საზოგადოება
პოლიტიკა
კონფლიქტები

30

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეორე დღე დაიწყება 07:11-ზე, მთვარე ვერძშია კარგი დღეა ნებისმიერი საქმის დასაწყებად; ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; ვაჭრობისთვის. არ იკამათოთ, გადადეთ სასამართლო საქმეები. კარგ დღეა შემოქმედებითი და სამეცნიერო საქმეებისთვის. სწავლისთვის და გამოცდების ჩასაბარებლად. უფროსთან შეხვედრა სიკეთეს არ მოგიტანთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. თამამად გაემგზავრეთ სამოგზაუროდ, მივლინებაში. სხვა დღისთვის გადადეთ ნიშნობა და ქორწინება. შეამცირეთ ალკოჰოლისა და სასმლის დოზა. მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე; აგრეთვე დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"11 მარტს დედა ბებიას იუბილეზე იმყოფებოდა..." - რას ჰყვება ინფიცირებული 62 წლის მარნეულელი ქალის შვილი
"11 მარტს დედა ბებიას იუბილეზე იმყოფებოდა..." - რას ჰყვება ინფიცირებული 62 წლის მარნეულელი ქალის შვილი

კო­რო­ნა­ვირუ­სით ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი 62 წლის მარ­ნე­უ­ლე­ლი ქა­ლის შვი­ლი ამ­ბობს, რომ დე­და­მისს წე­ლი­წად­ნა­ხე­ვა­რია არც სა­ზღვა­რი გა­და­უკ­ვე­თავს და არც ქა­ლა­ქის მა­ღა­ზი­ა­ში უმუ­შა­ვია.

ამის შე­სა­ხებ მან ტე­ლე­კომ­პა­ნია "პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის" გა­და­ცე­მა "360 გრა­დუ­სის­თვის" მი­ცე­მულ ექსლუ­ზი­ურ ინ­ტერ­ვი­უ­ში გა­ნა­ცხა­და.

მას უჭირს იმის თქმა, თუ სა­ი­დან ან ვის­გან შე­იძ­ლე­ბო­და 62 წლის ქა­ლის ინ­ფი­ცი­რე­ბა მომ­ხდა­რი­ყო.

"გა­მო­რი­ცხუ­ლია ინ­ფორ­მა­ცია, რომ დე­და­ჩე­მი აზერ­ბა­ი­ჯან­ში და­ინ­ფი­ცირ­და, რად­გან ის აზერ­ბა­ი­ჯან­ში 2019 წელს იყო და ამის შემ­დეგ არ ყო­ფი­ლა, პას­პორ­ტში ბე­ჭე­დიც კი არის ჩარ­ტყმუ­ლი... რაც შე­ე­ხე­ბა იმას თუ სა­ი­დან გა­და­ე­დო ვირუ­სი, თა­ვი­დან ჩვენც ვფიქ­რობ­დით, რომ დის­გან გა­და­ე­დო, მაგ­რამ მას სამ­ჯერ გა­ვუ­კე­თეთ ანა­ლი­ზი და პა­სუ­ხი უარ­ყო­ფი­თი მო­ვი­და. ამი­ტომ ჯერ ჩვენც არ ვი­ცით, სა­ი­დან და­ინ­ფი­ცირ­და დედა.

შე­იძ­ლე­ბა ოჯა­ხის წე­ვის­გან გა­და­ე­დო, მაგ­რამ ასი პრო­ცენ­ტით ვერ ვამ­ბობ, რად­გან დედა სა­ზღვარ­გა­რეთ არ წა­სუ­ლა, მათ­თან კონ­ტაქ­ტი კი ჰქონ­და, რად­გან თა­ვის დას­თან ბა­თუმ­ში რჩე­ბო­და, რომ­ლის ნა­თე­სა­ვე­ბიც ბა­ქო­ში ცხოვ­რობ­დნენ. სად­მე სხვა­გან თუ იყ­ვნენ არ ვიცი, მაგ­რამ 15 მარტს ისი­ნი ბა­ქო­დან ჩა­მო­ვიდ­ნენ" - ამ­ბობს და­ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი ქა­ლის შვი­ლი.

რაც შე­ე­ხე­ბა კონ­ტაქ­ტებს, 62 ქა­ლის შვი­ლი ამ­ბობს, რომ დე­და­მისს ბოლო დღე­ებ­ში კონ­ტაქ­ტი მხო­ლოდ ოჯა­ხის წევ­რებ­თან ჰქონ­და.

"ის ბე­ბი­ას­თან იმ­ყო­ფე­ბო­და და მხო­ლოდ მათ­თან ჰქონ­და კავ­ში­რი. რაც შე­ე­ხე­ბა გავ­ცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ას, რომ ის ქელეხ­ში იმ­ყო­ფე­ბო­და, ეს არ იყო ქელე­ხი. ბე­ბი­ას იუ­ბი­ლე იყო 11 მარტს და იქ იმ­ყო­ფე­ბო­და" - ამ­ბობს მარ­ნე­უ­ლის მკვიდ­რი.

მისი თქმით, თვი­თო­ნაც და თა­ვის ძმაც თავს კარ­გად გრძნო­ბენ და ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ტეს­ტის შე­დე­გად მათ კო­რო­ნა­ვირუ­სი არ და­უდ­გინ­დათ.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ მარ­ნე­უ­ლე­ლი ქა­ლის ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა კრი­ტი­კუ­ლია. მას კო­რო­ნა­ვირუ­სი რამ­დე­ნი­მე დღის წინ და­უდ­გინ­და. რო­გორც ცნო­ბი­ლია, და­ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი ქალი ათე­უ­ლო­ბით ადა­მი­ან­თან ერ­თად წლის­თავ­ზე იმ­ყო­ფე­ბო­და, რო­მელ­საც მარ­ნე­უ­ლი­სა და ბოლ­ნი­სის მცხოვ­რებ­ლე­ბის გარ­და, უცხო ქვეყ­ნი­დან ჩა­მო­სუ­ლი სტუმ­რე­ბიც ეს­წრე­ბოდ­ნენ. მოგ­ვი­ა­ნე­ბით კი­დევ ოთხი პი­რის და­ინ­ფი­ცი­რე­ბის შე­სა­ხებ გახ­და ცნო­ბი­ლი, რო­მე­ლიც აღ­ნიშ­ნულ ქალ­ბა­ტონ­თან კონ­ტაქტს უკავ­შირ­დე­ბო­და. ისი­ნი მისი ოჯა­ხის წევ­რე­ბი იყ­ვნენ.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ რამ­დე­ნი­მე დღეა მარ­ნე­უ­ლი და ბოლ­ნი­სის სა­კა­რან­ტი­ნო ზო­ნად არის გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლი და იქ სი­ტუ­ა­ცი­ას შსს-ს თა­ნამ­შრომ­ლე­ბი აკონ­ტრო­ლე­ბენ.

მკითხველის კომენტარები / 5 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
jiji
27

ნახე როგორ იმართლებს თავს,არადა ყველაფერი შეგნებულს გავს,უნდა გასამართლდეს ესენი ღალატისთვის

lali
0

ეს რას ნიშნავს,დამალვა როგორ შეიძლება,მკაცრი ზომები ასეთებს ყველას ვინც მალავს და შეგნებულად აკეთებს

ავტორი:

"11 მარტს დედა ბებიას იუბილეზე იმყოფებოდა..." - რას ჰყვება ინფიცირებული 62 წლის მარნეულელი ქალის შვილი

"11 მარტს დედა ბებიას იუბილეზე იმყოფებოდა..." - რას ჰყვება ინფიცირებული 62 წლის მარნეულელი ქალის შვილი

კორონავირუსით ინფიცირებული 62 წლის მარნეულელი ქალის შვილი ამბობს, რომ დედამისს წელიწადნახევარია არც საზღვარი გადაუკვეთავს და არც ქალაქის მაღაზიაში უმუშავია.

ამის შესახებ მან ტელეკომპანია "პალიტრანიუსის" გადაცემა "360 გრადუსისთვის" მიცემულ ექსლუზიურ ინტერვიუში განაცხადა.

მას უჭირს იმის თქმა, თუ საიდან ან ვისგან შეიძლებოდა 62 წლის ქალის ინფიცირება მომხდარიყო.

"გამორიცხულია ინფორმაცია, რომ დედაჩემი აზერბაიჯანში დაინფიცირდა, რადგან ის აზერბაიჯანში 2019 წელს იყო და ამის შემდეგ არ ყოფილა, პასპორტში ბეჭედიც კი არის ჩარტყმული... რაც შეეხება იმას თუ საიდან გადაედო ვირუსი, თავიდან ჩვენც ვფიქრობდით, რომ დისგან გადაედო, მაგრამ მას სამჯერ გავუკეთეთ ანალიზი და პასუხი უარყოფითი მოვიდა. ამიტომ ჯერ ჩვენც არ ვიცით, საიდან დაინფიცირდა დედა.

შეიძლება ოჯახის წევისგან გადაედო, მაგრამ ასი პროცენტით ვერ ვამბობ, რადგან დედა საზღვარგარეთ არ წასულა, მათთან კონტაქტი კი ჰქონდა, რადგან თავის დასთან ბათუმში რჩებოდა, რომლის ნათესავებიც ბაქოში ცხოვრობდნენ. სადმე სხვაგან თუ იყვნენ არ ვიცი, მაგრამ 15 მარტს ისინი ბაქოდან ჩამოვიდნენ" - ამბობს დაინფიცირებული ქალის შვილი.

რაც შეეხება კონტაქტებს, 62 ქალის შვილი ამბობს, რომ დედამისს ბოლო დღეებში კონტაქტი მხოლოდ ოჯახის წევრებთან ჰქონდა.

"ის ბებიასთან იმყოფებოდა და მხოლოდ მათთან ჰქონდა კავშირი. რაც შეეხება გავცელებულ ინფორმაციას, რომ ის ქელეხში იმყოფებოდა, ეს არ იყო ქელეხი. ბებიას იუბილე იყო 11 მარტს და იქ იმყოფებოდა" - ამბობს მარნეულის მკვიდრი.

მისი თქმით, თვითონაც და თავის ძმაც თავს კარგად გრძნობენ და ჩატარებული ტესტის შედეგად მათ კორონავირუსი არ დაუდგინდათ.

შეგახსენებთ, რომ მარნეულელი ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია. მას კორონავირუსი რამდენიმე დღის წინ დაუდგინდა. როგორც ცნობილია, დაინფიცირებული ქალი ათეულობით ადამიანთან ერთად წლისთავზე იმყოფებოდა, რომელსაც მარნეულისა და ბოლნისის მცხოვრებლების გარდა, უცხო ქვეყნიდან ჩამოსული სტუმრებიც ესწრებოდნენ. მოგვიანებით კიდევ ოთხი პირის დაინფიცირების შესახებ გახდა ცნობილი, რომელიც აღნიშნულ ქალბატონთან კონტაქტს უკავშირდებოდა. ისინი მისი ოჯახის წევრები იყვნენ.

აღსანიშნავია, რომ რამდენიმე დღეა მარნეული და ბოლნისის საკარანტინო ზონად არის გამოცხადებული და იქ სიტუაციას შსს-ს თანამშრომლები აკონტროლებენ.

კლინიკაში მოთავსებული 2 ჩვილის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა, ერთის კი უკეთესი - ლალი ტურძელაძე პაციენტების მდგომარეობაზე

"ერთ-ერთმა მოქალაქემ იყიდა ქლოროქინის განსხვავებული ფორმა და დაიღუპა" - აშშ-ში მცხოვრები ექიმი კორონავირუსის მკურნალობის მითებსა და თვითმკურნალობის მავნებლობაზე

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული 18 ადამიანი გამოჯანმრთელდა, მათ შორის 2 ბავშვია - როგორია ახალი მონაცემები