სამართალი
პოლიტიკა
სპორტი

10

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 18:38-ზე, მთვარე ქალწულშია ნუ წამოიწყებთ ახალ საქმეებს. უმჯობესია, დრო დაშვებული შეცდომების გამოსასწორებლად გამოიყენოთ. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული პრობლემები განხილვა სხვა დღისთვის გადაიტანეთ. კარგი დღეა სწავლისთვის, ცოდნის მისაღებად. კარგია საქმეების შესრულება თანამოაზრებთან ერთად, კოლექტივში. მოერიდეთ საოჯახო საქმეების საჯაროდ განხილვას, ურთიერთობის გარჩევას. მოერიდეთ მგზავრობას, მოგზაურობის დაწყებას; საქმის, საქმიანობის შეცვლას. ნუ იშიმშილებთ, მაგრამ ნურც კუჭს გადატვირთავთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას.
მსოფლიო
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
TOP 5 ბესტსელერი აუდიოწიგნი, რომელსაც უნდა მოუსმინო, სანამ სახლში ხარ
TOP 5 ბესტსელერი აუდიოწიგნი, რომელსაც უნდა მოუსმინო, სანამ სახლში ხარ

არის წიგ­ნე­ბი, რომ­ლებ­ზეც ყო­ველ­თვის სა­უბ­რო­ბენ; წიგ­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც თა­ო­ბებს აღაფრ­თო­ვა­ნებს და წლი­დან წლამ­დე ღირ­სე­ულ ად­გილს იკა­ვებს ბესტსე­ლე­რი წიგ­ნე­ბის თა­რო­ზე. თუკი ყვე­ლა­ზე მო­თხოვ­ნა­დი წიგ­ნე­ბის წა­კი­თხვა რა­ღაც მიზ­ნით ადრე უკვე რამ­დენ­ჯერ­მე გა­და­დეთ, ახლა მათ გა­საც­ნო­ბად სა­უ­კე­თე­სო დროა.

მო­სახ­ლე­ო­ბის დიდი ნა­წი­ლი დის­ტან­ცი­ურ მუ­შა­ო­ბა­ზეა გა­და­სუ­ლი, მოს­წავ­ლე­ე­ბი­სა და სტუ­დენ­ტე­ბის­თვის ონ­ლა­ინ­სწავ­ლე­ბა და­ი­წყო. ასე რომ, თუკი თვლით, რომ კომ­პი­უ­ტე­რის წინ ისე­დაც საკ­მა­რის დროს ატა­რებთ და თვა­ლე­ბის გა­დაღ­ლა არ გსურთ, აუ­დი­ო­წიგ­ნე­ბის პლატ­ფორ­მა gudabooks.ge-ის ეს­ტუმ­რეთ, სა­დაც სხვა­დას­ხვა ჟან­რის, უცხო­ე­უ­ლი და ქარ­თვე­ლი ავ­ტო­რე­ბის 200-მდე წიგ­ნია გახ­მო­ვა­ნე­ბუ­ლი. ამ­ჯე­რად, 5 ბესტსე­ლე­რი აუ­დი­ო­წიგ­ნი შე­გირ­ჩი­ეთ, რო­მელ­საც უნდა მო­უს­მი­ნოთ, სა­ნამ სახ­ლში ხართ.

1. ფრე­დე­რიკ ბეგ­ბე­დე­რი - „99 ფრან­კი“

წიგნ­ში აღ­წე­რი­ლი გა­რე­მო და მოვ­ლე­ნე­ბი ავ­ტო­რის პი­რა­დი გა­მოც­დი­ლე­ბის ანა­რეკ­ლია, რაც კი­დევ უფრო ამ­ძაფ­რებს რო­მა­ნი­სად­მი მკი­თხვე­ლის ინ­ტე­რესს. ბეგ­ბე­დე­რი აღ­წერს გა­მო­ჩე­ნილ ადა­მი­ან­თა ზღვარ­გა­და­სულ სიმ­დიდ­რეს, რო­ელ­თაც კე­თილ­დღე­ო­ბა და­ნარ­ჩე­ნი მსოფ­ლი­ოს უბე­დუ­რე­ბი­სა და სუ­ლი­ე­რი გა­ღა­ტა­კე­ბის ხარ­ჯზე მო­ი­პო­ვეს.

რო­მა­ნის მთა­ვა­რი გმი­რი წარ­მა­ტე­ბუ­ლი სა­რეკ­ლა­მო მე­ნე­ჯე­რია, რო­მელ­საც თით­ქოს ყვე­ლა­ფე­რი აქვს იმის­თვის, რომ ბედ­ნი­ე­რი იყოს: ფული, ქა­ლე­ბი, აღი­ა­რე­ბა... მაგ­რამ ერთხე­ლაც ხვდე­ბა, რომ ეს ყვე­ლა­ფე­რი ბედ­ნი­ე­რე­ბას­თან ახ­ლო­საც კი არ არის.

2. კა­ზუო იში­გუ­რო - „არა­სო­დეს გა­მიშ­ვა“

კა­ზუო იში­გუ­რო ია­პო­ნუ­რი წარ­მო­შო­ბის ბრი­ტა­ნე­ლი მწე­რა­ლია. მის­მა პირ­ვე­ლი­ვე რო­მან­მა „იქ, სა­ი­და­ნაც გო­რა­კე­ბი ჩანს“ უდი­დე­სი აღი­ა­რე­ბა მო­ი­პო­ვა, მას ახა­სი­ა­თებ­დნენ, რო­გორც ერთ-ერთ სა­უ­კე­თე­სო ახალ­გაზ­რდა ბრი­ტა­ნელ მწე­რალს. იში­გუ­როს ჯო­ზეფ კონ­რადსა და ვლა­დი­მირ ნა­ბო­კოვს ადა­რებ­დნენ. წარ­მა­ტე­ბუ­ლი აღ­მოჩ­ნდა მისი რო­მა­ნის ეკ­რა­ნი­ზა­ცი­აც.

უფრო დიდი წარ­მა­ტე­ბა მოჰ­ყვა რო­მა­ნის „არა­სო­დეს გა­მიშ­ვა“ ეკ­რა­ნი­ზა­ცი­ას, რო­მე­ლიც ბრი­ტა­ნელ­მა რე­ჟი­სორ­მა აქ­ცია ფილ­მად და არც შემ­ცდა­რა – იგი ბოლო დრო­ის ერთ-ერთ სა­უ­კე­თე­სო სა­მეც­ნი­ე­რო ფან­ტას­ტი­კურ კი­ნო­ფილ­მად აღი­ა­რეს. თა­ვად რო­მა­ნი კი ჟურ­ნალ­მა „ტა­იმ­მა“ყვე­ლა დრო­ის 100 სა­უ­კე­თე­სო ინ­გლი­სურ რო­მანს შო­რის და­ა­სა­ხე­ლა. ასე რომ, წინ მარ­თლაც და­უ­ვი­წყა­რი მოგ­ზა­უ­რო­ბა გე­ლო­დე­ბათ.

3. მი­ხა­ილ ბულ­გა­კო­ვი - „ოს­ტა­ტი და მარ­გა­რი­ტა“

„ოს­ტა­ტი და მარ­გა­რი­ტა“ მსოფ­ლიო ლი­ტე­რა­ტუ­რის ის­ტო­რი­ა­ში ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე იდუ­მა­ლე­ბით მო­ცუ­ლი რო­მა­ნია, რომ­ლის არ­სის ამოხ­სნა­ზე დღემ­დე მსჯე­ლო­ბენ და კა­მა­თო­ბენ კრი­ტი­კო­სე­ბი, ფი­ლო­სო­ფო­სე­ბი, მწერ­ლე­ბი. ამ ნა­წარ­მო­ებ­ში ნე­ბის­მი­ე­რი გე­მოვ­ნე­ბის მკი­თხვე­ლი იპო­ვის მის­თვის სა­ინ­ტე­რე­სოს.

სა­ხელ­წო­დე­ბა იმ­თა­ვით­ვე გვა­უ­წყებს, რომ ხე­ლოვ­ნე­ბის რა­ო­ბა­ზე და­ფიქ­რე­ბა და ამაღ­ლე­ბულ სიყ­ვა­რულ­თან ზი­ა­რე­ბა მოგ­ვი­წევს; „წიგ­ნი წიგნ­ში“ – ახა­ლი აღ­თქმის მო­ტი­ვებ­ზე მო­თხრო­ბი­ლი ამ­ბა­ვი პი­ლა­ტე­სა და იე­შუ­ას (იე­სოს) ურ­თი­ერ­თო­ბა­ზე – სი­კე­თი­სა და ბო­რო­ტე­ბის მა­რა­დი­ულ ჭი­დილს კი­დევ ერთხელ დაგ­ვა­ნახ­ვებს; რო­მა­ნის მე­სა­მე შრე – ეშ­მა­კი ვო­ლან­დი­სა და მისი ამა­ლის თავ­გა­და­სა­ვა­ლი კი ჯა­დოქ­რო­ბი­სა და მის­ნო­ბის ასე­ვე ოდინ­დელ თე­მებს ავი­თა­რებს. ამ­გვა­რად, თქვენ წი­ნა­შეა მა­რა­დი­უ­ლი წიგ­ნი მა­რა­დი­ულ სა­კი­თხებ­ზე.

4. ელიფ შა­ფა­ქი - სიყ­ვა­რუ­ლის ორ­მო­ცი წესი

თუკი ამ წიგ­ნის გაც­ნო­ბა ბევ­რჯერ გა­და­გი­დევთ, ახლა ამის­თვის სა­უ­კე­თე­სო დროა. ცნო­ბი­ლი თურ­ქი მწე­რა­ლი ელიფ შა­ფა­ქი ქა­ლაქ სტრას­ბურ­გში, დიპ­ლო­მა­ტე­ბის ოჯახ­ში და­ი­ბა­და. ცხოვ­რობს ამე­რი­კა­სა და თურ­ქეთ­ში. მშობ­ლი­უ­რი თურ­ქუ­ლის გარ­და, წერს ინ­გლი­სუ­რად. თა­ნამ­შრომ­ლობს ამე­რი­კულ და ევ­რო­პულ პრე­სას­თან.

შა­ფა­ქის რო­მა­ნებ­მა დიდი გა­მოხ­მა­უ­რე­ბა ჰპო­ვა მთელს მსოფ­ლი­ო­ში. რო­მა­ნი „სიყ­ვა­რუ­ლის ორ­მო­ცი წესი“ ინ­გლი­სუ­რად და­წე­რილ მის სამ რო­მან­თა­გან ერთ-ერ­თია. თა­ნა­მედ­რო­ვე ამე­რი­კე­ლი ქა­ლის ერ­თფე­რო­ვან ცხოვ­რე­ბა­ში ქა­რიშ­ხა­ლი­ვით შე­მო­იჭ­რე­ბა ორი სა­ო­ცა­რი და სა­ოც­ნე­ბო სამ­ყა­რო: სიყ­ვა­რუ­ლი და... აღ­მო­სავ­ლე­თი!

5. ია კარ­გა­რე­თე­ლი - სხვა უდაბ­ნოს სა­ი­დუმ­ლო

ახალ­გაზ­რდა, მომ­ხიბ­ვლე­ლი ქარ­თვე­ლი მწე­რა­ლი ქალი ეგ­ვიპ­ტე­ში მი­ემ­გზავ­რე­ბა. უცხო, უჩ­ვე­უ­ლო და ან­და­მა­ტი­ვით მიმ­ზიდ­ვე­ლი სამ­ყა­რო მას მო­უ­ლოდ­ნე­ლო­ბე­ბით ხვდე­ბა. მთა­ვა­რი მო­უ­ლოდ­ნე­ლო­ბა კი ახო­ვა­ნი, ვერ­ცხლის­ფერ­თვა­ლე­ბი­ა­ნი ბე­დუ­ი­ნია, რო­მე­ლიც ტე­ლე­ეკ­რა­ნი­დან გად­მო­სულ აღ­მო­სავ­ლელ გმირს ჰგავს. თამ­თას მოგ­ზა­უ­რო­ბა იქ­ცე­ვა თავ­ბრუ­დამ­ხვე­ვი, წარ­მო­უდ­გე­ნე­ლი მოვ­ლე­ნე­ბის დი­ნე­ბად, რო­მე­ლიც ძირ­ფეს­ვი­ა­ნად ცვლის მის ცხოვ­რე­ბას.

იდუ­მა­ლი, ამო­უც­ნო­ბი სი­ლა­მა­ზი­თა და ხი­ფა­თით სავ­სე სამ­ყა­რო - უკი­დე­გა­ნო სა­ჰა­რა, არაბ ბე­დუ­ინ­თა სამ­ფლო­ბე­ლო, სა­დაც უძ­ვე­ლე­სი კულ­ტუ­რე­ბის გზე­ბი გა­და­იკ­ვე­თა; ტან­ჯვა, ცრემ­ლი და ტკი­ვი­ლი; მო­უ­ლოდ­ნე­ლად, უდაბ­ნოს ქა­რიშ­ხა­ლი­ვით მომ­სკდა­რი გრძნო­ბა და დიდი ბედ­ნი­ე­რე­ბა - ამ ყვე­ლა­ფერს ავ­ტო­რის უშ­რე­ტი ფან­ტა­ზი­ის წყა­ლო­ბით ვე­ზი­ა­რე­ბით.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
ავტორი:

TOP 5 ბესტსელერი აუდიოწიგნი, რომელსაც უნდა მოუსმინო, სანამ სახლში ხარ

TOP 5 ბესტსელერი აუდიოწიგნი, რომელსაც უნდა მოუსმინო, სანამ სახლში ხარ

არის წიგნები, რომლებზეც ყოველთვის საუბრობენ; წიგნები, რომლებიც თაობებს აღაფრთოვანებს და წლიდან წლამდე ღირსეულ ადგილს იკავებს ბესტსელერი წიგნების თაროზე. თუკი ყველაზე მოთხოვნადი წიგნების წაკითხვა რაღაც მიზნით ადრე უკვე რამდენჯერმე გადადეთ, ახლა მათ გასაცნობად საუკეთესო დროა.

მოსახლეობის დიდი ნაწილი დისტანციურ მუშაობაზეა გადასული, მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის ონლაინსწავლება დაიწყო. ასე რომ, თუკი თვლით, რომ კომპიუტერის წინ ისედაც საკმარის დროს ატარებთ და თვალების გადაღლა არ გსურთ, აუდიოწიგნების პლატფორმა gudabooks.ge-ის ესტუმრეთ, სადაც სხვადასხვა ჟანრის, უცხოეული და ქართველი ავტორების 200-მდე წიგნია გახმოვანებული. ამჯერად, 5 ბესტსელერი აუდიოწიგნი შეგირჩიეთ, რომელსაც უნდა მოუსმინოთ, სანამ სახლში ხართ.

1. ფრედერიკ ბეგბედერი - „99 ფრანკი“

წიგნში აღწერილი გარემო და მოვლენები ავტორის პირადი გამოცდილების ანარეკლია, რაც კიდევ უფრო ამძაფრებს რომანისადმი მკითხველის ინტერესს. ბეგბედერი აღწერს გამოჩენილ ადამიანთა ზღვარგადასულ სიმდიდრეს, როელთაც კეთილდღეობა დანარჩენი მსოფლიოს უბედურებისა და სულიერი გაღატაკების ხარჯზე მოიპოვეს.

რომანის მთავარი გმირი წარმატებული სარეკლამო მენეჯერია, რომელსაც თითქოს ყველაფერი აქვს იმისთვის, რომ ბედნიერი იყოს: ფული, ქალები, აღიარება... მაგრამ ერთხელაც ხვდება, რომ ეს ყველაფერი ბედნიერებასთან ახლოსაც კი არ არის.

2. კაზუო იშიგურო - „არასოდეს გამიშვა“

კაზუო იშიგურო იაპონური წარმოშობის ბრიტანელი მწერალია. მისმა პირველივე რომანმა „იქ, საიდანაც გორაკები ჩანს“ უდიდესი აღიარება მოიპოვა, მას ახასიათებდნენ, როგორც ერთ-ერთ საუკეთესო ახალგაზრდა ბრიტანელ მწერალს. იშიგუროს ჯოზეფ კონრადსა და ვლადიმირ ნაბოკოვს ადარებდნენ. წარმატებული აღმოჩნდა მისი რომანის ეკრანიზაციაც.

უფრო დიდი წარმატება მოჰყვა რომანის „არასოდეს გამიშვა“ ეკრანიზაციას, რომელიც ბრიტანელმა რეჟისორმა აქცია ფილმად და არც შემცდარა – იგი ბოლო დროის ერთ-ერთ საუკეთესო სამეცნიერო ფანტასტიკურ კინოფილმად აღიარეს. თავად რომანი კი ჟურნალმა „ტაიმმა“ყველა დროის 100 საუკეთესო ინგლისურ რომანს შორის დაასახელა. ასე რომ, წინ მართლაც დაუვიწყარი მოგზაურობა გელოდებათ.

3. მიხაილ ბულგაკოვი - „ოსტატი და მარგარიტა“

„ოსტატი და მარგარიტა“ მსოფლიო ლიტერატურის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე იდუმალებით მოცული რომანია, რომლის არსის ამოხსნაზე დღემდე მსჯელობენ და კამათობენ კრიტიკოსები, ფილოსოფოსები, მწერლები. ამ ნაწარმოებში ნებისმიერი გემოვნების მკითხველი იპოვის მისთვის საინტერესოს.

სახელწოდება იმთავითვე გვაუწყებს, რომ ხელოვნების რაობაზე დაფიქრება და ამაღლებულ სიყვარულთან ზიარება მოგვიწევს; „წიგნი წიგნში“ – ახალი აღთქმის მოტივებზე მოთხრობილი ამბავი პილატესა და იეშუას (იესოს) ურთიერთობაზე – სიკეთისა და ბოროტების მარადიულ ჭიდილს კიდევ ერთხელ დაგვანახვებს; რომანის მესამე შრე – ეშმაკი ვოლანდისა და მისი ამალის თავგადასავალი კი ჯადოქრობისა და მისნობის ასევე ოდინდელ თემებს ავითარებს. ამგვარად, თქვენ წინაშეა მარადიული წიგნი მარადიულ საკითხებზე.

4. ელიფ შაფაქი - სიყვარულის ორმოცი წესი

თუკი ამ წიგნის გაცნობა ბევრჯერ გადაგიდევთ, ახლა ამისთვის საუკეთესო დროა. ცნობილი თურქი მწერალი ელიფ შაფაქი ქალაქ სტრასბურგში, დიპლომატების ოჯახში დაიბადა. ცხოვრობს ამერიკასა და თურქეთში. მშობლიური თურქულის გარდა, წერს ინგლისურად. თანამშრომლობს ამერიკულ და ევროპულ პრესასთან.

შაფაქის რომანებმა დიდი გამოხმაურება ჰპოვა მთელს მსოფლიოში. რომანი „სიყვარულის ორმოცი წესი“ ინგლისურად დაწერილ მის სამ რომანთაგან ერთ-ერთია. თანამედროვე ამერიკელი ქალის ერთფეროვან ცხოვრებაში ქარიშხალივით შემოიჭრება ორი საოცარი და საოცნებო სამყარო: სიყვარული და... აღმოსავლეთი!

5. ია კარგარეთელი - სხვა უდაბნოს საიდუმლო

ახალგაზრდა, მომხიბვლელი ქართველი მწერალი ქალი ეგვიპტეში მიემგზავრება. უცხო, უჩვეულო და ანდამატივით მიმზიდველი სამყარო მას მოულოდნელობებით ხვდება. მთავარი მოულოდნელობა კი ახოვანი, ვერცხლისფერთვალებიანი ბედუინია, რომელიც ტელეეკრანიდან გადმოსულ აღმოსავლელ გმირს ჰგავს. თამთას მოგზაურობა იქცევა თავბრუდამხვევი, წარმოუდგენელი მოვლენების დინებად, რომელიც ძირფესვიანად ცვლის მის ცხოვრებას.

იდუმალი, ამოუცნობი სილამაზითა და ხიფათით სავსე სამყარო - უკიდეგანო საჰარა, არაბ ბედუინთა სამფლობელო, სადაც უძველესი კულტურების გზები გადაიკვეთა; ტანჯვა, ცრემლი და ტკივილი; მოულოდნელად, უდაბნოს ქარიშხალივით მომსკდარი გრძნობა და დიდი ბედნიერება - ამ ყველაფერს ავტორის უშრეტი ფანტაზიის წყალობით ვეზიარებით.

მოუსმინე წიგნებს: მიხაილ ბულგაკოვი "ოსტატი და მარგარიტა" (თავი მეორე)

5 თინეიჯერული აუდიოწიგნი, რომელიც, თვითიზოლაციის პერიოდში, დროსა და სივრცეში გამოგზაურებთ

აპლიკაცია „გუდა“  - პროფესიონალურად გახმოვანებული ყველა ჟანრის ლიტერატურის მოსმენის შესაძლებლობა