პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

6

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 14:10-ზე, მთვარე ქალწულშია თამამად წამოიწყეთ ახალი საქმეები. კარგი დღეა უძრავი ქონების შესაძენად, ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ვაჭრობისთვის. ცუდი დღეა კამათისა და სასამართლო საქმეებისთვის. სწავლა და გამოცდების ჩაბარება გაგიადვილდებათ. მოაგვარეთ საოჯახო კონფლიქტები. კარგია ნათესავებთან შეხვედრა და საუბარი. დღეს მომხდარი უსიამოვნებები მალევე დასრულდება. კარგი დღეა უფროსთან შესახვედრად და ახალი პროექტების განსახილველად. საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. მოერიდეთ მგზავრობასა და საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. მოერიდეთ ფიზიკურ დატვირთვას. გაგიადვილდებათ საოჯახო საქმეების, რემონტისა და მშენებლობის შესრულება. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის, ინტიმური ურთიერთობისთვის. მოერიდეთ ოპერაციების ჩატარებას მუცლის ღრუს ორგანოებზე. მარტივ ოპერაციასაც კი შეიძლება გართულება მოჰყვეს.
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რატომ გაეთიშათ ინტერნეტი "მაგთის" აბონენტებს - კომპანიის განმარტება
რატომ გაეთიშათ ინტერნეტი "მაგთის" აბონენტებს  - კომპანიის განმარტება

"მაგ­თი­კო­მის" აბო­ნენ­ტებს მთე­ლი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში ინ­ტერ­ნე­ტი შე­ფერ­ხე­ბით მი­ე­წო­დე­ბათ. აღ­ნიშ­ნუ­ლი ეხე­ბა მო­ბი­ლურ ინ­ტერ­ნეტ­საც. და­ახ­ლო­ე­ბით ორი სა­ა­თის წინ კი ინ­ტერ­ნე­ტი სრუ­ლი­ად გა­ი­თი­შა, რა­მაც ინ­ტერ­ნეტ­მომ­ხმა­რებ­ლე­ბის აღ­შფო­თე­ბა გა­მო­იწ­ვია, გან­სა­კუთ­რე­ბით იმის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, რომ მო­სახ­ლე­ო­ბის ნა­წი­ლი იზო­ლა­ცი­ა­შია და გა­რეთ გას­ვლას ერი­დე­ბა.

"მაგ­თის" ფე­ის­ბუ­ქის გვერ­დზე უამ­რა­ვი აბო­ნენ­ტი ითხოვს პა­სუხს, რა­ტომ არ მი­ე­წო­დე­ბათ ინ­ტერ­ნე­ტი და რო­დის აღ­დგე­ბა მომ­სა­ხუ­რე­ბა. მომ­ხმა­რებ­ლე­ბი წე­რენ, რომ კომ­პა­ნი­ის ცხელ ხაზ­ზე არა­ვინ პა­სუ­ხობთ და შე­სა­ბა­მი­სად, არ იცი­ან რო­დის ექ­ნე­ბათ ინ­ტერ­ნე­ტი:

"ინ­ტერ­ნე­ტია თუ მტრე­დის ფოს­ტა... ბო­დი­ში მა­ინც მო­ი­ხა­დეთ";

"ინ­ტერ­ნე­ტი გვა­ღირ­სეთ, სახ­ლში ჯდო­მაც გვე­ყო­ფა";

"მო­ბი­ლუ­რი ინ­ტერ­ნე­ტი არ მუ­შა­ობს, სახ­ლის ინ­ტერ­ნე­ტი არ მუ­შა­ობს, ცხე­ლი ხა­ზის ნო­მე­რი გა­თი­შუ­ლი გაქვთ, ზედ­მე­ტად რომ არ შე­წუხ­დეთ. მეხი და­გე­ცათ?";

"ხალ­ხი სახ­ლი­დან ვმუ­შა­ობთ და პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა გვა­კის­რია სა­მუ­შა­ო­ზე... ასე­თი რამ ორ­შა­ბათს დი­ლას რომ და­ე­მარ­თოს ინ­ტერ­ნეტს, უდი­დე­სი პრობ­ლე­მე­ბი იქ­ნე­ბა ჩემს სამ­სა­ხურ­ში, რო­მელ­ზეც ბევ­რი ადა­მი­ა­ნის ბე­დია და­მო­კი­დე­ბუ­ლი..." - წე­რენ კო­მენ­ტა­რებ­ში ინ­ტერ­ნეტ­მომ­ხმა­რებ­ლე­ბი.

AMBEBI.GE კომ­პა­ნი­ის წარ­მო­მად­გე­ნელს და­უ­კავ­შირ­და იმის გა­სარ­კვე­ვად, რა გახ­და შე­ფერ­ხე­ბის მი­ზე­ზი და რო­დის აღუდ­გე­ბათ აბო­ნენ­ტებს ინ­ტერ­ნეტ­მომ­სა­ხუ­რე­ბა. "მაგ­თი­კო­მის" სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან ურ­თი­ერ­თო­ბის გან­ყო­ფი­ლე­ბის ხემ­ძღვა­ნე­ლის გან­ცხა­დე­ბით, ინ­ტერ­ნე­ტის მი­წი­დე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი პრობ­ლე­მა სრუ­ლად აღ­მო­ფხვრი­ლია და ამ დრო­ის­თვის ყვე­ლა აბო­ნენტს შე­უ­ფერ­ხებ­ლად მი­ე­წო­დე­ბა ინ­ტერ­ნე­ტი.

რო­გორც ქეთი ნაც­ვლიშ­ვილ­მა AMBEBI.GE-ს გა­ნუ­ცხა­და, პრობ­ლე­მა მომ­წო­დებ­ლის "კავ­კა­სუს ონ­ლა­ი­ნის" მუ­შა­ო­ბის შე­ფერ­ხე­ბამ გა­მო­იწ­ვია:

"პრობ­ლე­მა მთე­ლი ქვეყ­ნის მას­შა­ბით არ იყო და მხო­ლოდ სახ­ლის ინ­ტერ­ნეტს შე­ე­ხო. გა­მარ­თუ­ლად მუ­შა­ობ­და მო­ბი­ლუ­რი ინ­ტერ­ნე­ტი. შე­ფერ­ხე­ბა გა­მო­იწ­ვია იმან, რომ თა­ვის მხრივ ჩვენს, მაგ­თი­კო­მის ინ­ტერ­ნეტ მიმ­წო­დე­ბელს, კავ­კა­სუს ონ­ლა­ინს (22 მარტს 17:10 სა­ათ­ზე) შე­ექ­მა პრობ­ლე­მა, რის შე­დე­გა­დაც "მაგ­თი­კო­მის" აბო­ნენ­ტებს გლო­ბა­ლურ რე­სურ­სებ­თან წვდო­მა შე­ე­ზღუ­და. ამ ეტაპ­ზე პრობ­ლე­მა აღ­მო­ფხვრი­ლია " - გა­ნა­ცხა­და "მაგ­თი­კო­მის" წარ­მო­მად­გენლ­მა.

მი­სი­ვე თქმით, ამ შე­ფერ­ხე­ბის გა­მომ­წვე­ვი მი­ზე­ზის შე­სა­ხებ მათ მომ­წო­დებ­ლის­გან ინ­ფორ­მა­ცია ამ დრომ­დე არ მი­უ­ღი­ათ. უნდა ელო­დონ თუ არა "მაგ­თი­კო­მის" ინ­ტერ­ნე­ტის მომ­ხმა­რებ­ლე­ბი შე­ფერ­ხე­ბას ისევ, ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით კომ­პა­ნი­ა­ში გა­დაჭ­რით ვე­რა­ფერს ამ­ბო­ბენ.

"მა­გას ჩვენ ვერ გან­ვსა­ზღვრავთ, სამ­წუ­ხა­როდ. ჩვე­ნი მხა­რე ინ­ტენ­სი­უ­რად მუ­შა­ობს, რათა შე­ფერ­ხე­ბა არ გვქონ­დეს. თუ და­მა­ტე­ბით გვექ­ნე­ბა რა­ი­მე ინ­ფორ­მა­ცია, გა­მო­ვაქ­ვეყ­ნებთ ჩვენს ოფი­ცი­ა­ლურ ვებ-გვერ­დზე" - გა­ნუ­ცხა­და AMBEBI.GE-ს " მაგ­თი­კო­მის" სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან ურ­თი­ერ­თო­ბის გან­ყო­ფი­ლე­ბის ხელ­მძღვა­ნელ­მა ქეთი ნაც­ვლიშ­ვილ­მა.

გიორგი
0

ჯერ ერთი, რომ მობილური ინტერნეტიც მოკვდა. და მინიმუმ უნდა გააგებინონ აბონენტებს, რომ შეფერხებაა. ყურადღბაა და პასუხისმგებლობა ბოლოს და ბოლოს

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალებია ხდება ცნობილი კლინიკა „ვივამედში“ პატიმრის გარდაცვალებასთან დაკავშირებით
ავტორი:

რატომ გაეთიშათ ინტერნეტი "მაგთის" აბონენტებს - კომპანიის განმარტება

რატომ გაეთიშათ ინტერნეტი "მაგთის" აბონენტებს  - კომპანიის განმარტება

"მაგთიკომის" აბონენტებს მთელი დღის განმავლობაში ინტერნეტი შეფერხებით მიეწოდებათ. აღნიშნული ეხება მობილურ ინტერნეტსაც. დაახლოებით ორი საათის წინ კი ინტერნეტი სრულიად გაითიშა, რამაც ინტერნეტმომხმარებლების აღშფოთება გამოიწვია, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ მოსახლეობის ნაწილი იზოლაციაშია და გარეთ გასვლას ერიდება.

"მაგთის" ფეისბუქის გვერდზე უამრავი აბონენტი ითხოვს პასუხს, რატომ არ მიეწოდებათ ინტერნეტი და როდის აღდგება მომსახურება. მომხმარებლები წერენ, რომ კომპანიის ცხელ ხაზზე არავინ პასუხობთ და შესაბამისად, არ იციან როდის ექნებათ ინტერნეტი:

"ინტერნეტია თუ მტრედის ფოსტა... ბოდიში მაინც მოიხადეთ";

"ინტერნეტი გვაღირსეთ, სახლში ჯდომაც გვეყოფა";

"მობილური ინტერნეტი არ მუშაობს, სახლის ინტერნეტი არ მუშაობს, ცხელი ხაზის ნომერი გათიშული გაქვთ, ზედმეტად რომ არ შეწუხდეთ. მეხი დაგეცათ?";

"ხალხი სახლიდან ვმუშაობთ და პასუხისმგებლობა გვაკისრია სამუშაოზე... ასეთი რამ ორშაბათს დილას რომ დაემართოს ინტერნეტს, უდიდესი პრობლემები იქნება ჩემს სამსახურში, რომელზეც ბევრი ადამიანის ბედია დამოკიდებული..." - წერენ კომენტარებში ინტერნეტმომხმარებლები.

AMBEBI.GE კომპანიის წარმომადგენელს დაუკავშირდა იმის გასარკვევად, რა გახდა შეფერხების მიზეზი და როდის აღუდგებათ აბონენტებს ინტერნეტმომსახურება. "მაგთიკომის" საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების ხემძღვანელის განცხადებით, ინტერნეტის მიწიდებასთან დაკავშირებული პრობლემა სრულად აღმოფხვრილია და ამ დროისთვის ყველა აბონენტს შეუფერხებლად მიეწოდება ინტერნეტი.

როგორც ქეთი ნაცვლიშვილმა AMBEBI.GE-ს განუცხადა, პრობლემა მომწოდებლის "კავკასუს ონლაინის" მუშაობის შეფერხებამ გამოიწვია:

"პრობლემა მთელი ქვეყნის მასშაბით არ იყო და მხოლოდ სახლის ინტერნეტს შეეხო. გამართულად მუშაობდა მობილური ინტერნეტი. შეფერხება გამოიწვია იმან, რომ თავის მხრივ ჩვენს, მაგთიკომის ინტერნეტ მიმწოდებელს, კავკასუს ონლაინს (22 მარტს 17:10 საათზე) შეექმა პრობლემა, რის შედეგადაც "მაგთიკომის" აბონენტებს გლობალურ რესურსებთან წვდომა შეეზღუდა. ამ ეტაპზე პრობლემა აღმოფხვრილია " - განაცხადა "მაგთიკომის" წარმომადგენლმა.

მისივე თქმით, ამ შეფერხების გამომწვევი მიზეზის შესახებ მათ მომწოდებლისგან ინფორმაცია ამ დრომდე არ მიუღიათ. უნდა ელოდონ თუ არა "მაგთიკომის" ინტერნეტის მომხმარებლები შეფერხებას ისევ, ამასთან დაკავშირებით კომპანიაში გადაჭრით ვერაფერს ამბობენ.

"მაგას ჩვენ ვერ განვსაზღვრავთ, სამწუხაროდ. ჩვენი მხარე ინტენსიურად მუშაობს, რათა შეფერხება არ გვქონდეს. თუ დამატებით გვექნება რაიმე ინფორმაცია, გამოვაქვეყნებთ ჩვენს ოფიციალურ ვებ-გვერდზე" - განუცხადა AMBEBI.GE-ს " მაგთიკომის" საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების ხელმძღვანელმა ქეთი ნაცვლიშვილმა.

"შემოყვანისას უკიდურესად მძიმე იყო" - კორონავირუსით ინფიცირებულ მარნეულელ ქალს, შაქრიანი დიაბეტი და ფილტვის ქრონიკული დაავადება აქვს

LIVE "ნიუსრუმიდან" - კორონავირუსი და მასთან დაკავშირებული სიახლეები

კორონავირუსის ახალი შემთხვევა არ დაფიქსირებულა, გამოჯანმრთელებული 5 პაციენტი კი, ინფექციურიდან უკვე გაწერეს