მსოფლიო
საზოგადოება

4

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მერვე დღე დაიწყება 11:21-ზე, მთვარე ლომშია ახალი საქმეების დასაწყებად ნეიტრალური დღეა. დიდ დროსა და ენერგიას ითხოვს ადრე დაწყებული საქმეები. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმეების მოსაგვარებლად. კარგია მივლინების, მოგზაურობის დასაწყებად. ხშირად იმოძრავეთ, გადააადგილეთ ავეჯი, განაახლეთ ინტერიერი. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას, მოწევას, სმას. უმჯობესდება ფსიქოემოციური ფონი. ადამიანი უფრო ხალისიანი ხდება. კარგად გამოიძინეთ, მიიღეთ მზის აბაზანები და დიდხანს ისეირნეთ.
სამართალი
პოლიტიკა
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ვიყიდე ფოცხი და ბარი..." - ქრისტინე იმედაძე ბაბუის სახლში ბაღის გაშენებას გეგმავს
"ვიყიდე ფოცხი და ბარი..." - ქრისტინე იმედაძე ბაბუის სახლში ბაღის გაშენებას გეგმავს

კო­რო­ნა­ვირუ­სის ეპი­დე­მი­ის გამო, მსოფ­ლი­ოს მო­სახ­ლე­ო­ბის დიდი ნა­წი­ლი და­ა­ვა­დე­ბის პრე­ვენ­ცი­ის მიზ­ნით, სახ­ლი­დან მუ­შა­ობს და ცდი­ლობს გა­რეთ მხო­ლოდ აუ­ცი­ლებ­ლო­ბის შემ­თხვე­ვა­ში გა­ვი­დეს. მომ­ღე­რა­ლი და ტე­ლე­წამ­ყვა­ნი ქრის­ტი­ნე იმე­და­ძე სახ­ლი­დან მუ­შა­ო­ბას ვერ ახერ­ხებს, თუმ­ცა ტე­ლე­ვი­ზი­ი­დან თა­ვი­სუ­ფალ დროს, ქა­ლიშ­ვილ­თან ტა­ი­სია ჯა­კო­ბი­ას­თან ერ­თად სახ­ლში ატა­რებს.

დედა-შვი­ლი ახლა ქრის­ტი­ნეს ბა­ბუ­ის სახ­ლში ცხოვ­რობს, სა­დაც რო­გორც ქრის­ტი­ნემ გვი­თხრა, პა­ტა­რა ბა­ღის გა­შე­ნე­ბა­საც გეგ­მა­ვენ.

- ქრის­ტი­ნე, რა შეც­ვა­ლა თქვენ­თვის კო­რო­ნა­ვირუ­სით გა­მოწ­ვე­ულ­მა პან­დე­მი­ამ, რო­გორ ატა­რებთ დროს სახ­ლში?

- სულ სახ­ლში ვართ მე და ჩემი შვი­ლი ტა­ი­სია, მაგ­რამ კვი­რა­ში ერთხელ მი­წევს ტე­ლე­ე­თერ­ში ყოფ­ნა, რათა გა­ვარ­თო ხალ­ხი, რო­მე­ლიც სახ­ლშია. მე ვი­პო­ვე გა­მო­სა­ვა­ლი და ვიცი, რო­გორ გა­ვა­ტა­რო სახ­ლში დრო ჩემს სა­სი­კე­თოდ. ადეკ­ვა­ტუ­რად აღ­ვიქ­ვამ მსოფ­ლი­ო­ში შექ­მნილ ვი­თა­რე­ბას, ჩემს გარ­შე­მოც არა­ვინ არის პა­ნი­კა­ში, ვი­ცავთ რე­კო­მენ­და­ცი­ებს. ვიცი, რომ მთა­ვა­რია დავ­რჩეთ სახ­ლში და ასეც ვიქ­ცე­ვი.

ახლა ბევ­რი თა­ვი­სუ­ფა­ლი დრო მაქვს, ბავ­შვო­ბი­დან მიყ­ვარს სა­ხის ნიღ­ბე­ბი და ვა­კე­თებ, მაქვს ძა­ფე­ბი და ვქსოვ. რო­გორც იცით, ბა­ლე­რი­ნა ვი­ყა­ვი, შე­სა­ბა­მი­სად თა­ვი­დან­ვე ვვარ­ჯი­შობ­დი, რო­დე­საც უშუ­ქო­ბის გამო გაკ­ვე­თი­ლი გვიც­დე­ბო­და, სახ­ლში ვვარ­ჯი­შობ­დი, სახ­ლში ვარ­ჯი­ში უცხო არ არის ჩემ­თვის.

მაქვს ჩემი ჯგუ­ფი, რო­მელ­შიც 12 ათა­სი ადა­მი­ა­ნია გა­წევ­რი­ა­ნე­ბუ­ლი და მათი სურ­ვი­ლით, მათ­თან ერ­თად ვვარ­ჯი­შობ ყო­ველ­დღე პი­ლა­ტესს. ბოლო სამი თვე ისე აე­წყო, „დიდი სცე­ნაც“ მიმ­ყავ­და, ამი­ტომ ვარ­ჯი­შის­თვის ვერ მო­ვი­ცა­ლე, ახლა კი შე­სა­ნიშ­ნა­ვი დროა ამის­თვის.

- რო­გორც ვიცი, ეზო­ში ბა­ღის გა­შე­ნე­ბა­საც აპი­რებთ...

- სა­ნამ კო­რო­ნა­ვირუ­სის პან­დე­მია გა­მო­ცხად­დე­ბო­და, ვი­ყი­დე ფო­ცხი და ბარი, მინ­დო­და ბა­ღის გა­შე­ნე­ბა. პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი არ ვარ ამ სა­კი­თხში, ამი­ტომ ბევ­რს ინ­ტერ­ნეტ­ში ვკი­თხუ­ლობ, ბევრ რა­მეს კი პრო­ფე­სი­ო­ნა­ლებს ვე­კი­თხე­ბი. რო­დე­საც ეზოს გა­ვა­ლა­მა­ზებ, ფო­ტო­ებ­საც დავ­დებ. სახ­ლი, სა­დაც ახლა ვცხოვ­რობთ მე და ჩემი შვი­ლი, ბა­ბუ­ას სა­ხე­ლოს­ნო იყო, მისი გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დეგ, აქ არა­ვინ ცხოვ­რობ­და, მე ეტა­პობ­რი­ვად და­ვი­წყე მისი მო­წეს­რი­გე­ბა და გად­მო­ვე­დით აქ სა­ცხოვ­რებ­ლად.

- არ გი­ჭირთ ბაღ­ში მუ­შა­ო­ბა?

- როცა ვიღ­ლე­ბი, ეზო­ში მუ­შა­ო­ბით, სხვა საქ­მის კე­თე­ბას ვი­წყებ. უთო, სა­რე­ცხი... ონ­ლა­ინ სა­მუ­შა­ოც მაქვს. უკვე ზა­ფხუ­ლის სა­მო­სის მო­წეს­რი­გე­ბა­ზეც გა­და­ვე­დი, ვრე­ცხავ, ვხე­ხავ და ვარ.

- ქა­ლიშ­ვი­ლი გეხ­მა­რე­ბათ ეზოს მო­წეს­რი­გე­ბა­ში?

- ტა­ი­სია ძა­ლი­ან კარ­გი გო­გოა და ყვე­ლა­ფერ­ში მეხ­მა­რე­ბა. ჩვენ ში­ნა­უ­რი ცხო­ვე­ლე­ბიც გვყავს, ბა­ჭია, ძაღ­ლი, ეზო­ში არი­ან ლო­კო­კი­ნე­ბი. აქამ­დე დრო­ის უქონ­ლო­ბის გამო, ბევრ აქ­ტი­ვო­ბას დიდი დო­ზით ვერ ვა­ხერ­ხებ­დი, თო­რემ ახა­ლი ჩემ­თვის არა­ფე­რი არ არის. ბავ­შვო­ბი­დან მიჩ­ვე­უ­ლი ვარ ქსო­ვას და ა.შ.

- თქვენს ყო­ველ­დღი­ურ ცხოვ­რე­ბა­ში მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ად­გი­ლი უჭი­რავს ჯან­საღ კვე­ბას, რო­გო­რი მზა­რე­უ­ლი ხართ?

- დიდი მზა­რე­უ­ლი არ ვარ, ბავ­შვო­ბი­დან ჯან­სა­ღად ვიკ­ვე­ბე­ბი. მა­შინ ყვე­ლა­ფე­რი უგე­მუ­რი იყო, ოღონდ ჯან­სა­ღი ყო­ფი­ლი­ყო და ინ­გრე­დი­ენ­ტე­ბის­გან გა­მოც­ლილ საკ­ვებს ვი­ღებ­დი. რაც გა­ვი­ზარ­დე ინ­ტერ­ნეტ­ში შე­სა­ბა­მის გვერ­დებ­ზე ვკი­თხუ­ლობ, რო­გორ გა­ვა­გემ­რი­ე­ლო ჯან­სა­ღი საკ­ვე­ბი. ხალ­ხი რი­თაც იკ­ვე­ბე­ბა, ნა­ხე­ვარ­ზე მეტი გა­სინ­ჯუ­ლიც არ მაქვს.

- სტუმ­რებს იღებთ ახალ სახ­ლში?

- რამ­დე­ნი­მე მე­გო­ბა­რი ვართ, ვინც პირ­ვე­ლი­ვე დღი­დან ვკონ­ტაქ­ტობთ და ასე ვთქვათ, ერთი კლას­ტე­რი ვართ. ყო­ველ­დღე არ ვნა­ხუ­ლობთ ერ­თმა­ნეთს, მაგ­რამ როცა ვხვდე­ბით, ვი­ცავთ დის­ტან­ცი­ას.

მკითხველის კომენტარები / 22 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ცოცხი
2

და ხელში რომ უჭირავს, ეგ რომელია, ფოცხი თუ ბარი?!...

Gia
7

ქრისტინე, არაა შვილო ლოკოკინა შინაური ცხოველი! ვაიმე, შვილო.სულ გარეკა

ავტორი:

"ვიყიდე ფოცხი და ბარი..." - ქრისტინე იმედაძე ბაბუის სახლში ბაღის გაშენებას გეგმავს

"ვიყიდე ფოცხი და ბარი..." - ქრისტინე იმედაძე ბაბუის სახლში ბაღის გაშენებას გეგმავს

კორონავირუსის ეპიდემიის გამო, მსოფლიოს მოსახლეობის დიდი ნაწილი დაავადების პრევენციის მიზნით, სახლიდან მუშაობს და ცდილობს გარეთ მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში გავიდეს. მომღერალი და ტელეწამყვანი ქრისტინე იმედაძე სახლიდან მუშაობას ვერ ახერხებს, თუმცა ტელევიზიიდან თავისუფალ დროს, ქალიშვილთან ტაისია ჯაკობიასთან ერთად სახლში ატარებს.

დედა-შვილი ახლა ქრისტინეს ბაბუის სახლში ცხოვრობს, სადაც როგორც ქრისტინემ გვითხრა, პატარა ბაღის გაშენებასაც გეგმავენ.

- ქრისტინე, რა შეცვალა თქვენთვის კორონავირუსით გამოწვეულმა პანდემიამ, როგორ ატარებთ დროს სახლში?

- სულ სახლში ვართ მე და ჩემი შვილი ტაისია, მაგრამ კვირაში ერთხელ მიწევს ტელეეთერში ყოფნა, რათა გავართო ხალხი, რომელიც სახლშია. მე ვიპოვე გამოსავალი და ვიცი, როგორ გავატარო სახლში დრო ჩემს სასიკეთოდ. ადეკვატურად აღვიქვამ მსოფლიოში შექმნილ ვითარებას, ჩემს გარშემოც არავინ არის პანიკაში, ვიცავთ რეკომენდაციებს. ვიცი, რომ მთავარია დავრჩეთ სახლში და ასეც ვიქცევი.

ახლა ბევრი თავისუფალი დრო მაქვს, ბავშვობიდან მიყვარს სახის ნიღბები და ვაკეთებ, მაქვს ძაფები და ვქსოვ. როგორც იცით, ბალერინა ვიყავი, შესაბამისად თავიდანვე ვვარჯიშობდი, როდესაც უშუქობის გამო გაკვეთილი გვიცდებოდა, სახლში ვვარჯიშობდი, სახლში ვარჯიში უცხო არ არის ჩემთვის.

მაქვს ჩემი ჯგუფი, რომელშიც 12 ათასი ადამიანია გაწევრიანებული და მათი სურვილით, მათთან ერთად ვვარჯიშობ ყოველდღე პილატესს. ბოლო სამი თვე ისე აეწყო, „დიდი სცენაც“ მიმყავდა, ამიტომ ვარჯიშისთვის ვერ მოვიცალე, ახლა კი შესანიშნავი დროა ამისთვის.

- როგორც ვიცი, ეზოში ბაღის გაშენებასაც აპირებთ...

- სანამ კორონავირუსის პანდემია გამოცხადდებოდა, ვიყიდე ფოცხი და ბარი, მინდოდა ბაღის გაშენება. პროფესიონალი არ ვარ ამ საკითხში, ამიტომ ბევრს ინტერნეტში ვკითხულობ, ბევრ რამეს კი პროფესიონალებს ვეკითხები. როდესაც ეზოს გავალამაზებ, ფოტოებსაც დავდებ. სახლი, სადაც ახლა ვცხოვრობთ მე და ჩემი შვილი, ბაბუას სახელოსნო იყო, მისი გარდაცვალების შემდეგ, აქ არავინ ცხოვრობდა, მე ეტაპობრივად დავიწყე მისი მოწესრიგება და გადმოვედით აქ საცხოვრებლად.

- არ გიჭირთ ბაღში მუშაობა?

- როცა ვიღლები, ეზოში მუშაობით, სხვა საქმის კეთებას ვიწყებ. უთო, სარეცხი... ონლაინ სამუშაოც მაქვს. უკვე ზაფხულის სამოსის მოწესრიგებაზეც გადავედი, ვრეცხავ, ვხეხავ და ვარ.

- ქალიშვილი გეხმარებათ ეზოს მოწესრიგებაში?

- ტაისია ძალიან კარგი გოგოა და ყველაფერში მეხმარება. ჩვენ შინაური ცხოველებიც გვყავს, ბაჭია, ძაღლი, ეზოში არიან ლოკოკინები. აქამდე დროის უქონლობის გამო, ბევრ აქტივობას დიდი დოზით ვერ ვახერხებდი, თორემ ახალი ჩემთვის არაფერი არ არის. ბავშვობიდან მიჩვეული ვარ ქსოვას და ა.შ.

- თქვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს ჯანსაღ კვებას, როგორი მზარეული ხართ?

- დიდი მზარეული არ ვარ, ბავშვობიდან ჯანსაღად ვიკვებები. მაშინ ყველაფერი უგემური იყო, ოღონდ ჯანსაღი ყოფილიყო და ინგრედიენტებისგან გამოცლილ საკვებს ვიღებდი. რაც გავიზარდე ინტერნეტში შესაბამის გვერდებზე ვკითხულობ, როგორ გავაგემრიელო ჯანსაღი საკვები. ხალხი რითაც იკვებება, ნახევარზე მეტი გასინჯულიც არ მაქვს.

- სტუმრებს იღებთ ახალ სახლში?

- რამდენიმე მეგობარი ვართ, ვინც პირველივე დღიდან ვკონტაქტობთ და ასე ვთქვათ, ერთი კლასტერი ვართ. ყოველდღე არ ვნახულობთ ერთმანეთს, მაგრამ როცა ვხვდებით, ვიცავთ დისტანციას.

"სახლში ძნელად გასაძლები კაცი ვიყავი...  ერთხელ არ მიგვრძნია, რომ ჩემი ცოლი რაღაცით უკმაყოფილო იყო - რას ჰყვება ბუბა კიკაბიძე დედაზე, მეუღლეზე და მომავალ არჩევნებზე

ნატალია ვოდიონოვასა და მილიარდერის ვაჟის ქორწილი - კაბა, თაიგული და მინიმალისტური დეტალები ყველაზე არისტოკრატული ცერემონიიდან

"მაყურებელი სამედიცინო პირბადეებით ესწრებოდა წარმოდგენას" - ქართველი რეჟისორის სპექტაკლმა ლიეტუვაში, პანდემიის პირობებშიც კი, ანშლაგით ჩაიარა