სპორტი
პოლიტიკა
კონფლიქტები

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
მსოფლიო
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სემეკმა სერტიფიცირების წესები დაამტკიცა
სემეკმა სერტიფიცირების წესები დაამტკიცა

სა­ქარ­თვე­ლოს ენერ­გე­ტი­კი­სა და წყალ­მო­მა­რა­გე­ბის მა­რე­გუ­ლი­რე­ბელ­მა ეროვ­ნულ­მა კო­მი­სი­ამ (სე­მე­კი) გა­დამ­ცე­მი სის­ტე­მის ოპე­რა­ტო­რის სერ­ტი­ფი­ცი­რე­ბის წე­სე­ბი და­ამ­ტკი­ცა. წე­სე­ბი ერთ-ერთი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ნორ­მა­ტი­უ­ლი აქ­ტია, რომ­ლის შე­მუ­შა­ვე­ბა სე­მეკს „ენერ­გე­ტი­კი­სა და წყალ­მო­მა­რა­გე­ბის შე­სა­ხებ“ სა­ქარ­თვე­ლოს კა­ნო­ნით და­ე­ვალ­დე­ბუ­ლა. სერ­ტი­ფი­ცი­რე­ბის წე­სე­ბი სრუ­ლად ით­ვა­ლის­წი­ნებს ევ­რო­პის დი­რექ­ტი­ვე­ბის (N2009/72/EC; N714/2009(EC); N2009/73/EC; N715/2009(EC) მო­თხოვ­ნებს.

„გა­და­ცე­მის სის­ტე­მის ოპე­რა­ტო­რის სერ­ტი­ფი­ცი­რე­ბის წე­სე­ბის“ მი­ზა­ნია ელექტრო­ე­ნერ­გი­ი­სა და ბუ­ნებ­რი­ვი გა­ზის­გა­დამ­ცე­მი სის­ტე­მის ოპე­რა­ტო­რე­ბის სერ­ტი­ფი­ცი­რე­ბის პრო­ცე­დუ­რე­ბის, პი­რო­ბებ­სა და მო­თხოვ­ნე­ბის დად­გე­ნა. წე­სე­ბით გან­სა­ზღვრუ­ლი­ა­გა­და­ცე­მის სის­ტე­მის ოპე­რა­ტო­რის საქ­მი­ა­ნო­ბის­გან­ცალ­კე­ვე­ბა­სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის მიერ შე­მუ­შა­ვე­ბუ­ლი გეგ­მის შე­სა­ბა­მი­სად.

გა­და­ცე­მის სის­ტე­მის ოპე­რა­ტო­რე­ბის სერ­ტი­ფი­ცი­რე­ბას, ოპე­რა­ტო­რე­ბის და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბი­სა და საქ­მი­ა­ნო­ბე­ბის გან­ცალ­კე­ვე­ბის მო­თხოვ­ნებ­თან შე­სა­ბა­მი­სო­ბა­ზე ზე­დამ­ხედ­ვე­ლო­ბას სე­მე­კი გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლებს. სერ­ტი­ფი­ცი­რე­ბის პრო­ცეს­ში ჩარ­თუ­ლი იქ­ნე­ბა ევ­რო­პის ენერ­გე­ტი­კუ­ლი თა­ნა­მე­გობ­რო­ბა (Energy Community).

ნორ­მა­ტი­უ­ლი აქტი გან­სა­ზღვრავს სერ­ტი­ფი­ცი­რე­ბის­თვის აუ­ცი­ლე­ბელ დო­კუ­მენ­ტებ­სა და ინ­ფორ­მა­ცი­ას. ამას­თა­ნა­ვე, აღ­წერს პრო­ცე­დუ­რებს იმ ენერ­გე­ტი­კუ­ლი სა­წარ­მო­ე­ბის­თვის, რომ­ლე­ბიც იმ­ყო­ფე­ბი­ან მე­სა­მე ქვეყ­ნე­ბის რე­ზი­დენ­ტი პი­რის კონ­ტრო­ლის ქვეშ.

წე­სე­ბი ად­გენს სერ­ტი­ფი­ცი­რე­ბა­ზე უა­რის თქმის გა­რე­მო­ე­ბებ­სა და სერ­ტი­ფი­ცი­რე­ბის პრო­ცე­დუ­რის ხე­ლა­ხა­ლი და­წყე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბებს. წე­სე­ბის ფარ­გლებ­ში შე­მუ­შა­ვე­ბუ­ლია გა­და­ცე­მის სის­ტე­მის ოპე­რა­ტო­რის გან­ცალ­კე­ვე­ბის შე­სა­ხებ გა­ნა­ცხა­დის ფორ­მე­ბიც.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უძრავი ქონება საქართველოში: ეკონომიკაზე გავლენა, ტენდენციები და პროგნოზები
ავტორი:

სემეკმა სერტიფიცირების წესები დაამტკიცა

სემეკმა სერტიფიცირების წესები დაამტკიცა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკი) გადამცემი სისტემის ოპერატორის სერტიფიცირების წესები დაამტკიცა. წესები ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნორმატიული აქტია, რომლის შემუშავება სემეკს „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონით დაევალდებულა. სერტიფიცირების წესები სრულად ითვალისწინებს ევროპის დირექტივების (N2009/72/EC; N714/2009(EC); N2009/73/EC; N715/2009(EC) მოთხოვნებს.

„გადაცემის სისტემის ოპერატორის სერტიფიცირების წესების“ მიზანია ელექტროენერგიისა და ბუნებრივი გაზისგადამცემი სისტემის ოპერატორების სერტიფიცირების პროცედურების, პირობებსა და მოთხოვნების დადგენა. წესებით განსაზღვრულიაგადაცემის სისტემის ოპერატორის საქმიანობისგანცალკევებასაქართველოს მთავრობის მიერ შემუშავებული გეგმის შესაბამისად.

გადაცემის სისტემის ოპერატორების სერტიფიცირებას, ოპერატორების დამოუკიდებლობისა და საქმიანობების განცალკევების მოთხოვნებთან შესაბამისობაზე ზედამხედველობას სემეკი განახორციელებს. სერტიფიცირების პროცესში ჩართული იქნება ევროპის ენერგეტიკული თანამეგობრობა (Energy Community).

ნორმატიული აქტი განსაზღვრავს სერტიფიცირებისთვის აუცილებელ დოკუმენტებსა და ინფორმაციას. ამასთანავე, აღწერს პროცედურებს იმ ენერგეტიკული საწარმოებისთვის, რომლებიც იმყოფებიან მესამე ქვეყნების რეზიდენტი პირის კონტროლის ქვეშ.

წესები ადგენს სერტიფიცირებაზე უარის თქმის გარემოებებსა და სერტიფიცირების პროცედურის ხელახალი დაწყების შესაძლებლობებს. წესების ფარგლებში შემუშავებულია გადაცემის სისტემის ოპერატორის განცალკევების შესახებ განაცხადის ფორმებიც.

"ჩვენთან 3 ახალშობილია მოთავსებული, რომელთა მდგომარეობა მძიმეა" - ლევან რატიანი

როგორია კორონავირუსით ინფიცირებული ძველი და ახალი პაციენტების მდგომარეობა - უახლესი მონაცემები სხვადასხვა კლინიკიდან

ესპანელი მედიკოსების თქმით, კორონავირუსის გამოსავლენი ჩინური სწრაფი ტესტები ზუსტ პასუხს არ იძლევა