სამართალი
სამხედრო
მსოფლიო

1

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:33-ზე, მთვარე კუროშია კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. აგრეთვე დაკარგული ნივთების, ადამიანების მოსაძებნად. გააფართოეთ ბიზნესი, დაარეგულირეთ ურთიერთობა ბიზნესპარტნიორებთან. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. არასასურველია უძრავი ქონებით ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. კარგი დღეა სწავლისთვის, სამეცნიერო სამუშაოსთვის, გამოცდის ჩაბარება სხვა დღისთვის გადადეთ. ცუდი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, შორ მანძილზე მგზავრობისთვის. შეძლებისდაგვარად მოუარეთ ყვავილებს, დარგეთ ხეები, გაისეირნეთ ბუნებაში. მოერიდეთ ალკოჰოლს, სიგარეტს, კუჭის გადატვირთვას; ოპერაციების ჩატარებას კისერსა და ყელზე. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
პოლიტიკა
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა ხდება უხანში ორთვიანი კარანტინის შემდეგ? - ქალაქი თანდათან ნორმალურ ცხოვრებას უბრუნდება
რა ხდება უხანში ორთვიანი კარანტინის შემდეგ? - ქალაქი თანდათან ნორმალურ ცხოვრებას უბრუნდება

ჩი­ნე­თის ქა­ლაქ უხან­ში, სა­დაც ახა­ლი კო­რო­ნა­ვირუ­სის პირ­ვე­ლი შემ­თხვე­ვა და­ფიქ­სირ­და, 23 იან­ვრი­დან კა­რან­ტი­ნია გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლი - 16 მი­ლი­ო­ნი­ან ქა­ლაქ­ში ადა­მი­ა­ნე­ბი უკვე ორ თვე­ზე მე­ტია სახ­ლებ­ში არი­ან გა­მო­კე­ტილ­ნი. თუმ­ცა, ბოლო დღე­ებ­ში ვი­თა­რე­ბა თან­და­თან პო­ზი­ტი­უ­რად იც­ვლე­ბა. რო­გორც ჩი­ნე­თის ოფი­ცი­ა­ლუ­რი პი­რე­ბი ამ­ბო­ბენ, ქვე­ყა­ნამ კო­რო­ნა­ვირუ­სი და­ა­მარ­ცხა. ამა­ზე ისიც მე­ტყვე­ლებს, რომ ბოლო ხუთი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში ჩი­ნეთ­ში ვირუ­სის შიდა გა­და­დე­ბის ფაქ­ტი არ და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლა.

მსოფ­ლი­ო­ში ახა­ლი ტი­პის კო­რო­ნა­ვირუ­სი, COVID-19 სწო­რედ უხა­ნი­დან გავ­რცელ­და. ვირუ­სით ჩი­ნეთ­ში, ბოლო მო­ნა­ცე­მე­ბით, 81 218 ადა­მი­ა­ნი და­ინ­ფი­ცირ­და, რო­მელ­თა შო­რი­საც 3 281 გარ­და­იც­ვა­ლა, ქვე­ყა­ნას 73 650 გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბუ­ლი ჰყავს და ამ ეტაპ­ზე ვირუ­სის მხო­ლოდ 4 287 აქ­ტი­უ­რი შემ­თხვე­ვაა.

ახა­ლი ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა ყო­ველ­დღე იკ­ლებს. სწო­რედ ასე­თი ტენ­დენ­ცი­ის გამო, უხან­ში უკვე და­ხუ­რეს სპე­ცი­ა­ლუ­რად კო­რო­ნა­ვირუ­სით და­ა­ვა­დე­ბულ­თა სამ­კურ­ნა­ლოდ გახ­სნი­ლი სა­ა­ვად­მყო­ფო­ე­ბი, რად­გა­ნაც მათი სა­ჭი­რო­ე­ბა აღარ არ­სე­ბობ­და.

თუ ეს ტენ­დენ­ცია გაგ­რძელ­და, ოფი­ცი­ა­ლუ­რი პი­რე­ბი გეგ­მა­ვენ, რომ უხან­ში კა­რან­ტი­ნი 8 აპ­რილს გა­ა­უქ­მონ, მა­ნამ­დე კი ადა­მი­ა­ნე­ბი ეტა­პობ­რი­ვად უბ­რუნ­დე­ბი­ან ძველ ცხოვ­რე­ბას და ზო­გი­ერ­თი შე­ზღუდ­ვე­ბი იხ­სნე­ბა.

რო­გორც ბრი­ტა­ნუ­ლი გა­მო­ცე­მა the guardian წერს, ორ­შა­ბათს ადა­მი­ან­თა მცი­რე ჯგუ­ფებს უკვე შე­ეძ­ლოთ ქუ­ჩა­ში ერ­თად გა­მოს­ვლა და მთე­ლი ამ დრო­ის გან­მავ­ლო­ბა­ში პირ­ვე­ლად, ერ­თად სე­ირ­ნო­ბა.

ასე­ვე, გა­სულ შა­ბათ-კვი­რას ქა­ლაქ­ში პირ­ვე­ლი მა­ტა­რე­ბე­ლი ჩა­ვი­და, რომ­ლი­თაც ჩი­ნე­თის სხვა ქა­ლა­ქებ­ში დარ­ჩე­ნი­ლი უხა­ნის მკვიდ­რნი დაბ­რუნ­დნენ.

კვი­რას ად­გი­ლობ­რი­ვი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა უხა­ნის მა­ცხოვ­რებ­ლებს უთხრეს, რომ შე­უძ­ლი­ათ სამ­სა­ხუ­რებ­ში დაბ­რუ­ნე­ბა, თუ არ აქვთ მა­ღა­ლი ტემ­პე­რა­ტუ­რა და აქვთ შე­სა­ბა­მი­სი ჯან­მრთე­ლო­ბის და­მა­დას­ტუ­რე­ბე­ლი მოწ­მო­ბა, სა­დაც მი­თი­თე­ბუ­ლია მათი ვირუ­სუ­ლი მდგო­მა­რე­ო­ბის სტა­ტუ­სი.

ოფი­ცი­ა­ლუ­რი პი­რე­ბის გან­ცხა­დე­ბით, ქა­ლა­ქი თან­და­თან გა­იხ­სნე­ბა და ეტა­პობ­რი­ვად და­უბ­რუნ­დე­ბა ძველ ცხოვ­რე­ბას, გა­ნახ­ლდე­ბა სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ტრან­სპორ­ტის მუ­შა­ო­ბაც.

იმ ადა­მი­ა­ნებს, რომ­ლე­ბიც უხა­ნის მა­ცხოვ­რებ­ლე­ბი არ იყ­ვნენ, თუმ­ცა მკაც­რი კა­რან­ტი­ნის გა­მო­ცხა­დე­ბის შემ­დეგ ქა­ლაქ­ში ჩარ­ჩნენ, აძ­ლე­ვენ ქა­ლა­ქის და­ტო­ვე­ბის უფ­ლე­ბას. თუმ­ცა, იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ მათი ვირუ­სუ­ლი მდგო­მა­რე­ო­ბის შე­სა­ხებ ცნო­ბი­ლია და აქვთ შე­სა­ბა­მი­სი ცნო­ბა, რომ ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლე­ბი არ არი­ან.

ამ დრო­ის­თვის კო­რო­ნა­ვირუ­სი მსოფ­ლი­ოს 194 ქვე­ყა­ნა­შია გა­მოვ­ლე­ნი­ლი. ვირუ­სით გლო­ბა­ლუ­რი მას­შტა­ბით, 424 202 ადა­მი­ა­ნი და­ინ­ფი­ცირ­და, 18 934 გარ­და­იც­ვა­ლა, ხოლო 109 200 გა­მო­ჯან­მრთელ­და.

მკითხველის კომენტარები / 7 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
გუგა
0

უნდა დაეხმარონ საქარᲗველოს ყველანაირად

ჟანა დარკი.
27

როგორ შეიძლება ჩინელისა და ქართველის შედარება. ქართველები ადრე იყვნენ. ერთად-ერთი, ქართველები დღეს, ცოტათი უფრო სიმპატიურები ვართ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კადრები: რა ხდებოდა 2 ძლიერი მიწისძვრის დროს მიანმარში? - დაღუპულთა რაოდენობა 1 000-ს გასცდა
ავტორი:

რა ხდება უხანში ორთვიანი კარანტინის შემდეგ? - ქალაქი თანდათან ნორმალურ ცხოვრებას უბრუნდება

რა ხდება უხანში ორთვიანი კარანტინის შემდეგ? - ქალაქი თანდათან ნორმალურ ცხოვრებას უბრუნდება

ჩინეთის ქალაქ უხანში, სადაც ახალი კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა, 23 იანვრიდან კარანტინია გამოცხადებული - 16 მილიონიან ქალაქში ადამიანები უკვე ორ თვეზე მეტია სახლებში არიან გამოკეტილნი. თუმცა, ბოლო დღეებში ვითარება თანდათან პოზიტიურად იცვლება. როგორც ჩინეთის ოფიციალური პირები ამბობენ, ქვეყანამ კორონავირუსი დაამარცხა. ამაზე ისიც მეტყველებს, რომ ბოლო ხუთი დღის განმავლობაში ჩინეთში ვირუსის შიდა გადადების ფაქტი არ დაფიქსირებულა.

მსოფლიოში ახალი ტიპის კორონავირუსი, COVID-19 სწორედ უხანიდან გავრცელდა. ვირუსით ჩინეთში, ბოლო მონაცემებით, 81 218 ადამიანი დაინფიცირდა, რომელთა შორისაც 3 281 გარდაიცვალა, ქვეყანას 73 650 გამოჯანმრთელებული ჰყავს და ამ ეტაპზე ვირუსის მხოლოდ 4 287 აქტიური შემთხვევაა.

ახალი ინფიცირებულების რაოდენობა ყოველდღე იკლებს. სწორედ ასეთი ტენდენციის გამო, უხანში უკვე დახურეს სპეციალურად კორონავირუსით დაავადებულთა სამკურნალოდ გახსნილი საავადმყოფოები, რადგანაც მათი საჭიროება აღარ არსებობდა.

თუ ეს ტენდენცია გაგრძელდა, ოფიციალური პირები გეგმავენ, რომ უხანში კარანტინი 8 აპრილს გააუქმონ, მანამდე კი ადამიანები ეტაპობრივად უბრუნდებიან ძველ ცხოვრებას და ზოგიერთი შეზღუდვები იხსნება.

როგორც ბრიტანული გამოცემა the guardian წერს, ორშაბათს ადამიანთა მცირე ჯგუფებს უკვე შეეძლოთ ქუჩაში ერთად გამოსვლა და მთელი ამ დროის განმავლობაში პირველად, ერთად სეირნობა.

ასევე, გასულ შაბათ-კვირას ქალაქში პირველი მატარებელი ჩავიდა, რომლითაც ჩინეთის სხვა ქალაქებში დარჩენილი უხანის მკვიდრნი დაბრუნდნენ.

კვირას ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა უხანის მაცხოვრებლებს უთხრეს, რომ შეუძლიათ სამსახურებში დაბრუნება, თუ არ აქვთ მაღალი ტემპერატურა და აქვთ შესაბამისი ჯანმრთელობის დამადასტურებელი მოწმობა, სადაც მითითებულია მათი ვირუსული მდგომარეობის სტატუსი.

ოფიციალური პირების განცხადებით, ქალაქი თანდათან გაიხსნება და ეტაპობრივად დაუბრუნდება ძველ ცხოვრებას, განახლდება საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობაც.

იმ ადამიანებს, რომლებიც უხანის მაცხოვრებლები არ იყვნენ, თუმცა მკაცრი კარანტინის გამოცხადების შემდეგ ქალაქში ჩარჩნენ, აძლევენ ქალაქის დატოვების უფლებას. თუმცა, იმ შემთხვევაში, თუ მათი ვირუსული მდგომარეობის შესახებ ცნობილია და აქვთ შესაბამისი ცნობა, რომ ინფიცირებულები არ არიან.

ამ დროისთვის კორონავირუსი მსოფლიოს 194 ქვეყანაშია გამოვლენილი. ვირუსით გლობალური მასშტაბით, 424 202 ადამიანი დაინფიცირდა, 18 934 გარდაიცვალა, ხოლო 109 200 გამოჯანმრთელდა.

სამხრეთ კორეაში 96 წლის ქალი კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა

მსოფლიოს ყველაზე ხმაურიანმა ქალაქმა "დაიძინა“ - ფოტოები ნიუ იორკიდან, რომელიც კორონავირუსმა სიჩუმის ქალაქად აქცია

რა ხდებოდა მსოფლიოში "ისპანკას" დროს - ფოტოები, სადაც ჩანს, რომ 100 წლის შემდეგ პანდემიას იმავე მეთოდებით ვებრძვით