პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

22

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 04:49-ზე, მთვარე მერწყულშია დღეს კარგია ახალი, მნიშვნელოვანი საქმეების დაწყება. ფინანსური საკითხების მოგვარება, ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. არ გირჩევთ მგზავრობას, საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. სარგებელს მოგიტანთ კოლექტიური სამუშაო, მაგრამ კოლეგების მიმართ ირონიის, ცინიზმის გამოვლენას არ გირჩევთ. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. გადადეთ ოპერაციები სახსრებზე, ბრმა ნაწლავზე, პროცედურები ფეხებზე, ნერვულ სისტემაზე. კარგი დღეა დასვენებისთვის, შიმშილისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლურ სასმელს.
სპორტი
საზოგადოება
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
წიგნები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გალში საკარანტინო ზომები გამკაცრდა
გალში საკარანტინო ზომები გამკაცრდა

ოკუ­პი­რე­ბულ აფხა­ზეთ­ში დღეს კო­რო­ნა­ვირუს­თან ბრძო­ლის შტა­ბის შეხ­ვედ­რა გა­ი­მარ­თე­ბა, სა­დაც გალ­თან მი­მარ­თე­ბა­ში და­მა­ტე­ბით გა­და­წყვე­ტი­ლე­ბებს მი­ი­ღე­ბენ. ინ­ფორ­მა­ცი­ას აფხა­ზუ­რი მე­დია ავ­რცე­ლებს. მა­თი­ვე ცნო­ბით, რე­გი­ონ­ში ამ დრო­ის­თვის მშვი­დი ვი­თა­რე­ბაა.

ცნო­ბის­თვის, მას შემ­დეგ რაც გა­ლი­დან ზუგ­დიდ­ში გად­მოყ­ვა­ნილ ქალს კო­რო­ნა­ვირუ­სი და­უ­დას­ტურ­და, დე ფაქ­ტო რე­ჟიმ­მა აღ­ნიშ­ნულ რე­გი­ონ­ში სა­კა­რან­ტი­ნე ზო­მე­ბი გა­ამ­კაც­რა. აფხა­ზუ­რი მე­დი­ი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ყვე­ლა გზა, რო­მე­ლიც გალ­ში შე­დის და გა­მო­დის გა­და­კე­ტი­ლია და მო­სახ­ლე­ო­ბას რე­გი­ო­ნის და­ტო­ვე­ბის უფ­ლე­ბა არ აქვს.

“წუ­ხელ სა­ხელ­მწი­ფო საგ­ზაო ინ­სპექ­ცი­ამ სპე­ცი­ა­ლუ­რი პუნ­ქტი მო­ა­წყო, თუმ­ცა ღა­მით არა­ვის უც­დია რა­ი­ონ­ში შეს­ვლა და იქი­დან გა­მოს­ვლა“, - აღ­ნიშ­ნავს ე.წ. ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის ხელ­მძღვა­ნე­ლი, ომარ ბგან­ბა.

მი­სი­ვე თქმით, ხალ­ხმა მშვი­დად მი­ი­ღო ეს ფაქ­ტი და გა­და­წყვი­ტეს თვი­თი­ზო­ლა­ცი­ა­ში იყ­ვნენ.

აფხა­ზუ­რი მე­დი­ის ცნო­ბით­ვე, ქალი, რო­მელ­საც კო­რო­ნა­ვირუ­სი და­უდ­გინ­და 29 მარტს, მოს­კო­ვი­დან ად­ლერ­ში ჩა­ვი­და და „რუ­სულ-აფხა­ზუ­რი სა­ზღვა­რი“ გა­დაკ­ვე­თა. მას ვირუ­სის­თვის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი სიმპტო­მე­ბი მა­ლე­ვე გა­ნუ­ვი­თარ­და, რის შემ­დე­გაც ად­გი­ლობ­რივ სა­ა­ვად­მყო­ფოს მი­მარ­თა, სა­დაც გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ი­ღეს მისი „სა­ქარ­თვე­ლო­ში გაგ­ზავ­ნის შე­სა­ხებ“. ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში აღ­ნიშ­ნუ­ლია, რომ ქალი თბი­ლი­სის მიერ კონ­ტრო­ლი­რე­ბად ტე­რი­ტო­რი­ა­ზე „სა­ზღვრი­დან“ თა­ვად ქარ­თულ­მა მხა­რემ გა­და­იყ­ვა­ნა.

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ქართველი
0

რა ვიცი,საქართველოს ხსენებაც კი არ უნდოდათ,და...

ვეტო
0
რატო ადლერში არ გაამგზავრეს? აღარ ჭირდებით რუსებს?
ავტორი:

გალში საკარანტინო ზომები გამკაცრდა

გალში საკარანტინო ზომები გამკაცრდა

ოკუპირებულ აფხაზეთში დღეს კორონავირუსთან ბრძოლის შტაბის შეხვედრა გაიმართება, სადაც გალთან მიმართებაში დამატებით გადაწყვეტილებებს მიიღებენ. ინფორმაციას აფხაზური მედია ავრცელებს. მათივე ცნობით, რეგიონში ამ დროისთვის მშვიდი ვითარებაა.

ცნობისთვის, მას შემდეგ რაც გალიდან ზუგდიდში გადმოყვანილ ქალს კორონავირუსი დაუდასტურდა, დე ფაქტო რეჟიმმა აღნიშნულ რეგიონში საკარანტინე ზომები გაამკაცრა. აფხაზური მედიიის ინფორმაციით, ყველა გზა, რომელიც გალში შედის და გამოდის გადაკეტილია და მოსახლეობას რეგიონის დატოვების უფლება არ აქვს.

“წუხელ სახელმწიფო საგზაო ინსპექციამ სპეციალური პუნქტი მოაწყო, თუმცა ღამით არავის უცდია რაიონში შესვლა და იქიდან გამოსვლა“, - აღნიშნავს ე.წ. ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ომარ ბგანბა.

მისივე თქმით, ხალხმა მშვიდად მიიღო ეს ფაქტი და გადაწყვიტეს თვითიზოლაციაში იყვნენ.

აფხაზური მედიის ცნობითვე, ქალი, რომელსაც კორონავირუსი დაუდგინდა 29 მარტს, მოსკოვიდან ადლერში ჩავიდა და „რუსულ-აფხაზური საზღვარი“ გადაკვეთა. მას ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები მალევე განუვითარდა, რის შემდეგაც ადგილობრივ საავადმყოფოს მიმართა, სადაც გადაწყვეტილება მიიღეს მისი „საქართველოში გაგზავნის შესახებ“. ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ ქალი თბილისის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე „საზღვრიდან“ თავად ქართულმა მხარემ გადაიყვანა.

"ექიმები 10 პაციენტს ერთი ხელთათმანით და პირბადით იღებენ" - რას წერენ აფხაზები რეგიონში COVID-19-ით ინ­ფი­ცი­რე­ბის პირ­ვე­ლი შემ­თხვე­ვის აღრიცხვის შემდეგ

აფხაზეთში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა

აფხაზეთში, ლომების პარკში ცხოველებს შიმშილით სიკვდილი ემუქრებათ