საზოგადოება
პოლიტიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
საქართველოში საგანგებო მდგომარეობის გამო ქელეხები, ქორწილები და სხვა მსგავსი ღონისძიებები აიკრძალა
საქართველოში საგანგებო მდგომარეობის გამო ქელეხები, ქორწილები და სხვა მსგავსი ღონისძიებები აიკრძალა

მთავ­რო­ბა ისეთ სო­ცი­ა­ლურ ღო­ნის­ძი­ე­ბებს კრძა­ლავს, რო­მე­ლიც და­კავ­ში­რე­ბუ­ლია 10-ზე მეტი ფი­ზი­კუ­რი პი­რის შეკ­რე­ბას­თან, მა­გა­ლი­თად, რო­გო­რი­ცაა ქელე­ხი, ქორ­წი­ლი და სხვა მსგავ­სი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი.

ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის 23 მარ­ტის დად­გე­ნი­ლე­ბა­შია ნათ­ქვა­მი.

ოფი­ცი­ა­ლუ­რი დო­კუ­მენ­ტი­დან ირ­კვე­ვა, რომ სა­გან­გე­ბო მდგო­მა­რე­ო­ბის მოქ­მე­დე­ბის ვა­დით იკ­რძა­ლე­ბა „შეკ­რე­ბე­ბი­სა და მა­ნი­ფეს­ტა­ცი­ე­ბის შე­სა­ხებ“ სა­ქარ­თვე­ლოს კა­ნო­ნით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი შეკ­რე­ბა ან/და მა­ნი­ფეს­ტა­ცია.

ასე­ვე, იკ­რძა­ლე­ბა სა­ჯა­რო სივ­რცე­ში ფი­ზი­კურ პირ­თა თავ­შეყ­რა 10 პირ­ზე მეტი რა­ო­დე­ნო­ბით. ამ მუხ­ლის მიზ­ნე­ბის­თვის სა­ჯა­რო სივ­რცე არის რო­გორც ჭერ­ქვეშ, ისე გა­რეთ არ­სე­ბუ­ლი ნე­ბის­მი­ე­რი ად­გი­ლი, თუ იგი არ წარ­მო­ად­გენს კერ­ძო პირ­თა სა­ცხოვ­რე­ბელ მიზ­ნე­ბის­თვის გა­მო­სა­ყე­ნე­ბელ ად­გილს.

თუმ­ცა, ეს შე­ზღუდ­ვა არ ეხე­ბა:

ა) სა­მე­დი­ცი­ნო და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­ში, სა­ჯა­რო და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­ში, თავ­დაც­ვის ძა­ლებ­ში, სპე­ცი­ა­ლურ პე­ნი­ტენ­ცი­ურ და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­ში, სა­მარ­თალ­დამ­ცავ ორ­გა­ნო­ებ­ში პირ­თა თავ­შეყ­რას მათ­ზე და­კის­რე­ბუ­ლი ფუნ­ქცი­ე­ბის შეს­რუ­ლე­ბის მიზ­ნით;

ბ) სა­ზო­გა­დო­ებ­რივ ტრან­სპორ­ტს, თუ მათ­ზე არ ვრცელ­დე­ბა სა­გან­გე­ბო მდგო­მა­რე­ო­ბის დროს საქ­მი­ა­ნო­ბის შე­ჩე­რე­ბის მო­თხოვ­ნა;

გ) სამ­შე­ნებ­ლო-ინფრას­ტრუქ­ტუ­რუ­ლი სა­მუ­შა­ო­ე­ბის შეს­რუ­ლე­ბას.

მთავ­რო­ბის დად­გე­ნი­ლე­ბით ასე­ვე ირ­კვე­ვა, რომ 10-ზე მეტი ფი­ზი­კუ­რი პი­რის თავ­შეყ­რა, მათ შო­რის, იმ კერ­ძო და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­ში, რო­მელ­თა მი­მარ­თაც არ ვრცელ­დე­ბა საქ­მი­ა­ნო­ბის შე­ჩე­რე­ბის მო­თხოვ­ნა, და­საშ­ვე­ბია ობი­ექ­ტის სპე­ცი­ფი­კის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით არა­ნაკ­ლებ 2 მეტ­რის სო­ცი­ა­ლუ­რი დის­ტან­ცი­ის დაც­ვით, სა­ქარ­თვე­ლოს ოკუ­პი­რე­ბუ­ლი ტე­რი­ტო­რი­ე­ბი­დან დევ­ნილ­თა, შრო­მის, ჯან­მრთე­ლო­ბი­სა და სო­ცი­ა­ლუ­რი დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს მიერ გა­ცე­მუ­ლი რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით.

რო­გორც დო­კუ­მენ­ტშია აღ­ნიშ­ნუ­ლი, გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი შე­ზღუდ­ვე­ბის აღ­სრუ­ლე­ბა­ზე კონ­ტროლს ახორ­ცი­ე­ლე­ბენ სა­ქარ­თვე­ლოს ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს, სა­ქარ­თვე­ლოს ფი­ნანსთა სა­მი­ნის­ტროს, სა­ქარ­თვე­ლოს ოკუ­პი­რე­ბუ­ლი ტე­რი­ტო­რი­ე­ბი­დან დევ­ნილ­თა, შრო­მის, ჯან­მრთე­ლო­ბი­სა და სო­ცი­ა­ლუ­რი დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს, სა­ქარ­თვე­ლოს გა­რე­მოს დაც­ვი­სა და სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის სა­მი­ნის­ტროს შე­სა­ბა­მი­სი და­ნა­ყო­ფე­ბი.

ავტორი:

საქართველოში საგანგებო მდგომარეობის გამო ქელეხები, ქორწილები და სხვა მსგავსი ღონისძიებები აიკრძალა

საქართველოში საგანგებო მდგომარეობის გამო ქელეხები, ქორწილები და სხვა მსგავსი ღონისძიებები აიკრძალა

მთავრობა ისეთ სოციალურ ღონისძიებებს კრძალავს, რომელიც დაკავშირებულია 10-ზე მეტი ფიზიკური პირის შეკრებასთან, მაგალითად, როგორიცაა ქელეხი, ქორწილი და სხვა მსგავსი ღონისძიებები.

ამის შესახებ საქართველოს მთავრობის 23 მარტის დადგენილებაშია ნათქვამი.

ოფიციალური დოკუმენტიდან ირკვევა, რომ საგანგებო მდგომარეობის მოქმედების ვადით იკრძალება „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული შეკრება ან/და მანიფესტაცია.

ასევე, იკრძალება საჯარო სივრცეში ფიზიკურ პირთა თავშეყრა 10 პირზე მეტი რაოდენობით. ამ მუხლის მიზნებისთვის საჯარო სივრცე არის როგორც ჭერქვეშ, ისე გარეთ არსებული ნებისმიერი ადგილი, თუ იგი არ წარმოადგენს კერძო პირთა საცხოვრებელ მიზნებისთვის გამოსაყენებელ ადგილს.

თუმცა, ეს შეზღუდვა არ ეხება:

ა) სამედიცინო დაწესებულებებში, საჯარო დაწესებულებებში, თავდაცვის ძალებში, სპეციალურ პენიტენციურ დაწესებულებებში, სამართალდამცავ ორგანოებში პირთა თავშეყრას მათზე დაკისრებული ფუნქციების შესრულების მიზნით;

ბ) საზოგადოებრივ ტრანსპორტს, თუ მათზე არ ვრცელდება საგანგებო მდგომარეობის დროს საქმიანობის შეჩერების მოთხოვნა;

გ) სამშენებლო-ინფრასტრუქტურული სამუშაოების შესრულებას.

მთავრობის დადგენილებით ასევე ირკვევა, რომ 10-ზე მეტი ფიზიკური პირის თავშეყრა, მათ შორის, იმ კერძო დაწესებულებებში, რომელთა მიმართაც არ ვრცელდება საქმიანობის შეჩერების მოთხოვნა, დასაშვებია ობიექტის სპეციფიკის გათვალისწინებით არანაკლებ 2 მეტრის სოციალური დისტანციის დაცვით, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ გაცემული რეკომენდაციების გათვალისწინებით.

როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, გათვალისწინებული შეზღუდვების აღსრულებაზე კონტროლს ახორციელებენ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამისი დანაყოფები.

"მარნეულში დაინფიცირებული ქალის 90 კონტაქტიდან შემდგომი ტალღის სახით, 1700-მდე კონტაქტია გამოკვეთილი" - აკაკი ზოიძე

"ვემუდარები და ვთხოვ მოქალაქეებს, ნუ დამალვთ და აღიარეთ ვისთან გქონდათ კონტაქტი" - ქართველი ექიმის მიმართვა

LIVE: გადაცემა "სპორტალი" - ჩოგბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი აკა მეტრეველი