საზოგადოება
პოლიტიკა

5

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 12:42-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 23:42-ზე რთული და დაძაბული დღეა. არ მოატყუოთ გარშემო მყოფები და არც თავად მოტყუვდეთ. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ვაჭრობას, ურთიერთობის გარჩევას. ცუდი დღეა საქმეების გარჩევისთვის. შესაძლოა, სამუდამოდ დაკარგოთ ადამიანი. არასასურველია სამსახურის, საქმიანობის შეცვლა. კარგი დღეა შორეული მგზავრობის დასაწყებად. აქტიურად დაისვენეთ, ივარჯიშეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები, გადააადგილეთ ავეჯი, კარგია მუშაობა მიწასთან. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ორგანიზმის გასაწმენდად, წიდებისგან გათავისუფლება. ალკოჰოლსა და სასმელს დღეს საერთოდ ნუ მიიღებთ. აგრეთვე მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას.
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მსოფლიო იმას იმკის, რაც დათესა" - რას წერს ცნობილი ქართველი მეცნიერი კორონავირუსის პანდემიის მიზეზებზე
"მსოფლიო იმას იმკის, რაც დათესა" - რას წერს ცნობილი ქართველი მეცნიერი კორონავირუსის პანდემიის მიზეზებზე

ცნო­ბი­ლი ქარ­თვე­ლი მეც­ნი­ე­რი, ჭიპ­ლა­რის სის­ხლის ბან­კის სა­მე­დი­ცი­ნო დი­რექ­ტო­რი, მე­დი­ცი­ნის დოქ­ტო­რი გოჩა შა­თი­რიშ­ვი­ლი კო­რო­ნა­ვირუ­სის პან­დე­მი­ის მი­ზე­ზებს ვრცელ პოსტს უძღვნის სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში. უც­ვლე­ლად გთა­ვა­ზობთ მის მო­საზ­რე­ბებს:

"რამ­დე­ნი­მე მო­საზ­რე­ბა მინ­და დავ­წე­რო კო­რო­ნა­ვირუს­თან და­კავ­ში­რე­ბით და ეს სა­კი­თხი სხვა კუ­თხით გან­ვი­ხი­ლო. არ მაქვს ექ­სპერ­ტო­ბის პრე­ტენ­ზია, ასე ვხე­დავ მოვ­ლე­ნებს და გი­ზი­ა­რებთ.

პირ­ველ რიგ­ში, ძა­ლი­ან სამ­წუ­ხა­როა, რომ ევ­რო­პა­ში ყვე­ლა­ზე ლა­მაზ და ლაღ ქვეყ­ნებ­ში, სა­დაც სი­ცო­ცხლე ალ­ბათ ყვე­ლა­ზე მე­ტად გი­ხა­რია, და რომ­ლე­ბიც ბევ­რი რა­მით ჩვენ გვგვა­ნან, თუნ­დაც დის­ციპ­ლი­ნის და წეს­რი­გი­სად­მი ოდ­ნავ მსუ­ბუ­ქი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბით, თუმ­ცა უდი­დე­სი კულ­ტუ­რი­თა და ის­ტო­რი­ით ყვე­ლას ხიბ­ლა­ვენ ამ მსოფ­ლი­ო­ში. რაც მთა­ვა­რია, ევ­რო­პუ­ლი ცი­ვი­ლი­ზა­ცი­ის აკ­ვა­ნი სწო­რედ აქ და­ირ­წა და სა­უ­კუ­ნე­ე­ბის მან­ძილ­ზე ბევ­რი გან­საც­დე­ლის მი­უ­ხე­და­ვად, დღემ­დე ინარ­ჩუ­ნებს თა­ვის ად­გილს და ამ გა­სა­ჭირ­საც დაძ­ლე­ვენ და გაძ­ლი­ე­რე­ბუ­ლე­ბი გა­მოვ­ლენ და ისევ ისე­თი ლა­ღე­ბი და ბე­დი­ე­რე­ბი იქ­ნე­ბი­ან, რო­გორც აქამ­დე.

ახლა კი ჩემი აზრი იმის შე­სა­ხებ, თუ რამ გა­მო­იწ­ვია ზო­გა­დად კო­რო­ნა­ვირუ­სი­სად­მი ასე­თი მო­უმ­ზა­დებ­ლო­ბა მსოფ­ლი­ო­ში, რა­მაც სა­ბო­ლო­ოდ მსოფ­ლიო ლა­მის სრულ დამ­ბლამ­დე მი­იყ­ვა­ნა და კი­დევ რა მოვ­ლე­ნე­ბი გვე­ლის და რამ­დენ ხანს გაგ­რძელ­დე­ბა, არ ვი­ცით.

დღეს ამ და­ა­ვა­დე­ბის მი­მართ საკ­მა­ოდ უსუ­სუ­რე­ბი ვართ, შე­ში­ნე­ბუ­ლი ვსა­უბ­რობთ, რომ არ გვაქვს არც ვაქ­ცი­ნა და არც წა­მა­ლი. და ეს 21-ე სა­უ­კუ­ნე­ში, როცა ამ ვირუ­სის გე­ნო­მი და­უ­ყოვ­ნებ­ლივ იქნა გა­შიფ­რუ­ლი და თა­ნა­მედ­რო­ვე მე­დი­ცი­ნას, ბი­ო­ლო­გი­ას, ბი­ო­ინ­ფორ­მა­ტი­კას უამ­რა­ვი სა­შუ­ა­ლე­ბა აქვს, რომ ვირუ­სუ­ლი და­ა­ვა­დე­ბის წი­ნას­წა­რი მო­დე­ლი­რე­ბა გა­ა­კე­თონ, ასე­ვე გა­მომ­დი­ნა­რე ვირუ­სის გე­ნო­მის თა­ვი­სე­ბუ­რე­ბე­ბი­დან გან­სა­ზღვრონ, თუ უკვე არ­სე­ბულ რო­მელ ან­ტი­ვირუ­სულ პრე­პა­რატს შე­უძ­ლია იყოს ეფექ­ტუ­რი და ბო­ლოს და ბო­ლოს ვაქ­ცი­ნის შე­საქ­მნე­ლად გარ­კვე­უ­ლი სა­მუ­შა­ო­ე­ბი წი­ნას­წარ გას­წი­ონ. საქ­მე ისაა, რომ ამ სა­უ­კუ­ნე­ში ეს კო­რო­ნა­ვირუ­სის მე­სა­მე ეპი­დე­მი­აა. პირ­ვე­ლიც ჩი­ნეთ­ში გაჩ­ნდა და ისიც ღა­მუ­რე­ბის­გან წა­მო­ვი­და, მე­ო­რე არა­ბეთ­ში გაჩ­ნდა და კი­დევ უფრო მო­მაკ­ვდი­ნე­ბე­ლი აღ­მოჩ­ნდა. რა გა­ა­კე­თეს მსოფ­ლიო ჯან­დაც­ვის მა­მებ­მა? მის­დი­ეს ბო­ლომ­დე ამ და­ა­ვა­დე­ბებს? გა­და­ი­ა­რა და და­ი­ვი­წყეს, ისე, რომ არც ვაქ­ცი­ნა და არც წა­მა­ლი არ შექ­მნი­ლა, არა­და სარ­სი 2003 წელს გა­მოჩ­ნდა. 17 წლის მან­ძილ­ზე არ იყო შე­საძ­ლებ­ლო­ბა ამ ვაქ­ცი­ნის ან წამ­ლის დამ­ზა­დე­ბის? კი­დევ რომ დაბ­რუნ­დეს ან ერთი და ან მე­ო­რე? ისი­ნი გა­ცი­ლე­ბით მო­მაკ­ვდი­ნე­ბე­ლია, ვიდ­რე ახა­ლი კო­რო­ნა­ვირუ­სი. მათ წი­ნა­აღ­მდეგ ეფექ­ტუ­რი ვაქ­ცი­ნის და პრე­პა­რა­ტე­ბის შექ­მნა ბევ­რად გა­ა­ად­ვი­ლებ­და ახა­ლი და­ა­ვა­დე­ბის ეფექ­ტურ მკურ­ნა­ლო­ბას. მონ­დო­მე­ბა და წინ­და­ხე­დუ­ლო­ბა, ალ­ბათ ფუ­ლიც არ ეყოთ . ევ­რო­პის და ამე­რი­კის უაზ­რო რე­გუ­ლა­ცი­ე­ბი და უძ­ვი­რე­სი კლი­ნი­კუ­რი კვლე­ვე­ბი სრუ­ლი­ად არა­მიმ­ზიდ­ველს ხდის ამ­გვარ ვაქ­ცი­ნებ­ში ფუ­ლის და­ბან­დე­ბას, თუ ზო­გა­დად, სა­ხელ­მწი­ფო არ მი­უდ­გა სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ვად, ანუ სა­შიშ და პო­ტენ­ცი­უ­რად პან­დე­მი­ის გა­მომ­წვე­ვი ინ­ფექ­ცი­ე­ბის კვლე­ვა­ში და მკურ­ნა­ლო­ბის შე­მუ­შა­ვე­ბა­ში პრო­ექ­ტებ­ში ფული არ ჩადო და წამ­ლის უბი­უ­როკ­რა­ტი­უ­ლე­სი რე­გუ­ლა­ცი­ე­ბი არ შე­ამ­სუ­ბუ­ქა, თუმ­ცა რო­გორც ჩანს აქ უამ­რა­ვი ლო­ბის­ტუ­რი ინ­ტე­რე­სიც მოქ­მე­დებს, რაც ხელს უშ­ლის მცი­რე ზო­მის, ბი­ო­ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი ფირ­მე­ბის აქ­ტი­ო­ბას, რაც ვაქ­ცი­ნის სწრა­ფად შექ­მნის სა­შუ­ა­ლე­ბას მოგ­ვცემ­და. ფარ­მა­ცევ­ტუ­ლი კომ­პა­ნი­ე­ბის­თვის ბევ­რად მიმ­ზიდ­ვე­ლია ონ­კოპ­რე­პა­რა­ტე­ბის წარ­მო­ე­ბა, რაც პა­ცი­ენტს წე­ლი­წად­ში რამ­დე­ნი­მე ასე­უ­ლი ათა­სი დო­ლა­რი და­უჯ­დე­ბა, ვიდ­რე მო­მავ­ლი­სათ­ვის შე­საძ­ლო ძა­ლი­ან სა­ჭი­რო ვაქ­ცი­ნის და პრე­პა­რა­ტის შექ­მნა, რა­შიც დიდი ალ­ბა­თო­ბით სა­კუ­თა­რი რამ­დე­ნი­მე მი­ლი­არ­დი უნდა და­ხარ­ჯონ და სა­ხელ­მწი­ფოს კი ეს ვაქ­ცი­ნა სა­ერ­თოდ არ აინ­ტე­რე­სებს. ასე ვერც ონ­კო­ლო­გია ვი­თარ­დე­ბა და ვერც სა­ში­ში ინ­ფექ­ცი­ე­ბი მარ­ცხდე­ბა და მერე უამ­რავ ექიმ­სა და ექთანს და პა­ცი­ენტს ეს ბრძო­ლა სი­ცო­ცხლის ფა­სად უჯ­დე­ბა.

ბო­ბო­ლა ჩი­ნოვ­ნი­კე­ბი ევ­რო­პა­სა და აშშ-ში ახ­ლაც გა­ი­ძა­ხი­ან, რომ ახა­ლი კო­რო­ნა­ვირუ­სის ვაქ­ცი­ნის ბა­ზარ­ზე გა­ტა­ნას ერთი წელი მა­ინც უნდა, რომ ყვე­ლა ის ბი­უ­როკ­რა­ტი­უ­ლი პრო­ცე­დუ­რა გა­ი­ა­როს, რაც დღეს არის და­წე­სე­ბუ­ლი. აქვს მსოფ­ლი­ოს ამ­დე­ნი დრო? და ახ­ლაც რომ გაგ­ვი­მარ­თლოს და მარ­თლა ზა­ფხულ­თან ერ­თად რომ გაქ­რეს ეს ვირუ­სი, იცით რამ­დე­ნი სხვა ვირუ­სია სა­ში­ში პან­დე­მი­ის პო­ტენ­ცი­ა­ლით რიგ­ში? არ უნდა შე­იც­ვა­ლოს სა­ხელ­მწი­ფო­ე­ბის მიდ­გო­მე­ბი და და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა ამ ვირუ­სებ­თან მი­მარ­თე­ბა­ში, თუ მსოფ­ლი­ომ მარ­ტო ბან­კი­რე­ბის და მი­ლი­არ­დე­რე­ბის ფი­ნან­სურ გა­რან­ტი­ებ­ზე უნდა იზ­რუ­ნოს? რო­გორც ხე­დავთ, ვირუ­სი ყვე­ლას ერ­თნა­ი­რად ედე­ბა, პრე­მი­ერ­საც და პრე­ზი­დენ­ტსაც, მი­ნის­ტრსაც და მდი­დარ­საც.

ახლა და­ვით­ვა­ლოთ სარ­სის გა­მო­ჩე­ნის შემ­დგომ პე­რი­ოდ­ში რამ­დე­ნი ტრი­ლი­ო­ნი დო­ლა­რი და­ი­ხარ­ჯა თუნ­დაც ავ­ღა­ნეთ­ში დე­მოკ­რა­ტი­ის გან­ვი­თა­რე­ბი­სათ­ვის და შე­დე­გად ეს ქვე­ყა­ნა ისევ იქაა, სა­დაც 2000 წელს და ალ­ბათ მალე თა­ლი­ბა­ნი და­იბ­რუ­ნებს თა­ვის მმარ­თვე­ლო­ბას, და­ვით­ვა­ლოთ ერა­ყის ომის ხარ­ჯე­ბიც, ისიც, რამ­დე­ნი და­ი­ხარ­ჯა სი­რი­ის ომის მო­სა­გე­ბად რუ­სე­თის მხრი­დან, ირან­მაც რამ­დე­ნი და­ხარ­ჯა ატო­მუ­რი ბომ­ბი რომ ჰქო­ნო­და და ახლო აღ­მო­სავ­ლეთ­ში ჯა­რე­ბი ეგ­ზავ­ნა, ახლა კი პირ­ბა­დე­ე­ბი არ აქვს, აღა­რა­ფერს ვამ­ბობ იმ ტრი­ლი­ო­ნებ­ზე, რაც მსოფ­ლი­ოს დიქ­ტა­ტო­რე­ბის და მი­ლი­არ­დე­რე­ბის ან­გა­რი­შებ­ზე დაგ­როვ­და და გაქ­რა ოფ­შო­რებ­ში. რამ­დე­ნი ტრი­ლი­ო­ნი იშო­ვა "ეპლმა" და "მა­იკ­რო­სოფტ­მა" და ა.შ? ამათ­გან მხო­ლოდ ბილ გე­იტ­სის ფონ­დი აკე­თებს საქ­მეს სა­შიშ ინ­ფექ­ცი­ებ­თან საბ­რძოლ­ვე­ლად. მე პი­რა­დად არც "ეპ­ლის" ფონ­დის და არც "ბო­ინ­გის" ან "მერ­სე­დე­სის" ფონ­დის შე­სა­ხებ არა­ფე­რი მსმე­ნია, რომ ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით რა­მე­ში ცენ­ტი და­ე­ხარ­ჯათ. მას­კი სა­ერ­თოდ მარსზე მიფ­რი­ნავს და კო­რო­ნა არ ადარ­დებს. არა­ფერს ვამ­ბობ რუ­სე­თის , მსოფ­ლი­ოს რე­სურ­სე­ბით უმ­დიდ­რეს ქვეყ­ნის ნუ­ლო­ვან წილ­ზე მო­წი­ნა­ვე ბი­ო­ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის და ფარ­მა­ცი­ის გან­ვი­თა­რე­ბა­ში.

მსოფ­ლიო რომ იმას იმ­კის, რაც და­თე­სა, ამა­ზე ეს ციფ­რე­ბიც მი­უ­თი­თებს: გა­დავ­ხე­დოთ, რა ხელ­ფა­სე­ბი აქვს ფეხ­ბურ­თე­ლებს და ზო­გა­დად სპორ­ტსმე­ნებს წე­ლი­წად­ში. მე­სის 110 მი­ლი­ო­ნი დო­ლა­რი აქვს ხელ­ფა­სი, რო­ნალ­დუს 108 მი­ლი­ო­ნი , ფორ­მუ­ლა ერ­თის პი­ლოტ ლუის ჰა­მილ­ტონს 40 მი­ლი­ო­ნი ფუნ­ტი წე­ლი­წად­ში, ბოქ­სი­ო­რე­ბის 36 წუ­თი­ან ბრძო­ლა­ში, წა­გე­ბის შემ­თხვე­ვა­შიც კი ათე­უ­ლი მი­ლი­ო­ნი დო­ლა­რის ჰო­ნო­რარს იღე­ბენ, მე­ი­ვე­ზერ­მა კი 275 მი­ლი­ო­ნი დო­ლა­რი იშო­ვა.

ახლა შე­ვა­და­როთ ეს თან­ხე­ბი ყვე­ლა­ზე დიდი მეც­ნი­ე­რე­ბის პრიზს - ნო­ბე­ლის პრე­მი­ას. ადა­მი­ან­მა 40 წელი უნდა შეს­წი­როს მეც­ნი­ე­რე­ბას, ყვე­ლა­ზე ნა­თელ­მა ტვი­ნებ­მა იკ­ვლი­ონ სა­კი­თხი, რო­მელ­საც უდი­დე­სი როლი მი­ე­ნი­ჭე­ბა ადა­მი­ა­ნის ჯან­მრთე­ლო­ბის დაც­ვა­ში და 80 წლის ასაკ­ში ეძ­ლე­ვა რა­ღაც შან­სი, თუ იცო­ცხლა მა­ნამ­დე, მი­ი­ღოს 1 მი­ლი­ო­ნი დო­ლა­რი, რო­მე­ლიც სამ მის სხვა კო­ლე­გა­ზეც გა­და­ნა­წილ­დე­ბა. წა­ი­კი­თხეთ სრუ­ლად

მკითხველის კომენტარები / 26 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
zura
17

კარგი სტატიაა.სიმართლე დღევანდელობაზე.ლობიზმის,ტრანსნაციოონალური კორპორაციებისა და ფარმაცევტული გიგანტების წინაშეა კაცობრიობა.რაც შეეხება ბილ გეითს და გეითსების ფონდს.თუ გადახედავთ ალექს ჯონსის-"გეითსების ფონდი- ევგენიკის იმპერია",წარმოდგენას შეიცვლით,ვითომ ქველმოქმედებზე.

გულიკო
1

ძალიან მნიშვნელოვანი სტატიაა, გაიაზრეთ კარგად, ამ გონიერი ადამიანის რჩევები და შეფასებები.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალებია ხდება ცნობილი კლინიკა „ვივამედში“ პატიმრის გარდაცვალებასთან დაკავშირებით
ავტორი:

"მსოფლიო იმას იმკის, რაც დათესა" - რას წერს ცნობილი ქართველი მეცნიერი კორონავირუსის პანდემიის მიზეზებზე

"მსოფლიო იმას იმკის, რაც დათესა" - რას წერს ცნობილი ქართველი მეცნიერი კორონავირუსის პანდემიის მიზეზებზე

ცნობილი ქართველი მეცნიერი, ჭიპლარის სისხლის ბანკის სამედიცინო დირექტორი, მედიცინის დოქტორი გოჩა შათირიშვილი კორონავირუსის პანდემიის მიზეზებს ვრცელ პოსტს უძღვნის სოციალურ ქსელში. უცვლელად გთავაზობთ მის მოსაზრებებს:

"რამდენიმე მოსაზრება მინდა დავწერო კორონავირუსთან დაკავშირებით და ეს საკითხი სხვა კუთხით განვიხილო. არ მაქვს ექსპერტობის პრეტენზია, ასე ვხედავ მოვლენებს და გიზიარებთ.

პირველ რიგში, ძალიან სამწუხაროა, რომ ევროპაში ყველაზე ლამაზ და ლაღ ქვეყნებში, სადაც სიცოცხლე ალბათ ყველაზე მეტად გიხარია, და რომლებიც ბევრი რამით ჩვენ გვგვანან, თუნდაც დისციპლინის და წესრიგისადმი ოდნავ მსუბუქი დამოკიდებულებით, თუმცა უდიდესი კულტურითა და ისტორიით ყველას ხიბლავენ ამ მსოფლიოში. რაც მთავარია, ევროპული ცივილიზაციის აკვანი სწორედ აქ დაირწა და საუკუნეების მანძილზე ბევრი განსაცდელის მიუხედავად, დღემდე ინარჩუნებს თავის ადგილს და ამ გასაჭირსაც დაძლევენ და გაძლიერებულები გამოვლენ და ისევ ისეთი ლაღები და ბედიერები იქნებიან, როგორც აქამდე.

ახლა კი ჩემი აზრი იმის შესახებ, თუ რამ გამოიწვია ზოგადად კორონავირუსისადმი ასეთი მოუმზადებლობა მსოფლიოში, რამაც საბოლოოდ მსოფლიო ლამის სრულ დამბლამდე მიიყვანა და კიდევ რა მოვლენები გველის და რამდენ ხანს გაგრძელდება, არ ვიცით.

დღეს ამ დაავადების მიმართ საკმაოდ უსუსურები ვართ, შეშინებული ვსაუბრობთ, რომ არ გვაქვს არც ვაქცინა და არც წამალი. და ეს 21-ე საუკუნეში, როცა ამ ვირუსის გენომი დაუყოვნებლივ იქნა გაშიფრული და თანამედროვე მედიცინას, ბიოლოგიას, ბიოინფორმატიკას უამრავი საშუალება აქვს, რომ ვირუსული დაავადების წინასწარი მოდელირება გააკეთონ, ასევე გამომდინარე ვირუსის გენომის თავისებურებებიდან განსაზღვრონ, თუ უკვე არსებულ რომელ ანტივირუსულ პრეპარატს შეუძლია იყოს ეფექტური და ბოლოს და ბოლოს ვაქცინის შესაქმნელად გარკვეული სამუშაოები წინასწარ გასწიონ. საქმე ისაა, რომ ამ საუკუნეში ეს კორონავირუსის მესამე ეპიდემიაა. პირველიც ჩინეთში გაჩნდა და ისიც ღამურებისგან წამოვიდა, მეორე არაბეთში გაჩნდა და კიდევ უფრო მომაკვდინებელი აღმოჩნდა. რა გააკეთეს მსოფლიო ჯანდაცვის მამებმა? მისდიეს ბოლომდე ამ დაავადებებს? გადაიარა და დაივიწყეს, ისე, რომ არც ვაქცინა და არც წამალი არ შექმნილა, არადა სარსი 2003 წელს გამოჩნდა. 17 წლის მანძილზე არ იყო შესაძლებლობა ამ ვაქცინის ან წამლის დამზადების? კიდევ რომ დაბრუნდეს ან ერთი და ან მეორე? ისინი გაცილებით მომაკვდინებელია, ვიდრე ახალი კორონავირუსი. მათ წინააღმდეგ ეფექტური ვაქცინის და პრეპარატების შექმნა ბევრად გააადვილებდა ახალი დაავადების ეფექტურ მკურნალობას. მონდომება და წინდახედულობა, ალბათ ფულიც არ ეყოთ . ევროპის და ამერიკის უაზრო რეგულაციები და უძვირესი კლინიკური კვლევები სრულიად არამიმზიდველს ხდის ამგვარ ვაქცინებში ფულის დაბანდებას, თუ ზოგადად, სახელმწიფო არ მიუდგა სახელმწიფოებრივად, ანუ საშიშ და პოტენციურად პანდემიის გამომწვევი ინფექციების კვლევაში და მკურნალობის შემუშავებაში პროექტებში ფული არ ჩადო და წამლის უბიუროკრატიულესი რეგულაციები არ შეამსუბუქა, თუმცა როგორც ჩანს აქ უამრავი ლობისტური ინტერესიც მოქმედებს, რაც ხელს უშლის მცირე ზომის, ბიოტექნოლოგიური ფირმების აქტიობას, რაც ვაქცინის სწრაფად შექმნის საშუალებას მოგვცემდა. ფარმაცევტული კომპანიებისთვის ბევრად მიმზიდველია ონკოპრეპარატების წარმოება, რაც პაციენტს წელიწადში რამდენიმე ასეული ათასი დოლარი დაუჯდება, ვიდრე მომავლისათვის შესაძლო ძალიან საჭირო ვაქცინის და პრეპარატის შექმნა, რაშიც დიდი ალბათობით საკუთარი რამდენიმე მილიარდი უნდა დახარჯონ და სახელმწიფოს კი ეს ვაქცინა საერთოდ არ აინტერესებს. ასე ვერც ონკოლოგია ვითარდება და ვერც საშიში ინფექციები მარცხდება და მერე უამრავ ექიმსა და ექთანს და პაციენტს ეს ბრძოლა სიცოცხლის ფასად უჯდება.

ბობოლა ჩინოვნიკები ევროპასა და აშშ-ში ახლაც გაიძახიან, რომ ახალი კორონავირუსის ვაქცინის ბაზარზე გატანას ერთი წელი მაინც უნდა, რომ ყველა ის ბიუროკრატიული პროცედურა გაიაროს, რაც დღეს არის დაწესებული. აქვს მსოფლიოს ამდენი დრო? და ახლაც რომ გაგვიმართლოს და მართლა ზაფხულთან ერთად რომ გაქრეს ეს ვირუსი, იცით რამდენი სხვა ვირუსია საშიში პანდემიის პოტენციალით რიგში? არ უნდა შეიცვალოს სახელმწიფოების მიდგომები და დამოკიდებულება ამ ვირუსებთან მიმართებაში, თუ მსოფლიომ მარტო ბანკირების და მილიარდერების ფინანსურ გარანტიებზე უნდა იზრუნოს? როგორც ხედავთ, ვირუსი ყველას ერთნაირად ედება, პრემიერსაც და პრეზიდენტსაც, მინისტრსაც და მდიდარსაც.

ახლა დავითვალოთ სარსის გამოჩენის შემდგომ პერიოდში რამდენი ტრილიონი დოლარი დაიხარჯა თუნდაც ავღანეთში დემოკრატიის განვითარებისათვის და შედეგად ეს ქვეყანა ისევ იქაა, სადაც 2000 წელს და ალბათ მალე თალიბანი დაიბრუნებს თავის მმართველობას, დავითვალოთ ერაყის ომის ხარჯებიც, ისიც, რამდენი დაიხარჯა სირიის ომის მოსაგებად რუსეთის მხრიდან, ირანმაც რამდენი დახარჯა ატომური ბომბი რომ ჰქონოდა და ახლო აღმოსავლეთში ჯარები ეგზავნა, ახლა კი პირბადეები არ აქვს, აღარაფერს ვამბობ იმ ტრილიონებზე, რაც მსოფლიოს დიქტატორების და მილიარდერების ანგარიშებზე დაგროვდა და გაქრა ოფშორებში. რამდენი ტრილიონი იშოვა "ეპლმა" და "მაიკროსოფტმა" და ა.შ? ამათგან მხოლოდ ბილ გეიტსის ფონდი აკეთებს საქმეს საშიშ ინფექციებთან საბრძოლველად. მე პირადად არც "ეპლის" ფონდის და არც "ბოინგის" ან "მერსედესის" ფონდის შესახებ არაფერი მსმენია, რომ ამ მიმართულებით რამეში ცენტი დაეხარჯათ. მასკი საერთოდ მარსზე მიფრინავს და კორონა არ ადარდებს. არაფერს ვამბობ რუსეთის , მსოფლიოს რესურსებით უმდიდრეს ქვეყნის ნულოვან წილზე მოწინავე ბიოტექნოლოგიების და ფარმაციის განვითარებაში.

მსოფლიო რომ იმას იმკის, რაც დათესა, ამაზე ეს ციფრებიც მიუთითებს: გადავხედოთ, რა ხელფასები აქვს ფეხბურთელებს და ზოგადად სპორტსმენებს წელიწადში. მესის 110 მილიონი დოლარი აქვს ხელფასი, რონალდუს 108 მილიონი , ფორმულა ერთის პილოტ ლუის ჰამილტონს 40 მილიონი ფუნტი წელიწადში, ბოქსიორების 36 წუთიან ბრძოლაში, წაგების შემთხვევაშიც კი ათეული მილიონი დოლარის ჰონორარს იღებენ, მეივეზერმა კი 275 მილიონი დოლარი იშოვა.

ახლა შევადაროთ ეს თანხები ყველაზე დიდი მეცნიერების პრიზს - ნობელის პრემიას. ადამიანმა 40 წელი უნდა შესწიროს მეცნიერებას, ყველაზე ნათელმა ტვინებმა იკვლიონ საკითხი, რომელსაც უდიდესი როლი მიენიჭება ადამიანის ჯანმრთელობის დაცვაში და 80 წლის ასაკში ეძლევა რაღაც შანსი, თუ იცოცხლა მანამდე, მიიღოს 1 მილიონი დოლარი, რომელიც სამ მის სხვა კოლეგაზეც გადანაწილდება. წაიკითხეთ სრულად

"ვირუსი არ მაქვს, მაგრამ ფსიქოლოგიური ტრავმა დიდხანს გამყვება" - რას ჰყვება ესპანეთიდან დაბრუნებული ქართველი, რომელმაც კარანტინში 22 დღე გაატარა

"ეს კაცი 3000 ლარით დააჯარიმეს, მხოლოდ იმიტომ, რომ შვილთან ერთად მაღაზიის წინ ელოდა რიგს" - რას წერს ზუგდიდში მომხდარ ინციდენტზე ირაკლი ღლონტი

"სუფთა სახლის" თემქის ფილიალის კონსულტანტები თვითიზოლაციაში იმყოფებიან - კომპანიის განცხადება