საზოგადოება
პოლიტიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"კორონავირუსით ინფიცირებული ყველაზე ხანდაზმული პაციენტი 82 წლის, ყველაზე პატარა კი - 2 წლისაა" - პაატა იმნაძე
"კორონავირუსით ინფიცირებული ყველაზე ხანდაზმული პაციენტი 82 წლის, ყველაზე პატარა კი - 2 წლისაა" - პაატა იმნაძე

და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლი­სა და სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ჯან­მრთე­ლო­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის დი­რექ­ტო­რის მო­ად­გი­ლის, პა­ა­ტა იმ­ნა­ძის გან­ცხა­დე­ბით, კო­რო­ნა­ვირუ­სით ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი პა­ცი­ენ­ტე­ბის ასა­კობ­რი­ვი კა­ტე­გო­რია 2 წლი­დან იწყე­ბა და 82 წლის ჩათ­ვლი­თაა.

ამის შე­სა­ხებ პა­ა­ტა იმ­ნა­ძემ მთავ­რო­ბის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ა­ში გა­მარ­თულ ბრი­ფინგზე გა­ნა­ცხა­და.

"სა­შუ­ა­ლო ასა­კი არის 37 წელი, მაქ­სი­მა­ლუ­რი - 82, ხოლო მი­ნი­მა­ლუ­რი - 2 წელი“, - გა­ნა­ცხა­და იმ­ნა­ძემ.

მისი თქმით, სუფ­თა ჰა­ერ­ზე სე­ირ­ნო­ბა ძა­ლი­ან კარ­გია ჯან­მრთე­ლო­ბის­თვის, მაგ­რამ ეს არ უნდა მოხ­დეს ჯგუ­ფუ­რად. ამავდრო­უ­ლად, ეს არ ნიშ­ნავს იმას, რომ ოჯა­ხის წევ­რე­ბი ერ­თმა­ნეთს არ უნდა ელა­პა­რა­კონ, თუმ­ცა ასეთ დროს დის­ტან­ცია უნდა იყოს და­ცუ­ლი.

„სუფ­თა ჰა­ერ­ზე სე­ირ­ნო­ბა, რა თქმა უნდა, ძა­ლი­ან კარ­გია ჯან­მრთე­ლო­ბის­თვის, მაგ­რამ ეს არ უნდა მოხ­დეს ჯგუ­ფუ­რად. გუ­შინ ვუ­ყუ­რე, ჩვენ მე­გობ­რებ­თან ერ­თად ვსე­ირ­ნობ­თო და უცხო­ებს არ ვე­ლა­პა­რა­კე­ბი­თო. სამ­წუ­ხა­როდ, კონ­ტაქ­ტე­ბის შე­ზღუდ­ვა მე­გობ­რებ­საც ეხე­ბა, რად­გა­ნაც დღეს ჩვენ სა­ქარ­თვე­ლო­ში რაც გვაქვს შემ­თხვე­ვე­ბი, ძი­რი­თა­დად ეს არის ან ოჯა­ხუ­რი კლას­ტე­რე­ბი, ან სა­მე­გობ­რო წრე­ში გავ­რცე­ლე­ბუ­ლი კლას­ტე­რე­ბი. ძა­ლი­ან გთხოვთ, ყვე­ლამ სწო­რად გა­მი­გეთ, ეს არ ნიშ­ნავს იმას, რომ ოჯა­ხის წევ­რე­ბი ერ­თმა­ნეთს არ უნდა ელა­პა­რა­კონ, მაგ­რამ თვი­თი­ზო­ლა­ცი­ა­ში როცა არის ადა­მი­ა­ნი, მაქ­სი­მა­ლუ­რად უნდა შე­ვამ­ცი­როთ ყვე­ლა ახლო კონ­ტაქ­ტი. თქვენ წარ­მო­იდ­გი­ნეთ, ოჯა­ხის წევ­რებს შო­რი­საც, ახ­ლობ­ლებს შო­რი­საც. ეს არ ნიშ­ნავს იმას, რომ ერ­თმა­ნეთს არ უნდა და­ვე­ლა­პა­რა­კოთ, მაგ­რამ მან­ძი­ლი რომ და­ვიც­ვათ ლა­პა­რა­კის დრო­საც, ძა­ლი­ან კარ­გი იქ­ნე­ბა. ღია სივ­რცე­ში ეს უნდა იყოს მი­ნი­მუმ მეტრნა­ხე­ვა­რი, და­ხუ­რულ სივ­რცე­ში მი­ნი­მუმ 2 მეტ­რი”, - გა­ნა­ცხა­და იმ­ნა­ძემ.

ცნო­ბის­თვის, სა­ქარ­თვე­ლო­ში კო­რო­ნა­ვირუ­სის 73 და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი შემ­თხვე­ვაა, მათ შო­რის გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბუ­ლი - 10 ; კა­რან­ტი­ნის რე­ჟიმ­ში იმ­ყო­ფე­ბა- 4055 პირი, ხოლო სტა­ცი­ო­ნარ­ში მეთ­ვალ­ყუ­რე­ო­ბის ქვეშ - 252.

ავტორი:

"კორონავირუსით ინფიცირებული ყველაზე ხანდაზმული პაციენტი 82 წლის, ყველაზე პატარა კი - 2 წლისაა" - პაატა იმნაძე

"კორონავირუსით ინფიცირებული ყველაზე ხანდაზმული პაციენტი 82 წლის, ყველაზე პატარა კი - 2 წლისაა" - პაატა იმნაძე

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების ასაკობრივი კატეგორია 2 წლიდან იწყება და 82 წლის ჩათვლითაა.

ამის შესახებ პაატა იმნაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

"საშუალო ასაკი არის 37 წელი, მაქსიმალური - 82, ხოლო მინიმალური - 2 წელი“, - განაცხადა იმნაძემ.

მისი თქმით, სუფთა ჰაერზე სეირნობა ძალიან კარგია ჯანმრთელობისთვის, მაგრამ ეს არ უნდა მოხდეს ჯგუფურად. ამავდროულად, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ოჯახის წევრები ერთმანეთს არ უნდა ელაპარაკონ, თუმცა ასეთ დროს დისტანცია უნდა იყოს დაცული.

„სუფთა ჰაერზე სეირნობა, რა თქმა უნდა, ძალიან კარგია ჯანმრთელობისთვის, მაგრამ ეს არ უნდა მოხდეს ჯგუფურად. გუშინ ვუყურე, ჩვენ მეგობრებთან ერთად ვსეირნობთო და უცხოებს არ ველაპარაკებითო. სამწუხაროდ, კონტაქტების შეზღუდვა მეგობრებსაც ეხება, რადგანაც დღეს ჩვენ საქართველოში რაც გვაქვს შემთხვევები, ძირითადად ეს არის ან ოჯახური კლასტერები, ან სამეგობრო წრეში გავრცელებული კლასტერები. ძალიან გთხოვთ, ყველამ სწორად გამიგეთ, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ოჯახის წევრები ერთმანეთს არ უნდა ელაპარაკონ, მაგრამ თვითიზოლაციაში როცა არის ადამიანი, მაქსიმალურად უნდა შევამციროთ ყველა ახლო კონტაქტი. თქვენ წარმოიდგინეთ, ოჯახის წევრებს შორისაც, ახლობლებს შორისაც. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ერთმანეთს არ უნდა დაველაპარაკოთ, მაგრამ მანძილი რომ დავიცვათ ლაპარაკის დროსაც, ძალიან კარგი იქნება. ღია სივრცეში ეს უნდა იყოს მინიმუმ მეტრნახევარი, დახურულ სივრცეში მინიმუმ 2 მეტრი”, - განაცხადა იმნაძემ.

ცნობისთვის, საქართველოში კორონავირუსის 73 დადასტურებული შემთხვევაა, მათ შორის გამოჯანმრთელებული - 10 ; კარანტინის რეჟიმში იმყოფება- 4055 პირი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 252.

კლინიკაში მოთავსებული 2 ჩვილის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა, ერთის კი უკეთესი - ლალი ტურძელაძე პაციენტების მდგომარეობაზე

"ერთ-ერთმა მოქალაქემ იყიდა ქლოროქინის განსხვავებული ფორმა და დაიღუპა" - აშშ-ში მცხოვრები ექიმი კორონავირუსის მკურნალობის მითებსა და თვითმკურნალობის მავნებლობაზე

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული 18 ადამიანი გამოჯანმრთელდა, მათ შორის 2 ბავშვია - როგორია ახალი მონაცემები