პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

12

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 20:10-ზე, მთვარე სასწორშია კრიტიკული დღეა. არ იჩხუბოთ. ეცადეთ, ეს დღე მშვიდად განვლოთ. არ დაიწყოთ ახალი საქმეები; მოერიდეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას; ფინანსური საკითხების მოგვარება სხვა დღისთვის გადადეთ; ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები სხვა დღეს მოაგვარეთ. აკონტროლეთ ემოციები. არასასურველია კამათი, ჩხუბი, საქმეების გარჩევა. არ გირჩევთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. სხვა დღისთვის გადადეთ მგზავრობა და მივლინება. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, საოჯახო საქმეების შესრულება. ცუდი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. იკვებეთ ზომიერად, არც შიმშილობაა სასურველი და არც კუჭის გადატვირთვა. არ მიიღოთ: რძე და რძის პროდუქტები, ცხარე და ცხელი საკვები, ხორცი, ალკოჰოლი, შეამცირეთ სიგარეტის რაოდენობა.
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
თეგეტა მოტორსის განცხადება
თეგეტა მოტორსის განცხადება

მიმ­დი­ნა­რე უპ­რე­ცე­დენ­ტო გლო­ბა­ლუ­რი გა­მოწ­ვე­ვის პი­რო­ბებ­ში, რო­მე­ლიც ერ­თნა­ი­რად ეხე­ბა მსოფ­ლი­ოს მრა­ვა­ლი ქვეყ­ნის და, მათ შო­რის, სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ებს, ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია თი­თო­ე­ულ­მა ჩვენ­თა­გან­მა ღრმად გა­ვაც­ნო­ე­ბი­ე­როთ მა­ღა­ლი სო­ცი­ა­ლუ­რი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა, მო­ვახ­დი­ნოთ არ­სე­ბულ რე­ა­ლო­ბას­თან უს­წრა­ფე­სი ადაპ­ტი­რე­ბა და სა­კუ­თა­რი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი როლი შე­ვას­რუ­ლოთ სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნეს სა­ყო­ველ­თაო პრობ­ლე­მას­თან გამ­კლა­ვე­ბა­ში.

დღეს მთა­ვა­რი ამო­ცა­ნაა მაქ­სი­მა­ლუ­რი სიფრ­თხი­ლით და წინ­და­ხე­დუ­ლე­ბით ვიზ­რუ­ნოთ ადა­მი­ა­ნე­ბის ჯან­მრთე­ლო­ბა­ზე და ყვე­ლა­ფე­რი ვი­ღო­ნოთ, რათა ხელი შე­ვუ­შა­ლოთ ვირუ­სის სწრაფ გავ­რცე­ლე­ბას, რის­თვი­საც აუ­ცი­ლე­ბე­ლია სო­ცი­ა­ლუ­რი დის­ტან­ცი­რე­ბის პრინ­ცი­პე­ბის მკაც­რად დაც­ვა.

ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით თე­გე­ტა მო­ტორ­სი მი­ე­სალ­მე­ბა ბოლო ერთი თვის გან­მავ­ლო­ბა­ში ქვეყ­ნის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მიერ მი­ღე­ბულ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბებს და გა­დად­გმულ ნა­ბი­ჯებს. ჩვენ გვჯე­რა, რომ შე­სა­ბა­მი­სი სა­ხელ­მწი­ფო უწყე­ბე­ბის პრო­ფე­სი­ო­ნა­ლუ­რი და კო­ორ­დი­ნი­რე­ბუ­ლი მოქ­მე­დე­ბა გა­დამ­წყვეტ გავ­ლე­ნას მო­ახ­დენს პან­დე­მი­ით გა­მოწ­ვე­უ­ლი ზი­ა­ნის მი­ნი­მი­ზა­ცი­ა­ზე.

მე­ო­რე მხრივ, ახლა გა­დამ­წყვე­ტი მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს მი­ნი­მა­ლუ­რად შე­საძ­ლე­ბე­ლი ეკო­ნო­მი­კუ­რი აქ­ტი­ვო­ბის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბას. ჩვენ უნდა მო­ვა­ხერ­ხოთ და გა­ვაგ­რძე­ლოთ ფუნ­ქცი­ო­ნი­რე­ბა, იმ პი­რო­ბით, რომ მკაც­რად შე­ვას­რუ­ლებთ ჯან­მრთე­ლო­ბის უსაფრ­თხო­ე­ბის ყვე­ლა აუ­ცი­ლე­ბელ მო­თხოვ­ნას და და­ვი­ცავთ მთავ­რო­ბის მიერ შე­მუ­შა­ვე­ბულ სტან­დარ­ტებს. ამ მიდ­გო­მას ექ­ნე­ბა გა­დამ­წყვე­ტი მნიშ­ვნე­ლო­ბა ვირუ­სის გავ­რცე­ლე­ბით გა­მოწ­ვე­უ­ლი ეკო­ნო­მი­კუ­რი კრი­ზი­სის და­საძ­ლე­ვად.

ჩვენ მი­ვე­სალ­მე­ბით მთავ­რო­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას, რომ გა­ნაგ­რძოს ქვე­ყა­ნა­ში მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ინფრას­ტრუქ­ტუ­რუ­ლი პრო­ექ­ტე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა და უზ­რუნ­ველ­ყოს აუ­ცი­ლე­ბე­ლი ეკო­ნო­მი­კუ­რი აქ­ტი­ვო­ბის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა ყვე­ლა შე­საძ­ლო მი­მარ­თუ­ლე­ბით.

ყო­ვე­ლი­ვე ზე­მო­აღ­ნიშ­ნუ­ლის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, თე­გე­ტა მო­ტორ­სი, წარ­მო­ად­გენს რა არა­ერ­თი სა­ხელ­მწი­ფო და­წე­სე­ბუ­ლე­ბი­სა და მსხვი­ლი კერ­ძო კომ­პა­ნი­ის მომ­სა­ხუ­რე კომ­პა­ნი­ას, რო­გო­რე­ბი­ცაა:

სა­ქარ­თვე­ლოს ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო და მის ფარ­გლებ­ში შე­მა­ვა­ლი ერ­თე­უ­ლე­ბი: შსს მომ­სა­ხუ­რე­ბის სა­ა­გენ­ტო, სა­გან­გე­ბო სი­ტუ­ა­ცი­ე­ბის კო­ორ­დი­ნა­ცი­ი­სა და გა­და­უ­დე­ბე­ლი დახ­მა­რე­ბის ცენ­ტრი, შსს სა­ჯა­რო სა­მარ­თლის იუ­რი­დი­უ­ლი პირი - "112", სა­სა­ზღვრო პო­ლი­ცია, შსს სა­ხელ­მწი­ფო საქ­ვე­უ­წყე­ბო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა-სა­გან­გე­ბო სი­ტუ­ა­ცი­ე­ბის მარ­თვის სამ­სა­ხუ­რი, პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტე­ბი და სხვა­დას­ხვა სამ­ხა­რეო უწყე­ბე­ბი; სა­ქარ­თვე­ლოს იუს­ტი­ცი­ის სა­მი­ნის­ტრო, ეკო­ნო­მი­კი­სა და მდგრა­დი გან­ვი­თა­რე­ბის სა­მი­ნის­ტრო, ლე­ვან სამ­ხა­რა­უ­ლის სა­ხე­ლო­ბის სა­სა­მარ­თლო ექ­სპერ­ტი­ზის ბი­უ­რო, სსიპ შე­მო­სავ­ლე­ბის სამ­სა­ხუ­რი, ისე­თი სა­ხელ­მწი­ფო, მუ­ნი­ცი­პა­ლუ­რი თუ კერ­ძო სა­წარ­მო­ე­ბი, რო­გო­რი­ცაა: შპს თბი­ლი­სის სატ­რან­სპორ­ტო კომ­პა­ნია, სს თე­ლა­სი, შპს სა­ქარ­თვე­ლოს ფოს­ტა, შპს სა­ხელ­მწი­ფო კვე­ბი­თი უზ­რუნ­ველ­ყო­ფა, შპს გა­ზის ტრან­სპორ­ტი­რე­ბის კომ­პა­ნია, სა­ქარ­თვე­ლოს გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი წყალ­მო­მა­რა­გე­ბის კომ­პა­ნია, ააიპ სპე­ცი­ა­ლუ­რი სერ­ვი­სე­ბი, თბი­ლი­სის მუ­ნი­ცი­პა­ლუ­რი ლა­ბო­რა­ტო­რია, სს "ენერ­გო-პრო ჯორ­ჯია", შპს "ნე­ო­გა­ზი“, სს ენერ­გო-პრო ჯორ­ჯია გე­ნე­რა­ცია, სა­ქარ­თვე­ლოს თით­ქმის ყვე­ლა ბან­კი, არა­ერ­თი სა­მე­დი­ცი­ნო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა, ბენ­ზინ გა­სა­მარ­თი სად­გუ­რის ქსე­ლე­ბი, კვე­ბის ობი­ექ­ტე­ბი, სა­დის­ტრი­ბუ­ციო ქსე­ლის მფლო­ბე­ლი კომ­პა­ნი­ე­ბი და სხვე­ბი, აგ­რძე­ლებს ამ კუ­თხით საქ­მი­ა­ნო­ბას სრუ­ლი დატ­ვირ­თვით. ჩვენ მზად ვართ, მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლოს მას­შტა­ბით, 24 სთ-იან რე­ჟიმ­ში მა­ღა­ლი ხა­რის­ხით მო­ვემ­სა­ხუ­როთ მათ ტრან­სპორ­ტს, ჩვე­ნი მსხვი­ლი ფი­ლი­ა­ლე­ბის ინფრას­ტრუქ­ტუ­რი­სა და მა­ღალ პრო­ფე­სი­ო­ნა­ლუ­რი გუნ­დის მეშ­ვე­ო­ბით.

დღეს, ჩვენ­თვის გან­სა­კუთ­რე­ბით სა­პა­სუ­ხის­მგებ­ლო და სა­ა­მა­ყოა სა­ქა­ლა­ქო ავ­ტო­ბუ­სე­ბის შე­უ­ფერ­ხე­ბე­ლი ტექ­ნი­კუ­რი მხარ­და­ჭე­რის უზ­რუნ­ველ­ყო­ფა, რა­საც რამ­დე­ნი­მე წე­ლია წარ­მა­ტე­ბით ვა­ხორ­ცი­ე­ლებთ, ქ. თბი­ლი­სის მე­რი­ის მიერ გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლი ტენ­დერე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე, ჩვენ მიერ იმ­პორ­ტი­რე­ბუ­ლი 233 ერ­თე­უ­ლი გერ­მა­ნუ­ლი MAN-ის ბრენ­დის ავ­ტო­ბუ­სე­ბის­თვის.

დღეს­დღე­ო­ბით, ქვე­ყა­ნა­ში სა­გან­გე­ბო მდგო­მა­რე­ო­ბის პი­რო­ბებ­ში, ვთვლით, რომ ჩვე­ნი კომ­პა­ნი­ის მა­ღა­ლი სო­ცი­ა­ლუ­რი პა­სუ­ხიმ­გებ­ლო­ბა გვა­ვა­ლებს გან­ვაგ­რძოთ ფუნ­ქცი­ო­ნი­რე­ბა ზე­მო­აღ­ნიშ­ნუ­ლი მი­მარ­თუ­ლე­ბით, ჩვე­ნი მომ­ხმა­რებ­ლი­სა და თა­ნამ­შრომ­ლე­ბის ჯან­მრთე­ლო­ბის უსაფრ­თხო­ე­ბის ყვე­ლა მო­თხოვ­ნის მკაც­რად დაც­ვით, რათა უზ­რუნ­ველ­ვყოთ ქვეყ­ნის­თვის კრი­ტი­კუ­ლად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ავ­ტოტ­რან­სპორ­ტის უწყვე­ტი ტექ­ნი­კუ­რი მომ­სა­ხუ­რე­ბა და ამავდრო­უ­ლად გა­ვუფრ­თხილ­დეთ ჩვენს თა­ნამ­შრო­მელ­თა მრა­ვალ­რი­ცხო­ვან გუნდს, რო­მე­ლიც ღირ­სე­უ­ლად არის ჩარ­თუ­ლი ამ მნიშ­ვნე­ლო­ვან საქ­მე­ში. მი­უ­ხე­და­ვად ბიზ­ნეს ოპე­რა­ცი­ე­ბის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი შემ­ცი­რე­ბი­სა, მი­ვი­ღეთ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა უკ­ლებ­ლივ შე­ვი­ნარ­ჩუ­ნოთ ჩვე­ნი თი­თო­ე­უ­ლი თა­ნამ­შრო­მე­ლი.

რაც შე­ე­ხე­ბა ჩვენს ასე­უ­ლ­ა­თა­სო­ბით სა­ცა­ლო მომ­ხმა­რე­ბელს, ჩვენ მზად ვართ ვემ­სა­ხუ­როთ მათ დის­ტან­ცი­უ­რად, ჩვე­ნი ონ-ლაინ პლატ­ფორ­მე­ბის, ად­გილ­ზე მი­ტა­ნი­სა და თე­გე­ტა კომ­ფორ­ტის სერ­ვი­სე­ბის მეშ­ვე­ო­ბით.

გარ­და ზე­მო­აღ­ნიშ­ნუ­ლი­სა, თე­გე­ტა მო­ტორ­სი კო­რო­ნა ვირუ­სის წი­ნა­აღ­მდეგ ბრძო­ლის მხარ­და­სა­ჭე­რად სა­ქარ­თვე­ლოს სამ­თავ­რო­ბო ფონდში გა­და­რი­ცხავს 200 000 ლარს.

ჩვენ ღრმად გვწამს, რომ ერ­თად დგო­მით, მალე გა­დავ­ლა­ხავთ ამ გა­მოწ­ვე­ვას და კვლა­ვაც ერ­თად გა­ვაგ­რძლებთ ჩვე­ნი ქვეყ­ნის აღმშე­ნებ­ლო­ბას.

NS

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
ავტორი:

თეგეტა მოტორსის განცხადება

თეგეტა მოტორსის განცხადება

მიმდინარე უპრეცედენტო გლობალური გამოწვევის პირობებში, რომელიც ერთნაირად ეხება მსოფლიოს მრავალი ქვეყნის და, მათ შორის, საქართველოს მოქალაქეებს, ძალიან მნიშვნელოვანია თითოეულმა ჩვენთაგანმა ღრმად გავაცნოებიეროთ მაღალი სოციალური პასუხისმგებლობა, მოვახდინოთ არსებულ რეალობასთან უსწრაფესი ადაპტირება და საკუთარი მნიშვნელოვანი როლი შევასრულოთ საზოგადოებისთვის უმნიშვნელოვანეს საყოველთაო პრობლემასთან გამკლავებაში.

დღეს მთავარი ამოცანაა მაქსიმალური სიფრთხილით და წინდახედულებით ვიზრუნოთ ადამიანების ჯანმრთელობაზე და ყველაფერი ვიღონოთ, რათა ხელი შევუშალოთ ვირუსის სწრაფ გავრცელებას, რისთვისაც აუცილებელია სოციალური დისტანცირების პრინციპების მკაცრად დაცვა.

ამ მიმართულებით თეგეტა მოტორსი მიესალმება ბოლო ერთი თვის განმავლობაში ქვეყნის ხელისუფლების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს და გადადგმულ ნაბიჯებს. ჩვენ გვჯერა, რომ შესაბამისი სახელმწიფო უწყებების პროფესიონალური და კოორდინირებული მოქმედება გადამწყვეტ გავლენას მოახდენს პანდემიით გამოწვეული ზიანის მინიმიზაციაზე.

მეორე მხრივ, ახლა გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს მინიმალურად შესაძლებელი ეკონომიკური აქტივობის შენარჩუნებას. ჩვენ უნდა მოვახერხოთ და გავაგრძელოთ ფუნქციონირება, იმ პირობით, რომ მკაცრად შევასრულებთ ჯანმრთელობის უსაფრთხოების ყველა აუცილებელ მოთხოვნას და დავიცავთ მთავრობის მიერ შემუშავებულ სტანდარტებს. ამ მიდგომას ექნება გადამწყვეტი მნიშვნელობა ვირუსის გავრცელებით გამოწვეული ეკონომიკური კრიზისის დასაძლევად.

ჩვენ მივესალმებით მთავრობის გადაწყვეტილებას, რომ განაგრძოს ქვეყანაში მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება და უზრუნველყოს აუცილებელი ეკონომიკური აქტივობის შენარჩუნება ყველა შესაძლო მიმართულებით.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, თეგეტა მოტორსი, წარმოადგენს რა არაერთი სახელმწიფო დაწესებულებისა და მსხვილი კერძო კომპანიის მომსახურე კომპანიას, როგორებიცაა:

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო და მის ფარგლებში შემავალი ერთეულები: შსს მომსახურების სააგენტო, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრი, შსს საჯარო სამართლის იურიდიული პირი - "112", სასაზღვრო პოლიცია, შსს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება-საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური, პოლიციის დეპარტამენტები და სხვადასხვა სამხარეო უწყებები; საქართველოს იუსტიციის სამინისტრო, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ბიურო, სსიპ შემოსავლების სამსახური, ისეთი სახელმწიფო, მუნიციპალური თუ კერძო საწარმოები, როგორიცაა: შპს თბილისის სატრანსპორტო კომპანია, სს თელასი, შპს საქართველოს ფოსტა, შპს სახელმწიფო კვებითი უზრუნველყოფა, შპს გაზის ტრანსპორტირების კომპანია, საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია, ააიპ სპეციალური სერვისები, თბილისის მუნიციპალური ლაბორატორია, სს "ენერგო-პრო ჯორჯია", შპს ,,ნეოგაზი“, სს ენერგო-პრო ჯორჯია გენერაცია, საქართველოს თითქმის ყველა ბანკი, არაერთი სამედიცინო დაწესებულება, ბენზინ გასამართი სადგურის ქსელები, კვების ობიექტები, სადისტრიბუციო ქსელის მფლობელი კომპანიები და სხვები, აგრძელებს ამ კუთხით საქმიანობას სრული დატვირთვით. ჩვენ მზად ვართ, მთელი საქართველოს მასშტაბით, 24 სთ-იან რეჟიმში მაღალი ხარისხით მოვემსახუროთ მათ ტრანსპორტს, ჩვენი მსხვილი ფილიალების ინფრასტრუქტურისა და მაღალ პროფესიონალური გუნდის მეშვეობით.

დღეს, ჩვენთვის განსაკუთრებით საპასუხისმგებლო და საამაყოა საქალაქო ავტობუსების შეუფერხებელი ტექნიკური მხარდაჭერის უზრუნველყოფა, რასაც რამდენიმე წელია წარმატებით ვახორციელებთ, ქ. თბილისის მერიის მიერ გამოცხადებული ტენდერების საფუძველზე, ჩვენ მიერ იმპორტირებული 233 ერთეული გერმანული MAN-ის ბრენდის ავტობუსებისთვის.

დღესდღეობით, ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის პირობებში, ვთვლით, რომ ჩვენი კომპანიის მაღალი სოციალური პასუხიმგებლობა გვავალებს განვაგრძოთ ფუნქციონირება ზემოაღნიშნული მიმართულებით, ჩვენი მომხმარებლისა და თანამშრომლების ჯანმრთელობის უსაფრთხოების ყველა მოთხოვნის მკაცრად დაცვით, რათა უზრუნველვყოთ ქვეყნისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი ავტოტრანსპორტის უწყვეტი ტექნიკური მომსახურება და ამავდროულად გავუფრთხილდეთ ჩვენს თანამშრომელთა მრავალრიცხოვან გუნდს, რომელიც ღირსეულად არის ჩართული ამ მნიშვნელოვან საქმეში. მიუხედავად ბიზნეს ოპერაციების მნიშვნელოვანი შემცირებისა, მივიღეთ გადაწყვეტილება უკლებლივ შევინარჩუნოთ ჩვენი თითოეული თანამშრომელი.

რაც შეეხება ჩვენს ასეულათასობით საცალო მომხმარებელს, ჩვენ მზად ვართ ვემსახუროთ მათ დისტანციურად, ჩვენი ონ-ლაინ პლატფორმების, ადგილზე მიტანისა და თეგეტა კომფორტის სერვისების მეშვეობით.

გარდა ზემოაღნიშნულისა, თეგეტა მოტორსი კორონა ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლის მხარდასაჭერად საქართველოს სამთავრობო ფონდში გადარიცხავს 200 000 ლარს.

ჩვენ ღრმად გვწამს, რომ ერთად დგომით, მალე გადავლახავთ ამ გამოწვევას და კვლავაც ერთად გავაგრძლებთ ჩვენი ქვეყნის აღმშენებლობას.

NS

"გარდაბანში არ იციან, რომ ვირუსია გავრცელებული... ვინც იგებს, პოლიტიკის ნაწილი ჰგონია" - როგორ ცდილობს აზერბაიჯანელი გოგონა კორონავირუსის შესახებ ადგილობრივების ინფორმირებას

LIVE: რა ბედი ელის ოლიმპიურ თამაშებს კორონავირუსის პანდემიის პირობებში?

"ტაძრის ღვთისმსახური დაავადებათა კონტროლის ცენტრისთვის საკუთარ მანქანას გაიღებს" - თეოდორე გიგნაძე მრევლისთვის ახალ რეგულაციებს ადგენს