მეცნიერება
საზოგადოება
მსოფლიო

7

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 13:37-ზე, მთვარე ლომშია თამამად წამოიწყეთ ახალი საქმეები. კარგი დღეა უძრავი ქონების შესაძენად, ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ვაჭრობისთვის. ცუდი დღეა კამათისა და სასამართლო საქმეებისთვის. სწავლა და გამოცდების ჩაბარება გაგიადვილდებათ. მოაგვარეთ საოჯახო კონფლიქტები. კარგია ნათესავებთან შეხვედრა და საუბარი. კარგი დღეა უფროსთან შესახვედრად და ახალი პროექტების განსახილველად; საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. მოერიდეთ ფიზიკურ დატვირთვას; გულის გადაღლას, ოპერაციებსა გულსა და ზურგზე; შესაძლოა შეგაწუხოთ რადიკულიტმა. უმჯობესდება ფსიქოემოციური ფონი. ადამიანი უფრო ხალისიანი ხდება. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის.
პოლიტიკა
კონფლიქტები
Faceამბები
სამართალი
მოზაიკა
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
11 ახალი პაციენტიდან 3 ინგლისის კლასტერიდანაა, რამდენიმეს შემთხვევაში ინფიცირების პირველწყარო ცნობილი არაა - მარინა ეზუგბაია ბოლო ცნობებით
11 ახალი პაციენტიდან 3 ინგლისის კლასტერიდანაა, რამდენიმეს შემთხვევაში ინფიცირების პირველწყარო ცნობილი არაა - მარინა ეზუგბაია ბოლო ცნობებით

თბი­ლი­სის ინ­ფექ­ცი­უ­რი სა­ა­ვად­მყო­ფოს სა­მე­დი­ცი­ნო დი­რექ­ტო­რის მა­რი­ნა ეზუგ­ბა­ი­ას გან­ცხა­დე­ბით, გუ­შინ დი­ლი­დან დღეს დი­ლამ­დე ჯამ­ში კო­რო­ნა­ვირუ­სით ინ­ფი­ცი­რე­ბის 11 ახა­ლი შემ­თხვე­ვა და­ფიქ­სირ­და, მათ­გან 3 ინ­ფექ­ცი­ურ­შია მო­თავ­სე­ბუ­ლი. ეზუგ­ბა­ი­ას გან­ცხა­დე­ბით, ამ სა­მის და­ინ­ფი­ცი­რე­ბის წყა­რო ცნო­ბი­ლია, რაც შე­ე­ხე­ბა სხვა შემ­თხვე­ვებს, რამ­დე­ნი­მე შემ­თხვე­ვა­ში პირ­ველ­წყა­რო არ არის ცნო­ბი­ლი.

“დღეს დი­ლას გვყავს 108 ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი, გუ­შინ დი­ლი­დან დღეს დი­ლამ­დე 11 ახა­ლი და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი შემ­თხვე­ვაა. ამ 11-დან 3 და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი შემ­თხვე­ვაა ჩვენს ცენ­ტრის, და­ნარ­ჩე­ნი არის 6 სხვა და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში. ამ 108 პა­ცი­ენ­ტი­დან სა­ერ­თო ჯამ­ში 50 ჩვე­ნი ცენ­ტრის პა­ცი­ენ­ტია, 58 არის და­ნარ­ჩე­ნი 6 ცენ­ტრის ჯა­მუ­რი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი. რო­გორც ჩემ­თვის ცნო­ბი­ლია, ახა­ლი ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლე­ბი­დან კრი­ტი­კუ­ლი და ძა­ლი­ან მძი­მე არც ერთი პა­ცი­ენ­ტის მდგო­მა­რე­ო­ბა არ იყო დღე­ვან­დე­ლი მო­ნა­ცე­მე­ბით. დი­ნა­მი­კა­ში რა გან­ვი­თარ­დე­ბა, ამა­ზე ლა­პა­რა­კი ძა­ლი­ან რთუ­ლია. კი­დევ ერთხელ ვამ­ბობ, ამ ახა­ლი 11 პა­ცი­ენ­ტი­დან კრი­ტი­კუ­ლი მდგო­მა­რო­ე­ბა არც ერ­თთან არ დას­ტურ­დე­ბა. ჩვე­ნი ცენ­ტრის შემ­თხვე­ვე­ბის წყა­რო ცნო­ბი­ლია, ეს არის ინ­გლი­სის კლას­ტერ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი. და­ნარ­ჩენ შემ­თხვე­ვებ­თან, პირ­ველ­წყა­რო რამ­დე­ნი­მე შემ­თხვე­ვა­ში არ არის ცნო­ბი­ლი, მაგ­რამ ნა­წი­ლობ­რივ და­ნარ­ჩე­ნებ­ში ცნო­ბი­ლია კონ­ტაქ­ტე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე”, - გა­ნა­ცხა­და ეზუგ­ბა­ი­ამ.

ცნო­ბის­თვის, სა­ქარ­თვე­ლო­ში კო­რო­ნა­ვირუ­სით ინ­ფი­ცი­რე­ბის შემ­თხვე­ვა­თა რა­ო­დე­ნო­ბა 108-მდე გა­ი­ზარ­და. მა­რი­ნა ეზუგ­ბა­ი­ას გან­ცხა­დე­ბით, კლი­ნი­კა­ში კი­დევ ერთი გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნია, რო­მე­ლიც სა­ვა­რა­უ­დოდ დღეს გა­ე­წე­რე­ბა. ქვე­ყა­ნა­ში კი ჯამ­ში 21 გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნია.

„ახა­ლი გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბუ­ლი გვყავს ერთი პა­ცი­ენ­ტი, რო­მელ­თა­ნაც გუ­შინ გვი­ან მი­ვი­ღეთ გან­მე­ო­რე­ბით უარ­ყო­ფი­თი პა­სუ­ხი და ეს პა­ცი­ენ­ტი დღეს და­ტო­ვებს ალ­ბათ ჩვენს ცენ­ტრს,“- გა­ნა­ცხა­და მა­რი­ნა ეზუ­გა­ბა­ი­ამ.

ამას­თა­ნა­ვე, ინ­ფექ­ცი­უ­რი სა­ა­ვად­მყო­ფოს სა­მე­დი­ცი­ნო დი­რექ­ტორ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ კლი­ნი­კა­ში ამ დრო­ის­თვის მკურ­ნა­ლო­ბას 31 პა­ცი­ენ­ტი გა­დის, აქე­დან 4 მათ­გა­ნის ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა კვლავ მძი­მე რჩე­ბა.

„4 მძი­მე პა­ცი­ენ­ტია, თუმ­ცა ამ 4 მძი­მე­დან ერ­თის მდგო­მა­რე­ო­ბა უკვე შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ დას­ტა­ბი­ლი­ზი­რე­ბუ­ლია და თუ ასე გაგ­რძელ­დე­ბა, ხვა­ლი­დან, ალ­ბათ, შეგ­ვიძ­ლია ვთქვათ, რომ ის აღარ იქ­ნე­ბა მძი­მე კრი­ტი­კუ­ლი. და­ნარ­ჩენ შემ­თხვე­ვებ­ში მდგო­მა­რე­ო­ბა უც­ვლე­ლია, დღე-ღა­მის გან­მავ­ლო­ბა­ში არ არის მი­ღე­ბუ­ლი ამ პა­ცი­ენ­ტებ­თან მუდ­მი­ვი სტა­ბი­ლუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბა, ამი­ტომ მათი პროგ­ნო­ზი­რე­ბა და გა­მო­სა­ვალ­ზე ლა­პა­რა­კი ძნე­ლია, ვიდ­რე არ მი­ი­ღე­ბა თუნ­დაც ამ მძი­მე კრი­ტი­კუ­ლი მდგო­მა­რე­ო­ბის სტა­ბი­ლი­ზი­რე­ბა“, - გა­ნა­ცხა­და ეზუგ­ბა­ი­ამ.

ავტორი:

11 ახალი პაციენტიდან 3 ინგლისის კლასტერიდანაა, რამდენიმეს შემთხვევაში ინფიცირების პირველწყარო ცნობილი არაა - მარინა ეზუგბაია ბოლო ცნობებით

11 ახალი პაციენტიდან 3 ინგლისის კლასტერიდანაა, რამდენიმეს შემთხვევაში ინფიცირების პირველწყარო ცნობილი არაა - მარინა ეზუგბაია ბოლო ცნობებით

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას განცხადებით, გუშინ დილიდან დღეს დილამდე ჯამში კორონავირუსით ინფიცირების 11 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, მათგან 3 ინფექციურშია მოთავსებული. ეზუგბაიას განცხადებით, ამ სამის დაინფიცირების წყარო ცნობილია, რაც შეეხება სხვა შემთხვევებს, რამდენიმე შემთხვევაში პირველწყარო არ არის ცნობილი.

“დღეს დილას გვყავს 108 ინფიცირებული, გუშინ დილიდან დღეს დილამდე 11 ახალი დადასტურებული შემთხვევაა. ამ 11-დან 3 დადასტურებული შემთხვევაა ჩვენს ცენტრის, დანარჩენი არის 6 სხვა დაწესებულებაში. ამ 108 პაციენტიდან საერთო ჯამში 50 ჩვენი ცენტრის პაციენტია, 58 არის დანარჩენი 6 ცენტრის ჯამური მაჩვენებელი. როგორც ჩემთვის ცნობილია, ახალი ინფიცირებულებიდან კრიტიკული და ძალიან მძიმე არც ერთი პაციენტის მდგომარეობა არ იყო დღევანდელი მონაცემებით. დინამიკაში რა განვითარდება, ამაზე ლაპარაკი ძალიან რთულია. კიდევ ერთხელ ვამბობ, ამ ახალი 11 პაციენტიდან კრიტიკული მდგომაროება არც ერთთან არ დასტურდება. ჩვენი ცენტრის შემთხვევების წყარო ცნობილია, ეს არის ინგლისის კლასტერთან დაკავშირებული. დანარჩენ შემთხვევებთან, პირველწყარო რამდენიმე შემთხვევაში არ არის ცნობილი, მაგრამ ნაწილობრივ დანარჩენებში ცნობილია კონტაქტებიდან გამომდინარე”, - განაცხადა ეზუგბაიამ.

ცნობისთვის, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 108-მდე გაიზარდა. მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კლინიკაში კიდევ ერთი გამოჯანმრთელებული ადამიანია, რომელიც სავარაუდოდ დღეს გაეწერება. ქვეყანაში კი ჯამში 21 გამოჯანმრთელებული ადამიანია.

„ახალი გამოჯანმრთელებული გვყავს ერთი პაციენტი, რომელთანაც გუშინ გვიან მივიღეთ განმეორებით უარყოფითი პასუხი და ეს პაციენტი დღეს დატოვებს ალბათ ჩვენს ცენტრს,“- განაცხადა მარინა ეზუგაბაიამ.

ამასთანავე, ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა განაცხადა, რომ კლინიკაში ამ დროისთვის მკურნალობას 31 პაციენტი გადის, აქედან 4 მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ მძიმე რჩება.

„4 მძიმე პაციენტია, თუმცა ამ 4 მძიმედან ერთის მდგომარეობა უკვე შეიძლება ითქვას, რომ დასტაბილიზირებულია და თუ ასე გაგრძელდება, ხვალიდან, ალბათ, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ის აღარ იქნება მძიმე კრიტიკული. დანარჩენ შემთხვევებში მდგომარეობა უცვლელია, დღე-ღამის განმავლობაში არ არის მიღებული ამ პაციენტებთან მუდმივი სტაბილური მდგომარეობა, ამიტომ მათი პროგნოზირება და გამოსავალზე ლაპარაკი ძნელია, ვიდრე არ მიიღება თუნდაც ამ მძიმე კრიტიკული მდგომარეობის სტაბილიზირება“, - განაცხადა ეზუგბაიამ.

2019 წელს საქართველოში, წინა წელთან შედარებით, 5.6%-ით ნაკლები ბავშვი დაიბადა - როგორია შობადობის უახლესი მონაცემები

21:00 საათიდან სასურსათო მაღაზიებიც დაიხურება

ოკუპირებული აფხაზეთიდან ზუგდიდში გადმოყვანილ ქალს კორონავირუსი დაუდასტურდა