საზოგადოება
პოლიტიკა
სამართალი

5

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 12:42-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 23:42-ზე რთული და დაძაბული დღეა. არ მოატყუოთ გარშემო მყოფები და არც თავად მოტყუვდეთ. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ვაჭრობას, ურთიერთობის გარჩევას. ცუდი დღეა საქმეების გარჩევისთვის. შესაძლოა, სამუდამოდ დაკარგოთ ადამიანი. არასასურველია სამსახურის, საქმიანობის შეცვლა. კარგი დღეა შორეული მგზავრობის დასაწყებად. აქტიურად დაისვენეთ, ივარჯიშეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები, გადააადგილეთ ავეჯი, კარგია მუშაობა მიწასთან. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ორგანიზმის გასაწმენდად, წიდებისგან გათავისუფლება. ალკოჰოლსა და სასმელს დღეს საერთოდ ნუ მიიღებთ. აგრეთვე მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას.
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მე ვფიქრობ, IQ აკლიათ, ყველას აკლია" - მეუფე იაკობი პოლიტიკოსებზე
"მე ვფიქრობ, IQ აკლიათ, ყველას აკლია" - მეუფე იაკობი პოლიტიკოსებზე

ბოდ­ბე­ლი მიტ­რო­პო­ლი­ტის, მე­უ­ფე ია­კო­ბის გან­ცხა­დე­ბით, სა­გან­გე­ბო მდგო­მა­რე­ო­ბის გა­მო­ცხა­დე­ბას ქვე­ყა­ნა­ში პარ­ტი­ებ­მა ხმა იმის­თვის მის­ცეს, რომ შე­ზღუდ­ვე­ბი ეკ­ლე­სი­ას შე­ხე­ბო­და, - ამის შე­სა­ხებ მე­უ­ფე ია­კობ­მა (ია­კო­ბიშ­ვი­ლი) ჟურ­ნა­ლის­ტებს სა­მე­ბის სა­კა­თედ­რო ტა­ძარ­ში საკ­ვი­რაო წირ­ვის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ გა­ნუ­ცხა­და.

რო­გორც მე­უ­ფე ია­კობ­მა აღ­ნიშ­ნა, პარ­ტი­ე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებს უყ­ვართ ხოლ­მე თქმა, რომ IQ აქვთ, თუმ­ცა, მისი შე­ფა­სე­ბით, მათ "IQ აკ­ლი­ათ“.

ბოდ­ბე­ლი მიტ­რო­პო­ლი­ტი პარ­ტი­ე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებს მო­უ­წო­დებს, 21 აპ­რილს, თუ სა­გან­გე­ბო მდგო­მა­რე­ო­ბა მო­იხ­სნე­ბა, „22-ში ბე­ლადს მი­ა­კი­თხონ მავ­ზო­ლე­უმ­ში“.

"არა­სე­რი­ო­ზუ­ლი სა­უბ­რე­ბი მი­დის, ჩვენ რა ვინ­მეს და­ვას­ნე­ბოვ­ნებთ? ამ­დე­ნი ჟურ­ნა­ლის­ტი რომ დგა­ხართ ერ­თად რამე დის­ტან­ცი­ას იცავთ? - არ იცავთ. ტყუ­ი­ლად იბ­რძო­ლე­ბენ ეს ადა­მი­ა­ნე­ბი ეკ­ლე­სი­ას­თან და ვე­რა­ფერს მი­ი­ღე­ბენ. მეს­მის, რომ სა­ხელ­მწი­ფო მარ­თლა ზრუ­ნავს თა­ვის მო­ქა­ლა­ქე­ებ­ზე და მი­ვე­სალ­მე­ბი. თუ კო­მენ­დან­ტის სა­ა­თი იქ­ნე­ბა სა­ჭი­რო, უარს რა­ტომ ვი­ტყვით?! მაგ­რამ ბევ­რმა პარ­ტი­ამ ხმა მის­ცა იმის­თვის, რომ ეკ­ლე­სი­ას აკ­რძალ­ვე­ბი შე­ხე­ბო­და. მე ვფიქ­რობ, ჩვე­უ­ლებ­რი­ვი...., მა­გათ უყ­ვართ ხოლ­მე თქმა, IQ აქვთ, IQ აკ­ლი­ათ. ყვე­ლას აკ­ლია. რითი უნდა გა­ვა­ჩე­როთ, მო­დის ხალ­ხი. პატ­რუ­ლი შე­მო­ვიყ­ვა­ნოთ მა­გის გამო? იყო მო­სუ­ლი, მო­ვი­და და წა­ვი­და. არ არის მისი საქ­მე აქ. თუ ლოც­ვა­ზე მოვა, მო­ვი­დეს, სა­ხელ­მწი­ფოს მა­გას არ გა­ვა­კონ­ტრო­ლე­ბი­ნებთ.

სა­ხელ­მწი­ფომ და­ა­წე­სა სა­გან­გე­ბო მდგო­მა­რე­ო­ბა. ეს ჩვე­უ­ლებ­რივ მი­ვი­ღე. მა­ცხო­ვარ­თან რომ მი­ვიდ­ნენ და გა­და­სა­ხა­დი მოს­თხო­ვეს „კე­ი­სარს კე­ის­რი­საო“ - თქვა. მაგ­რამ ისიც ნუ დაგ­ვა­ვი­წყდე­ბა, რომ „ღმერ­თს ღვთი­სა“. მო­დის ხალ­ხი. ჩემ­თან თუ 1000 კაცი მო­ვი­და, ვინც არ უნდა მი­თხრას, 10 მო­ვი­დეს მეტი არაო, ან 20 და 70, იმას ვე­ტყვი ღმერ­თთან მო­სულ ადა­მი­ანს, წადი? მრევ­ლი დღეს კარ­გად იდგა.

ეს პე­რი­ო­დი ეკ­ლე­სი­ას უკვე გავ­ლი­ლი აქვს, წინა სა­უ­კუ­ნე­შიც გა­უვ­ლია. ვი­საც ჰგო­ნია, რომ ეკ­ლე­სი­ა­ში სი­ა­რუ­ლი არ შე­იძ­ლე­ბა, 21-ში თუ მოხ­სნი­ან (სა­გან­გე­ბო მდგო­მა­რე­ო­ბას) 22-ში წა­ვიდ­ნენ და ბე­ლადს მი­ა­კი­თხონ მავ­ზო­ლე­უმ­ში პარ­ტი­ებ­მა“, - გა­ნა­ცხა­და მე­უ­ფე ია­კობ­მა.

მკითხველის კომენტარები / 15 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალებია ხდება ცნობილი კლინიკა „ვივამედში“ პატიმრის გარდაცვალებასთან დაკავშირებით
ავტორი:

"მე ვფიქრობ, IQ აკლიათ, ყველას აკლია" - მეუფე იაკობი პოლიტიკოსებზე

"მე ვფიქრობ, IQ აკლიათ, ყველას აკლია" - მეუფე იაკობი პოლიტიკოსებზე

ბოდბელი მიტროპოლიტის, მეუფე იაკობის განცხადებით, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას ქვეყანაში პარტიებმა ხმა იმისთვის მისცეს, რომ შეზღუდვები ეკლესიას შეხებოდა, - ამის შესახებ მეუფე იაკობმა (იაკობიშვილი) ჟურნალისტებს სამების საკათედრო ტაძარში საკვირაო წირვის დასრულების შემდეგ განუცხადა.

როგორც მეუფე იაკობმა აღნიშნა, პარტიების წარმომადგენლებს უყვართ ხოლმე თქმა, რომ IQ აქვთ, თუმცა, მისი შეფასებით, მათ "IQ აკლიათ“.

ბოდბელი მიტროპოლიტი პარტიების წარმომადგენლებს მოუწოდებს, 21 აპრილს, თუ საგანგებო მდგომარეობა მოიხსნება, „22-ში ბელადს მიაკითხონ მავზოლეუმში“.

"არასერიოზული საუბრები მიდის, ჩვენ რა ვინმეს დავასნებოვნებთ? ამდენი ჟურნალისტი რომ დგახართ ერთად რამე დისტანციას იცავთ? - არ იცავთ. ტყუილად იბრძოლებენ ეს ადამიანები ეკლესიასთან და ვერაფერს მიიღებენ. მესმის, რომ სახელმწიფო მართლა ზრუნავს თავის მოქალაქეებზე და მივესალმები. თუ კომენდანტის საათი იქნება საჭირო, უარს რატომ ვიტყვით?! მაგრამ ბევრმა პარტიამ ხმა მისცა იმისთვის, რომ ეკლესიას აკრძალვები შეხებოდა. მე ვფიქრობ, ჩვეულებრივი...., მაგათ უყვართ ხოლმე თქმა, IQ აქვთ, IQ აკლიათ. ყველას აკლია. რითი უნდა გავაჩეროთ, მოდის ხალხი. პატრული შემოვიყვანოთ მაგის გამო? იყო მოსული, მოვიდა და წავიდა. არ არის მისი საქმე აქ. თუ ლოცვაზე მოვა, მოვიდეს, სახელმწიფოს მაგას არ გავაკონტროლებინებთ.

სახელმწიფომ დააწესა საგანგებო მდგომარეობა. ეს ჩვეულებრივ მივიღე. მაცხოვართან რომ მივიდნენ და გადასახადი მოსთხოვეს „კეისარს კეისრისაო“ - თქვა. მაგრამ ისიც ნუ დაგვავიწყდება, რომ „ღმერთს ღვთისა“. მოდის ხალხი. ჩემთან თუ 1000 კაცი მოვიდა, ვინც არ უნდა მითხრას, 10 მოვიდეს მეტი არაო, ან 20 და 70, იმას ვეტყვი ღმერთთან მოსულ ადამიანს, წადი? მრევლი დღეს კარგად იდგა.

ეს პერიოდი ეკლესიას უკვე გავლილი აქვს, წინა საუკუნეშიც გაუვლია. ვისაც ჰგონია, რომ ეკლესიაში სიარული არ შეიძლება, 21-ში თუ მოხსნიან (საგანგებო მდგომარეობას) 22-ში წავიდნენ და ბელადს მიაკითხონ მავზოლეუმში პარტიებმა“, - განაცხადა მეუფე იაკობმა.

ბათუმში კორონავირუსი 10 წლის ბავშვს დაუდასტურდა - "მშობელთან ერთად გადმოჰყავთ თბილისში"

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 117-მდე გაიზარდა

"მოხმარებლებს, რომელთა მარტის თვის გადასახადი უკვე დაფარეს, თანხა სააბონენტო ბარათებზე აესახებათ" - "თბილისი ენერჯის" განცხადება