საზოგადოება
პოლიტიკა

5

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 12:42-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 23:42-ზე რთული და დაძაბული დღეა. არ მოატყუოთ გარშემო მყოფები და არც თავად მოტყუვდეთ. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ვაჭრობას, ურთიერთობის გარჩევას. ცუდი დღეა საქმეების გარჩევისთვის. შესაძლოა, სამუდამოდ დაკარგოთ ადამიანი. არასასურველია სამსახურის, საქმიანობის შეცვლა. კარგი დღეა შორეული მგზავრობის დასაწყებად. აქტიურად დაისვენეთ, ივარჯიშეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები, გადააადგილეთ ავეჯი, კარგია მუშაობა მიწასთან. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ორგანიზმის გასაწმენდად, წიდებისგან გათავისუფლება. ალკოჰოლსა და სასმელს დღეს საერთოდ ნუ მიიღებთ. აგრეთვე მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას.
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"არ ვიცით, როდის გაექცა ხელისუფლებას კონტროლი... აქ პანიკაა" - ქართველი ემიგრანტები თურქეთში არსებულ ვითარებაზე
"არ ვიცით, როდის გაექცა ხელისუფლებას კონტროლი... აქ პანიკაა" - ქართველი ემიგრანტები თურქეთში არსებულ ვითარებაზე

ბოლო მო­ნა­ცე­მე­ბით, სა­ქარ­თვე­ლოს სა­მე­ზობ­ლო­ში ყვე­ლა­ზე მეტი ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი თურ­ქეთ­ში ჰყავთ, სა­დაც ოფი­ცი­ა­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ცი­ით, COVID-19-ით 1236 ადა­მი­ა­ნია და­ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი, აქე­დან 30 პა­ცი­ენ­ტი გარ­და­იც­ვა­ლა და გავ­რცე­ლე­ბი­დან დღემ­დე გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბის არც ერთი შემ­თხვე­ვა არ და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლა, რაც მო­სახ­ლე­ო­ბა­ში პა­ნი­კას იწ­ვევს.

AMBEBI.GE-სთან სა­უ­ბარ­ში ქარ­თვე­ლი ემიგ­რან­ტე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ სხვა­დას­ხვა ქა­ლაქ­ში გან­სხვა­ვე­ბუ­ლი სი­ტუ­ა­ცი­აა, თუმ­ცა მთლი­ა­ნო­ბა­ში მო­სახ­ლე­ო­ბა შე­ში­ნე­ბუ­ლია.

მა­ნა­ნა აბა­ში­ძე:

- სტამ­ბოლ­ში ვცხოვ­რობ და ერთ-ერთ საკ­ვებ ობი­ექ­ტში ვმუ­შა­ობ, რო­მე­ლიც რამ­დე­ნი­მე დღეა და­კე­ტი­ლია... ოჯა­ხის წევ­რე­ბი მე­კი­თხე­ბი­ან, რას ელო­დე­ბი, წა­მო­დიო, ჩემი ნა­მუ­შე­ვა­რი მაქვს ასა­ღე­ბი, თვე­ნა­ხევ­რის... ახლა რომ წა­მო­ვი­დე, მერე შე­იძ­ლე­ბა, უკან ვერც დავ­რუნ­დე და იმ თან­ხას არა­ვინ და­მიბ­რუ­ნებს. აქაც ძა­ლი­ან მძი­მე ვი­თა­რე­ბაა. წლე­ვან­დე­ლი ტუ­რიზ­მი უკვე ჩა­ვარ­დნი­ლია და ხე­ლი­სუფ­ლე­ბის­გან გარ­კვე­ულ შე­ღა­ვა­თებს ითხო­ვენ...

ასევე დაგაინტერესებთ
23:44 / 15-03-2020

ქართველი სტუდენტი, რომელმაც იტალიაში კორონავირუსი დაამარცხა, მომხდარს დეტალურად იხსენებს და რეკომენდაციებს გვიზიარებს

09:12 / 23-03-2020

"ყველაზე რთული მე-8 დღე აღმოჩნდა, მეგონა ვიგუდებოდი..." - როგორ დაამარცხა ესპანეთში მცხოვრებმა ქართველმა ქალმა კორონავირუსი სახლის პირობებში

14:58 / 23-03-2020

როგორ ებრძვის საქართველო დასავლურ ქვეყნებზე წარმატებულად კორონავირუსს - რას წერს ცნობილი გამოცემა

11:34 / 13-04-2020

ქაოსი მაღაზიებში, დახურული მეჩეთები და "მტრედების შემოსევა" - COVID-19-ის გავლენა თურქეთზე, სადაც 60 000-მდე ინფიცირებულია (ფოტოები)

10:05 / 14-04-2020

"ხალხი მაღაზიებს წყლისა და პურისთვის მიაწყდა... ჭყლეტაში აუცილებლად იქნებოდა ვინმე ინფიცირებული" - რას ყვებიან თურქეთში მცხოვრები ქართველები

ერ­თმა­ნე­თის მი­ყო­ლე­ბით იხუ­რე­ბა ყვე­ლა­ფე­რი, სურ­სა­თის მა­ღა­ზი­ე­ბის გარ­და. ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბა მუდ­მი­ვად მო­უ­წო­დებს ყვე­ლას, დარ­ჩნენ სახ­ლში და არ გა­მო­ვიდ­ნენ ქუ­ჩა­ში, თუმ­ცა ამ მო­წო­დე­ბას ყვე­ლა არ ით­ვა­ლის­წი­ნებს... ამი­ტომ, ჯან­დაც­ვის მი­ნის­ტრმა ფაჰ­რა­თე­ინ ხო­ჯამ ყვე­ლას მი­მარ­თა, იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მი­თი­თე­ბებს არ გა­ით­ვა­ლის­წი­ნე­ბენ, ფი­ნან­სუ­რი სან­ქცი­ე­ბი და­ი­წყე­ბა. ეს არის ყვე­ლა­ზე ეფექ­ტუ­რი გზა, რად­გან ხალ­ხი მა­ინც ცდი­ლობს გა­მო­ვი­დეს მა­რა­გის­თვის ან სხვა პი­რა­დი საქ­მის­თვის, რომ­ლის გა­და­დე­ბა არ უნ­დათ იმის ში­შით, რომ მერე ვი­თა­რე­ბა უფრო არ გა­უ­რეს­დეს... ამი­ტომ, ურ­ჩევ­ნი­ათ, ყვე­ლა­ფე­რი თუნ­დაც რის­კის ფა­სად მო­ი­ლი­ონ.

ქე­თე­ვან ბი­გა­ნა­უ­რი:

- სტამ­ბოლ­ში და­ძა­ბუ­ლო­ბა და პა­ნი­კაა ისე, რო­გორც და­ნარ­ჩენ მსოფ­ლი­ო­ში. პა­ნი­კა­ში უფრო ქარ­თვე­ლი ემიგ­რან­ტე­ბი არი­ან, ვინც ოჯა­ხებ­ში ვმუ­შა­ობთ, უფრო მშვი­დად ვართ, რად­გან უფრო და­ცუ­ლად ვგრძნობთ თავს. პა­ნი­კა და შიში კარ­გს არა­ფერს მოგ­ვი­ტანს... უამ­რა­ვი ქარ­თვე­ლი ემიგ­რან­ტი, ვინც ფაბ­რი­კა-ქარ­ხნებ­ში მუ­შა­ობ­და, ახლა უმუ­შე­ვა­რია, რად­გან დრო­ე­ბით ყვე­ლა­ფე­რი და­ი­კე­ტა...

ვცდი­ლობთ, ქარ­თვე­ლე­ბი ერ­თმა­ნეთს თა­ვად და­ვე­ხამ­როთ, ინ­ფორ­მა­ცი­უ­ლად და ისეც, შეძ­ლე­ბის­დაგ­ვა­რად, რად­გან აქ უცხო ქვე­ყა­ნა­ში, ჩვე­ნი თა­ვის პატ­რო­ნე­ბი ისევ ემიგ­რან­ტე­ბი ვართ. ამ­ბო­ბენ, რომ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა იქ­ცე­ვა ვი­თა­რე­ბის შე­სა­ბა­მი­სად.

კახა ჩა­ჩა­ნი­ძე, ან­ტა­ლი­ა­ში მცხოვ­რე­ბი ქარ­თვე­ლი:

- ტე­ლე­ვი­ზორს არ ვშორ­დე­ბით მთე­ლი დღეა... ამ­დე­ნი წე­ლია აქ ვცხოვ­რობ, სულ უცხო­ე­ნო­ვან თურ­ქებ­თან მქონ­და საქ­მე და ად­გი­ლობ­რივ ენას ცუ­დად ვფლობ­დი, ახლა ისე ვარ ჩაფ­ლუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ებ­ში, მგო­ნი ამ რამ­დე­ნი­მე დღე­ში თურ­ქუ­ლი ვის­წავ­ლე... აქ უამ­რა­ვი ემიგ­რან­ტია, რომ­ლებ­მაც თა­და­რი­გი და­ი­ჭი­რეს და ან­ტა­ლი­ა­ში ადრე ჩა­მო­ვიდ­ნენ, რომ სა­მუ­შა­ო­ზე ეზ­რუ­ნათ, თუმ­ცა ბოლო დღე­ებ­ში ქუ­ჩა­ში რომ გავ­დი­ვარ, თავი ფან­ტას­ტი­კის ჟან­რის ფილ­მის გმი­რი მგო­ნია, მან­ქა­ნის გა­რე­შე, ქუ­ჩა­ში გას­ვლის უფ­ლე­ბა არ გვაქვს.

ხალ­ხი შე­ში­ნე­ბუ­ლია, რად­გან ამ­დე­ნი ათა­სია და­ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი და არ­ცერ­თი გა­მო­ჯან­მრთე­ბუ­ლი არ არის. არა­და, პირ­ველ დღე­ებ­ში, რო­დე­საც მსოფ­ლი­ო­ში ყვე­ლა­ფე­რი რთუ­ლად იყო, თურ­ქე­თი სი­ტუ­ა­ცი­ას აკონ­ტრო­ლებ­და. არ ვი­ცით, რო­დის და რო­გორ გა­ექ­ცა ხე­ლი­სუფ­ლე­ბას კონ­ტრო­ლი. შე­საძ­ლოა, მა­ნამ­დეც იყო და უბ­რა­ლოდ არ ამ­ხელ­დნენ, რომ ერ­დო­ღა­ნის "გა­მარ­თულ მე­ნე­ჯმენტს" ჩრდი­ლი არ მის­დგო­მო­და. თუმ­ცა, ჭირს თავი არას­დროს და­უ­მა­ლავს და ეს ვერც თურ­ქეთ­ში მოხ­დე­ბო­და.

ლადო, 28 წლის, იზ­მირ­ში მცხოვ­რე­ბი ქარ­თვე­ლი:

- ამ­ბო­ბენ, რომ უფრო მე­ტია და­ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი და და­ღუ­პუ­ლიც, უბ­რა­ლოდ, ხე­ლი­სუფ­ლე­ბას პა­ნი­კის ეში­ნია და მა­ლავს. ერთ დღე-ღა­მე­ში და­ინ­ფი­ცი­რე­ბულ­თა რა­ო­დე­ნო­ბა 950-მდე ადა­მი­ა­ნით გა­ი­ზარ­და. შე­საძ­ლოა, ინ­ფორ­მა­ცი­ის გავ­რცე­ლე­ბამ მარ­თლაც წარ­მოქ­მნას ქა­ო­სი, რად­გან რო­გორც კი პირ­ვე­ლი და­ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლის შე­სა­ხებ გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია, მა­შინ­ვე მი­ა­წყდა ხალ­ხი სურ­სა­თის მა­ღა­ზი­ებს, აფ­თი­ა­ქებს და ამ­ბო­ბენ, რომ ბან­კებ­საც კი - თან­ხის გა­ტა­ნა და­ი­წყეს... ძა­ლი­ან შე­ში­ნე­ბუ­ლე­ბი ვართ. ალ­ბათ რამ­დე­ნი­მე ხანს და­ვაკ­ვირ­დე­ბით სი­ტუ­ა­ცი­ას და მერე წა­მო­ვალთ. სა­ქარ­თვე­ლო­დან გვე­უბ­ნე­ბი­ან, რომ წა­მოს­ვლას თუ და­ვა­პი­რებთ, გა­ვით­ვა­ლის­წი­ნოთ, რომ სარფზე ორ­კვი­რი­ა­ნი კა­რან­ტი­ნი გვე­ლო­დე­ბა და გვაფრ­თხი­ლე­ბენ, ბევ­რი ბარ­გი არ გვქონ­დეს...

ცოტა ვი­თა­რე­ბის ჩა­წყნა­რე­ბას ვე­ლო­დე­ბით. გვამ­შვი­დე­ბენ, რამ­დე­ნი­მე კვი­რაც და პიკი გა­და­ივ­ლის, სა­ზღვრე­ბი გა­იხ­სნე­ბაო. ად­გი­ლობ­რი­ვე­ბი ცუდ დღე­ში არი­ან, ბიზ­ნე­სი ჩა­უ­ვარ­დათ, ტუ­რის­ტებს ვე­ღარ მი­ი­ღე­ბენ. ეს ჩვენ­ზეც აი­სა­ხე­ბა, რად­გან უამ­რა­ვი ქარ­თვე­ლი, თუნ­დაც ჩემს გარ­შე­მო აქე­დან არ­ჩენ­დნენ ოჯა­ხებს. ბიზ­ნეს­მე­ნი, რო­მელ­თა­ნაც ვთა­ნამ­შრომ­ლობ, ანუ მუ­შა­ხე­ლი მიმ­ყავს, მე­უბ­ნე­ბა, რომ ვირუ­სის გა­დავ­ლის შემ­დე­გაც მძი­მე პე­რი­ო­დი გვე­ლო­დე­ბა.

მთა­ვარ ფო­ტო­ზე: ქე­თე­ვან ბი­გა­ნა­უ­რი

მკითხველის კომენტარები / 7 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
nnn
32

ეხლა ეგენი არ შემოყარონ, როგორც იტალიიდან

 

no
18

დიდი ბოდიში, მაგრამ ვინ სადაც იმყოფება იქ იმკურნალოს

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალებია ხდება ცნობილი კლინიკა „ვივამედში“ პატიმრის გარდაცვალებასთან დაკავშირებით
ავტორი:

"არ ვიცით, როდის გაექცა ხელისუფლებას კონტროლი... აქ პანიკაა" - ქართველი ემიგრანტები თურქეთში არსებულ ვითარებაზე

"არ ვიცით, როდის გაექცა ხელისუფლებას კონტროლი... აქ პანიკაა" - ქართველი ემიგრანტები თურქეთში არსებულ ვითარებაზე

ბოლო მონაცემებით, საქართველოს სამეზობლოში ყველაზე მეტი ინფიცირებული თურქეთში ჰყავთ, სადაც ოფიციალური ინფორმაციით, COVID-19-ით 1236 ადამიანია დაინფიცირებული, აქედან 30 პაციენტი გარდაიცვალა და გავრცელებიდან დღემდე გამოჯანმრთელების არც ერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა, რაც მოსახლეობაში პანიკას იწვევს.

AMBEBI.GE-სთან საუბარში ქართველი ემიგრანტები ამბობენ, რომ სხვადასხვა ქალაქში განსხვავებული სიტუაციაა, თუმცა მთლიანობაში მოსახლეობა შეშინებულია.

მანანა აბაშიძე:

- სტამბოლში ვცხოვრობ და ერთ-ერთ საკვებ ობიექტში ვმუშაობ, რომელიც რამდენიმე დღეა დაკეტილია... ოჯახის წევრები მეკითხებიან, რას ელოდები, წამოდიო, ჩემი ნამუშევარი მაქვს ასაღები, თვენახევრის... ახლა რომ წამოვიდე, მერე შეიძლება, უკან ვერც დავრუნდე და იმ თანხას არავინ დამიბრუნებს. აქაც ძალიან მძიმე ვითარებაა. წლევანდელი ტურიზმი უკვე ჩავარდნილია და ხელისუფლებისგან გარკვეულ შეღავათებს ითხოვენ...

ერთმანეთის მიყოლებით იხურება ყველაფერი, სურსათის მაღაზიების გარდა. ხელმძღვანელობა მუდმივად მოუწოდებს ყველას, დარჩნენ სახლში და არ გამოვიდნენ ქუჩაში, თუმცა ამ მოწოდებას ყველა არ ითვალისწინებს... ამიტომ, ჯანდაცვის მინისტრმა ფაჰრათეინ ხოჯამ ყველას მიმართა, იმ შემთხვევაში, თუ ხელისუფლების მითითებებს არ გაითვალისწინებენ, ფინანსური სანქციები დაიწყება. ეს არის ყველაზე ეფექტური გზა, რადგან ხალხი მაინც ცდილობს გამოვიდეს მარაგისთვის ან სხვა პირადი საქმისთვის, რომლის გადადება არ უნდათ იმის შიშით, რომ მერე ვითარება უფრო არ გაურესდეს... ამიტომ, ურჩევნიათ, ყველაფერი თუნდაც რისკის ფასად მოილიონ.

ქეთევან ბიგანაური:

- სტამბოლში დაძაბულობა და პანიკაა ისე, როგორც დანარჩენ მსოფლიოში. პანიკაში უფრო ქართველი ემიგრანტები არიან, ვინც ოჯახებში ვმუშაობთ, უფრო მშვიდად ვართ, რადგან უფრო დაცულად ვგრძნობთ თავს. პანიკა და შიში კარგს არაფერს მოგვიტანს... უამრავი ქართველი ემიგრანტი, ვინც ფაბრიკა-ქარხნებში მუშაობდა, ახლა უმუშევარია, რადგან დროებით ყველაფერი დაიკეტა...

ვცდილობთ, ქართველები ერთმანეთს თავად დავეხამროთ, ინფორმაციულად და ისეც, შეძლებისდაგვარად, რადგან აქ უცხო ქვეყანაში, ჩვენი თავის პატრონები ისევ ემიგრანტები ვართ. ამბობენ, რომ ხელისუფლება იქცევა ვითარების შესაბამისად.

კახა ჩაჩანიძე, ანტალიაში მცხოვრები ქართველი:

- ტელევიზორს არ ვშორდებით მთელი დღეა... ამდენი წელია აქ ვცხოვრობ, სულ უცხოენოვან თურქებთან მქონდა საქმე და ადგილობრივ ენას ცუდად ვფლობდი, ახლა ისე ვარ ჩაფლული ინფორმაციებში, მგონი ამ რამდენიმე დღეში თურქული ვისწავლე... აქ უამრავი ემიგრანტია, რომლებმაც თადარიგი დაიჭირეს და ანტალიაში ადრე ჩამოვიდნენ, რომ სამუშაოზე ეზრუნათ, თუმცა ბოლო დღეებში ქუჩაში რომ გავდივარ, თავი ფანტასტიკის ჟანრის ფილმის გმირი მგონია, მანქანის გარეშე, ქუჩაში გასვლის უფლება არ გვაქვს.

ხალხი შეშინებულია, რადგან ამდენი ათასია დაინფიცირებული და არცერთი გამოჯანმრთებული არ არის. არადა, პირველ დღეებში, როდესაც მსოფლიოში ყველაფერი რთულად იყო, თურქეთი სიტუაციას აკონტროლებდა. არ ვიცით, როდის და როგორ გაექცა ხელისუფლებას კონტროლი. შესაძლოა, მანამდეც იყო და უბრალოდ არ ამხელდნენ, რომ ერდოღანის "გამართულ მენეჯმენტს" ჩრდილი არ მისდგომოდა. თუმცა, ჭირს თავი არასდროს დაუმალავს და ეს ვერც თურქეთში მოხდებოდა.

ლადო, 28 წლის, იზმირში მცხოვრები ქართველი:

- ამბობენ, რომ უფრო მეტია დაინფიცირებული და დაღუპულიც, უბრალოდ, ხელისუფლებას პანიკის ეშინია და მალავს. ერთ დღე-ღამეში დაინფიცირებულთა რაოდენობა 950-მდე ადამიანით გაიზარდა. შესაძლოა, ინფორმაციის გავრცელებამ მართლაც წარმოქმნას ქაოსი, რადგან როგორც კი პირველი დაინფიცირებულის შესახებ გავრცელდა ინფორმაცია, მაშინვე მიაწყდა ხალხი სურსათის მაღაზიებს, აფთიაქებს და ამბობენ, რომ ბანკებსაც კი - თანხის გატანა დაიწყეს... ძალიან შეშინებულები ვართ. ალბათ რამდენიმე ხანს დავაკვირდებით სიტუაციას და მერე წამოვალთ. საქართველოდან გვეუბნებიან, რომ წამოსვლას თუ დავაპირებთ, გავითვალისწინოთ, რომ სარფზე ორკვირიანი კარანტინი გველოდება და გვაფრთხილებენ, ბევრი ბარგი არ გვქონდეს...

ცოტა ვითარების ჩაწყნარებას ველოდებით. გვამშვიდებენ, რამდენიმე კვირაც და პიკი გადაივლის, საზღვრები გაიხსნებაო. ადგილობრივები ცუდ დღეში არიან, ბიზნესი ჩაუვარდათ, ტურისტებს ვეღარ მიიღებენ. ეს ჩვენზეც აისახება, რადგან უამრავი ქართველი, თუნდაც ჩემს გარშემო აქედან არჩენდნენ ოჯახებს. ბიზნესმენი, რომელთანაც ვთანამშრომლობ, ანუ მუშახელი მიმყავს, მეუბნება, რომ ვირუსის გადავლის შემდეგაც მძიმე პერიოდი გველოდება.

მთავარ ფოტოზე: ქეთევან ბიგანაური

უდაბნოს კალიების ყველაზე მასშტაბური შემოსევა ბოლო 27 წლის განმავლობაში - ინდოეთი მწერებს ებრძვის

თურქეთში მეტეორი ჩამოვარდა - ფოტო და ვიდეომასალა შემთხვევის ადგილიდან

დასაქმებულებს, კარანტინის შემდეგაც სახლიდან სურთ მუშაობა - კვლევის მოულოდნელი შედეგი

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"