მსოფლიო
საზოგადოება

5

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 12:42-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 23:42-ზე რთული და დაძაბული დღეა. არ მოატყუოთ გარშემო მყოფები და არც თავად მოტყუვდეთ. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ვაჭრობას, ურთიერთობის გარჩევას. ცუდი დღეა საქმეების გარჩევისთვის. შესაძლოა, სამუდამოდ დაკარგოთ ადამიანი. არასასურველია სამსახურის, საქმიანობის შეცვლა. კარგი დღეა შორეული მგზავრობის დასაწყებად. აქტიურად დაისვენეთ, ივარჯიშეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები, გადააადგილეთ ავეჯი, კარგია მუშაობა მიწასთან. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ორგანიზმის გასაწმენდად, წიდებისგან გათავისუფლება. ალკოჰოლსა და სასმელს დღეს საერთოდ ნუ მიიღებთ. აგრეთვე მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას.
სამართალი
პოლიტიკა
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ეს მეორედ დაბადებაა ჩემთვის..." - რას ამბობს გურჯაანელი მებაღე, რომლის 6 000 ძირი ტიტა უცნობმა ადამიანებმა "გამოისყიდეს"
"ეს მეორედ დაბადებაა ჩემთვის..." - რას ამბობს გურჯაანელი მებაღე, რომლის 6 000 ძირი ტიტა უცნობმა ადამიანებმა "გამოისყიდეს"

გურ­ჯა­ა­ნელ კაკო ჯე­ი­რა­ნაშ­ვილს, რო­მე­ლიც სა­კუ­თა­რი ბა­ღის ტი­ტე­ბის რე­ა­ლი­ზა­ცი­ას კო­რო­ნა­ვირუ­სის პან­დე­მი­ის გამო ვე­ღარ ახერ­ხებ­და, უც­ნობ­მა ადა­მი­ა­ნებ­მა სრუ­ლად ჩა­უ­რი­ცხეს ის თან­ხა, რა­საც მეყ­ვა­ვი­ლე მცე­ნა­რე­ე­ბის გა­ყიდ­ვით მი­ი­ღებ­და.

6 000-მდე ძირი ტიტა 63 წლის მე­ბა­ღეს თბი­ლის­ში, ნავ­თლუ­ღის ბა­ზარ­ში უნდა ჩა­ე­ბა­რე­ბი­ნა, თუმ­ცა კო­რო­ნა­ვირუ­სის გავ­რცე­ლე­ბის საფრ­თხის გამო, ბა­ზა­რი და­ი­ხუ­რა და ტი­ტე­ბი ად­რე­სა­ტის, კაკო პაპა კი - შე­მო­სავ­ლის გა­რე­შე დარ­ჩა. ერ­თმა სტა­ტი­ამ და სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში და­წყე­ბულ­მა საქ­ველ­მოქ­მე­დო აქ­ცი­ამ კი მცი­რე მე­წარ­მეს სრუ­ლად აუ­ნა­ზღა­უ­რა და­კარ­გუ­ლი თან­ხა.

"პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის" გა­და­ცე­მა "სა­ღა­მოს ნი­უს­რუ­მი" კაკო ჯე­ი­რა­ნაშ­ვილს სო­ფელ კო­ლაგ­ში, სა­კუ­თარ ბაღ­ში ეს­ტუმ­რა.

VIDEO: სი­კე­თის ბა­ღად ქცე­უ­ლი ტი­ტე­ბის ბაღი - სპე­ცი­ა­ლუ­რი რე­პორ­ტა­ჟი გურ­ჯა­ა­ნი­დან

"ეს მსოფ­ლიო უბე­დუ­რე­ბა რომ გაჩ­ნდა, კო­რო­ნა­ვირუ­სი, ყვე­ლა­ფე­რი და­ი­კე­ტა, ბაზ­რე­ბიც, სა­დაც მე ჩამ­ქონ­და ეს ყვა­ვი­ლე­ბი... ნერ­ვი­უ­ლო­ბის მეტი ამ სი­ლა­მა­ზეს არა­ფე­რია მო­უ­ტა­ნია - ყო­ველ დი­ლას გა­მო­ვი­დო­დი, დავ­ხე­დავ­დი, მოვ­წევ­დი ერთ "პა­ჩკა" სი­გა­რეტს ნერ­ვი­უ­ლო­ბის­გან, შე­ვი­დო­დი... სა­ღა­მოს გა­მო­ვი­დო­დი, დავ­ხე­დავ­დი, მოვ­წევ­დი ერთ "პა­ჩკა" სი­გა­რეტს, შე­ვი­დო­დი...

ჩემო ლა­მა­ზე­ბო ჩემო კარ­გე­ბო, ბევ­რჯერ მით­ქვამს ამ ყვა­ვი­ლე­ბის­თვის. აბა, ვინ არ ეტყვის ამ სი­ლა­მა­ზეს ჩემო კარ­გოო?!" - ამ­ბობს კაკო ჯე­ი­რა­ნაშ­ვი­ლი.

მისი ოჯა­ხის წევ­რე­ბის თქმით, ყვე­ლა­ზე მე­ტად იმა­ზე ნერ­ვი­უ­ლობ­დნენ, რომ მე­ბა­ღე და­ნა­კარგს ძა­ლი­ან გა­ნიც­დი­და, არა­და მას ცოტა ხნის წინ ინ­სულ­ტი აქვს გა­და­ტა­ნი­ლი და ამის ძა­ლი­ან ეში­ნო­დათ.

"ვის რა სა­შუ­ა­ლე­ბა ჰქონ­და - ზოგ­მა 2 ლარი, ზოგ­მა ათი ლარი, 100 და 150 ლა­რიც ჩა­მი­რი­ცხეს... უნ­დო­დათ დამ­ხმა­რე­ბოდ­ნენ ფი­ნან­სუ­რად. ერთი თეთ­რიც და 150 ლა­რიც ვინც ჩა­მი­რი­ცხა, ყვე­ლა­სი მად­ლო­ბე­ლი ვარ, ეს არის მე­ო­რედ და­ბა­დე­ბა ჩემ­თვის... დიდ მად­ლო­ბას მო­ვახ­სე­ნებ ყვე­ლას, ღმერ­თი შე­ე­წი­ოს ყვე­ლას და თქვენც ხალ­ხო, ნუ გე­ში­ნი­ათ, და­ვა­მარ­ცხებთ კო­რო­ნას!" - ამ­ბობს გურ­ჯა­ა­ნე­ლი მე­ბა­ღე.

იქ, სა­დაც სი­კე­თეა - ბედ­ნი­ე­რე­ბა­ცაა. ეს ამ­ბა­ვიც სი­კე­თის ის­ტო­რია. ახლა კაკო ჯე­ი­რა­ნაშ­ვი­ლი ბედ­ნი­ე­რია და მხო­ლოდ ერრ­თი რამ სურს: უხი­ლავ მტერ­თან ბრძო­ლა­ში მსოფ­ლი­ოს ამ­ბავ­საც ისე­თი­ვე კე­თი­ლი და­სას­რუ­ლი ჰქონ­დეს, რო­გორც ამ გა­ზა­ფხულ­ზე მისი ტი­ტე­ბის ის­ტო­რი­ას...

00:00 / 00:00
მკითხველის კომენტარები / 5 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
,
0

გაიხარე მშრომელო კაცო!

გაიხარეთ, კეთილო ადამიანებო!

ქეთი
9

ღმერთო, რა მაგარი ერი ვართ, განსაკუთრებით, როცა გვიჭირს.

ტყუილად კი არ ამბობენ, რაც კარგები ვართ, ქართველები ვართოო

ავტორი:

"ეს მეორედ დაბადებაა ჩემთვის..." - რას ამბობს გურჯაანელი მებაღე, რომლის 6 000 ძირი ტიტა უცნობმა ადამიანებმა "გამოისყიდეს"

"ეს მეორედ დაბადებაა ჩემთვის..." - რას ამბობს გურჯაანელი მებაღე, რომლის 6 000 ძირი ტიტა უცნობმა ადამიანებმა "გამოისყიდეს"

გურჯაანელ კაკო ჯეირანაშვილს, რომელიც საკუთარი ბაღის ტიტების რეალიზაციას კორონავირუსის პანდემიის გამო ვეღარ ახერხებდა, უცნობმა ადამიანებმა სრულად ჩაურიცხეს ის თანხა, რასაც მეყვავილე მცენარეების გაყიდვით მიიღებდა.

6 000-მდე ძირი ტიტა 63 წლის მებაღეს თბილისში, ნავთლუღის ბაზარში უნდა ჩაებარებინა, თუმცა კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო, ბაზარი დაიხურა და ტიტები ადრესატის, კაკო პაპა კი - შემოსავლის გარეშე დარჩა. ერთმა სტატიამ და სოციალურ ქსელში დაწყებულმა საქველმოქმედო აქციამ კი მცირე მეწარმეს სრულად აუნაზღაურა დაკარგული თანხა.

"პალიტრანიუსის" გადაცემა "საღამოს ნიუსრუმი" კაკო ჯეირანაშვილს სოფელ კოლაგში, საკუთარ ბაღში ესტუმრა.

VIDEO: სიკეთის ბაღად ქცეული ტიტების ბაღი - სპეციალური რეპორტაჟი გურჯაანიდან

"ეს მსოფლიო უბედურება რომ გაჩნდა, კორონავირუსი, ყველაფერი დაიკეტა, ბაზრებიც, სადაც მე ჩამქონდა ეს ყვავილები... ნერვიულობის მეტი ამ სილამაზეს არაფერია მოუტანია - ყოველ დილას გამოვიდოდი, დავხედავდი, მოვწევდი ერთ "პაჩკა" სიგარეტს ნერვიულობისგან, შევიდოდი... საღამოს გამოვიდოდი, დავხედავდი, მოვწევდი ერთ "პაჩკა" სიგარეტს, შევიდოდი...

ჩემო ლამაზებო ჩემო კარგებო, ბევრჯერ მითქვამს ამ ყვავილებისთვის. აბა, ვინ არ ეტყვის ამ სილამაზეს ჩემო კარგოო?!" - ამბობს კაკო ჯეირანაშვილი.

მისი ოჯახის წევრების თქმით, ყველაზე მეტად იმაზე ნერვიულობდნენ, რომ მებაღე დანაკარგს ძალიან განიცდიდა, არადა მას ცოტა ხნის წინ ინსულტი აქვს გადატანილი და ამის ძალიან ეშინოდათ.

"ვის რა საშუალება ჰქონდა - ზოგმა 2 ლარი, ზოგმა ათი ლარი, 100 და 150 ლარიც ჩამირიცხეს... უნდოდათ დამხმარებოდნენ ფინანსურად. ერთი თეთრიც და 150 ლარიც ვინც ჩამირიცხა, ყველასი მადლობელი ვარ, ეს არის მეორედ დაბადება ჩემთვის... დიდ მადლობას მოვახსენებ ყველას, ღმერთი შეეწიოს ყველას და თქვენც ხალხო, ნუ გეშინიათ, დავამარცხებთ კორონას!" - ამბობს გურჯაანელი მებაღე.

იქ, სადაც სიკეთეა - ბედნიერებაცაა. ეს ამბავიც სიკეთის ისტორია. ახლა კაკო ჯეირანაშვილი ბედნიერია და მხოლოდ ერრთი რამ სურს: უხილავ მტერთან ბრძოლაში მსოფლიოს ამბავსაც ისეთივე კეთილი დასასრული ჰქონდეს, როგორც ამ გაზაფხულზე მისი ტიტების ისტორიას...

ქუთაისში, ე.წ. ცხელების ცენტრში, ერთ პაციენტს კორონავირუსი დაუდასტურდა

"ვინც ფიქრობს, რომ შეიძლება ტაძარში არ მისვლით თავი დაიცვას, დარჩეს სახლში", - დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე

საელჩო იტალიაში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს მიმართავს