნუ მიიღებთ. აგრეთვე მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას.
საზოგადოება
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
დღის ბოლო სიახლეები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"არც ნიღბები გვაქვს, არც ხელთათმანები... უარს ვამბობ მორიგეობაზე" - ცხინვალში ექიმი, რომელმაც კარანტინის პირობები გააპროტესტა, სამსახურიდან დაითხოვეს
"არც ნიღბები გვაქვს, არც ხელთათმანები... უარს ვამბობ მორიგეობაზე" - ცხინვალში ექიმი, რომელმაც კარანტინის პირობები გააპროტესტა, სამსახურიდან დაითხოვეს

"პა­ნი­კის ად­გი­ლი არ არის იმ გემ­ზე, სა­დაც შენს გარ­და, კი­დევ უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნი იმ­ყო­ფე­ბა. პა­ნი­კი­ო­რე­ბი, მით უფრო, სა­ხელ­მწი­ფო მო­სამ­სა­ხუ­რე­ე­ბი, გა­თა­ვი­სუფ­ლდე­ბი­ან. ადა­მი­ა­ნი, გან­სა­კუთ­რე­ბით ექი­მი, რო­მელ­საც ახლა უკვე ეში­ნია ვირუ­სის, რო­მე­ლიც არ მი­დის სამ­სა­ხურ­ში, და­ექ­ვემ­და­ბა­რე­ბა გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბას" - ასე გა­მო­ეხ­მა­უ­რა ე.წ. სამ­ხრეთ ოსეთ­ში ახა­ლი კო­რო­ნა­ვირუ­სის COVID-19-ის გარ­შე­მო და­წყე­ბულ პა­ნი­კას ანა­ტო­ლი ბი­ბი­ლო­ვი.

რამ­დე­ნი­მე დღის წინ, ბი­ბი­ლოვ­მა "დე­პუ­ტა­ტებ­თან" სა­უბ­რი­სას გა­ნა­ცხა­და, რომ ის ღე­ლავ­და, და­უც­ვე­ლი ექი­მე­ბის გამო. ამის შემ­დეგ, ის ცხინ­ვა­ლის ინ­ფექ­ცი­ურ სა­ა­ვად­მყო­ფოს ეს­ტუმ­რა და პი­რო­ბე­ბი და­ათ­ვა­ლი­ე­რა. ად­გი­ლობ­რი­ვე­ბი ინ­ტერ­ნეტ­ში წე­რენ, რომ ბი­ბი­ლო­ვი უკ­მა­ყო­ფი­ლო არ ჩან­და, თუმ­ცა სა­კი­თხა­ვია, რა აძ­ლევს მას ამ ვი­თა­რე­ბა­ში ოპ­ტი­მიზ­მის სა­ფუძ­ველს.

ბი­ბი­ლო­ვის მიერ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გა­კე­თე­ბულ მი­მარ­თვას, ახალ­გო­რე­ლი სა­მო­ქა­ლა­ქო აქ­ტი­ვის­ტი თა­მარ მე­ა­რა­ყიშ­ვი­ლი ავ­რცე­ლებს, რო­მელ­მაც სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლის თა­ვის გვერ­დზე ცხინ­ვა­ლე­ლი ექი­მის გან­ცხა­დე­ბის ტექ­სტი გა­ნა­თავ­სა.

ყვე­ლა­ფე­რი ცხინ­ვა­ლის რეს­პუბ­ლი­კუ­რი სა­ა­ვად­მყო­ფოს ქი­რურ­გის ვლა­დის­ლავ ვა­ლი­ე­ვის გან­ცხა­დე­ბას მოჰ­ყვა, რო­მელ­მაც სა­მე­დი­ცი­ნო და­წე­სე­ბუ­ლე­ბის დი­რექ­ტორს გან­ცხა­დე­ბა გა­უგ­ზავ­ნა, სამ­სა­ხუ­რი­დან და­თხოვ­ნის შე­სა­ხებ.

"კა­რან­ტი­ნის დროს, ექი­მებს უსაფრ­თხო­ე­ბის არა­ვი­თა­რი მე­ქა­ნიზ­მე­ბი არ აქვთ. ეს ეხე­ბა, სა­მე­დი­ცი­ნო ნიღ­ბებს, ხელ­თათ­მა­ნებს და სხვა სა­ხის აუ­ცი­ლე­ბელ ეკი­პი­რე­ბას, ამი­ტომ უარს ვამ­ბობ მო­რი­გე­ო­ბა­ზე" - წე­რია ვა­ლი­ე­ვის გან­ცხა­დე­ბა­ში.

ად­გი­ლობ­რი­ვე­ბის თქმით, საფრ­თხე რე­ა­ლუ­რია, რად­გან ვლა­დი­კავ­კაზ­ში უკვე და­ფიქ­სირ­და ვირუ­სის 4 შემ­თხვე­ვა. ამ რე­ა­ლო­ბა­ში კი, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ რუ­სეთ­თან "სა­ზღვა­რი" უკვე ჩა­კე­ტი­ლია, გავ­რცე­ლე­ბის რის­კე­ბი არ­სე­ბობს და არც ის არის გა­მო­რი­ცხუ­ლი, რე­გი­ონ­ში ვირუ­სი უკვე იყოს, უბ­რა­ლოდ, შე­სა­ბა­მი­სი ინფრას­ტრუქ­ტუ­რის არარ­სე­ბო­ბის გამო, ჯერ­ჯე­რო­ბით გა­მოვ­ლე­ნი­ლი არ არის.

"ექი­მი ითხოვს უსაფრ­თხო­ე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბებს, რათა იმუ­შა­ოს. რა არის აქ უჩ­ვე­უ­ლო? რა­ტომ უნდა და­ზა­რალ­დეს? რა მოხ­დე­ბა იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ გარ­შე­მო ყვე­ლას და­ა­ინ­ფი­ცი­რებს - სამ­სა­ხურ­სა და სახ­ლში? ის, რომ თურ­მე ახლა არ გვყავს და­ვირუ­სე­ბუ­ლე­ბი, ნიშ­ნავს, რომ არც გვე­ყო­ლე­ბა? მით უფრო, რომ რა­ღაც დრო­ის გან­მავ­ლო­ბა­ში თურ­მე უსიმპტო­მოდ მიმ­დი­ნა­რე­ობს..." - კი­თხუ­ლობს ად­გი­ლობ­რი­ვი გერ­მან ხუ­ა­გე­ვი.

"მად­ლო­ბა იმ ექიმს გამ­ბე­და­ო­ბის­თვის, თუნ­დაც იმი­ტომ, რომ სხვა ექი­მე­ბის­გან გან­სხვა­ვე­ბით, პრობ­ლე­მებს არ მა­ლავს... რა უნდა პრე­ზი­დენტს, ექი­მი უსაფრ­თხო­ე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის გა­რე­შე იღებ­დეს და­ა­ვა­დე­ბუ­ლებს?" - წერს ვა­დიმ ჯო­ე­ვი.

ამის კვალ­დაკ­ვალ, ცხინ­ვა­ლის სა­ა­ვად­მყო­ფო­ებ­ში არ­სე­ბულ სხვა­დას­ხვა სა­ხის დე­ფი­ციტ­ზე სხვა ექი­მე­ბიც ლა­პა­რა­კო­ბენ.

cominf.org-სთან სა­უ­ბარ­ში ერთ-ერთი ექი­მი ამ­ბობს, რომ სა­მე­დი­ცი­ნო ინ­ვენ­ტა­რის დე­ფი­ცი­ტი აქვს, ასე­ვე არ ჰყოფ­ნით კად­რე­ბი სა­სუნ­თქი აპა­რა­ტე­ბის­თვის.

"ამ მი­მარ­თუ­ლე­ბის სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი სა­ა­ვად­მყო­ფო­ში არ­სე­ბულ ტექ­ნი­კას­თან შე­და­რე­ბით, სამ­ჯერ ნაკ­ლე­ბია... ამ ყვე­ლაფ­რის ერთ-ერთი მი­ზე­ზია რუ­სეთ­თან ჩა­კე­ტი­ლი სა­ზღვა­რი, თა­ვის მხრივ ამ ქვე­ყა­ნამ სა­მე­დი­ცი­ნო პრო­დუქ­ტის ექ­სპორ­ტი აკ­რძა­ლა. ასე რომ, დრო­თა გან­მავ­ლო­ბა­ში, ალ­ბათ ვი­თა­რე­ბის გარ­თუ­ლე­ბას უნდა ვე­ლო­დოთ" - ამ­ბობს ექი­მი, რომ­ლის თქმი­თაც, ჯერ­ჯე­რო­ბით მიმ­დი­ნა­რე­ობს ექი­მე­ბის­თვის ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი სპეც­კომ­ბი­ნი­ზო­ნე­ბის სა­კი­თხის მოგ­ვა­რე­ბაც.

მკითხველის კომენტარები / 6 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ვეტო
27
გადმოდით საქართველოში აქ გიმკურნალებენ !!!
თენგო
1

მედოევს დაუძახეთ და ის მოგხედავთ არაა ცუდუ ბიჭი 

ავტორი:

"არც ნიღბები გვაქვს, არც ხელთათმანები... უარს ვამბობ მორიგეობაზე" - ცხინვალში ექიმი, რომელმაც კარანტინის პირობები გააპროტესტა, სამსახურიდან დაითხოვეს

"არც ნიღბები გვაქვს, არც ხელთათმანები... უარს ვამბობ მორიგეობაზე" - ცხინვალში ექიმი, რომელმაც კარანტინის პირობები გააპროტესტა, სამსახურიდან დაითხოვეს

"პანიკის ადგილი არ არის იმ გემზე, სადაც შენს გარდა, კიდევ უამრავი ადამიანი იმყოფება. პანიკიორები, მით უფრო, სახელმწიფო მოსამსახურეები, გათავისუფლდებიან. ადამიანი, განსაკუთრებით ექიმი, რომელსაც ახლა უკვე ეშინია ვირუსის, რომელიც არ მიდის სამსახურში, დაექვემდაბარება გათავისუფლებას" - ასე გამოეხმაურა ე.წ. სამხრეთ ოსეთში ახალი კორონავირუსის COVID-19-ის გარშემო დაწყებულ პანიკას ანატოლი ბიბილოვი.

რამდენიმე დღის წინ, ბიბილოვმა "დეპუტატებთან" საუბრისას განაცხადა, რომ ის ღელავდა, დაუცველი ექიმების გამო. ამის შემდეგ, ის ცხინვალის ინფექციურ საავადმყოფოს ესტუმრა და პირობები დაათვალიერა. ადგილობრივები ინტერნეტში წერენ, რომ ბიბილოვი უკმაყოფილო არ ჩანდა, თუმცა საკითხავია, რა აძლევს მას ამ ვითარებაში ოპტიმიზმის საფუძველს.

ბიბილოვის მიერ სოციალურ ქსელში გაკეთებულ მიმართვას, ახალგორელი სამოქალაქო აქტივისტი თამარ მეარაყიშვილი ავრცელებს, რომელმაც სოციალური ქსელის თავის გვერდზე ცხინვალელი ექიმის განცხადების ტექსტი განათავსა.

ყველაფერი ცხინვალის რესპუბლიკური საავადმყოფოს ქირურგის ვლადისლავ ვალიევის განცხადებას მოჰყვა, რომელმაც სამედიცინო დაწესებულების დირექტორს განცხადება გაუგზავნა, სამსახურიდან დათხოვნის შესახებ.

"კარანტინის დროს, ექიმებს უსაფრთხოების არავითარი მექანიზმები არ აქვთ. ეს ეხება, სამედიცინო ნიღბებს, ხელთათმანებს და სხვა სახის აუცილებელ ეკიპირებას, ამიტომ უარს ვამბობ მორიგეობაზე" - წერია ვალიევის განცხადებაში.

ადგილობრივების თქმით, საფრთხე რეალურია, რადგან ვლადიკავკაზში უკვე დაფიქსირდა ვირუსის 4 შემთხვევა. ამ რეალობაში კი, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთთან "საზღვარი" უკვე ჩაკეტილია, გავრცელების რისკები არსებობს და არც ის არის გამორიცხული, რეგიონში ვირუსი უკვე იყოს, უბრალოდ, შესაბამისი ინფრასტრუქტურის არარსებობის გამო, ჯერჯერობით გამოვლენილი არ არის.

"ექიმი ითხოვს უსაფრთხოების საშუალებებს, რათა იმუშაოს. რა არის აქ უჩვეულო? რატომ უნდა დაზარალდეს? რა მოხდება იმ შემთხვევაში, თუ გარშემო ყველას დააინფიცირებს - სამსახურსა და სახლში? ის, რომ თურმე ახლა არ გვყავს დავირუსებულები, ნიშნავს, რომ არც გვეყოლება? მით უფრო, რომ რაღაც დროის განმავლობაში თურმე უსიმპტომოდ მიმდინარეობს..." - კითხულობს ადგილობრივი გერმან ხუაგევი.

"მადლობა იმ ექიმს გამბედაობისთვის, თუნდაც იმიტომ, რომ სხვა ექიმებისგან განსხვავებით, პრობლემებს არ მალავს... რა უნდა პრეზიდენტს, ექიმი უსაფრთხოების საშუალებების გარეშე იღებდეს დაავადებულებს?" - წერს ვადიმ ჯოევი.

ამის კვალდაკვალ, ცხინვალის საავადმყოფოებში არსებულ სხვადასხვა სახის დეფიციტზე სხვა ექიმებიც ლაპარაკობენ.

cominf.org-სთან საუბარში ერთ-ერთი ექიმი ამბობს, რომ სამედიცინო ინვენტარის დეფიციტი აქვს, ასევე არ ჰყოფნით კადრები სასუნთქი აპარატებისთვის.

"ამ მიმართულების სპეციალისტები საავადმყოფოში არსებულ ტექნიკასთან შედარებით, სამჯერ ნაკლებია... ამ ყველაფრის ერთ-ერთი მიზეზია რუსეთთან ჩაკეტილი საზღვარი, თავის მხრივ ამ ქვეყანამ სამედიცინო პროდუქტის ექსპორტი აკრძალა. ასე რომ, დროთა განმავლობაში, ალბათ ვითარების გართულებას უნდა ველოდოთ" - ამბობს ექიმი, რომლის თქმითაც, ჯერჯერობით მიმდინარეობს ექიმებისთვის ინდივიდუალური სპეცკომბინიზონების საკითხის მოგვარებაც.

"მგონია, ჩემი მშობლიური სახლი იწვის, ვერ ვიძინებ, იქ ვარ ჩემს ცეცხლმოკიდებულ ქალაქში და ვლოცულობ, იწვიმოს" - ვითარება აფხაზეთში და ადგილობრივები, დახმარების ამაო მოლოდინში

ხანძარმა ავარიულად გათიშა "ფსოუ 220" - აფხაზეთის ნახევარი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა

"სოხუმს ტყის ხანძრის ჩაქრობაში თბილისის დახმარება არ სჭირდება"  - სერგეი შამბა