პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

6

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 14:10-ზე, მთვარე ქალწულშია თამამად წამოიწყეთ ახალი საქმეები. კარგი დღეა უძრავი ქონების შესაძენად, ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ვაჭრობისთვის. ცუდი დღეა კამათისა და სასამართლო საქმეებისთვის. სწავლა და გამოცდების ჩაბარება გაგიადვილდებათ. მოაგვარეთ საოჯახო კონფლიქტები. კარგია ნათესავებთან შეხვედრა და საუბარი. დღეს მომხდარი უსიამოვნებები მალევე დასრულდება. კარგი დღეა უფროსთან შესახვედრად და ახალი პროექტების განსახილველად. საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. მოერიდეთ მგზავრობასა და საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. მოერიდეთ ფიზიკურ დატვირთვას. გაგიადვილდებათ საოჯახო საქმეების, რემონტისა და მშენებლობის შესრულება. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის, ინტიმური ურთიერთობისთვის. მოერიდეთ ოპერაციების ჩატარებას მუცლის ღრუს ორგანოებზე. მარტივ ოპერაციასაც კი შეიძლება გართულება მოჰყვეს.
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"დადგა დრო, გული გავუხსნათ ოჯახის წევრებს... ჩვენი იმუნიტეტი ერთმანეთის გახარებაა" - შალვა ამონაშვილის რჩევები "სახლში გამოკეტილებს"
"დადგა დრო, გული გავუხსნათ ოჯახის წევრებს... ჩვენი იმუნიტეტი ერთმანეთის გახარებაა" - შალვა ამონაშვილის რჩევები "სახლში გამოკეტილებს"

აკა­დე­მი­კოს­მა შალ­ვა ამო­ნაშ­ვილ­მა კო­რო­ნა­ვირუ­სით გა­მოწ­ვე­ულ ვი­თა­რე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით ვი­დე­ო­მი­მარ­თვა გა­ავ­რცე­ლა. ცნო­ბი­ლი პე­და­გო­გი თვი­თი­ზო­ლა­ცი­ის პე­რი­ო­დის სა­ინ­ტე­რე­სოდ გა­ტა­რე­ბის თა­ო­ბა­ზე სა­ზო­გა­დო­ე­ბას სა­კუ­თარ მო­საზ­რე­ბებს უზი­ა­რებს.

იგი ასე­ვე, რე­კო­მენ­და­ცი­ებს სთა­ვა­ზობს მშობ­ლებს, თუ რო­გორ გა­ა­ტა­რონ თი­თი­ზო­ლა­ცი­ა­ში დრო სა­სარ­გებ­ლოდ სა­კუ­თარ შვი­ლებ­თან.

"კო­რო­ნამ შეც­ვა­ლა ჩვე­ნი ცხოვ­რე­ბის წესი, არამ­ხო­ლოდ ჩვენს სახ­ლებ­ში, ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში, არა­მედ მთელ პლა­ნე­ტა­ზე. ხალ­ხი გა­მოგ­ვკე­ტა სახ­ლებ­ში, ჩა­ი­კე­ტა სა­ზღვრე­ბი ერ­თმა­ნეთ­თან ვე­ღარ მივფრი­ნავთ და შე­ზღუ­დუ­ლე­ბი აღ­მოვ­ჩნდით ჩვენს ოჯა­ხებ­შიც. ისე­ვე რო­გორც ბევ­რი თქვენ­გა­ნი, მეც სახ­ლში ვარ ჩა­კე­ტი­ლი. თავს ისე ვგრძნობ, თით­ქოს ში­ნა­პა­ტიმ­რო­ბა მო­მი­სა­ჯეს. მაგ­რამ ამა­ვე დროს ვფიქ­რობ რაში გა­მო­ვი­ყე­ნო ეს დრო. დრო გვეძ­ლე­ვა, რომ სა­კუ­თარ თავ­ზე ვი­ფიქ­როთ, შე­ვიც­ვა­ლოთ ცხოვ­რე­ბის წესი, მაგ­რამ სამ­წუ­ხა­როდ ხში­რად ვერ ვსარ­გებ­ლობთ ამით.

ჭირი მოგ­ვად­გა თით­ქოს­და კარ­ზე, მაგ­რამ გა­ვიხ­სე­ნოთ რუს­თა­ვე­ლის სი­ტყვე­ბი: "ნე­ტავ, მა­მა­ცი სხვა რაა, არ გას­ძლოს რაცა ჭი­რია, ჭირ­სა გად­რე­კა რად უნდა რა სა­სა­უბ­რო პი­რია". აი, ამ აზ­რზე ვარ მეც ახლა. იცით, რაზე ვფიქ­რობ? რომ მყავ­დეს ჩემი მე­უღ­ლე ცო­ცხა­ლი, რაზე ვე­სა­უბ­რე­ბო­დი მას, რას ვე­ტყო­დი. აი რას ვი­ზამ­დი, დღე­ში ცხრა­ჯერ მა­ინც ავუხ­სნი­დი ხე­ლახ­ლა სიყ­ვა­რულს, მო­ვე­ფე­რე­ბო­დი, რაც არ მო­ვე­ფე­რე აქამ­დე.

გავ­ხდე­ბო­დი გუ­ლახ­დი­ლი ჩემი ოჯა­ხის წევ­რებ­სად­მი და მა­თაც გავ­ხდი­დი გუ­ლახ­დილს ჩემს მი­მართ. კო­რო­ნა­ვირუ­სი სა­ბო­ლო­ოდ წარ­სულს ჩა­ბარ­დე­ბა, წავა ის. დიდ­ხანს კი არ დარ­ჩე­ბა, ერთ-ორი თვე და მოგ­ვცილ­დე­ბა, წარ­სულს ჩა­ბარ­დე­ბა, მაგ­რამ ჩვენ რო­გო­რე­ბი ჩავ­ბარ­დე­ბით მო­მა­ვალს? ეს გა­მოც­და გვიდ­გე­ბა და მეც გა­მოც­დის წი­ნა­შე ვარ ჩემი შვი­ლე­ბის, შვი­ლიშ­ვი­ლე­ბის, წარ­სუ­ლი­სა და აწ­მყოს წი­ნა­შე. ვფიქ­რობ ჩემ­თვის, რო­გორ შევ­ცვა­ლო უკე­თე­სო­ბის­კენ ჩემი ცხოვ­რე­ბის ყად­რი და ნირი, როცა ეს ყვე­ლა­ფე­რი უკან დარ­ჩე­ბა? რა უნდა დამ­რჩეს სა­მა­გი­ე­როდ.

რას გა­მოვ­რჩე­ბით წუ­წუნს, რას გა­მოვ­რჩე­ბით ვიშ­ვიშს. იქ­ნებ ვი­ფიქ­როთ სხვა რა­მე­ზე. რო­გო­რი წესი და­ვამ­კვიდ­როთ ჩვენს ოჯა­ხებ­ში ისე, რომ როცა ეს ყვე­ლა­ფე­რი დამ­თავ­რდე­ბა, სხვა­ნა­ი­რე­ბი, ახა­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი გავ­ხდეთ. ხომ არ დად­გა დრო, რომ აუჩ­ქა­რებ­ლად გული გა­ვუხ­სნათ ჩვენს ოჯა­ხის წევ­რებს. ადრე სა­მუ­შა­ო­ზე გავ­რბო­დით და დრო არაფ­რის­თვის გვრჩე­ბო­და. ახლა კი შეგ­ვიძ­ლია სახ­ლში კი­დეც ვი­მუ­შა­ოთ და კიდე ვი­ურ­თი­ერ­თოთ ერ­თმა­ნეთ­თან. მე ჩემს შვი­ლიშ­ვი­ლებს უფრო მე­ტად და­ვუ­ახ­ლოვ­დი, ჩემს ქა­ლიშ­ვილს უფრო ხში­რად ვე­სა­უბ­რე­ბი და მეტს ვი­გებთ ერ­თმა­ნე­თის­გან.

ჩვენ უნდა ჩა­ვა­ბა­როთ გა­მოც­და მოთ­მი­ნე­ბა­ში, სი­ხა­რულ­ში, სიმ­შვი­დე­ში, იმედ­სა და რწმე­ნა­ში. დათ­მო­ბაც უნდა შეგ­ვეძ­ლოს. ეს დრო ამა­ში უნდა გა­მო­ვი­ყე­ნოთ.

არის ბიბ­ლი­ა­ში ასე­თი გა­მოთ­ქმა, დრო ქვე­ბის შეკ­რე­ბი­სა და დრო გა­ფან­ტვი­სა. მგო­ნი შეკ­რე­ბის დრო დაგ­ვიდ­გა, უნდა შე­ვაგ­რო­ვოთ ეს ქვე­ბი, გან­ძი, რომ­ლე­მაც ჩვენს სულ­ში უნდა ამო­ზარ­დოს მოთ­მი­ნე­ბა­ცა და დათ­მო­ბაც, კე­თილ­შო­ბი­ლე­ბაც! დიდსუ­ლოვ­ნე­ბის გა­მოც­დის წი­ნა­შე ვართ ფაქ­ტობ­რი­ვად" – ამ­ბობს ფსი­ქო­ლო­გი.

პე­და­გო­გი ყუ­რა­დღე­ბას ამახ­ვი­ლებს დის­ტან­ცი­უ­რი სწავ­ლე­ბის თა­ვი­სე­ბუ­რე­ბებ­ზეც და მშობ­ლებს ამ კუ­თხი­თაც სთა­ვა­ზობს რჩე­ვებს:

"მე­კი­ხე­ბით რო­გორ მო­ვექ­ცეთ ბავ­შვებს, რო­გორ და­ვა­კა­ვოთ ისი­ნი. ჩემო ძვირ­ფა­სე­ბო, ბავ­შვებს და­კა­ვე­ბა არ უნ­დათ, ჩვენ უნდა დავ­კავ­დეთ ბავ­შვე­ბით. ხომ არ შე­იძ­ლე­ბა რომ ბავ­შვებს სამი საქ­მე მივ­ცეთ. წა­დით ახლა გა­ა­კე­თეთ ესე­ნი და და­კავ­დით, ასე­თი რამ აღ­ზრდას­თან არ მიგ­ვა­კა­რებს. ჯო­ბია ჩენ დავ­კავ­დეთ ბავ­შვე­ბით, მეტი წა­ვუ­კი­თხოთ, მეტი ვე­სა­უბ­როთ. მათ უყ­ვართ, როცა ჩვენს ცხოვ­რე­ბა­ზე ვე­ა­უბ­რე­ბით.

ვე­ფი­ლო­სო­ფო­სოთ მათ ავუხ­სნათ ცხოვ­რე­ბის ანი და ბანი. ამას სკო­ლა­ში არ ას­წავ­ლი­ან და განა არ არის დრო, რომ ავუხ­სნათ მათ რა­შია ცხოვ­რე­ბის აზრი. მას­ვი, მა­ჭა­მე და მალ­ხი­ნე ხომ არ არის ჩვე­ნი ცხოვ­რე­ბის აზრი. აზრი იმა­შია, რომ უკე­თე­სე­ბი გავ­ხდეთ, სული გა­ვი­ფა­ქი­ზოთ. ვნა­ხოთ ერ­თად ფილ­მე­ბი, წა­ვი­კი­თხოთ წიგ­ნე­ბი, ვი­თა­მა­შოთ, ვი­ცელ­ქოთ ბავ­შვებ­თან ერ­თად. იყოს სახ­ლში ბავ­შვე­ბის აურ­ზა­უ­რი და ჩვენც ჩა­ვერ­თოთ ამა­ში. იცით რა მოხ­დე­ბა? მეტი ურ­თი­ერ­თგა­გე­ბა ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა ჩვენს შო­რის. არ ვუ­ჩი­ჩი­ნოთ - და­ჯე­ქით ის­წავ­ლე­თო, მათ ეს ჩი­ჩი­ნი ეყო­ფათ.

ახლა ბავ­შვე­ბი შინ სხე­დან და კომ­პი­უ­ტე­რით ესა­უბ­რე­ბი­ან მას­წავ­ლებ­ლებს. ჩვენც მი­ვუს­ხდეთ გვერ­დით ჩვენს შვი­ლებს და ვუ­ყუ­როთ რო­გორ უხ­სნი­ან, რას ას­წავ­ლი­ან ბავ­შვებს და ამით მას­წავ­ლებ­ლებ­საც უკეთ გა­ვიც­ნობთ. ის თით­ქოს­და ჩვენს სახ­ლში შე­მო­დის და გვა­ყუ­რე­ბი­ნებს რო­გორ ას­წავ­ლის ბავ­შვებს. იმუ­ნი­ტე­ტი, რა თქმა უნდა, შე­მუ­შავ­დე­ბა კო­რო­ნა­ვირუ­სის წი­ნა­არმ­დეგ და წა­მა­ლიც.

სი­მარ­თლე გი­თხრათ, მე მგო­ნია, რომ ეს წა­მა­ლი კი­დეც არ­სე­ბობ­და მა­ნამ­დე, ვიდ­რე კო­რო­ნა­ვირუ­სი გაჩ­ნდე­ბო­და. ახლა თით­ქოს უნ­დათ თა­ვი­დან აღ­მო­ა­ჩი­ნონ ეს წამ­ლიც, რომ მერე ვირ­ღა­ცამ დიდი მო­გე­ბა მი­ი­ღოს.

ყვე­ლა­ზე დიდი იმუ­ნი­ტე­ტი და წა­მა­ლი იცით რა არის? ჩვე­ნი სუ­ლის სიმ­დიდ­რე, რა გა­მოც­დას გა­დის ახლა მთე­ლი პლა­ნე­ტა? სუ­ლის სი­ღა­ტა­კის გა­მოც­დას გა­დის, ჩვენ გვაკ­ლია ეს სუ­ლი­ე­რე­ბა რწმე­ნა და იმე­დი, ფა­ქი­ზი სიყ­ვა­რუ­ლი, დათ­მო­ბა.

გვიყ­ვარ­დეს ერ­თმა­ნე­თის გა­ხა­რე­ბა - აი, ესაა ჩვე­ნი იმუ­ნი­ტე­ტი. რომ ჩა­ვი­ხე­დოთ სა­კუ­თარ თავ­ში და­ი­ნა­ხავთ, თურ­მე რა ცოტა მოთ­მი­ნე­ბა, დათ­მო­ბის უნა­რი, თა­ნაგ­რძნო­ბა, სიმ­შვი­დე გვაქვს. გვექ­ნე­ბა ამის პი­რო­ბე­ბი, რომ ამ ნაკლზე ვი­ფიქ­როთ. მეც ვხდე­დავ ნაკლს. მი­ჭირს ხოლ­მე ადა­მი­ა­ნებ­თან გუ­ლის გახ­სნა და­ახ­ლო­ე­ბა, ხან კი ვბე­დავ და გა­მო­მი­დის. ახლა ვფიქ­რობ ყვე­ლა­ფერ ამა­ზე და ეს ჩემი ში­ნა­პა­ტიმ­რო­ბა ამ გა­მოც­დად მი­ღირს. ვუ­ყუ­რებ, რომ სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბა ძა­ლი­ან კარგ ზო­მებს იღებს, სა­ზღვრე­ბი სწო­რად ჩა­კე­ტა, მოგ­ვი­წო­დეს სახ­ლში დარ­ჩე­ნის­კენ.

უნდა და­ვუ­ჯე­როთ ჩვენს მთავ­რო­ბას ამ კე­თილ საქ­მე­ებ­ში. მე ისიც მა­ხა­რებს, რომ სა­ქარ­თვე­ლოს დიდი ურ­თი­ერ­თო­ბა აქვს სხვა ქვეყ­ნებ­თა­ნაც სა­ი­და­ნაც დახ­მა­რე­ბას და რჩე­ვა-და­რი­გე­ბას იღებს. ხან­და­ხან შეგ­ვიძ­ლია გა­ვი­პა­როთ სახ­ლე­ბი­დან და მთე­ბის­კენ, ბუ­ნე­ბის­კენ გა­ვე­შუ­როთ. ბუ­ნე­ბა არც კო­რო­ნა­ვირუსს გა­დაგ­ვდებს და არც რა­ი­მე სხვა სენს. ამი­ტომ გა­ვი­პა­როთ მთებ­ში და გა­ჯან­სა­ღე­ბუ­ლე­ბი დავ­ბრუნ­დეთ ისევ ჩვენს სახ­ლებ­ში. გა­მო­ჭე­დეთ თქვე­ნი ბედ­ნი­ე­რე­ბა ეს თქვენს ხელ­თაა, თქვენს ხა­სი­ა­თებ­ში, ურ­თი­ერ­თო­ბებ­შია ჩა­დე­ბუ­ლი. გა­მო­ჭე­დეთ ეს ბედ­ნი­ე­რე­ბა და გი­სურ­ვებთ წარ­მა­ტე­ბას!“ - ამ­ბობს ამო­ნაშ­ვი­ლი.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალებია ხდება ცნობილი კლინიკა „ვივამედში“ პატიმრის გარდაცვალებასთან დაკავშირებით
ავტორი:

"დადგა დრო, გული გავუხსნათ ოჯახის წევრებს... ჩვენი იმუნიტეტი ერთმანეთის გახარებაა" - შალვა ამონაშვილის რჩევები "სახლში გამოკეტილებს"

"დადგა დრო, გული გავუხსნათ ოჯახის წევრებს... ჩვენი იმუნიტეტი ერთმანეთის გახარებაა" - შალვა ამონაშვილის რჩევები "სახლში გამოკეტილებს"

აკადემიკოსმა შალვა ამონაშვილმა კორონავირუსით გამოწვეულ ვითარებასთან დაკავშირებით ვიდეომიმართვა გაავრცელა. ცნობილი პედაგოგი თვითიზოლაციის პერიოდის საინტერესოდ გატარების თაობაზე საზოგადოებას საკუთარ მოსაზრებებს უზიარებს.

იგი ასევე, რეკომენდაციებს სთავაზობს მშობლებს, თუ როგორ გაატარონ თითიზოლაციაში დრო სასარგებლოდ საკუთარ შვილებთან.

"კორონამ შეცვალა ჩვენი ცხოვრების წესი, არამხოლოდ ჩვენს სახლებში, ჩვენს ქვეყანაში, არამედ მთელ პლანეტაზე. ხალხი გამოგვკეტა სახლებში, ჩაიკეტა საზღვრები ერთმანეთთან ვეღარ მივფრინავთ და შეზღუდულები აღმოვჩნდით ჩვენს ოჯახებშიც. ისევე როგორც ბევრი თქვენგანი, მეც სახლში ვარ ჩაკეტილი. თავს ისე ვგრძნობ, თითქოს შინაპატიმრობა მომისაჯეს. მაგრამ ამავე დროს ვფიქრობ რაში გამოვიყენო ეს დრო. დრო გვეძლევა, რომ საკუთარ თავზე ვიფიქროთ, შევიცვალოთ ცხოვრების წესი, მაგრამ სამწუხაროდ ხშირად ვერ ვსარგებლობთ ამით.

ჭირი მოგვადგა თითქოსდა კარზე, მაგრამ გავიხსენოთ რუსთაველის სიტყვები: "ნეტავ, მამაცი სხვა რაა, არ გასძლოს რაცა ჭირია, ჭირსა გადრეკა რად უნდა რა სასაუბრო პირია". აი, ამ აზრზე ვარ მეც ახლა. იცით, რაზე ვფიქრობ? რომ მყავდეს ჩემი მეუღლე ცოცხალი, რაზე ვესაუბრებოდი მას, რას ვეტყოდი. აი რას ვიზამდი, დღეში ცხრაჯერ მაინც ავუხსნიდი ხელახლა სიყვარულს, მოვეფერებოდი, რაც არ მოვეფერე აქამდე.

გავხდებოდი გულახდილი ჩემი ოჯახის წევრებსადმი და მათაც გავხდიდი გულახდილს ჩემს მიმართ. კორონავირუსი საბოლოოდ წარსულს ჩაბარდება, წავა ის. დიდხანს კი არ დარჩება, ერთ-ორი თვე და მოგვცილდება, წარსულს ჩაბარდება, მაგრამ ჩვენ როგორები ჩავბარდებით მომავალს? ეს გამოცდა გვიდგება და მეც გამოცდის წინაშე ვარ ჩემი შვილების, შვილიშვილების, წარსულისა და აწმყოს წინაშე. ვფიქრობ ჩემთვის, როგორ შევცვალო უკეთესობისკენ ჩემი ცხოვრების ყადრი და ნირი, როცა ეს ყველაფერი უკან დარჩება? რა უნდა დამრჩეს სამაგიეროდ.

რას გამოვრჩებით წუწუნს, რას გამოვრჩებით ვიშვიშს. იქნებ ვიფიქროთ სხვა რამეზე. როგორი წესი დავამკვიდროთ ჩვენს ოჯახებში ისე, რომ როცა ეს ყველაფერი დამთავრდება, სხვანაირები, ახალი ადამიანები გავხდეთ. ხომ არ დადგა დრო, რომ აუჩქარებლად გული გავუხსნათ ჩვენს ოჯახის წევრებს. ადრე სამუშაოზე გავრბოდით და დრო არაფრისთვის გვრჩებოდა. ახლა კი შეგვიძლია სახლში კიდეც ვიმუშაოთ და კიდე ვიურთიერთოთ ერთმანეთთან. მე ჩემს შვილიშვილებს უფრო მეტად დავუახლოვდი, ჩემს ქალიშვილს უფრო ხშირად ვესაუბრები და მეტს ვიგებთ ერთმანეთისგან.

ჩვენ უნდა ჩავაბაროთ გამოცდა მოთმინებაში, სიხარულში, სიმშვიდეში, იმედსა და რწმენაში. დათმობაც უნდა შეგვეძლოს. ეს დრო ამაში უნდა გამოვიყენოთ.

არის ბიბლიაში ასეთი გამოთქმა, დრო ქვების შეკრებისა და დრო გაფანტვისა. მგონი შეკრების დრო დაგვიდგა, უნდა შევაგროვოთ ეს ქვები, განძი, რომლემაც ჩვენს სულში უნდა ამოზარდოს მოთმინებაცა და დათმობაც, კეთილშობილებაც! დიდსულოვნების გამოცდის წინაშე ვართ ფაქტობრივად" – ამბობს ფსიქოლოგი.

პედაგოგი ყურადღებას ამახვილებს დისტანციური სწავლების თავისებურებებზეც და მშობლებს ამ კუთხითაც სთავაზობს რჩევებს:

"მეკიხებით როგორ მოვექცეთ ბავშვებს, როგორ დავაკავოთ ისინი. ჩემო ძვირფასებო, ბავშვებს დაკავება არ უნდათ, ჩვენ უნდა დავკავდეთ ბავშვებით. ხომ არ შეიძლება რომ ბავშვებს სამი საქმე მივცეთ. წადით ახლა გააკეთეთ ესენი და დაკავდით, ასეთი რამ აღზრდასთან არ მიგვაკარებს. ჯობია ჩენ დავკავდეთ ბავშვებით, მეტი წავუკითხოთ, მეტი ვესაუბროთ. მათ უყვართ, როცა ჩვენს ცხოვრებაზე ვეაუბრებით.

ვეფილოსოფოსოთ მათ ავუხსნათ ცხოვრების ანი და ბანი. ამას სკოლაში არ ასწავლიან და განა არ არის დრო, რომ ავუხსნათ მათ რაშია ცხოვრების აზრი. მასვი, მაჭამე და მალხინე ხომ არ არის ჩვენი ცხოვრების აზრი. აზრი იმაშია, რომ უკეთესები გავხდეთ, სული გავიფაქიზოთ. ვნახოთ ერთად ფილმები, წავიკითხოთ წიგნები, ვითამაშოთ, ვიცელქოთ ბავშვებთან ერთად. იყოს სახლში ბავშვების აურზაური და ჩვენც ჩავერთოთ ამაში. იცით რა მოხდება? მეტი ურთიერთგაგება ჩამოყალიბება ჩვენს შორის. არ ვუჩიჩინოთ - დაჯექით ისწავლეთო, მათ ეს ჩიჩინი ეყოფათ.

ახლა ბავშვები შინ სხედან და კომპიუტერით ესაუბრებიან მასწავლებლებს. ჩვენც მივუსხდეთ გვერდით ჩვენს შვილებს და ვუყუროთ როგორ უხსნიან, რას ასწავლიან ბავშვებს და ამით მასწავლებლებსაც უკეთ გავიცნობთ. ის თითქოსდა ჩვენს სახლში შემოდის და გვაყურებინებს როგორ ასწავლის ბავშვებს. იმუნიტეტი, რა თქმა უნდა, შემუშავდება კორონავირუსის წინაარმდეგ და წამალიც.

სიმართლე გითხრათ, მე მგონია, რომ ეს წამალი კიდეც არსებობდა მანამდე, ვიდრე კორონავირუსი გაჩნდებოდა. ახლა თითქოს უნდათ თავიდან აღმოაჩინონ ეს წამლიც, რომ მერე ვირღაცამ დიდი მოგება მიიღოს.

ყველაზე დიდი იმუნიტეტი და წამალი იცით რა არის? ჩვენი სულის სიმდიდრე, რა გამოცდას გადის ახლა მთელი პლანეტა? სულის სიღატაკის გამოცდას გადის, ჩვენ გვაკლია ეს სულიერება რწმენა და იმედი, ფაქიზი სიყვარული, დათმობა.

გვიყვარდეს ერთმანეთის გახარება - აი, ესაა ჩვენი იმუნიტეტი. რომ ჩავიხედოთ საკუთარ თავში დაინახავთ, თურმე რა ცოტა მოთმინება, დათმობის უნარი, თანაგრძნობა, სიმშვიდე გვაქვს. გვექნება ამის პირობები, რომ ამ ნაკლზე ვიფიქროთ. მეც ვხდედავ ნაკლს. მიჭირს ხოლმე ადამიანებთან გულის გახსნა დაახლოება, ხან კი ვბედავ და გამომიდის. ახლა ვფიქრობ ყველაფერ ამაზე და ეს ჩემი შინაპატიმრობა ამ გამოცდად მიღირს. ვუყურებ, რომ საქართველოს მთავრობა ძალიან კარგ ზომებს იღებს, საზღვრები სწორად ჩაკეტა, მოგვიწოდეს სახლში დარჩენისკენ.

უნდა დავუჯეროთ ჩვენს მთავრობას ამ კეთილ საქმეებში. მე ისიც მახარებს, რომ საქართველოს დიდი ურთიერთობა აქვს სხვა ქვეყნებთანაც საიდანაც დახმარებას და რჩევა-დარიგებას იღებს. ხანდახან შეგვიძლია გავიპაროთ სახლებიდან და მთებისკენ, ბუნებისკენ გავეშუროთ. ბუნება არც კორონავირუსს გადაგვდებს და არც რაიმე სხვა სენს. ამიტომ გავიპაროთ მთებში და გაჯანსაღებულები დავბრუნდეთ ისევ ჩვენს სახლებში. გამოჭედეთ თქვენი ბედნიერება ეს თქვენს ხელთაა, თქვენს ხასიათებში, ურთიერთობებშია ჩადებული. გამოჭედეთ ეს ბედნიერება და გისურვებთ წარმატებას!“ - ამბობს ამონაშვილი.

რა ხდება ტაძრებში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შემდეგ - ფოტოები სოციალური ქსელიდან

სამების საკათედრო ტაძარში პოლიციელები მივიდნენ

როგორია კორონავირუსით ინფიცირებული 80 წელს გადაცილებული ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა - მარინა ეზუგბაიას კომენტარი