სპორტი
პოლიტიკა
მსოფლიო

27

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 06:51-ზე, მთვარე თევზებშია ამ დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
Faceამბები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ერთიანი ძალისხმევით, მალე გაზაფხული მოვა
ერთიანი ძალისხმევით, მალე გაზაფხული მოვა

ჩი­ნე­თის სა­ხალ­ხო რეს­პუბ­ლი­კის სა­გან­გე­ბო და სრუ­ლუფ­ლე­ბი­ა­ნი ელჩი სა­ქარ­თვე­ლო­ში - ლი იენი

ახა­ლი კო­რო­ნა­ვირუ­სის ეპი­დე­მი­ის აფეთ­ქე­ბის მო­მენ­ტი­დან, ჩი­ნე­თის პრე­ზი­დენ­ტი სი ძინ­ფინ­გი ეპიდსი­ტუ­ა­ცი­ას გან­სა­კუთ­რე­ბულ ყუ­რა­დღე­ბას უთ­მობს. მისი ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბით, ჩი­ნე­თის კომ­პარ­ტი­ის ცე­კას პო­ლიტ­ბი­უ­როს მუდ­მივ­მოქ­მე­დი კო­მი­ტე­ტის 6 სხდო­მა ჩა­ტარ­და შე­სა­ბა­მი­სი ზო­მე­ბის მი­სა­ღე­ბად. იგი პი­რა­დად ეწ­ვია უხანს წინა ხაზ­ზე მდგო­მა­რე­ო­ბის გა­საც­ნო­ბად. იგი სა­კუ­თა­რი ინი­ცი­ა­ტი­ვით ატა­რებს ნი­ღაბს, იზო­მავს ტემ­პე­რა­ტუ­რას და მთე­ლი ქვეყ­ნის მო­სახ­ლე­ო­ბას აძ­ლევს მა­გა­ლითს. იგი მეთ­ვალ­ყუ­რე­ობს და კომ­პლექ­სურ კო­ორ­დი­ნა­ცი­ას უწევს ეპი­დე­მი­ის კონ­ტრო­ლი­სა და წარ­მო­ე­ბის აღ­დგე­ნის სა­მუ­შა­ო­ებს. პრე­ზი­დენტ სი ძინ­ფინ­გის მე­თა­უ­რო­ბით, ჩი­ნე­თის მთავ­რო­ბამ გა­დამ­წყვე­ტი ზო­მე­ბი მი­ი­ღო, ყვე­ლა­ზე მკაც­რი, ყოვ­ლის­მომ­ცვე­ლი და რა­დი­კა­ლუ­რი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი გა­ა­ტა­რა, ხოლო ჩი­ნე­თის 1.4 მი­ლი­არ­დი­ა­ნი მო­სახ­ლე­ო­ბა ერთ მუშ­ტად შე­იკ­რა, სახ­ლში დარ­ჩე­ნი­სა და იზო­ლა­ცი­ის დაც­ვი­სა­კენ ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მო­წო­დე­ბას აქ­ტი­უ­რად გა­მო­ეხ­მა­უ­რა და ეპი­დე­მი­ის შე­სა­ჩე­რებ­ლად ბრძო­ლა­ში თი­თო­ე­უ­ლი მო­ქა­ლა­ქე ჩა­ერ­თო. ჩი­ნე­თის მიერ გა­ტა­რე­ბულ­მა ღო­ნის­ძი­ე­ბებ­მა და­დე­ბი­თი შე­დე­გი გა­მო­ი­ღო, ეპიდსი­ტუ­ა­ცია კონ­ტროლს ექ­ვემ­დე­ბა­რე­ბა, წარ­მო­ე­ბა და ცხოვ­რე­ბა სწრა­ფად უბ­რუნ­დე­ბა ჩვე­ულ კა­ლა­პოტს. გარ­და იმ­პორ­ტი­რე­ბუ­ლი შემ­თხვე­ვე­ბი­სა, ჩი­ნეთ­ში შიდა გა­და­ცე­მით გა­მოვ­ლე­ნილ და­ა­ვა­დე­ბა­თა შემ­თხვე­ვა ნუ­ლის ტო­ლია, ხოლო გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბულ­თა რა­ო­დე­ნო­ბა უკვე 70 000-ზე მე­ტია.

ჩი­ნეთ­მა ფაქ­ტობ­რი­ვი ქმე­დე­ბე­ბით და­ამ­ტკი­ცა, რომ ახა­ლი კო­რო­ნა­ვირუ­სის ეპი­დე­მია კონ­ტრო­ლი­რე­ბა­დი და გან­კურ­ნე­ბა­დია, ხოლო ჩი­ნუ­რი მხა­რის მიერ გა­ტა­რე­ბუ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი სწო­რი და ეფექ­ტუ­რია. ჩი­ნე­თის მიერ ეპი­დე­მი­ის პრე­ვენ­ცი­ი­სა და კონ­ტრო­ლი­სათ­ვის გა­ტა­რე­ბულ­მა სა­მუ­შა­ო­ებ­მა სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­ზო­გა­დო­ე­ბის მო­წო­ნე­ბა და­იმ­სა­ხუ­რა. გა­ე­როს გე­ნე­რა­ლურ­მა მდი­ვან­მა ან­ტო­ნიუ გუ­ტე­რეშ­მა გა­ნა­ცხა­და, ჩი­ნელ­მა ხალ­ხმა ახა­ლი კო­რო­ნა­ვირუ­სის ეპი­დე­მი­ით გა­მოწ­ვე­უ­ლი ნე­გა­ტი­უ­რი გავ­ლე­ნის შე­სამ­ცი­რებ­ლად ყვე­ლა ღონე იხ­მა­რა, ეპი­დე­მი­ის პრე­ვენ­ცი­ი­სა და კონ­ტრო­ლი­სათ­ვის მკაც­რი ზო­მე­ბი გა­ა­ტა­რა, უდი­დე­სი მსხვერ­პლი გა­ი­ღო და მთე­ლი კა­ცობ­რი­ო­ბის წი­ნა­შე დიდი წვლი­ლი შე­ი­ტა­ნა. მსოფ­ლიო ჯან­დაც­ვის ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის დი­რექ­ტო­რის, ტედ­როს ადა­ნომ გებ­რე­ი­ე­სუ­სის თქმით, ჩი­ნეთ­მა ეპი­დე­მი­ის ქვეყ­ნის შიგ­ნით გავ­რცე­ლე­ბის მარ­თვას­თან ერ­თად, მის სხვა ქვეყ­ნებ­ში გავ­რცე­ლე­ბა­საც შე­უ­შა­ლა ხელი და მსოფ­ლი­ოს მო­სამ­ზა­დებ­ლად ძვირ­ფა­სი დრო მო­ა­გე­ბი­ნა.

ჩი­ნე­თი არა­სო­დეს და­ი­ვი­წყებს ეპი­დე­მი­ის ყვე­ლა­ზე მძი­მე წუ­თებ­ში, სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­ზო­გა­დო­ე­ბის ძლი­ერ მხარ­და­ჭე­რა­სა და უან­გა­რო დახ­მა­რე­ბას. ეპი­დე­მი­ის გლო­ბა­ლუ­რად გავ­რცე­ლე­ბით გა­მოწ­ვე­უ­ლი მწვა­ვე ვი­თა­რე­ბის წი­ნა­შე, ჩი­ნე­თი, რო­გორც პა­სუ­ხის­მგებ­ლი­ა­ნი სა­ხელ­მწი­ფო, „კა­ცობ­რი­ო­ბის ერ­თობ­ლი­ვი გან­ვი­თა­რე­ბის­თვის სა­ერ­თო მო­მავ­ლის მქო­ნე სა­ზო­გა­დო­ე­ბის“ კონ­ცეფ­ცი­ა­ზე დაყ­რდნო­ბით, მო­უ­დუ­ნებ­ლად გა­აგ­რძე­ლებს რო­გორც ქვეყ­ნის შიგ­ნით ეპი­დე­მი­ის მარ­თვას, ასე­ვე სხვა ქვეყ­ნებ­თან ეპი­დე­მი­ას­თან ბრძო­ლა­ში სა­ერ­თა­შო­რი­სო თა­ნამ­შრომ­ლო­ბას, გა­უ­ზი­ა­რებს მათ ეპი­დე­მი­ას­თან ბრძო­ლი­სა და გან­კურ­ნე­ბის გა­მოც­დი­ლე­ბას, რათა ერ­თობ­ლი­ვი ძა­ლე­ბით ვუ­პა­სუ­ხოთ გლო­ბა­ლუ­რი პან­დე­მი­ის გა­მოწ­ვე­ვებს. პან­დე­მი­ამ სა­ხელ­მწი­ფო სა­ზღვრე­ბი არ იცის. ეს ეპი­დე­მია მთე­ლი მსოფ­ლი­ო­სათ­ვის სე­რი­ო­ზუ­ლი გა­მოწ­ვე­ვაა და სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­ზო­გა­დო­ე­ბის კონ­სო­ლი­დი­რე­ბულ ძა­ლის­ხმე­ვა­სა და რე­ა­გი­რე­ბას მო­ი­თხოვს. ეჭვს იწ­ვევს ზო­გი­ერ­თი ქვეყ­ნის მცდე­ლო­ბა, რომ ტა­ლახ­ში ამოს­ვა­როს ეპი­დე­მი­ას­თან ბრძო­ლა­ში ჩი­ნე­თის მიერ გა­წე­უ­ლი ძა­ლის­ხმე­ვა და ჩირ­ქი მოს­ცხოს გლო­ბა­ლურ სა­ზო­გა­დო­ებ­რივ ჯან­დაც­ვა­ში ჩი­ნე­თის წვლილს.

ჩვენ ვნა­ხეთ, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში ახა­ლი კო­რო­ნა­ვირუ­სის და­ფიქ­სი­რე­ბის­თა­ნა­ვე, სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბამ ეს სე­რი­ო­ზუ­ლად მი­ი­ღო, სწრა­ფი რე­ა­გი­რე­ბა მო­ახ­დი­ნა, გა­დამ­წყვე­ტი ზო­მე­ბი გა­ა­ტა­რა, გა­ზარ­და პრე­ვენ­ცი­ი­სა და კონ­ტრო­ლის დონე და უზ­რუნ­ველ­ყო ეპიდსი­ტუ­ა­ცი­ის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ის დრო­უ­ლი მი­წო­დე­ბა. ყო­ვე­ლი­ვე ამას ჩი­ნე­თი და­დე­ბი­თად აფა­სებს. მჯე­რა, რომ სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბი­თა და ქარ­თვე­ლი ხალ­ხის ერ­თობ­ლი­ვი ძა­ლის­ხმე­ვით, სა­ქარ­თვე­ლო ეპი­დე­მი­ას მალე და­ა­მარ­ცხებს. ჩი­ნე­თი, რო­გორც მე­გო­ბა­რი ქვე­ყა­ნა, მზა­დაა აქ­ტი­უ­რი დახ­მა­რე­ბა გა­უ­წი­ოს სა­ქარ­თვე­ლოს ეპი­დე­მი­ის წი­ნა­აღ­მდეგ ბრძო­ლა­ში.

ჩი­ნუ­რი მხა­რე გა­აგ­რძე­ლებს ეპი­დე­მი­ის პრე­ვენ­ცი­ი­სა და კონ­ტრო­ლის სფე­რო­ში სა­ქარ­თვე­ლოს­თვის გა­მოც­დი­ლე­ბის გა­ზი­ა­რე­ბას. ქარ­თუ­ლი მხა­რის თხოვ­ნის სა­პა­სუ­ხოდ, ჩი­ნეთ­მა თე­ბერ­ვლის თვე­ში უკვე მი­ა­წო­და მა­სა­ლე­ბი ეპი­დე­მი­ის პრე­ვენ­ცი­ი­სა და კონ­ტრო­ლის, დი­აგ­ნოს­ტი­კი­სა და მკურ­ნა­ლო­ბის, ინ­ფი­ცი­რე­ბულ­თა კონ­ტაქ­ტე­ბის მო­ძი­ე­ბის, ინ­ფი­ცი­რე­ბის შემ­თხვე­ვე­ბის გა­მოვ­ლე­ნის და სხვ. შე­სა­ხებ. თე­ბერ­ვლის შემ­დეგ კი, უკვე რამ­დენ­ჯერ­მე გა­და­ვე­ცით ამ მა­სა­ლე­ბის გა­ნახ­ლე­ბუ­ლი ვერ­სი­ე­ბი. ეს ყო­ვე­ლი­ვე ეპი­დე­მი­ას­თან ბრძო­ლი­სას პრაქ­ტი­კა­ში დაგ­რო­ვი­ლი ძვირ­ფა­სი გა­მოც­დი­ლე­ბაა და გვჯე­რა, რომ სა­ქარ­თვე­ლოს ეპი­დე­მი­ას­თან ბრძო­ლა­ში მნიშ­ვნე­ლოვ­ნად და­ეხ­მა­რე­ბა. გარ­და ამი­სა, ჩი­ნურ­მა მხა­რემ უკვე ორ­ჯერ მი­იწ­ვია ჯან­დაც­ვი­სა და და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლის ქარ­თვე­ლი სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი რამ­დე­ნი­მე ქვეყ­ნის­თვის გა­მარ­თულ ვი­დეო კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე შე­სა­ბა­მი­სი გა­მოც­დი­ლე­ბის გა­სა­ზი­ა­რებ­ლად. კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე ჩი­ნელ­მა სპე­ცი­ა­ლის­ტებ­მა დაწ­ვრი­ლე­ბით ისა­უბ­რეს ეპი­დე­მი­ის გავ­რცე­ლე­ბი­სა და სპე­ცი­ფი­კის შე­სა­ხებ, გა­უ­ზი­ა­რეს გა­მოც­დი­ლე­ბა ეპი­დე­მი­ის პრე­ვენ­ცი­ი­სა და კონ­ტრო­ლის, კლი­ნი­კუ­რი მკურ­ნა­ლო­ბის, სა­ბა­ჟო სა­ნი­ტა­რულ-სა­კა­რან­ტი­ნო კონ­ტრო­ლის შე­სა­ხებ და დაწ­ვრი­ლე­ბით უპა­სუ­ხეს მხა­რე­ე­ბის შე­კი­თხვებს. მო­მა­ვალ­ში ჩი­ნე­თი მზა­დაა ქარ­თუ­ლი მხა­რის სურ­ვი­ლი­სა და სა­ჭი­რო­ე­ბის მი­ხედ­ვით, კი­დევ გა­მარ­თოს მსგავ­სი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი, ეპი­დე­მი­ის პრე­ვენ­ცი­ი­სა და კონ­ტრო­ლის კუ­თხით სა­ქარ­თვე­ლოს გა­უ­ზი­ა­როს „ჩი­ნუ­რი გა­მოც­დი­ლე­ბა“ და „ ჩი­ნუ­რი გეგ­მა“.

ჩი­ნუ­რი მხა­რე მზა­დაა შე­საძ­ლებ­ლო­ბის ფარ­გლებ­ში სა­ქარ­თვე­ლოს და­სახ­მა­რებ­ლად. ჩი­ნე­თის მთავ­რო­ბამ უკვე მი­ი­ღო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა ქარ­თუ­ლი მხა­რის­თვის ვირუ­სის გა­მო­სავ­ლე­ნი 1000 ერ­თე­უ­ლი რე­აქ­ტი­ვე­ბის ნაკ­რე­ბის გა­და­ცე­მის თა­ო­ბა­ზე. გარ­და ამი­სა, ჩი­ნე­თის სი­ჩუ­ა­ნის პრო­ვინ­ცი­ამ სა­ქარ­თვე­ლოს 420,000 აშშ დო­ლა­რის ღი­რე­ბუ­ლე­ბის ვირუ­სის გა­მო­სავ­ლე­ნი სწრა­ფი ტეს­ტი აჩუ­ქა. ჩი­ნე­თი ძა­ლის­ხმე­ვას არ და­ი­შუ­რებს, სა­ერ­თა­შო­რი­სო ლო­ჯის­ტი­კის შე­ფერ­ხე­ბით გა­მოწ­ვე­უ­ლი სიძ­ნე­ლე­ე­ბის გა­და­საჭ­რე­ლად, რათა ზე­მოხ­სე­ნე­ბუ­ლი უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში გა­მო­იგ­ზავ­ნოს სა­ქარ­თვე­ლო­ში, და­ეხ­მა­როს სა­ქარ­თვე­ლოს გა­ა­უმ­ჯო­ბე­სოს ვირუ­სის გა­მოვ­ლე­ნის შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი და სიჩ­ქა­რე და უკეთ უზ­რუნ­ველ­ყოს ეპი­დე­მი­ის პრე­ვენ­ცია და კონ­ტრო­ლი. გარ­და ამი­სა, ჩი­ნე­თი კი­დევ შე­ის­წავ­ლის სა­ქარ­თვე­ლოს­თვის სხვა სა­ხის მა­ტე­რი­ა­ლუ­რი სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბის გა­წე­ვის სა­კითხს.

ცნო­ბი­ლი ჩი­ნე­ლი პო­ე­ტი ლი პაი წერ­და: „დრო მოვა, ვერ შე­მა­ში­ნებს ქარი და ტალ­ღე­ბი, გავ­შლი იალ­ქნებს და გა­დავ­სე­რავ უკი­დე­გა­ნო ლურჯ ზღვას“. ქარ­თუ­ლი ან­და­ზის მი­ხედ­ვით, ხანი გა­ივ­ლის, ჭირი გა­და­ივ­ლი­სო. ვირუ­სი ულ­მო­ბე­ლია, ადა­მი­ა­ნი კი - ლმო­ბი­ე­რი. ახა­ლი კო­რო­ნა­ვირუ­სის ეპი­დე­მი­ის გა­მოწ­ვე­ვის წი­ნა­შე ჩი­ნე­ლე­ბი მე­გო­ბა­რი ქარ­თვე­ლე­ბის გვერ­დით ვართ, უბე­დუ­რე­ბის ჟამს ერ­თმა­ნეთს ვეხ­მა­რე­ბით და დრო­ე­ბით სირ­თუ­ლე­ებს ერ­თად გა­ვუმკლავ­დე­ბით. დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, ეპი­დე­მია მალე ჩაქ­რე­ბა და მას­თან ბრძო­ლა­ში გა­მობ­რძმე­დი­ლი ჩი­ნურ-ქარ­თუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა მო­მა­ვალ­ში კი­დევ უფრო ძლი­ერ გან­ვი­თარ­დე­ბა.

მკითხველის კომენტარები / 4 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
!
7

ჩინელები მაგრები არიან, მობილიზებული ხალხია და იმიტომ გაიმარჯვეს ვირუსზე, მადლობა დახმარებისთვის!

მახო
11

ჩინელები–შრომისმოყვარე და დისციპლინირებული ხალხი,გაგიმარჯოთ!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"
ავტორი:

ერთიანი ძალისხმევით, მალე გაზაფხული მოვა

ერთიანი ძალისხმევით, მალე გაზაფხული მოვა

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში - ლი იენი

ახალი კორონავირუსის ეპიდემიის აფეთქების მომენტიდან, ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინფინგი ეპიდსიტუაციას განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს. მისი ხელმძღვანელობით, ჩინეთის კომპარტიის ცეკას პოლიტბიუროს მუდმივმოქმედი კომიტეტის 6 სხდომა ჩატარდა შესაბამისი ზომების მისაღებად. იგი პირადად ეწვია უხანს წინა ხაზზე მდგომარეობის გასაცნობად. იგი საკუთარი ინიციატივით ატარებს ნიღაბს, იზომავს ტემპერატურას და მთელი ქვეყნის მოსახლეობას აძლევს მაგალითს. იგი მეთვალყურეობს და კომპლექსურ კოორდინაციას უწევს ეპიდემიის კონტროლისა და წარმოების აღდგენის სამუშაოებს. პრეზიდენტ სი ძინფინგის მეთაურობით, ჩინეთის მთავრობამ გადამწყვეტი ზომები მიიღო, ყველაზე მკაცრი, ყოვლისმომცველი და რადიკალური ღონისძიებები გაატარა, ხოლო ჩინეთის 1.4 მილიარდიანი მოსახლეობა ერთ მუშტად შეიკრა, სახლში დარჩენისა და იზოლაციის დაცვისაკენ ხელისუფლების მოწოდებას აქტიურად გამოეხმაურა და ეპიდემიის შესაჩერებლად ბრძოლაში თითოეული მოქალაქე ჩაერთო. ჩინეთის მიერ გატარებულმა ღონისძიებებმა დადებითი შედეგი გამოიღო, ეპიდსიტუაცია კონტროლს ექვემდებარება, წარმოება და ცხოვრება სწრაფად უბრუნდება ჩვეულ კალაპოტს. გარდა იმპორტირებული შემთხვევებისა, ჩინეთში შიდა გადაცემით გამოვლენილ დაავადებათა შემთხვევა ნულის ტოლია, ხოლო გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა უკვე 70 000-ზე მეტია.

ჩინეთმა ფაქტობრივი ქმედებებით დაამტკიცა, რომ ახალი კორონავირუსის ეპიდემია კონტროლირებადი და განკურნებადია, ხოლო ჩინური მხარის მიერ გატარებული ღონისძიებები სწორი და ეფექტურია. ჩინეთის მიერ ეპიდემიის პრევენციისა და კონტროლისათვის გატარებულმა სამუშაოებმა საერთაშორისო საზოგადოების მოწონება დაიმსახურა. გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიუ გუტერეშმა განაცხადა, ჩინელმა ხალხმა ახალი კორონავირუსის ეპიდემიით გამოწვეული ნეგატიური გავლენის შესამცირებლად ყველა ღონე იხმარა, ეპიდემიის პრევენციისა და კონტროლისათვის მკაცრი ზომები გაატარა, უდიდესი მსხვერპლი გაიღო და მთელი კაცობრიობის წინაშე დიდი წვლილი შეიტანა. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის დირექტორის, ტედროს ადანომ გებრეიესუსის თქმით, ჩინეთმა ეპიდემიის ქვეყნის შიგნით გავრცელების მართვასთან ერთად, მის სხვა ქვეყნებში გავრცელებასაც შეუშალა ხელი და მსოფლიოს მოსამზადებლად ძვირფასი დრო მოაგებინა.

ჩინეთი არასოდეს დაივიწყებს ეპიდემიის ყველაზე მძიმე წუთებში, საერთაშორისო საზოგადოების ძლიერ მხარდაჭერასა და უანგარო დახმარებას. ეპიდემიის გლობალურად გავრცელებით გამოწვეული მწვავე ვითარების წინაშე, ჩინეთი, როგორც პასუხისმგებლიანი სახელმწიფო, „კაცობრიობის ერთობლივი განვითარებისთვის საერთო მომავლის მქონე საზოგადოების“ კონცეფციაზე დაყრდნობით, მოუდუნებლად გააგრძელებს როგორც ქვეყნის შიგნით ეპიდემიის მართვას, ასევე სხვა ქვეყნებთან ეპიდემიასთან ბრძოლაში საერთაშორისო თანამშრომლობას, გაუზიარებს მათ ეპიდემიასთან ბრძოლისა და განკურნების გამოცდილებას, რათა ერთობლივი ძალებით ვუპასუხოთ გლობალური პანდემიის გამოწვევებს. პანდემიამ სახელმწიფო საზღვრები არ იცის. ეს ეპიდემია მთელი მსოფლიოსათვის სერიოზული გამოწვევაა და საერთაშორისო საზოგადოების კონსოლიდირებულ ძალისხმევასა და რეაგირებას მოითხოვს. ეჭვს იწვევს ზოგიერთი ქვეყნის მცდელობა, რომ ტალახში ამოსვაროს ეპიდემიასთან ბრძოლაში ჩინეთის მიერ გაწეული ძალისხმევა და ჩირქი მოსცხოს გლობალურ საზოგადოებრივ ჯანდაცვაში ჩინეთის წვლილს.

ჩვენ ვნახეთ, რომ საქართველოში ახალი კორონავირუსის დაფიქსირებისთანავე, საქართველოს მთავრობამ ეს სერიოზულად მიიღო, სწრაფი რეაგირება მოახდინა, გადამწყვეტი ზომები გაატარა, გაზარდა პრევენციისა და კონტროლის დონე და უზრუნველყო ეპიდსიტუაციის შესახებ ინფორმაციის დროული მიწოდება. ყოველივე ამას ჩინეთი დადებითად აფასებს. მჯერა, რომ საქართველოს მთავრობის ხელმძღვანელობითა და ქართველი ხალხის ერთობლივი ძალისხმევით, საქართველო ეპიდემიას მალე დაამარცხებს. ჩინეთი, როგორც მეგობარი ქვეყანა, მზადაა აქტიური დახმარება გაუწიოს საქართველოს ეპიდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში.

ჩინური მხარე გააგრძელებს ეპიდემიის პრევენციისა და კონტროლის სფეროში საქართველოსთვის გამოცდილების გაზიარებას. ქართული მხარის თხოვნის საპასუხოდ, ჩინეთმა თებერვლის თვეში უკვე მიაწოდა მასალები ეპიდემიის პრევენციისა და კონტროლის, დიაგნოსტიკისა და მკურნალობის, ინფიცირებულთა კონტაქტების მოძიების, ინფიცირების შემთხვევების გამოვლენის და სხვ. შესახებ. თებერვლის შემდეგ კი, უკვე რამდენჯერმე გადავეცით ამ მასალების განახლებული ვერსიები. ეს ყოველივე ეპიდემიასთან ბრძოლისას პრაქტიკაში დაგროვილი ძვირფასი გამოცდილებაა და გვჯერა, რომ საქართველოს ეპიდემიასთან ბრძოლაში მნიშვნელოვნად დაეხმარება. გარდა ამისა, ჩინურმა მხარემ უკვე ორჯერ მიიწვია ჯანდაცვისა და დაავადებათა კონტროლის ქართველი სპეციალისტები რამდენიმე ქვეყნისთვის გამართულ ვიდეო კონფერენციაზე შესაბამისი გამოცდილების გასაზიარებლად. კონფერენციაზე ჩინელმა სპეციალისტებმა დაწვრილებით ისაუბრეს ეპიდემიის გავრცელებისა და სპეციფიკის შესახებ, გაუზიარეს გამოცდილება ეპიდემიის პრევენციისა და კონტროლის, კლინიკური მკურნალობის, საბაჟო სანიტარულ-საკარანტინო კონტროლის შესახებ და დაწვრილებით უპასუხეს მხარეების შეკითხვებს. მომავალში ჩინეთი მზადაა ქართული მხარის სურვილისა და საჭიროების მიხედვით, კიდევ გამართოს მსგავსი ღონისძიებები, ეპიდემიის პრევენციისა და კონტროლის კუთხით საქართველოს გაუზიაროს „ჩინური გამოცდილება“ და „ ჩინური გეგმა“.

ჩინური მხარე მზადაა შესაძლებლობის ფარგლებში საქართველოს დასახმარებლად. ჩინეთის მთავრობამ უკვე მიიღო გადაწყვეტილება ქართული მხარისთვის ვირუსის გამოსავლენი 1000 ერთეული რეაქტივების ნაკრების გადაცემის თაობაზე. გარდა ამისა, ჩინეთის სიჩუანის პროვინციამ საქართველოს 420,000 აშშ დოლარის ღირებულების ვირუსის გამოსავლენი სწრაფი ტესტი აჩუქა. ჩინეთი ძალისხმევას არ დაიშურებს, საერთაშორისო ლოჯისტიკის შეფერხებით გამოწვეული სიძნელეების გადასაჭრელად, რათა ზემოხსენებული უახლოეს მომავალში გამოიგზავნოს საქართველოში, დაეხმაროს საქართველოს გააუმჯობესოს ვირუსის გამოვლენის შესაძლებლობები და სიჩქარე და უკეთ უზრუნველყოს ეპიდემიის პრევენცია და კონტროლი. გარდა ამისა, ჩინეთი კიდევ შეისწავლის საქართველოსთვის სხვა სახის მატერიალური სამედიცინო დახმარების გაწევის საკითხს.

ცნობილი ჩინელი პოეტი ლი პაი წერდა: „დრო მოვა, ვერ შემაშინებს ქარი და ტალღები, გავშლი იალქნებს და გადავსერავ უკიდეგანო ლურჯ ზღვას“. ქართული ანდაზის მიხედვით, ხანი გაივლის, ჭირი გადაივლისო. ვირუსი ულმობელია, ადამიანი კი - ლმობიერი. ახალი კორონავირუსის ეპიდემიის გამოწვევის წინაშე ჩინელები მეგობარი ქართველების გვერდით ვართ, უბედურების ჟამს ერთმანეთს ვეხმარებით და დროებით სირთულეებს ერთად გავუმკლავდებით. დარწმუნებული ვარ, ეპიდემია მალე ჩაქრება და მასთან ბრძოლაში გამობრძმედილი ჩინურ-ქართული ურთიერთობა მომავალში კიდევ უფრო ძლიერ განვითარდება.

2019 წელს ქორწინების და განქორწინების მაჩვენებელი გაიზარდა - რა ასაკში ქორწინდებიან საქართველოში

უსაფრთხოა თუ არა სექსი კორონავირუსის პანდემიის დროს და რისი ცოდნაა აუცილებელი? - სექსოლოგების რჩევები

Bosch-მა კორონავირუსის სწრაფი ტესტი შექმნა