მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა

4

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მერვე დღე დაიწყება 11:21-ზე, მთვარე ლომშია ახალი საქმეების დასაწყებად ნეიტრალური დღეა. დიდ დროსა და ენერგიას ითხოვს ადრე დაწყებული საქმეები. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმეების მოსაგვარებლად. კარგია მივლინების, მოგზაურობის დასაწყებად. ხშირად იმოძრავეთ, გადააადგილეთ ავეჯი, განაახლეთ ინტერიერი. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას, მოწევას, სმას. უმჯობესდება ფსიქოემოციური ფონი. ადამიანი უფრო ხალისიანი ხდება. კარგად გამოიძინეთ, მიიღეთ მზის აბაზანები და დიდხანს ისეირნეთ.
საზოგადოება
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მინდა, ნათელი მოვფინო მოვლენებს..." - კორონავირუსით ინფიცირებული თა­ნა­ინ­ვეს­ტი­რე­ბის ფონ­დის დი­რექ­ტო­რი მიმართვას ავრცელებს
"მინდა, ნათელი მოვფინო მოვლენებს..." - კორონავირუსით ინფიცირებული თა­ნა­ინ­ვეს­ტი­რე­ბის ფონ­დის დი­რექ­ტო­რი მიმართვას ავრცელებს

თა­ნა­ინ­ვეს­ტი­რე­ბის ფონ­დის ერთ-ერთი დი­რექ­ტო­რი თეა ჯო­ხა­ძე, რო­მე­ლიც კო­რო­ნა­ვირუ­სით არის და­ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი, სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში პოსტს აქ­ვეყ­ნებს. მისი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ის და მისი მე­უღ­ლე, ბიზ­ნეს­მე­ნი ბენო ქა­შა­კაშ­ვი­ლი თავს კარ­გად გრძნო­ბენ და სა­ზო­გა­დო­ე­ბას თა­ნად­გო­მის­თვის მად­ლო­ბას უხ­დი­ან.

"მე­გობ­რე­ბო, ალ­ბათ ბევ­რმა უკვე იცით, რომ მე და ჩემი მე­უღ­ლე კო­რო­ნა­ვირუ­სის დი­აგ­ნო­ზით ვიმ­ყო­ფე­ბით სა­ა­ვად­მყო­ფო­ში. ეს რამ­დე­ნი­მე დღეა, გა­სა­გე­ბი მი­ზე­ზე­ბის გამო არ მქონ­და სა­შუ­ა­ლე­ბა ჩარ­თუ­ლი ვყო­ფი­ლი­ყა­ვი სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში. მინ­და, ნა­თე­ლი მოვ­ფი­ნო მოვ­ლე­ნებს, რად­გან ვიცი რომ ამ სა­კი­თხთან და­კავ­ში­რე­ბით მა­ღა­ლი სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ინ­ტე­რე­სია.

11 მარტს რეს­ტო­რან "ვი­ნო­ტელ­ში" ჩვე­ნი მე­გობ­რის გარ­დაც­ვა­ლე­ბი­დან 40 დღის თავ­თან და­კავ­ში­რე­ბით გა­ი­მარ­თა სა­დი­ლი. სტუმ­რებს შო­რის ვი­ყა­ვით მე და ჩემი ოჯა­ხის წევ­რე­ბი. ჯამ­ში, სა­დილს ეს­წრე­ბო­და 20 ადა­მი­ა­ნი, მათ შო­რის 16 ქარ­თვე­ლი (ჩემი და ჩემი ოჯა­ხის წევ­რე­ბის ჩათ­ვლით) 3 რუსი და ერთი შვე­ი­ცა­რი­ე­ლი. კვი­რას, 15 მარტს და­მი­რე­კეს და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლის ცენ­ტრი­დან და მაც­ნო­ბეს, რომ ჩვენ ქარ­თველ მე­გო­ბარს, რო­მე­ლიც ეს­წრე­ბო­და ამ სა­დილს, ლუ­გა­რის ლა­ბო­რა­ტო­რი­ის ტეს­ტი­რე­ბის თა­ნახ­მად და­უდ­გინ­და კო­რო­ნა­ვირუ­სი - SARS-COV2.

მე ვი­ყა­ვი მისი "მჭიდ­რო კონ­ტაქ­ტი", რად­გან ახლო დის­ტან­ცი­ა­ზე ვი­სა­უბ­რეთ ნა­ხე­ვა­რი სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში, თუმ­ცა არ გა­და­მი­კოც­ნია და არც ხელი ჩა­მო­მირ­თმე­ვია. მე მა­შინ­ვე, და­უ­ყოვ­ნებ­ლივ გა­და­ვე­დი თვი­თი­ზო­ლა­ცი­ა­ში. ბე­ნო­ზე (ჩემს მე­უღ­ლე­ზე) თვი­თი­ზო­ლა­ცი­ის რე­კო­მენ­და­ცია არ ვრცელ­დე­ბო­და. მე, იმა­ვე დღეს გან­მი­ვი­თარ­და სიმპტო­მე­ბი, კერ­ძოდ და­ბა­ლი სი­ცხე და მსუ­ბუ­ქი ხვე­ლე­ბა, რის გა­მოც გა­მო­ვი­ძა­ხე გე­ნე­ტი­კის ლა­ბო­რა­ტო­რი­ის კერ­ძო ტეს­ტი, რო­მე­ლიც ორ­შა­ბათს, პირ­ვე­ლი­ვე შე­საძ­ლებ­ლო­ბის­თა­ნა­ვე მო­ვი­და და სამ­შა­ბათს უკვე შე­ვი­ტყვე, რომ ტეს­ტის პა­სუ­ხი და­დე­ბი­თი იყო. თავ­და­პირ­ვე­ლად, ბე­ნოს პა­სუ­ხი იყო უარ­ყო­ფი­თი, თუმ­ცა გან­მე­ო­რე­ბით­მა ტეს­ტმა, რო­მე­ლიც სამ­შა­ბათს გა­კეთ­და უკვე და­დე­ბი­თი პა­სუ­ხი და­ა­ფიქ­სი­რა.

რაც შე­ე­ხე­ბა სტუმ­რებს, ისი­ნი თავს კარ­გად გრძნო­ბენ და მინ­და ავღ­ნიშ­ნო, რომ მათ არ შე­მო­უ­ტა­ნი­ათ მიმ­დი­ნა­რე ვირუ­სი. კო­რო­ნა­ვირუ­სი ჩვენ გა­დაგ­ვე­დო ქარ­თვე­ლი მე­გობ­რის­გან, რო­მე­ლიც ასე­ვე არ ყო­ფი­ლა უცხო­ეთ­ში. ბე­ნოს, ჩემს მე­უღ­ლეს, კი მე გა­დავ­დე. ჩემი და ბე­ნოს შემ­დგომ კონ­ტაქ­ტებს შო­რის, მად­ლო­ბა ღმერ­თს ჯერ არა­ვის და­უდ­გინ­და აღ­ნიშ­ნუ­ლი ვირუ­სი.

ვი­ნო­ტელ­შიც და სა­ქარ­თვე­ლოს თა­ნა­ინ­ვეს­ტი­რე­ბის ფონდშიც და­უ­ყოვ­ნებ­ლივ ჩა­ტარ­და სა­დე­ზინ­ფექ­ციო სა­მუ­შა­ო­ე­ბი და ამ ეტაპ­ზე ორი­ვე და­წე­სე­ბუ­ლე­ბა და­კე­ტი­ლია.

მე და ბენო თავს კარ­გად ვგრძნობთ და ძა­ლი­ან მად­ლო­ბე­ლი ვართ იმ თა­ნად­გო­მის­თვის რო­მელ­საც ბევ­რი თქვენ­გა­ნის­გან ვგრძნობთ" - წერს ჯო­ხა­ძე.

ცნო­ბის­თვის, სა­ქარ­თვე­ლო­ში კო­რო­ნა­ვირუ­სით ინ­ფი­ცი­რე­ბის 47 შემ­თხვე­ვაა და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი. stopcov.ge-ზე გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის თა­ნახ­მად, კა­რან­ტი­ნის რე­ჟიმ­შია 1966 ადა­მი­ა­ნი, ხოლო სტა­ცი­ო­ნარ­ში მეთ­ვალ­ყუ­რე­ო­ბის ქვეშ - 259 პირი. ინ­ფორ­მა­ცი­ის­თვის, 44 ადა­მი­ა­ნი­დან 1 გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბუ­ლია.

ავტორი:

"მინდა, ნათელი მოვფინო მოვლენებს..." - კორონავირუსით ინფიცირებული თა­ნა­ინ­ვეს­ტი­რე­ბის ფონ­დის დი­რექ­ტო­რი მიმართვას ავრცელებს

"მინდა, ნათელი მოვფინო მოვლენებს..." - კორონავირუსით ინფიცირებული თა­ნა­ინ­ვეს­ტი­რე­ბის ფონ­დის დი­რექ­ტო­რი მიმართვას ავრცელებს

თანაინვესტირების ფონდის ერთ-ერთი დირექტორი თეა ჯოხაძე, რომელიც კორონავირუსით არის დაინფიცირებული, სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს. მისი ინფორმაციით, ის და მისი მეუღლე, ბიზნესმენი ბენო ქაშაკაშვილი თავს კარგად გრძნობენ და საზოგადოებას თანადგომისთვის მადლობას უხდიან.

"მეგობრებო, ალბათ ბევრმა უკვე იცით, რომ მე და ჩემი მეუღლე კორონავირუსის დიაგნოზით ვიმყოფებით საავადმყოფოში. ეს რამდენიმე დღეა, გასაგები მიზეზების გამო არ მქონდა საშუალება ჩართული ვყოფილიყავი სოციალურ ქსელებში. მინდა, ნათელი მოვფინო მოვლენებს, რადგან ვიცი რომ ამ საკითხთან დაკავშირებით მაღალი საზოგადოებრივი ინტერესია.

11 მარტს რესტორან "ვინოტელში" ჩვენი მეგობრის გარდაცვალებიდან 40 დღის თავთან დაკავშირებით გაიმართა სადილი. სტუმრებს შორის ვიყავით მე და ჩემი ოჯახის წევრები. ჯამში, სადილს ესწრებოდა 20 ადამიანი, მათ შორის 16 ქართველი (ჩემი და ჩემი ოჯახის წევრების ჩათვლით) 3 რუსი და ერთი შვეიცარიელი. კვირას, 15 მარტს დამირეკეს დაავადებათა კონტროლის ცენტრიდან და მაცნობეს, რომ ჩვენ ქართველ მეგობარს, რომელიც ესწრებოდა ამ სადილს, ლუგარის ლაბორატორიის ტესტირების თანახმად დაუდგინდა კორონავირუსი - SARS-COV2.

მე ვიყავი მისი "მჭიდრო კონტაქტი", რადგან ახლო დისტანციაზე ვისაუბრეთ ნახევარი საათის განმავლობაში, თუმცა არ გადამიკოცნია და არც ხელი ჩამომირთმევია. მე მაშინვე, დაუყოვნებლივ გადავედი თვითიზოლაციაში. ბენოზე (ჩემს მეუღლეზე) თვითიზოლაციის რეკომენდაცია არ ვრცელდებოდა. მე, იმავე დღეს განმივითარდა სიმპტომები, კერძოდ დაბალი სიცხე და მსუბუქი ხველება, რის გამოც გამოვიძახე გენეტიკის ლაბორატორიის კერძო ტესტი, რომელიც ორშაბათს, პირველივე შესაძლებლობისთანავე მოვიდა და სამშაბათს უკვე შევიტყვე, რომ ტესტის პასუხი დადებითი იყო. თავდაპირველად, ბენოს პასუხი იყო უარყოფითი, თუმცა განმეორებითმა ტესტმა, რომელიც სამშაბათს გაკეთდა უკვე დადებითი პასუხი დააფიქსირა.

რაც შეეხება სტუმრებს, ისინი თავს კარგად გრძნობენ და მინდა ავღნიშნო, რომ მათ არ შემოუტანიათ მიმდინარე ვირუსი. კორონავირუსი ჩვენ გადაგვედო ქართველი მეგობრისგან, რომელიც ასევე არ ყოფილა უცხოეთში. ბენოს, ჩემს მეუღლეს, კი მე გადავდე. ჩემი და ბენოს შემდგომ კონტაქტებს შორის, მადლობა ღმერთს ჯერ არავის დაუდგინდა აღნიშნული ვირუსი.

ვინოტელშიც და საქართველოს თანაინვესტირების ფონდშიც დაუყოვნებლივ ჩატარდა სადეზინფექციო სამუშაოები და ამ ეტაპზე ორივე დაწესებულება დაკეტილია.

მე და ბენო თავს კარგად ვგრძნობთ და ძალიან მადლობელი ვართ იმ თანადგომისთვის რომელსაც ბევრი თქვენგანისგან ვგრძნობთ" - წერს ჯოხაძე.

ცნობისთვის, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 47 შემთხვევაა დადასტურებული. stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, კარანტინის რეჟიმშია 1966 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 259 პირი. ინფორმაციისთვის, 44 ადამიანიდან 1 გამოჯანმრთელებულია.

რა ხდება ტაძრებში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შემდეგ - ფოტოები სოციალური ქსელიდან

სამების საკათედრო ტაძარში პოლიციელები მივიდნენ

როგორია კორონავირუსით ინფიცირებული 80 წელს გადაცილებული ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა - მარინა ეზუგბაიას კომენტარი