მეცნიერება
საზოგადოება
მსოფლიო

7

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 13:37-ზე, მთვარე ლომშია თამამად წამოიწყეთ ახალი საქმეები. კარგი დღეა უძრავი ქონების შესაძენად, ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ვაჭრობისთვის. ცუდი დღეა კამათისა და სასამართლო საქმეებისთვის. სწავლა და გამოცდების ჩაბარება გაგიადვილდებათ. მოაგვარეთ საოჯახო კონფლიქტები. კარგია ნათესავებთან შეხვედრა და საუბარი. კარგი დღეა უფროსთან შესახვედრად და ახალი პროექტების განსახილველად; საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. მოერიდეთ ფიზიკურ დატვირთვას; გულის გადაღლას, ოპერაციებსა გულსა და ზურგზე; შესაძლოა შეგაწუხოთ რადიკულიტმა. უმჯობესდება ფსიქოემოციური ფონი. ადამიანი უფრო ხალისიანი ხდება. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის.
პოლიტიკა
კონფლიქტები
Faceამბები
სამართალი
მოზაიკა
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ყვითელ კოსტიუმში გამოწყობილი პუტინი "მინიონს" შეადარეს - როგორ დაათვალიერა პრეზიდენტმა კორონავირუსით ინფიცირებულთა კლინიკა
ყვითელ კოსტიუმში გამოწყობილი პუტინი "მინიონს" შეადარეს - როგორ დაათვალიერა პრეზიდენტმა კორონავირუსით ინფიცირებულთა კლინიკა

სპე­ცი­ა­ლურ აღ­ჭურ­ვი­ლო­ბა­ში ჩაც­მუ­ლი რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტი ვლა­დი­მერ პუ­ტი­ნი მოს­კო­ვის გა­რე­უ­ბან­ში იმ სა­ა­ვად­მყო­ფოს ეს­ტუ­რა, სა­დაც კო­რო­ნა­ვირუ­სით ინ­ფი­ცი­რე­ბულ პა­ცი­ენ­ტებს მკურ­ნა­ლო­ბენ.

პრე­ზი­დენ­ტმა მე­დი­კო­სებს მად­ლო­ბა გა­და­უ­ხა­და.

მე­დი­ა­ში გავ­რცე­ლე­ბულ კად­რებ­ში პუ­ტი­ნი ინ­ფი­ცი­რე­ბულ პა­ცი­ენ­ტსაც გა­ე­სა­უბ­რა და ჰკი­თხა, რო­გორ გრძნობ­და ის თავს. პა­ცი­ენ­ტმა მად­ლო­ბა გა­და­უ­ხა­და და აღ­ნიშ­ნა, რომ შე­სა­ნიშ­ნა­ვა­დაა.

მკვეთ­რი ფე­რის ყვი­თელ კოს­ტი­უმ­ში ჩაც­მუ­ლი პრე­ზი­დენ­ტის კად­რებ­მა რუ­სუ­ლი ინ­ტერ­ნეტ­სივ­რცე გა­ამ­ხი­ა­რუ­ლა და პუ­ტი­ნი ცნო­ბილ მულ­ტიპ­ლი­კა­ცი­ურ პერ­სო­ნაჟს, "მი­ნი­ონს" შე­ა­და­რეს.

ოპო­ზი­ცი­ო­ნე­რი ნა­ვალ­ნის მხარ­დამ­ჭე­რებ­მა კი პრე­ზი­დენ­ტი ყვი­თელ რე­ზი­ნის იხვს შე­ა­და­რეს, რო­მე­ლიც თა­ვის დრო­ზე რუ­სე­თის ქა­ლა­ქებ­ში საპ­რო­ტეს­ტო ტალ­ღის სიმ­ბო­ლოდ იქცა.

შე­გახ­სე­ნებთ, ოფი­ცი­ა­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ცი­ით, რუ­სეთ­ში კო­რო­ნა­ვირუ­სის 500-მდე შემ­თხვე­ვაა და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი, და­ღუ­პუ­ლია ერთი ადა­მი­ა­ნი.

თუმ­ცა, მოს­კო­ვის მერ­მა სერ­გეი სო­ბი­ა­ნინ­მა რუ­სე­თის პრე­ზი­დენტს გა­ნუ­ცხა­და, რომ დე­და­ქა­ლაქ­ში კო­რო­ნა­ვირუ­სით იმა­ზე ბევ­რად მეტი ადა­მი­ა­ნია და­ა­ვა­დე­ბუ­ლი, ვიდ­რე ჩანს. მი­სი­ვე თქმით, შემ­თხვე­ვე­ბის ზუს­ტი რა­ო­დე­ნო­ბა უც­ნო­ბია, ვი­ნა­ი­დან კო­რო­ნა­ვირუს­ზე ტეს­ტი ძა­ლი­ან ცოტა ადა­მი­ანს ჩა­უ­ტარ­და.

"სა­ზღვარ­გა­რე­თი­დან ჩა­მო­სუ­ლი მოს­კო­ვე­ლე­ბი თვი­თი­ზო­ლა­ცი­ა­ში იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ, თუმ­ცა მათ გა­მოკ­ვლე­ვა არ ჩა­უ­ტა­რე­ბი­ათ. რე­ა­ლუ­რად, მნიშ­ვნე­ლო­ოვ­ნად მეტი და­ა­ვა­დე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნია,“ - გა­ნა­ცხა­და სო­ბი­ა­ნინ­მა.

მკითხველის კომენტარები / 7 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
გრიშა
27

ალალია შენზე კორონა!!

თამარი
1
ღმერთმა გვიშველოს ყველას....
რუბრიკის სხვა სიახლეები
ავტორი:

ყვითელ კოსტიუმში გამოწყობილი პუტინი "მინიონს" შეადარეს - როგორ დაათვალიერა პრეზიდენტმა კორონავირუსით ინფიცირებულთა კლინიკა

ყვითელ კოსტიუმში გამოწყობილი პუტინი "მინიონს" შეადარეს - როგორ დაათვალიერა პრეზიდენტმა კორონავირუსით ინფიცირებულთა კლინიკა

სპეციალურ აღჭურვილობაში ჩაცმული რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი მოსკოვის გარეუბანში იმ საავადმყოფოს ესტურა, სადაც კორონავირუსით ინფიცირებულ პაციენტებს მკურნალობენ.

პრეზიდენტმა მედიკოსებს მადლობა გადაუხადა.

მედიაში გავრცელებულ კადრებში პუტინი ინფიცირებულ პაციენტსაც გაესაუბრა და ჰკითხა, როგორ გრძნობდა ის თავს. პაციენტმა მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ შესანიშნავადაა.

მკვეთრი ფერის ყვითელ კოსტიუმში ჩაცმული პრეზიდენტის კადრებმა რუსული ინტერნეტსივრცე გაამხიარულა და პუტინი ცნობილ მულტიპლიკაციურ პერსონაჟს, "მინიონს" შეადარეს.

ოპოზიციონერი ნავალნის მხარდამჭერებმა კი პრეზიდენტი ყვითელ რეზინის იხვს შეადარეს, რომელიც თავის დროზე რუსეთის ქალაქებში საპროტესტო ტალღის სიმბოლოდ იქცა.

შეგახსენებთ, ოფიციალური ინფორმაციით, რუსეთში კორონავირუსის 500-მდე შემთხვევაა დადასტურებული, დაღუპულია ერთი ადამიანი.

თუმცა, მოსკოვის მერმა სერგეი სობიანინმა რუსეთის პრეზიდენტს განუცხადა, რომ დედაქალაქში კორონავირუსით იმაზე ბევრად მეტი ადამიანია დაავადებული, ვიდრე ჩანს. მისივე თქმით, შემთხვევების ზუსტი რაოდენობა უცნობია, ვინაიდან კორონავირუსზე ტესტი ძალიან ცოტა ადამიანს ჩაუტარდა.

"საზღვარგარეთიდან ჩამოსული მოსკოველები თვითიზოლაციაში იმყოფებოდნენ, თუმცა მათ გამოკვლევა არ ჩაუტარებიათ. რეალურად, მნიშვნელოოვნად მეტი დაავადებული ადამიანია,“ - განაცხადა სობიანინმა.

კარანტინი მდიდრულ სასტუმროში ჰარემთან ერთად - როგორი იზოლაცია მოიწყო ტაილანდის მეფემ

იტალიაში კორონავირუსისგან 102 წლის პაციენტი განიკურნა - მას ექიმებმა "ჰაილენდერი" უწოდეს

"დაუდევრობით დაავადებულები სიკვდილს იმსახურებენ" - პანიკა ჩეჩნეთში და კადიროვის ბრძოლის მეთოდები COVID-19-ისგან დასაცავად