საზოგადოება
პოლიტიკა

5

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 12:42-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 23:42-ზე რთული და დაძაბული დღეა. არ მოატყუოთ გარშემო მყოფები და არც თავად მოტყუვდეთ. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ვაჭრობას, ურთიერთობის გარჩევას. ცუდი დღეა საქმეების გარჩევისთვის. შესაძლოა, სამუდამოდ დაკარგოთ ადამიანი. არასასურველია სამსახურის, საქმიანობის შეცვლა. კარგი დღეა შორეული მგზავრობის დასაწყებად. აქტიურად დაისვენეთ, ივარჯიშეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები, გადააადგილეთ ავეჯი, კარგია მუშაობა მიწასთან. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ორგანიზმის გასაწმენდად, წიდებისგან გათავისუფლება. ალკოჰოლსა და სასმელს დღეს საერთოდ ნუ მიიღებთ. აგრეთვე მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას.
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ორ კვირაში აფხაზეთში კორონავირუსი იფეთქებს..." - აფხაზები შიშობენ, რომ ადგილობრივების დიდი ნაწილი საშიშ ვირუსს ვერ გადაიტანს
"ორ კვირაში აფხაზეთში კორონავირუსი იფეთქებს..." - აფხაზები შიშობენ, რომ ადგილობრივების დიდი ნაწილი საშიშ ვირუსს ვერ გადაიტანს

ოკუ­პი­რე­ბუ­ლი აფხა­ზე­თის ე.წ. საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნებ­ში ოპო­ზი­ცი­ო­ნერ­მა ას­ლან ბჟა­ნი­ამ დიდი უპი­რა­ტე­სო­ბით გა­ი­მარ­ჯვა და მისი ინა­უ­გუ­რა­ცია 23 აპ­რილს გა­ი­მარ­თე­ბა. თუმ­ცა, სხვა სა­კი­თხია, რო­გორ გა­არ­თმევს თავს ბჟა­ნია იმ სირ­თუ­ლე­ებს, რაც რე­გი­ონ­ში დახ­ვდა, მით უფრო ახლა, როცა ად­გი­ლობ­რი­ვე­ბი ახა­ლი კო­რო­ნა­ვირუ­სის გავ­რცე­ლე­ბის საფრ­თხე­ებ­ზე სა­უბ­რო­ბენ.

ად­გი­ლობ­რი­ვე­ბი უკვე ღიად სა­უბ­რო­ბენ იმა­ზე, რომ რე­გი­ონ­ში ახა­ლი კო­რო­ნა­ვირუ­სი COVID-19 უკვე გავ­რცე­ლე­ბუ­ლია, თუმ­ცა, სხვა­დას­ხვა მი­ზე­ზე­ბის გამო, ე.წ ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო და "ხე­ლი­სუფ­ლე­ბა" არ ახ­მა­უ­რებს, ან სრულ­ყო­ფი­ლი ინ­ფორ­მა­ცია არ აქვს.

აფხა­ზი პუბ­ლი­ცის­ტი თენ­გიზ აგრბა, სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში კო­რო­ნა­ვირუ­სის გავ­რცე­ლე­ბის გამო იმ მო­სა­ლოდ­ნელ საფრ­თხე­ებ­ზე წერს, რო­მე­ლიც რამ­დე­ნი­მე დღე­ში აფხა­ზე­თის რე­გი­ონ­ში იფეთ­ქებს.

"ორ კვი­რა­ში აფხა­ზეთ­ში კო­რო­ნა­ვირუ­სი იფეთ­ქებს... თუ ჩვენ სუ­ლე­ლე­ბი არ ვართ და 65 წელს ზე­ვით ასა­კი­სა და სხვა, სუს­ტი ჯან­მრთე­ლო­ბის მქო­ნე ადა­მი­ა­ნე­ბის და­კარ­გვა არ გვსურს, ხმა უნდა ამო­ვი­ღოთ, მაგ­რამ სუ­ლე­ლე­ბი ვართ. ვიდ­რე პირ­ვე­ლი შემ­თხვე­ვა და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლა, ენ­გუ­რი­სა და ფსო­უს სა­ზღვა­რი უნდა ჩავ­კე­ტოთ, ვიდ­რე სა­ქარ­თვე­ლო­სა და რუ­სეთ­ში ამ ვირუსს არ და­ა­მარ­ცხე­ბენ!

მივ­მარ­თავ ახალ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას, იმოქ­მე­დოს ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით და სი­ტყვას ვაძ­ლევ, მად­ლი­ე­რი დავ­რჩე­ბი იმ ყვე­ლა­ფერ­ზე, რაც იყო, თვა­ლებს დავ­ხუ­ჭავ და ახა­ლი ფურ­ცლი­დან და­ვი­წყოთ ყვე­ლა­ფე­რი, ეს ეხე­ბა იმ "ძველ" და ყო­ფილ კად­რებ­საც, რომ­ლე­ბიც დღემ­დე რჩე­ბი­ან ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში" - წერს აგრბა.

აფხა­ზე­თის მო­სახ­ლე­ო­ბის ნა­წილს არ სჯე­რა, რომ რე­გი­ონ­ში ვირუსს დღემ­დე არ შე­უღ­წე­ვია. ერთ-ერთი აფხა­ზი ინ­ტერ­ნეტ­მომ­ხმა­რე­ბე­ლი გუნ­და პა­პას­კი­რი წერს, რომ უამ­რავ ადა­მი­ანს გა­მო­უვ­ლინ­და მა­ღა­ლი ტემ­პე­რა­ტუ­რა და ვირუ­სის­თვის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი სიმპტო­მე­ბი, მაგ­რამ პრობ­ლე­მა ის არის, რომ "ამას შე­სა­ბა­მი­სი სა­ხე­ლი ჯერ­ჯე­რო­ბით ვე­რა­ვინ და­არ­ქვა..."

"რო­გორ უნდა გა­ა­კე­თოს ეს ახალ­მა ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ, რო­დე­საც ისი­ნი ხე­ლი­სუფ­ლე­ბას ერთი თვის შემ­დეგ გა­და­ი­ბა­რე­ბენ?! იქამ­დე ეს ვირუ­სი რას და­ატ­რი­ა­ლებს, ალ­ბათ ად­ვი­ლი წარ­მო­სად­გე­ნია... ან ვინ­მეს ჰგო­ნია, რომ ახლა არ არის ეს ვირუ­სი? უკვე გვყავს მისი მა­ტა­რე­ბე­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი, უბ­რა­ლოდ, ამის შე­სა­ხებ ოფი­ცი­ა­ლუ­რად არ არის ცნო­ბი­ლი. თუმ­ცა, ხვალ და ზეგ შე­დე­გებს უფრო მწვა­ვედ და­ვი­ნა­ხავთ.

ჩვე­ნი სა­მე­დი­ცი­ნო მომ­სა­ხუ­რე­ბი­სა და ექი­მე­ბის კვა­ლი­ფი­კა­ცი­ის პი­რო­ბებ­ში, უმ­ძი­მეს სუ­რათს მი­ვი­ღებთ. წარ­მოდ­გე­ნაც კი არ მინ­და..." - წერს გუნ­და პა­პას­კი­რი, რომ­ლის თქმი­თაც, ფსო­უ­დან მო­მა­ვა­ლი მან­ქა­ნე­ბის ნა­კად­მა, დიდი ალ­ბა­თო­ბით კო­რო­ნა­ვირუ­სი რე­გი­ონ­ში უკვე შე­მო­ი­ტა­ნა.

“ყვე­ლა­ზე ცუდი ის არის, რომ ამას თა­ვად აფხა­ზი ექი­მე­ბიც არ აღი­ა­რე­ბენ. ასა­კო­ვა­ნი მამა მყავს და რო­დე­საც მათ­თან ამ თე­მა­ზე სა­უ­ბა­რი ვცა­დე, ცი­ვად მი­პა­სუ­ხეს - დე­ზინ­ფორ­მა­ცი­ას ნუ ჰყვე­ბით და ხალ­ხს ნუ აში­ნებ­თო. ასე ამ­ბობ­დნენ სხვა ქვეყ­ნებ­შიც და ვი­ცით რა მძი­მე დღე­ში აღ­მოჩ­დნენ... ვკი­თხე, ვინ­მეს რომ და­უ­ფიქ­სირ­დეს, ანა­ლი­ზე­ბით მიხ­ვდე­ბით, რომ ის სა­ში­ში ვირუ­სი აქვს-მეთ­ქი? მარ­ტი­ვად მი­პა­სუ­ხა - აფხა­ზეთ­ში კო­რო­ნა­ვირუ­სი არ არი­სო..." - წერს ირი­ნა აჩბა.

"ქუ­ჩა­ში არ გა­მოხ­ვი­დე­თო, გვაფრ­თხი­ლე­ბენ, აქ ხალ­ხი ყო­ველ­დღი­უ­რი შე­მო­სავ­ლით, გა­რე­ვაჭ­რო­ბით, "ტაქ­სა­ო­ბი­თა" და სხვა წვრილ­მა­ნი საქ­მე­ე­ბით ირ­ჩე­ნენ თავს... სახ­ლში სამი მო­ხუ­ცი მყავს, სა­მუ­შა­ოდ რომ არ გა­ვი­დე, შე­მო­სავ­ლის გა­რე­შე ვრჩე­ბი, მათი პენ­სია არ გვყოფ­ნის. თუ გა­ვე­დი და ეს ვირუ­სი მო­ვუ­ტა­ნე, ისი­ნი ვერ გა­და­ი­ტა­ნენ, რა გა­ვა­კე­თო?!

ჩვე­ნი უფ­რო­სი თა­ო­ბის მა­მა­კა­ცე­ბის უმე­ტე­სო­ბას ჯან­მრთე­ლო­ბა შერ­ყე­უ­ლი აქვს, ანუ რა გა­მო­დის, ისი­ნი ამ ვირუსს ვერ გა­და­ი­ტა­ნენ? სად არის გა­მო­სა­ვა­ლი?" - კი­თხუ­ლობს ლაშა ჯო­პუა.

მო­სახ­ლე­ო­ბის სხვა ნა­წი­ლი რა­დი­კა­ლუ­რი ზო­მე­ბის მომ­ხრე არ არის, რად­გან მი­აჩ­ნი­ათ, რომ მა­შინ, რო­დე­საც თა­ვად არა­ფერს აწარ­მო­ე­ბენ და მხო­ლოდ ტუ­რიზ­მზე არი­ან და­მო­კი­დე­ბულ­ნი, თვი­თი­ზო­ლა­ცია, გა­ნად­გუ­რე­ბას ნიშ­ნავს.

ekhokavkaza.com-ის ცნო­ბით, სო­ხუმ­ში უკვე შე­იქ­მნა "მო­სახ­ლე­ო­ბის კო­რო­ნა­ვირუ­სის­გან და­სა­ცა­ვი შტა­ბი", რო­მელ­საც ე.წ. ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი უხელ­მძღვა­ნე­ლე­ბენ.

ე.წ. სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრის, დაურ კო­ვეს თქმით, კო­რო­ნა­ვირუს­თან ბრძო­ლის დროს რე­გი­ონს ექ­სპერ­ტე­ბის კონ­სულ­ტა­ცი­ე­ბი­თა და მე­დი­კა­მენ­ტე­ბით და­ეხ­მა­რე­ბი­ან. მი­სი­ვე თქმით, კვი­რის ბო­ლოს რუ­სე­თი­დან ამ ვირუ­სის დი­აგ­ნოს­ტი­რე­ბის­თვის სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი ჩა­ვიდ­ნენ და ან­ტი­ბაქ­ტე­რი­უ­ლი ხსნა­რი, სა­დე­ზინ­ფექ­ციო სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი და სხვა სა­ჭი­რო ნივ­თე­ბი ჩა­ი­ტა­ნეს.

მთა­ვა­რი ფოტო: Валерий Шарифулин/ТАСС

მკითხველის კომენტარები / 29 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
გოჩა
43

რაკომენტარი უნდა ორივემხარეს ტვინგაღუნულებმა მოაწყეს ეს უბედურება ვიღაცა დაიღუპა ვიღაცამ მილიონები იშოვა. ეხლაც ვერ გაუცნობიერებიათ ადამიანი რამდენად უსუსურია დაანებრთ ერთმანეთის ხოცვას თავი. ხოხედავთ მტრობას და შურს სადამდე მიყავს ქვეყანა. გახსენით საზღვრები სანამ სროა და ჩავეხუტოთ ერთმანეთს არაგვაქვს არც ქართველებს არც ოსებს არც აბხაზებს არც რუსებს გასაყოფი არაფერი. მემგონი თუ არ გავერთიანდით ოხრად დაგვრჩება ყველაფერი ის მიწაც და წყალიც მთავრობა ერთი მუჭაა ხალხი კი ბევრი ხოდა ვაიძულოთ ზოგი ვაიპოლიტიკოსი რომ ჩაძვრეს სოროში სანამ გვიან არაა გენაცვალეთ ყველას ვინც ადამიანია და არა ნაძირალა ტვინგაბრუდებული მე ბევრი მეგობარი მყავს რუსი აბხაზი ოსი ქართველი ყველანი ჩემთვის ძალიან ღირებულები არიან სხვა გზა არაა ან ერთად ვიქნებით ანარა და სათითაოდ დავიხოცებით ვირუსმა არიცის არაფერი ერთად დგომით დავამარცხებთ ან ენ ერთად კაცურად წავალთ ამძვეყნიდან ერთხელ დაბადებული ორჯერ არკვდაბა აბა მეგობრებო შევაფურთხოთ ეშმაკს და ერთად სიცოცხლეს გაუმარჯოს ჩვენ შვილებს ვანახოთ რო ვართ ღირსეულები მათი კეთილდღეობისთვის ყველაფერს ავიტანთ

Koba
8

ჩევნ ეხლა ჩვენი გაჭივრება გვეყოფა მაგათ თუ დავეხმარეთ მაინც ზურგში დანას ჩაგვარტყამენ ამიტომ ჭკვიანად)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალებია ხდება ცნობილი კლინიკა „ვივამედში“ პატიმრის გარდაცვალებასთან დაკავშირებით
ავტორი:

"ორ კვირაში აფხაზეთში კორონავირუსი იფეთქებს..." - აფხაზები შიშობენ, რომ ადგილობრივების დიდი ნაწილი საშიშ ვირუსს ვერ გადაიტანს

"ორ კვირაში აფხაზეთში კორონავირუსი იფეთქებს..." - აფხაზები შიშობენ, რომ ადგილობრივების დიდი ნაწილი საშიშ ვირუსს ვერ გადაიტანს

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებში ოპოზიციონერმა ასლან ბჟანიამ დიდი უპირატესობით გაიმარჯვა და მისი ინაუგურაცია 23 აპრილს გაიმართება. თუმცა, სხვა საკითხია, როგორ გაართმევს თავს ბჟანია იმ სირთულეებს, რაც რეგიონში დახვდა, მით უფრო ახლა, როცა ადგილობრივები ახალი კორონავირუსის გავრცელების საფრთხეებზე საუბრობენ.

ადგილობრივები უკვე ღიად საუბრობენ იმაზე, რომ რეგიონში ახალი კორონავირუსი COVID-19 უკვე გავრცელებულია, თუმცა, სხვადასხვა მიზეზების გამო, ე.წ ჯანდაცვის სამინისტრო და "ხელისუფლება" არ ახმაურებს, ან სრულყოფილი ინფორმაცია არ აქვს.

აფხაზი პუბლიცისტი თენგიზ აგრბა, სოციალურ ქსელში კორონავირუსის გავრცელების გამო იმ მოსალოდნელ საფრთხეებზე წერს, რომელიც რამდენიმე დღეში აფხაზეთის რეგიონში იფეთქებს.

"ორ კვირაში აფხაზეთში კორონავირუსი იფეთქებს... თუ ჩვენ სულელები არ ვართ და 65 წელს ზევით ასაკისა და სხვა, სუსტი ჯანმრთელობის მქონე ადამიანების დაკარგვა არ გვსურს, ხმა უნდა ამოვიღოთ, მაგრამ სულელები ვართ. ვიდრე პირველი შემთხვევა დაფიქსირებულა, ენგურისა და ფსოუს საზღვარი უნდა ჩავკეტოთ, ვიდრე საქართველოსა და რუსეთში ამ ვირუსს არ დაამარცხებენ!

მივმართავ ახალ ხელისუფლებას, იმოქმედოს ამ მიმართულებით და სიტყვას ვაძლევ, მადლიერი დავრჩები იმ ყველაფერზე, რაც იყო, თვალებს დავხუჭავ და ახალი ფურცლიდან დავიწყოთ ყველაფერი, ეს ეხება იმ "ძველ" და ყოფილ კადრებსაც, რომლებიც დღემდე რჩებიან ხელისუფლებაში" - წერს აგრბა.

აფხაზეთის მოსახლეობის ნაწილს არ სჯერა, რომ რეგიონში ვირუსს დღემდე არ შეუღწევია. ერთ-ერთი აფხაზი ინტერნეტმომხმარებელი გუნდა პაპასკირი წერს, რომ უამრავ ადამიანს გამოუვლინდა მაღალი ტემპერატურა და ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები, მაგრამ პრობლემა ის არის, რომ "ამას შესაბამისი სახელი ჯერჯერობით ვერავინ დაარქვა..."

"როგორ უნდა გააკეთოს ეს ახალმა ხელისუფლებამ, როდესაც ისინი ხელისუფლებას ერთი თვის შემდეგ გადაიბარებენ?! იქამდე ეს ვირუსი რას დაატრიალებს, ალბათ ადვილი წარმოსადგენია... ან ვინმეს ჰგონია, რომ ახლა არ არის ეს ვირუსი? უკვე გვყავს მისი მატარებელი ადამიანები, უბრალოდ, ამის შესახებ ოფიციალურად არ არის ცნობილი. თუმცა, ხვალ და ზეგ შედეგებს უფრო მწვავედ დავინახავთ.

ჩვენი სამედიცინო მომსახურებისა და ექიმების კვალიფიკაციის პირობებში, უმძიმეს სურათს მივიღებთ. წარმოდგენაც კი არ მინდა..." - წერს გუნდა პაპასკირი, რომლის თქმითაც, ფსოუდან მომავალი მანქანების ნაკადმა, დიდი ალბათობით კორონავირუსი რეგიონში უკვე შემოიტანა.

“ყველაზე ცუდი ის არის, რომ ამას თავად აფხაზი ექიმებიც არ აღიარებენ. ასაკოვანი მამა მყავს და როდესაც მათთან ამ თემაზე საუბარი ვცადე, ცივად მიპასუხეს - დეზინფორმაციას ნუ ჰყვებით და ხალხს ნუ აშინებთო. ასე ამბობდნენ სხვა ქვეყნებშიც და ვიცით რა მძიმე დღეში აღმოჩდნენ... ვკითხე, ვინმეს რომ დაუფიქსირდეს, ანალიზებით მიხვდებით, რომ ის საშიში ვირუსი აქვს-მეთქი? მარტივად მიპასუხა - აფხაზეთში კორონავირუსი არ არისო..." - წერს ირინა აჩბა.

"ქუჩაში არ გამოხვიდეთო, გვაფრთხილებენ, აქ ხალხი ყოველდღიური შემოსავლით, გარევაჭრობით, "ტაქსაობითა" და სხვა წვრილმანი საქმეებით ირჩენენ თავს... სახლში სამი მოხუცი მყავს, სამუშაოდ რომ არ გავიდე, შემოსავლის გარეშე ვრჩები, მათი პენსია არ გვყოფნის. თუ გავედი და ეს ვირუსი მოვუტანე, ისინი ვერ გადაიტანენ, რა გავაკეთო?!

ჩვენი უფროსი თაობის მამაკაცების უმეტესობას ჯანმრთელობა შერყეული აქვს, ანუ რა გამოდის, ისინი ამ ვირუსს ვერ გადაიტანენ? სად არის გამოსავალი?" - კითხულობს ლაშა ჯოპუა.

მოსახლეობის სხვა ნაწილი რადიკალური ზომების მომხრე არ არის, რადგან მიაჩნიათ, რომ მაშინ, როდესაც თავად არაფერს აწარმოებენ და მხოლოდ ტურიზმზე არიან დამოკიდებულნი, თვითიზოლაცია, განადგურებას ნიშნავს.

ekhokavkaza.com-ის ცნობით, სოხუმში უკვე შეიქმნა "მოსახლეობის კორონავირუსისგან დასაცავი შტაბი", რომელსაც ე.წ. ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები უხელმძღვანელებენ.

ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრის, დაურ კოვეს თქმით, კორონავირუსთან ბრძოლის დროს რეგიონს ექსპერტების კონსულტაციებითა და მედიკამენტებით დაეხმარებიან. მისივე თქმით, კვირის ბოლოს რუსეთიდან ამ ვირუსის დიაგნოსტირებისთვის სპეციალისტები ჩავიდნენ და ანტიბაქტერიული ხსნარი, სადეზინფექციო საშუალებები და სხვა საჭირო ნივთები ჩაიტანეს.

მთავარი ფოტო: Валерий Шарифулин/ТАСС

"ექიმები 10 პაციენტს ერთი ხელთათმანით და პირბადით იღებენ" - რას წერენ აფხაზები რეგიონში COVID-19-ით ინ­ფი­ცი­რე­ბის პირ­ვე­ლი შემ­თხვე­ვის აღრიცხვის შემდეგ

აფხაზეთში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა

აფხაზეთში, ლომების პარკში ცხოველებს შიმშილით სიკვდილი ემუქრებათ