საზოგადოება
პოლიტიკა

5

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 12:42-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 23:42-ზე რთული და დაძაბული დღეა. არ მოატყუოთ გარშემო მყოფები და არც თავად მოტყუვდეთ. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ვაჭრობას, ურთიერთობის გარჩევას. ცუდი დღეა საქმეების გარჩევისთვის. შესაძლოა, სამუდამოდ დაკარგოთ ადამიანი. არასასურველია სამსახურის, საქმიანობის შეცვლა. კარგი დღეა შორეული მგზავრობის დასაწყებად. აქტიურად დაისვენეთ, ივარჯიშეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები, გადააადგილეთ ავეჯი, კარგია მუშაობა მიწასთან. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ორგანიზმის გასაწმენდად, წიდებისგან გათავისუფლება. ალკოჰოლსა და სასმელს დღეს საერთოდ ნუ მიიღებთ. აგრეთვე მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას.
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"არ მოწიოთ, ისეირნეთ, ირბინეთ, იცეკვეთ, დაკავდით იოგით..." - ჯანმოს ხელმძღვანელის რეკომენდაციები
"არ მოწიოთ, ისეირნეთ, ირბინეთ, იცეკვეთ, დაკავდით იოგით..." - ჯანმოს ხელმძღვანელის რეკომენდაციები

ჯან­დაც­ვის მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცია მო­სახ­ლე­ო­ბას მო­უ­წო­დებს სა­კუ­თარ ფი­ზი­კურ და გო­ნებ­რივ ჯან­მრთე­ლო­ბას გა­უფრ­თხილ­დნენ კო­რო­ნა­ვირუ­სის გავ­რცე­ლე­ბის პი­რო­ბებ­ში. ორ­გა­ნი­ზა­ცია ყვე­ლას მო­უ­წო­დებს შე­ი­ნარ­ჩუ­ნონ ჯან­სა­ღი ცხოვ­რე­ბის­თვის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი ჩვე­ვე­ბი ახა­ლი კო­რო­ნა­ვირუ­სის პან­დე­მი­ის დროს.

"ამ რთულ პე­რი­ოდ­ში, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ მო­უფრ­თხილ­დეთ თქვენს ფი­ზი­კურ და გო­ნებ­რივ ჯან­მრთე­ლო­ბას. ეს არა მარ­ტო გრძელ­ვა­დი­ან პერ­სპექ­ტი­ვა­ში და­გეხ­მა­რე­ბათ, არა­მედ და­გეხ­მა­რე­ბათ კო­რო­ნა­ვირუს­თან ბრძო­ლა­ში, იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ თქვენ და­ინ­ფი­ცირ­დე­ბით", - გა­ნა­ცხა­და მსოფ­ლიო ჯან­დაც­ვის ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის ხელ­მძღვა­ნელ­მა ტედ­როს ადა­ნომ გებ­რე­ი­ე­სუს­მა ჟე­ნე­ვა­ში გა­მარ­თულ პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე.

მი­სი­ვე თქმით, თუ კონ­კრე­ტულ ქვე­ყა­ნა­ში ად­გი­ლობ­რი­ვი მთავ­რო­ბის მი­თი­თე­ბე­ბი სა­შუ­ა­ლე­ბას იძ­ლე­ვა მო­სახ­ლე­ო­ბამ სა­სურ­ვე­ლია ისე­ირ­ნოს.

„თუ თქვე­ნი ად­გი­ლობ­რი­ვი გა­იდ­ლა­ი­ნე­ბი ნე­ბას გრთა­ვენ და შე­საძ­ლებ­ლო­ბას იძ­ლე­ვა ისე­ირ­ნეთ გა­რეთ, ირ­ბი­ნეთ და შე­ი­ნარ­ჩუ­ნეთ დის­ტან­ცია სხვე­ბის­გან. თუ არ შე­გიძ­ლი­ათ გა­რეთ გას­ვლა, იპო­ვეთ სა­ვარ­ჯი­შო ვი­დე­ო­ე­ბი ინ­ტერ­ნეტ­ში, იცეკ­ვეთ, და­კავ­დით იო­გით, ან ია­რეთ კი­ბე­ზე“, - აღ­ნიშ­ნა ჯან­დაც­ვის მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის ხელ­ძღვა­ნელ­მა და და­ა­მა­ტა, რომ ინ­ფორ­მა­ცია მო­სახ­ლე­ო­ბამ უნდა მი­ი­ღოს სან­დო წყა­როს­გან დღე­ში ერთხელ ან ორ­ჯერ. ის ასე­ვე მო­სახ­ლე­ო­ბას ურ­ჩევს, შე­ი­ნარ­ჩუ­ნონ ჯან­სა­ღი კვე­ბა, არ მო­წი­ონ, შე­ზღუ­დონ ალ­კოჰო­ლის მოხ­მა­რე­ბა, მო­ე­რი­დონ შაქ­რი­ან /გა­ზი­ან სას­მე­ლებს და და­კავ­დნენ ფი­ზი­კუ­რი აქ­ტი­ვო­ბით.

ჯან­დაც­ვის მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის რე­კო­მენ­და­ცი­ით, ზრდას­რუ­ლე­ბი ფი­ზი­კუ­რი აქ­ტი­ვო­ბით დღე­ში 30 წუ­თის გან­მავ­ლო­ბა­ში უნდა და­კავ­დნენ, ბავ­შვე­ბი კი ერთი სა­ა­თის.

"თუ თქვენ სახ­ლში მუ­შა­ობთ, დარ­წმუნ­დით, რომ ერთ ად­გილ­ზე დიდ­ხანს არ სხედ­ხართ, ადე­ქით და შე­ის­ვე­ნეთ 3 წუ­თით ყო­ველ ნა­ხე­ვარ სა­ათ­ში", - გა­ნა­ცხა­და ჯან­დაც­ვის მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის ხელ­მძღვა­ნელ­მა.

მი­სი­ვე თქმით, ჯან­დაც­ვის მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცია მო­სახ­ლე­ო­ბას კვლავ მი­აწ­ვდის ინ­ფორ­მა­ცი­ას და რჩე­ვებს იმის შე­სა­ხებ, თუ რო­გორ უნდა შე­ი­ნარ­ჩუ­ნონ ჯან­მრთე­ლო­ბა სახ­ლში მომ­დევ­ნო დღე­ე­ბი­სა და კვი­რე­ბის მან­ძილ­ზე.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალებია ხდება ცნობილი კლინიკა „ვივამედში“ პატიმრის გარდაცვალებასთან დაკავშირებით
ავტორი:

"არ მოწიოთ, ისეირნეთ, ირბინეთ, იცეკვეთ, დაკავდით იოგით..." - ჯანმოს ხელმძღვანელის რეკომენდაციები

"არ მოწიოთ, ისეირნეთ, ირბინეთ, იცეკვეთ, დაკავდით იოგით..." - ჯანმოს ხელმძღვანელის რეკომენდაციები

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია მოსახლეობას მოუწოდებს საკუთარ ფიზიკურ და გონებრივ ჯანმრთელობას გაუფრთხილდნენ კორონავირუსის გავრცელების პირობებში. ორგანიზაცია ყველას მოუწოდებს შეინარჩუნონ ჯანსაღი ცხოვრებისთვის დამახასიათებელი ჩვევები ახალი კორონავირუსის პანდემიის დროს.

"ამ რთულ პერიოდში, მნიშვნელოვანია, რომ მოუფრთხილდეთ თქვენს ფიზიკურ და გონებრივ ჯანმრთელობას. ეს არა მარტო გრძელვადიან პერსპექტივაში დაგეხმარებათ, არამედ დაგეხმარებათ კორონავირუსთან ბრძოლაში, იმ შემთხვევაში, თუ თქვენ დაინფიცირდებით", - განაცხადა მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ტედროს ადანომ გებრეიესუსმა ჟენევაში გამართულ პრესკონფერენციაზე.

მისივე თქმით, თუ კონკრეტულ ქვეყანაში ადგილობრივი მთავრობის მითითებები საშუალებას იძლევა მოსახლეობამ სასურველია ისეირნოს.

„თუ თქვენი ადგილობრივი გაიდლაინები ნებას გრთავენ და შესაძლებლობას იძლევა ისეირნეთ გარეთ, ირბინეთ და შეინარჩუნეთ დისტანცია სხვებისგან. თუ არ შეგიძლიათ გარეთ გასვლა, იპოვეთ სავარჯიშო ვიდეოები ინტერნეტში, იცეკვეთ, დაკავდით იოგით, ან იარეთ კიბეზე“, - აღნიშნა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელძღვანელმა და დაამატა, რომ ინფორმაცია მოსახლეობამ უნდა მიიღოს სანდო წყაროსგან დღეში ერთხელ ან ორჯერ. ის ასევე მოსახლეობას ურჩევს, შეინარჩუნონ ჯანსაღი კვება, არ მოწიონ, შეზღუდონ ალკოჰოლის მოხმარება, მოერიდონ შაქრიან /გაზიან სასმელებს და დაკავდნენ ფიზიკური აქტივობით.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციით, ზრდასრულები ფიზიკური აქტივობით დღეში 30 წუთის განმავლობაში უნდა დაკავდნენ, ბავშვები კი ერთი საათის.

"თუ თქვენ სახლში მუშაობთ, დარწმუნდით, რომ ერთ ადგილზე დიდხანს არ სხედხართ, ადექით და შეისვენეთ 3 წუთით ყოველ ნახევარ საათში", - განაცხადა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელმა.

მისივე თქმით, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია მოსახლეობას კვლავ მიაწვდის ინფორმაციას და რჩევებს იმის შესახებ, თუ როგორ უნდა შეინარჩუნონ ჯანმრთელობა სახლში მომდევნო დღეებისა და კვირების მანძილზე.

დამანგრეველი მიწისძვრა ხორვატიაში და უსახლკაროდ დარჩენილი ადამიანები - უმძიმესი ფოტოები ზაგრებიდან

FBI-ის შეფი, რომლისაც აშშ-ს პრეზიდენტებსაც კი ეშინოდათ

ესპანეთში საავადმყოფოები პაციენტებს ვეღარ იტევს - ადამიანებს კლინიკების დერეფნებში მკურნალობენ