საზოგადოება
პოლიტიკა
სამართალი

5

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 12:42-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 23:42-ზე რთული და დაძაბული დღეა. არ მოატყუოთ გარშემო მყოფები და არც თავად მოტყუვდეთ. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ვაჭრობას, ურთიერთობის გარჩევას. ცუდი დღეა საქმეების გარჩევისთვის. შესაძლოა, სამუდამოდ დაკარგოთ ადამიანი. არასასურველია სამსახურის, საქმიანობის შეცვლა. კარგი დღეა შორეული მგზავრობის დასაწყებად. აქტიურად დაისვენეთ, ივარჯიშეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები, გადააადგილეთ ავეჯი, კარგია მუშაობა მიწასთან. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ორგანიზმის გასაწმენდად, წიდებისგან გათავისუფლება. ალკოჰოლსა და სასმელს დღეს საერთოდ ნუ მიიღებთ. აგრეთვე მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას.
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"...დროა დავფიქრდეთ, ეს ხომ არ არის მიზეზი ვირუსის ტოტალური გავრცელებისა" - რაზე იქადაგა დღეს მეუფე შიომ
"...დროა დავფიქრდეთ, ეს ხომ არ არის მიზეზი ვირუსის ტოტალური გავრცელებისა" - რაზე იქადაგა დღეს მეუფე შიომ

ეს არის ერის ცოდ­ვე­ბი, რო­გო­რიც არის ჩვილ­თა მკვლე­ლო­ბა, აბორ­ტე­ბი, რო­გო­რიც არის სო­დო­მი­ის გა­მო­ცხა­დე­ბა ნორ­მა­ლურ მდგო­მა­რე­ო­ბად და ა.შ. და ა.შ. ხომ არ არის დრო რომ დავ­ფიქ­რდეთ, ეს ხომ არ არის მი­ზე­ზი ასე­თი ტო­ტა­ლუ­რი გავ­რცე­ლე­ბი­სა ამ ვირუ­სი­სა, - ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს პატ­რი­არ­ქის მო­საყ­დრემ მე­უ­ფე შიომ (მუ­ჯი­რი) სა­მე­ბის სა­კა­თედ­რო ტა­ძარ­ში საკ­ვი­რაო წირ­ვის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ ქა­და­გე­ბი­სას გა­ნა­ცხა­და.

რო­გორც მე­უ­ფე შიომ აღ­ნიშ­ნა, კო­რო­ნა­ვირუ­სის მთელ მსოფ­ლი­ო­ში გავ­რცე­ლე­ბას ორი მხა­რე აქვს, ერთი არის უფრო მა­ტე­რი­ა­ლუ­რი, ფი­ზი­ო­ლო­გი­უ­რი და მე­ო­რე სუ­ლი­ე­რი.

„რა შეგ­ვიძ­ლია ვთქვათ დღე­ვან­დე­ლი სი­ტუ­ა­ცი­ი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, უმ­ძი­მე­სი პე­რი­ო­დია მთელ მსოფ­ლი­ო­ში კო­რო­ნა­ვირუ­სის პან­დე­მი­ის გამო. შეგ­ვიძ­ლია ვთქვათ, რომ ამ მოვ­ლე­ნა­საც ისე­ვე, რო­გორც ბევრ მოვ­ლე­ნას აქვს რამ­დე­ნი­მე ას­პექ­ტი, რამ­დე­ნი­მე მხა­რე. რო­გორც მე­დალს ორი მხა­რე აქვს, აქაც შე­იძ­ლე­ბა ვი­ფიქ­როთ, რომ ამ მოვ­ლე­ნა­საც აქვს პი­რო­ბი­თად რომ ვთქვათ ორი მხა­რე. ერთი არის მხა­რე უფრო მა­ტე­რი­ა­ლუ­რი, ფი­ზი­ო­ლო­გი­უ­რი, ამ თვალ­საზ­რი­სით, რა თქმა უნდა, ჩვენ ეს გვა­წუ­ხებს ძა­ლი­ან და უნდა ვე­ცა­დოთ ყვე­ლა­ნა­ი­რად და­ვიც­ვათ ის რჩე­ვე­ბი, რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი, რა­საც ჯან­დაც­ვის მუ­შა­კე­ბი გვირ­ჩე­ვენ, რა­საც სა­ხელ­მწი­ფო გვირ­ჩევს, ეს აუ­ცი­ლე­ბე­ლია იმის­თვის, რომ არ მოხ­დეს გა­და­დე­ბა, ერ­თმა­ნეთს გა­ვუფრ­თხილ­დეთ. ესეც ქრის­ტი­ა­ნუ­ლი სიყ­ვა­რუ­ლის გა­მოვ­ლი­ნე­ბაა. მაგ­რამ გახ­სოვთ მის­მა უწ­მინ­დე­სო­ბამ და უნე­ტა­რე­სო­ბამ რა გვი­თხრა წინა კვი­რას ქა­და­გე­ბა­ში - ეს, რა თქმა უნდა, სა­ჭი­როა და ჩვენ­თვის კეთ­დე­ბა, ეს ად­ვი­ლი შე­სას­რუ­ლე­ბე­ლია, მაგ­რამ ეს არ არის მთა­ვა­რი ჩვენ თუ დავ­რჩე­ბით ხორ­ცი­ე­ლი, მა­ტე­რი­ა­ლუ­რი შე­ფა­სე­ბის შრე­ში, მა­შინ ეს ჩვენ არა­ნა­ირ სარ­გე­ბელს არ მოგ­ვი­ტანს. მის­მა უწ­მინ­დე­სო­ბამ თქვა, რომ მთა­ვა­რია ღმერ­თი არ დავ­კარ­გოთ, ღმერ­თს არ დავ­შორ­დეთ. ამ მოვ­ლე­ნას აქვს მე­ო­რე შრე, უფრო მა­ღა­ლი, ეს არის სუ­ლი­ე­რი. თუ რის­თვის და­ეშ­ვა კა­ცობ­რი­ო­ბა­ზე ეს დიდი გან­საც­დე­ლი. ჩვენ ხომ ვსა­უბ­რობთ და რამ­დე­ნი გვით­ქვამს, რომ ასე­თი გან­საც­დე­ლე­ბი არ არის შემ­თხვე­ვი­თი, და­ვარ­ქვათ ამას მწა­რე წა­მა­ლი. რაც იმის­თვის ხდე­ბა, რომ ადა­მი­ა­ნი და­ფიქ­რდეს, გა­მოს­წორ­დეს, თუ რა­ი­მე აქვს ცოდ­ვა მის ცხოვ­რე­ბა­ში, პი­რად ცხოვ­რე­ბა­ში. იგი­ვე ეხე­ბა ოჯახს და ერს“, - გა­ნა­ცხა­და მე­უ­ფე შიომ.

მი­სი­ვე თქმით, არა­ერ­თი ქვეყ­ნის პო­ლი­ტი­კო­სი დღეს სი­ნა­ნულ­ზე სა­უბ­რობს.

„ჩვენ ვხე­დავთ დღეს, არა მხო­ლოდ მარ­თლმა­დი­დებ­ლე­ბი, არა­მარ­თლმა­დი­დებ­ლე­ბიც, ასე­ვე პო­ლი­ტი­კო­სე­ბიც არა­ერ­თი ქვეყ­ნი­სა გა­მო­დი­ან და სი­ნა­ნულ­ზე სა­უბ­რო­ბენ. ფიქ­რო­ბენ ცოდ­ვა­ზე, რა შე­იძ­ლე­ბა იყოს მი­ზე­ზი ამ დიდი უბე­დუ­რე­ბი­სა, ხომ არ შევ­ცო­დეთ ჩვენ?! სა­ჯა­როდ ინა­ნი­ე­ბენ, სა­ჯა­როდ ასა­ხე­ლე­ბენ ამ ცოდ­ვებს, რო­მე­ლიც უნდა გა­მოს­წორ­დეს. რომ ეს არის პირ­ველ რიგ­ში გან­დგო­მა უფ­ლი­სა­გან, და­ვი­წყე­ბა ღმრთი­სა, ღმერ­თის მცნე­ბე­ბი­სა, მისი ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბი­სა, ქრის­ტი­ა­ნუ­ლი ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბი­სა, ეს იქ­ნე­ბა გა­ნათ­ლე­ბის სფე­რო­ში, ეს იქ­ნე­ბა ჩვენს სო­ცი­ა­ლურ სფე­რო­ში, ცხოვ­რე­ბა­ში პირ­და­პირ ასა­ხე­ლე­ბენ ეს დიდი მოღ­ვა­წე­ე­ბი და ჩვენ მით უმე­ტეს გვმარ­თებს, რომ ვი­სა­უბ­როთ ამა­ზე. ეს არის ერის ცოდ­ვე­ბი, რო­გო­რიც არის ჩვილ­თა მკვლე­ლო­ბა, აბორ­ტე­ბი, რო­გო­რიც არის სო­დო­მი­ის გა­მო­ცხა­დე­ბა ნორ­მა­ლურ მდგო­მა­რე­ო­ბად და ა.შ. და ა.შ. ხომ არ არის დრო რომ დავ­ფიქ­რდეთ, ეს ხომ არ არის მი­ზე­ზი ასე­თი ტო­ტა­ლუ­რი გავ­რცე­ლე­ბი­სა ამ ვირუ­სი­სა. იცით, რა­ტომ გე­უბ­ნე­ბით ამ ყვე­ლა­ფერს? - ორი შრე აქვს ამ მოვ­ლე­ნის ახ­სნას - ერთი მა­ტე­რი­ა­ლუ­რი, ფი­ზი­ო­ლო­გი­უ­რი და მე­ო­რე არის სუ­ლი­ე­რი. ჩვენ ორი­ვე­ზე უნდა ვი­ფიქ­როთ. ვი­ფიქ­როთ სუ­ლი­ერ­ზე არ ნიშ­ნავს, რომ გა­მო­რი­ცხო მა­ტე­რი­ა­ლუ­რი მიდ­გო­მა და არ გა­ით­ვა­ლის­წი­ნო ის რჩე­ვე­ბი, რა­საც ექი­მე­ბი ამ­ბო­ბენ. ორი­ვე უნდა იყოს, რომ ჩვენ ავ­მაღ­ლდეთ და მი­ვი­ღოთ წყა­ლო­ბა და მად­ლი. მხო­ლოდ ეს გა­ა­ჩე­რებს გან­გვკურ­ნავს ჩვენ და ამას შე­უძ­ლია შე­ა­ჩე­როს ასე­თი დიდი გა­მოვ­ლი­ნე­ბა ამ და­ა­ვა­დე­ბი­სა - ჩვე­ნი სი­ნა­ნუ­ლი, უფალ­თან მობ­რუ­ნე­ბა და მი­სად­მი ლოც­ვა“, - გა­ნა­ცხა­და მე­უ­ფე შიომ.

მი­სი­ვე თქმით, „უფალს დღეს ჩვე­ნი გან­კურ­ნე­ბაც უნდა, ჩვე­ნი მობ­რუ­ნე­ბაც უნდა“.

„ვუყ­ვარ­ვართ უფალს ძლი­ერ და ამის­კენ მოგ­ვი­წო­დებს ჩვენ. მი­უ­ხე­და­ვად ჩვე­ნი მცი­რე სარ­წმუ­ნო­ე­ბი­სა არ უნდა და­ვეჭ­ვდეთ მას­ში, უნდა მი­ვე­ახ­ლოთ მას და ვი­ლო­ცოთ უფ­ლის წი­ნა­შე“, - გა­ნა­ცხა­და მე­უ­ფე შიომ.

რო­გორც მე­უ­ფე შიომ აღ­ნიშ­ნა, თა­ვად უფა­ლი იესო ქრის­ტე ამ­ბობს, რომ მორ­წმუ­ნეს ყვე­ლა­ფე­რი შე­უძ­ლია.

„მთა­ვა­რი რა არის ჩვენ­თვის, რწმე­ნით რაც გვეძ­ლე­ვა, რომ მი­ვე­ახ­ლოთ და მივ­მარ­თოთ თა­ვად ცო­ცხალ ღმერ­თს.ჩვენ რომ გვქონ­დეს ლოც­ვა სიმ­დაბ­ლით, ცრემ­ლით, სი­ნა­ნუ­ლით, ალ­ბათ, ჩვე­ნი ცხოვ­რე­ბა სხვა­ნა­ი­რი იქ­ნე­ბო­და - ჩვე­ნი სუ­ლი­ე­რი ცხოვ­რე­ბა, პი­რა­დი ცხოვ­რე­ბა და ჩვე­ნი ეროვ­ნუ­ლი ცხოვ­რე­ბაც, ქვეყ­ნის ცხოვ­რე­ბაც სხვა­ნა­ი­რი იქ­ნე­ბო­და. ჩვენ უფრო დავ­ფიქ­რდე­ბო­დით, შე­ვის­წავ­ლი­დით წმინ­და წე­რილს, წმინ­და მა­მე­ბის ნაშ­რო­მებს, მე­ტად და­ვად­გე­ბო­დით სუ­ლის გა­დარ­ჩე­ნის გზას, გან­კურ­ნე­ბის გზას და არ ვიქ­ნე­ბო­დით ჩაფ­ლულ­ნი მი­წი­ურ ყო­ფით ინ­ტე­რე­სებ­ში, რო­მელ­შიც ვართ დღეს ძი­რი­თა­დად. უფრო გვა­ინ­ტე­რე­სებს რა და­ვიც­ვათ, რა არ და­ვიც­ვათ, რა ვჭა­მოთ, რა არ ვჭა­მოთ. სამ­წუ­ხა­როდ, ეკ­ლე­სი­ა­ში მო­სი­ა­რუ­ლე ადა­მი­ა­ნე­ბიც ამა­ზე უფრო ამახ­ვი­ლე­ბენ ყუ­რა­დღე­ბას. დღეს ჩვენ სა­ხა­რე­ბა გვე­უბ­ნე­ბა რა არის მთა­ვა­რი სუ­ლის გა­დარ­ჩე­ნის­თვის“, - აღ­ნიშ­ნა მე­უ­ფე შიომ.

მკითხველის კომენტარები / 54 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ვენდობი უფლის მინიშნებებს
45

როდესაც სადმე წასვლა მსურს და ან ავად გავხდებუ, ან სხვა რამით შემეშლება ხელი, ვფიქრობ, რომ არ იყი საჭირო ჩემი წასვლა და უფალმა ხელი შემიშალა. ამისთვის მადლობა უფალს. ეგებ ახლაც რაღაცას მიგვანიშნებს?

ise
48

დავფიქრდი და ეგ მგონია მიზეზი, დაფიქრება რომ არ შეუძლიათ ისინი ან დამცინებენ ან გამიბრაზდებიან უთუოდ, თან აქეთ დამაბრალებენ აგრესიას მარა რა ვქნა :)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალებია ხდება ცნობილი კლინიკა „ვივამედში“ პატიმრის გარდაცვალებასთან დაკავშირებით
ავტორი:

"...დროა დავფიქრდეთ, ეს ხომ არ არის მიზეზი ვირუსის ტოტალური გავრცელებისა" - რაზე იქადაგა დღეს მეუფე შიომ

"...დროა დავფიქრდეთ, ეს ხომ არ არის მიზეზი ვირუსის ტოტალური გავრცელებისა" - რაზე იქადაგა დღეს მეუფე შიომ

ეს არის ერის ცოდვები, როგორიც არის ჩვილთა მკვლელობა, აბორტები, როგორიც არის სოდომიის გამოცხადება ნორმალურ მდგომარეობად და ა.შ. და ა.შ. ხომ არ არის დრო რომ დავფიქრდეთ, ეს ხომ არ არის მიზეზი ასეთი ტოტალური გავრცელებისა ამ ვირუსისა, - ამის შესახებ საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის მოსაყდრემ მეუფე შიომ (მუჯირი) სამების საკათედრო ტაძარში საკვირაო წირვის დასრულების შემდეგ ქადაგებისას განაცხადა.

როგორც მეუფე შიომ აღნიშნა, კორონავირუსის მთელ მსოფლიოში გავრცელებას ორი მხარე აქვს, ერთი არის უფრო მატერიალური, ფიზიოლოგიური და მეორე სულიერი.

„რა შეგვიძლია ვთქვათ დღევანდელი სიტუაციიდან გამომდინარე, უმძიმესი პერიოდია მთელ მსოფლიოში კორონავირუსის პანდემიის გამო. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამ მოვლენასაც ისევე, როგორც ბევრ მოვლენას აქვს რამდენიმე ასპექტი, რამდენიმე მხარე. როგორც მედალს ორი მხარე აქვს, აქაც შეიძლება ვიფიქროთ, რომ ამ მოვლენასაც აქვს პირობითად რომ ვთქვათ ორი მხარე. ერთი არის მხარე უფრო მატერიალური, ფიზიოლოგიური, ამ თვალსაზრისით, რა თქმა უნდა, ჩვენ ეს გვაწუხებს ძალიან და უნდა ვეცადოთ ყველანაირად დავიცვათ ის რჩევები, რეკომენდაციები, რასაც ჯანდაცვის მუშაკები გვირჩევენ, რასაც სახელმწიფო გვირჩევს, ეს აუცილებელია იმისთვის, რომ არ მოხდეს გადადება, ერთმანეთს გავუფრთხილდეთ. ესეც ქრისტიანული სიყვარულის გამოვლინებაა. მაგრამ გახსოვთ მისმა უწმინდესობამ და უნეტარესობამ რა გვითხრა წინა კვირას ქადაგებაში - ეს, რა თქმა უნდა, საჭიროა და ჩვენთვის კეთდება, ეს ადვილი შესასრულებელია, მაგრამ ეს არ არის მთავარი ჩვენ თუ დავრჩებით ხორციელი, მატერიალური შეფასების შრეში, მაშინ ეს ჩვენ არანაირ სარგებელს არ მოგვიტანს. მისმა უწმინდესობამ თქვა, რომ მთავარია ღმერთი არ დავკარგოთ, ღმერთს არ დავშორდეთ. ამ მოვლენას აქვს მეორე შრე, უფრო მაღალი, ეს არის სულიერი. თუ რისთვის დაეშვა კაცობრიობაზე ეს დიდი განსაცდელი. ჩვენ ხომ ვსაუბრობთ და რამდენი გვითქვამს, რომ ასეთი განსაცდელები არ არის შემთხვევითი, დავარქვათ ამას მწარე წამალი. რაც იმისთვის ხდება, რომ ადამიანი დაფიქრდეს, გამოსწორდეს, თუ რაიმე აქვს ცოდვა მის ცხოვრებაში, პირად ცხოვრებაში. იგივე ეხება ოჯახს და ერს“, - განაცხადა მეუფე შიომ.

მისივე თქმით, არაერთი ქვეყნის პოლიტიკოსი დღეს სინანულზე საუბრობს.

„ჩვენ ვხედავთ დღეს, არა მხოლოდ მართლმადიდებლები, არამართლმადიდებლებიც, ასევე პოლიტიკოსებიც არაერთი ქვეყნისა გამოდიან და სინანულზე საუბრობენ. ფიქრობენ ცოდვაზე, რა შეიძლება იყოს მიზეზი ამ დიდი უბედურებისა, ხომ არ შევცოდეთ ჩვენ?! საჯაროდ ინანიებენ, საჯაროდ ასახელებენ ამ ცოდვებს, რომელიც უნდა გამოსწორდეს. რომ ეს არის პირველ რიგში განდგომა უფლისაგან, დავიწყება ღმრთისა, ღმერთის მცნებებისა, მისი ღირებულებებისა, ქრისტიანული ღირებულებებისა, ეს იქნება განათლების სფეროში, ეს იქნება ჩვენს სოციალურ სფეროში, ცხოვრებაში პირდაპირ ასახელებენ ეს დიდი მოღვაწეები და ჩვენ მით უმეტეს გვმართებს, რომ ვისაუბროთ ამაზე. ეს არის ერის ცოდვები, როგორიც არის ჩვილთა მკვლელობა, აბორტები, როგორიც არის სოდომიის გამოცხადება ნორმალურ მდგომარეობად და ა.შ. და ა.შ. ხომ არ არის დრო რომ დავფიქრდეთ, ეს ხომ არ არის მიზეზი ასეთი ტოტალური გავრცელებისა ამ ვირუსისა. იცით, რატომ გეუბნებით ამ ყველაფერს? - ორი შრე აქვს ამ მოვლენის ახსნას - ერთი მატერიალური, ფიზიოლოგიური და მეორე არის სულიერი. ჩვენ ორივეზე უნდა ვიფიქროთ. ვიფიქროთ სულიერზე არ ნიშნავს, რომ გამორიცხო მატერიალური მიდგომა და არ გაითვალისწინო ის რჩევები, რასაც ექიმები ამბობენ. ორივე უნდა იყოს, რომ ჩვენ ავმაღლდეთ და მივიღოთ წყალობა და მადლი. მხოლოდ ეს გააჩერებს განგვკურნავს ჩვენ და ამას შეუძლია შეაჩეროს ასეთი დიდი გამოვლინება ამ დაავადებისა - ჩვენი სინანული, უფალთან მობრუნება და მისადმი ლოცვა“, - განაცხადა მეუფე შიომ.

მისივე თქმით, „უფალს დღეს ჩვენი განკურნებაც უნდა, ჩვენი მობრუნებაც უნდა“.

„ვუყვარვართ უფალს ძლიერ და ამისკენ მოგვიწოდებს ჩვენ. მიუხედავად ჩვენი მცირე სარწმუნოებისა არ უნდა დავეჭვდეთ მასში, უნდა მივეახლოთ მას და ვილოცოთ უფლის წინაშე“, - განაცხადა მეუფე შიომ.

როგორც მეუფე შიომ აღნიშნა, თავად უფალი იესო ქრისტე ამბობს, რომ მორწმუნეს ყველაფერი შეუძლია.

„მთავარი რა არის ჩვენთვის, რწმენით რაც გვეძლევა, რომ მივეახლოთ და მივმართოთ თავად ცოცხალ ღმერთს.ჩვენ რომ გვქონდეს ლოცვა სიმდაბლით, ცრემლით, სინანულით, ალბათ, ჩვენი ცხოვრება სხვანაირი იქნებოდა - ჩვენი სულიერი ცხოვრება, პირადი ცხოვრება და ჩვენი ეროვნული ცხოვრებაც, ქვეყნის ცხოვრებაც სხვანაირი იქნებოდა. ჩვენ უფრო დავფიქრდებოდით, შევისწავლიდით წმინდა წერილს, წმინდა მამების ნაშრომებს, მეტად დავადგებოდით სულის გადარჩენის გზას, განკურნების გზას და არ ვიქნებოდით ჩაფლულნი მიწიურ ყოფით ინტერესებში, რომელშიც ვართ დღეს ძირითადად. უფრო გვაინტერესებს რა დავიცვათ, რა არ დავიცვათ, რა ვჭამოთ, რა არ ვჭამოთ. სამწუხაროდ, ეკლესიაში მოსიარულე ადამიანებიც ამაზე უფრო ამახვილებენ ყურადღებას. დღეს ჩვენ სახარება გვეუბნება რა არის მთავარი სულის გადარჩენისთვის“, - აღნიშნა მეუფე შიომ.

ბოლო 24 საათში, კორონავირუსი შინაგან საქმეთა სამინისტროს 13 თანამშრომელს დაუდასტურდა

რას ამბობს პატრიარქის მოსაყდრე "ქართული ოცნების“ საარჩევნო ღონისძიებზე რამდენიმე მეუფის დასწრების შესახებ?

25 სექტემბრამდე საქართველოს ზოგიერთ რაიონში წვიმაა მოსალოდნელი - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი