საზოგადოება
პოლიტიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დღეიდან, ვალუტის გადამცვლელი პუნქტების მუშაობა ჩერდება
დღეიდან, ვალუტის გადამცვლელი პუნქტების მუშაობა ჩერდება

ქვე­ყა­ნა­ში ახა­ლი კო­რო­ნა­ვირუ­სის გავ­რცე­ლე­ბის მას­შტა­ბის შე­ზღუდ­ვის მიზ­ნით, სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, დღე­ი­დან ქვეყ­ნის მას­შტა­ბით დრო­ე­ბით ჩერ­დე­ბა სა­მუ­შაო ოფი­სე­ბი­დან სეს­ხის გამ­ცე­მი სუ­ბი­ექ­ტე­ბის, ვა­ლუ­ტის გა­დამ­ცვლე­ლი პუნ­ქტე­ბის, საკ­რე­დი­ტო კავ­ში­რე­ბის, სა­გა­დახ­დო მომ­სა­ხუ­რე­ბის პრო­ვა­ი­დე­რე­ბის, ფა­სი­ა­ნი ქა­ღალ­დე­ბის და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი რე­გის­ტრა­ტო­რე­ბის, აქ­ტი­ვე­ბის მმარ­თვე­ლი კომ­პა­ნი­ე­ბის, ცენ­ტრა­ლუ­რი დე­პო­ზი­ტა­რის, სპე­ცი­ა­ლი­ზე­ბუ­ლი დე­პო­ზი­ტა­რის, სა­ფონ­დო ბირ­ჟის, არა­სა­ხელ­მწი­ფო სა­პენ­სიო სქე­მის დამ­ფუძ­ნებ­ლის, საკ­რე­დი­ტო სა­ინ­ფორ­მა­ციო ბი­უ­როს მუ­შა­ო­ბა. რო­გორც ეროვ­ნუ­ლი ბან­კის გან­ცხა­დე­ბა­შია ნათ­ქვა­მი, აღ­ნიშ­ნულ სუ­ბი­ექ­ტებს საქ­მი­ა­ნო­ბა (გარ­და ვა­ლუ­ტის გა­დამ­ცვლე­ლი პუნ­ქტე­ბი­სა), შე­საძ­ლებ­ლო­ბის შემ­თხვე­ვა­ში, ოფი­სებ­ში მი­უს­ვლე­ლად, მხო­ლოდ დის­ტან­ცი­უ­რი არ­ხე­ბის მეშ­ვე­ო­ბით შე­ეძ­ლე­ბათ.

„ამას­თან, რო­გორც ოფი­სებ­ში, ისე დის­ტან­ცი­უ­რად, უწყვეტ რე­ჟიმ­ში ფუნ­ქცი­ო­ნი­რე­ბას კვლავ გა­ნაგ­რძობს კო­მერ­ცი­უ­ლი ბან­კე­ბი, სა­გა­დახ­დო სის­ტე­მის ოპე­რა­ტო­რე­ბი, მიკ­რო­სა­ფი­ნან­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი, სა­გა­დახ­დო მომ­სა­ხუ­რე­ბის პრო­ვა­ი­დე­რე­ბი და აგენ­ტე­ბი, რომ­ლე­ბიც მომ­სა­ხუ­რე­ბას გა­დახ­დის აპა­რა­ტე­ბის, ბან­კო­მა­ტე­ბის და პოს-ტერ­მი­ნა­ლე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბით აწ­ვდი­ან. ასე­ვე, უწყვეტ რე­ჟიმ­ში აგ­რძე­ლე­ბენ საქ­მი­ა­ნო­ბას გა­დახ­დის აპა­რა­ტე­ბის, ბან­კო­მა­ტე­ბის და პოს-ტერ­მი­ნა­ლე­ბის ფუნ­ქცი­ო­ნი­რე­ბი­სათ­ვის სა­ჭი­რო მომ­სა­ხუ­რე­ბის მიმ­წო­დებ­ლე­ბი.

ამ შე­ზღუდ­ვის პი­რო­ბებ­შიც, მო­სახ­ლე­ო­ბას ფი­ნან­სუ­რი სერ­ვი­სე­ბის უწყვე­ტად მი­ღე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა აქვს. მათ შო­რის, გრძელ­დე­ბა ნაღ­დი ფუ­ლის შე­უ­ფერ­ხებ­ლად მი­წო­დე­ბა, ნე­ბის­მი­ე­რი ტი­პის გა­დახ­დე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა, სა­სეს­ხო და სა­დე­პო­ზი­ტო მომ­სა­ხუ­რე­ბა და ვა­ლუ­ტის გა­დაც­ვლის სერ­ვი­სე­ბის მი­წო­დე­ბა (ბან­კებ­სა და მიკ­რო­სა­ფი­ნან­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებ­ში)“, - აღ­ნიშ­ნუ­ლია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

ეროვ­ნუ­ლი ბან­კი მო­სახ­ლე­ო­ბას მო­უ­წო­დებს, ინ­ტერ­ნეტ გა­დახ­დის სერ­ვი­სე­ბით ისარ­გებ­ლონ.

„იმი­სათ­ვის, რომ ქვე­ყა­ნამ ეფექ­ტი­ა­ნად შეძ­ლოს ვირუს­თან ბრძო­ლა, მო­ვუ­წო­დებთ მო­სახ­ლე­ო­ბას, მაქ­სი­მა­ლუ­რად გა­მო­ი­ყე­ნონ ინ­ტერ­ნეტ გა­დახ­დის სერ­ვი­სე­ბი. კი­თხვე­ბის არ­სე­ბო­ბის შემ­თხვე­ვა­ში, გთხოვთ მოგ­ვმარ­თოთ შემ­დეგ ელექტრო­ნულ მი­სა­მარ­თზე - info@nbg.ge. ერ­თობ­ლი­ვი ქმე­დე­ბე­ბით, ჩვენ სწრა­ფად შევ­ძლებთ ვირუ­სის და­მარ­ცხე­ბას და საქ­მი­ა­ნო­ბის ჩვე­ულ რე­ჟიმ­ში აღ­დგე­ნას. #დარ­ჩი­შინ“, - აღ­ნიშ­ნუ­ლია გან­ცხა­დე­ბა­ში.

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
დეკო
0

მიკროსაფინანსოები თუ აგრძელებენ მუშაობას შესაბამისად იქ ივლის ხალხი, რომლებსაც აქვთ სესხები და ერიცხებათ პროცენტები და ჯარიმები, ზოგს დალომბარდება უნდა, ზოგს პროცენტის გადახდა, ზოგსა ოქროს გამოტანა... ასე რომ დარჩით ბანკში

mmmm
1

გაითვალისწინა თუ არა ეროვნულმა ბანკმა,რომ,კომერციული ბანკები მოქალაქეებზე დოლარს ბევრად ძვირად ყიდიან,ვიდრე ვალუტის გადამცვლელი პუნქტები,ასევე ბევრად იაფად ყიდულობენ დოლარს.ეს კიდევ ერთხელ ხომ არ გამოიწვეს მოსახლეობის უკმაყოფილებას და უფრო გაღარიბებას,რადგან ნახევარი საქართველო კრედიტებზე "ზის" და მათტვის თითო ლარს მნიშვნელობა აქვს.ნუ გამოიყენებთ შექმნილ მდგომარეობა ხალხის საწინააღმდეგოდ.

 

ავტორი:

დღეიდან, ვალუტის გადამცვლელი პუნქტების მუშაობა ჩერდება

დღეიდან, ვალუტის გადამცვლელი პუნქტების მუშაობა ჩერდება

ქვეყანაში ახალი კორონავირუსის გავრცელების მასშტაბის შეზღუდვის მიზნით, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, დღეიდან ქვეყნის მასშტაბით დროებით ჩერდება სამუშაო ოფისებიდან სესხის გამცემი სუბიექტების, ვალუტის გადამცვლელი პუნქტების, საკრედიტო კავშირების, საგადახდო მომსახურების პროვაიდერების, ფასიანი ქაღალდების დამოუკიდებელი რეგისტრატორების, აქტივების მმართველი კომპანიების, ცენტრალური დეპოზიტარის, სპეციალიზებული დეპოზიტარის, საფონდო ბირჟის, არასახელმწიფო საპენსიო სქემის დამფუძნებლის, საკრედიტო საინფორმაციო ბიუროს მუშაობა. როგორც ეროვნული ბანკის განცხადებაშია ნათქვამი, აღნიშნულ სუბიექტებს საქმიანობა (გარდა ვალუტის გადამცვლელი პუნქტებისა), შესაძლებლობის შემთხვევაში, ოფისებში მიუსვლელად, მხოლოდ დისტანციური არხების მეშვეობით შეეძლებათ.

„ამასთან, როგორც ოფისებში, ისე დისტანციურად, უწყვეტ რეჟიმში ფუნქციონირებას კვლავ განაგრძობს კომერციული ბანკები, საგადახდო სისტემის ოპერატორები, მიკროსაფინანსო ორგანიზაციები, საგადახდო მომსახურების პროვაიდერები და აგენტები, რომლებიც მომსახურებას გადახდის აპარატების, ბანკომატების და პოს-ტერმინალების საშუალებით აწვდიან. ასევე, უწყვეტ რეჟიმში აგრძელებენ საქმიანობას გადახდის აპარატების, ბანკომატების და პოს-ტერმინალების ფუნქციონირებისათვის საჭირო მომსახურების მიმწოდებლები.

ამ შეზღუდვის პირობებშიც, მოსახლეობას ფინანსური სერვისების უწყვეტად მიღების შესაძლებლობა აქვს. მათ შორის, გრძელდება ნაღდი ფულის შეუფერხებლად მიწოდება, ნებისმიერი ტიპის გადახდების განხორციელება, სასესხო და სადეპოზიტო მომსახურება და ვალუტის გადაცვლის სერვისების მიწოდება (ბანკებსა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციებში)“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ეროვნული ბანკი მოსახლეობას მოუწოდებს, ინტერნეტ გადახდის სერვისებით ისარგებლონ.

„იმისათვის, რომ ქვეყანამ ეფექტიანად შეძლოს ვირუსთან ბრძოლა, მოვუწოდებთ მოსახლეობას, მაქსიმალურად გამოიყენონ ინტერნეტ გადახდის სერვისები. კითხვების არსებობის შემთხვევაში, გთხოვთ მოგვმართოთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე - info@nbg.ge. ერთობლივი ქმედებებით, ჩვენ სწრაფად შევძლებთ ვირუსის დამარცხებას და საქმიანობის ჩვეულ რეჟიმში აღდგენას. #დარჩიშინ“, - აღნიშნულია განცხადებაში.

მთავრობა აპირებს დაეხმაროს მოქალაქეებს, ვინც სამსახური დაკარგა - გიორგი გახარია

მთავრობამ, ქვეყნის ეკონომიკის მხარდაჭერისთვის, 2 მილიარდი ლარი გამოიყო - რაზე დაიხარჯება ეს თანხა

მძღოლები ტექინსპექტირების გავლისგან საგანგებო მდგომარეობის დასრულებამდე თავისუფლდებიან