მსოფლიო
საზოგადოება

5

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 12:42-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 23:42-ზე რთული და დაძაბული დღეა. არ მოატყუოთ გარშემო მყოფები და არც თავად მოტყუვდეთ. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ვაჭრობას, ურთიერთობის გარჩევას. ცუდი დღეა საქმეების გარჩევისთვის. შესაძლოა, სამუდამოდ დაკარგოთ ადამიანი. არასასურველია სამსახურის, საქმიანობის შეცვლა. კარგი დღეა შორეული მგზავრობის დასაწყებად. აქტიურად დაისვენეთ, ივარჯიშეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები, გადააადგილეთ ავეჯი, კარგია მუშაობა მიწასთან. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ორგანიზმის გასაწმენდად, წიდებისგან გათავისუფლება. ალკოჰოლსა და სასმელს დღეს საერთოდ ნუ მიიღებთ. აგრეთვე მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას.
სამართალი
პოლიტიკა
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მარტოა გამოკეტილი ოთახში, პანიკაშია..." - გერმანიაში მცხოვრებ ქართველ მომღერალს კორონავირუსი დაუდგინდა
"მარტოა გამოკეტილი ოთახში, პანიკაშია..." - გერმანიაში მცხოვრებ ქართველ მომღერალს კორონავირუსი დაუდგინდა

გერ­მა­ნი­ა­ში მცხოვ­რებ ახალ­გაზ­რდა ქალს, რო­მე­ლიც ერთ-ერთ სა­ო­პე­რო დას­ში მღე­რის, კო­რო­ნა­ვირუ­სი და­უდ­გინ­და. აღ­ნიშ­ნულ­თან და­კავ­ში­რე­ბით სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში პოს­ტი ლიკა ბა­სი­ლა­ი­ამ გა­მო­აქ­ვეყ­ნა.

"გერ­მა­ნი­ა­ში ცხოვ­რობს და ერთ-ერთ სა­ო­პე­რო დას­ში მღე­რის ქარ­თვე­ლი ახალ­გაზ­რდა ქალი (აქ დე­დამ არ იცის, რომ მისი შვი­ლი ასეთ დღე­შია, ამი­ტომ არ ვწერ ვინ არის) და­უდ­გინ­და კო­რო­ნა­ვირუ­სი, 3 დღეა წევს მარ­ტო სახ­ლში 39 სი­ცხით, სა­ქარ­თვე­ლოს სა­ელ­ჩო არის მი­უწ­ვდო­მე­ლი!!! ვინ­მემ უშ­ვე­ლეთ!!" - და­წე­რა ბა­სი­ლა­ი­ამ.

აღ­ნიშ­ნუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის გავ­რცე­ლე­ბის შემ­დეგ AMBEBI.GE და­ინ­ფი­ი­რე­ბუ­ლი ქარ­თვე­ლი გო­გო­ნას უახ­ლო­ეს მე­გო­ბარს და­უ­კავ­შირ­და, რო­მე­ლიც დი­ლი­დან ცდი­ლობს მე­გობ­რის პრობ­ლე­მას­თან და­კავ­ში­რე­ბით ხმა სა­ქარ­თვე­ლოს შე­სა­ბა­მის უწყე­ბებს მი­აწ­ვდი­ნოს.

"ორი წე­ლია იქ ცხოვ­რობს და ერთ-ერთ დას­ში მღე­რის. 4 დღის წინ მათ დას­ში ერთ-ერთ მომ­ღე­რალს კო­რო­ნა­ვირუ­სი და­უდ­გინ­და. და­სის და­ნარ­ჩენ წევ­რებ­საც და­ე­წყოთ სიმპტო­მე­ბი - წე­ლის ტკი­ვი­ლი, ხვე­ლა, 38 გრა­დუ­სი სი­ცხე. ჩემი მე­გო­ბა­რი და­სის წევ­რებ­თან ერ­თად მი­ვი­და ლა­ბო­რა­ტო­რი­ა­ში და სა­ვე­ლე პი­რო­ბებ­ში მოხ­და ტეს­ტის აღე­ბა. დღეს 4 სა­ათ­ზე მო­უ­ვი­და და­დე­ბი­თი პა­სუ­ხი.

რა­შია ახლა პრობ­ლე­მა - უთხრეს, რომ სახ­ლში უნდა იყოს და და­ე­ლო­დოს გამ­წვა­ვე­ბას. ყო­ველ­წამს ვე­სა­უბ­რე­ბი, აქვს სუნ­თქვის გაძ­ნე­ბე­ლა, ახლა სი­ცხე არ აქვს, მაგ­რამ ყელი სტკი­ვა. და­სის და­ნარ­ჩე­ნი წევ­რე­ბი უფრო მსუ­ბუ­ქად არი­ან. ჩემი მე­გო­ბა­რი 30 წლამ­დე ადა­კის არის და საკ­მა­ოდ რთუ­ლად მიმ­დი­ნა­რე­ობს მის შემ­თხვე­ვა­ში ვირუ­სი. თა­ვად რო­გორ უნდა და­ად­გი­ნოს გარ­თუ­ლე­ბის დონე?!

ძლა­ი­ან ძლი­ე­რი ად­მა­ი­ა­ნია, მაგ­რამ ბევ­რი სხვა­დას­ხვა ფაქ­ტო­რის გამო პა­ნი­კა­შია. პირ­ვე­ლი, ის რომ სხვის­გან გა­და­ე­დო, ასე­ვე აქ მშობ­ლებ­მა, რომ გა­ი­გონ გა­გიჟ­დე­ბი­ან. მარ­ტოა გა­მო­კე­ტი­ლი ოთახ­ში... უთხრეს იბუპრო­ფე­ნი არ და­ლი­ო­ოო. არა­და სი­ცხემ რომ აუ­წი­ოს, რა და­ლი­ოს ისიც არ იცის. ალ­ბათ გერ­მა­ნი­ის ჯან­დაც­ვას ამ პი­რო­ბებ­ში სჭირ­დე­ბა ადაპ­ტა­ცია, მაგ­რამ ამ წუ­თას ასე­თი სი­ტუ­ა­ცი­აა.

ჩემი მე­ო­რე მე­გო­ბა­რი იტა­ლი­ა­შია და თავს ისიც ცუ­დად გრძნობს, იმას ტეს­ტიც კი არ გა­უ­კე­თეს. იტა­ლი­ა­ში რა­ღაც ნიშ­ნულს თუ არ მი­აღ­წევს სი­ცხე, მა­ნამ­დე ტესტსაც არ უკე­თე­ბენ" - ამ­ბობს და­ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი გო­გო­ნას მე­გო­ბა­რი, რომ­ლის სა­ხელს და გვარს მისი თხოვ­ნით არ ვა­სა­ხე­ლებთ.

ასე­ვე AMBEBI.GE და­უ­კავ­შირ­და ლიკა ბა­სი­ლა­ი­ას, რო­მელ­მაც თავ­და­პირ­ვე­ლად გა­ავ­რცე­ლა ინ­ფორ­მა­ცია. მისი თქმით, "ფე­ის­ბუქ­ზე" ინ­ფორ­მა­ცი­ის გავ­რცე­ლე­ბის შემ­დეგ სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­დან და­უ­კავ­შირ­დნენ. რო­გორც ბა­სი­ლა­ი­ამ აღ­ნიშ­ნა, და­ინ­ფი­ცი­რე­ბულ ქარ­თველ გო­გო­ნას სამ­შობ­ლო­ში, სა­ვა­რა­უ­დოდ, სპეც­რე­ი­სით ჩა­მო­იყ­ვა­ნენ.

"და­მი­რე­კა ჯერ მი­ნის­ტრის თა­ნა­შემ­წემ, შემ­დეგ მი­ნის­ტრმა ზალ­კა­ლი­ან­მა და თქვა, რომ ყვე­ლა­ფერს გა­ა­კე­თე­ბენ ამ ადა­მი­ა­ნის და­სახ­მა­რებ­ლად. ისე მე ვურ­ჩიე, რომ ჩვე­ნი თა­ნა­მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის გა­მო­სახ­სნე­ლად, ვინც იქ ავად გახ­და კო­რო­ნა­ვუ­რუ­სით, ცალ­კე თვითმფრი­ნა­ვი უნდა გა­მო­ყონ" - აღ­ნიშ­ნა მან.

შე­გახ­სე­ნებთ, ბოლო მო­ნა­ცე­მე­ბით, მსოფ­ლი­ო­ში კო­რო­ნა­ვირუ­სით და­ინ­ფი­ცი­რე­ბულ­თა რა­ო­დე­ნო­ბა 145 682-მდე გა­ი­ზარ­და, და­ღუ­პულ­თა რი­ცხვი - 5 436, გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბულ­თა კი - 72 532-ია. რაც შე­ე­ხე­ბა კონ­კრე­ტუ­ლად სა­ქარ­თვე­ლოს, აქ კო­რო­ნა­ვირუ­სის 30 შემ­თხვე­ვაა და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლი.

მკითხველის კომენტარები / 3 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
???
1

თითქმის ყველა ემიგრანტი საქართველოს ჯანდაცვის სისტემას ლანძღავდა და ახლა მიხვდნენ რომ ჩვენთან თურმე არ ყოფილა ასე ცუდად საქმე. განსაკუთრებით იტალიაში მცხოვრებლებისაგან მომისმენია იქაური მომსახურების ქება.

nata
4

რა გამოდის რომ გერმანიას არ უნდა რომ სხვა ქვეყნის მოქალაქეს უმკურნალოს?ფაშისტები!!!!!!

ავტორი:

"მარტოა გამოკეტილი ოთახში, პანიკაშია..." - გერმანიაში მცხოვრებ ქართველ მომღერალს კორონავირუსი დაუდგინდა

"მარტოა გამოკეტილი ოთახში, პანიკაშია..." - გერმანიაში მცხოვრებ ქართველ მომღერალს კორონავირუსი დაუდგინდა

გერმანიაში მცხოვრებ ახალგაზრდა ქალს, რომელიც ერთ-ერთ საოპერო დასში მღერის, კორონავირუსი დაუდგინდა. აღნიშნულთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში პოსტი ლიკა ბასილაიამ გამოაქვეყნა.

"გერმანიაში ცხოვრობს და ერთ-ერთ საოპერო დასში მღერის ქართველი ახალგაზრდა ქალი (აქ დედამ არ იცის, რომ მისი შვილი ასეთ დღეშია, ამიტომ არ ვწერ ვინ არის) დაუდგინდა კორონავირუსი, 3 დღეა წევს მარტო სახლში 39 სიცხით, საქართველოს საელჩო არის მიუწვდომელი!!! ვინმემ უშველეთ!!" - დაწერა ბასილაიამ.

აღნიშნული ინფორმაციის გავრცელების შემდეგ AMBEBI.GE დაინფიირებული ქართველი გოგონას უახლოეს მეგობარს დაუკავშირდა, რომელიც დილიდან ცდილობს მეგობრის პრობლემასთან დაკავშირებით ხმა საქართველოს შესაბამის უწყებებს მიაწვდინოს.

"ორი წელია იქ ცხოვრობს და ერთ-ერთ დასში მღერის. 4 დღის წინ მათ დასში ერთ-ერთ მომღერალს კორონავირუსი დაუდგინდა. დასის დანარჩენ წევრებსაც დაეწყოთ სიმპტომები - წელის ტკივილი, ხველა, 38 გრადუსი სიცხე. ჩემი მეგობარი დასის წევრებთან ერთად მივიდა ლაბორატორიაში და საველე პირობებში მოხდა ტესტის აღება. დღეს 4 საათზე მოუვიდა დადებითი პასუხი.

რაშია ახლა პრობლემა - უთხრეს, რომ სახლში უნდა იყოს და დაელოდოს გამწვავებას. ყოველწამს ვესაუბრები, აქვს სუნთქვის გაძნებელა, ახლა სიცხე არ აქვს, მაგრამ ყელი სტკივა. დასის დანარჩენი წევრები უფრო მსუბუქად არიან. ჩემი მეგობარი 30 წლამდე ადაკის არის და საკმაოდ რთულად მიმდინარეობს მის შემთხვევაში ვირუსი. თავად როგორ უნდა დაადგინოს გართულების დონე?!

ძლაიან ძლიერი ადმაიანია, მაგრამ ბევრი სხვადასხვა ფაქტორის გამო პანიკაშია. პირველი, ის რომ სხვისგან გადაედო, ასევე აქ მშობლებმა, რომ გაიგონ გაგიჟდებიან. მარტოა გამოკეტილი ოთახში... უთხრეს იბუპროფენი არ დალიოოო. არადა სიცხემ რომ აუწიოს, რა დალიოს ისიც არ იცის. ალბათ გერმანიის ჯანდაცვას ამ პირობებში სჭირდება ადაპტაცია, მაგრამ ამ წუთას ასეთი სიტუაციაა.

ჩემი მეორე მეგობარი იტალიაშია და თავს ისიც ცუდად გრძნობს, იმას ტესტიც კი არ გაუკეთეს. იტალიაში რაღაც ნიშნულს თუ არ მიაღწევს სიცხე, მანამდე ტესტსაც არ უკეთებენ" - ამბობს დაინფიცირებული გოგონას მეგობარი, რომლის სახელს და გვარს მისი თხოვნით არ ვასახელებთ.

ასევე AMBEBI.GE დაუკავშირდა ლიკა ბასილაიას, რომელმაც თავდაპირველად გაავრცელა ინფორმაცია. მისი თქმით, "ფეისბუქზე" ინფორმაციის გავრცელების შემდეგ საგარეო საქმეთა სამინისტროდან დაუკავშირდნენ. როგორც ბასილაიამ აღნიშნა, დაინფიცირებულ ქართველ გოგონას სამშობლოში, სავარაუდოდ, სპეცრეისით ჩამოიყვანენ.

"დამირეკა ჯერ მინისტრის თანაშემწემ, შემდეგ მინისტრმა ზალკალიანმა და თქვა, რომ ყველაფერს გააკეთებენ ამ ადამიანის დასახმარებლად. ისე მე ვურჩიე, რომ ჩვენი თანამოქალაქეების გამოსახსნელად, ვინც იქ ავად გახდა კორონავურუსით, ცალკე თვითმფრინავი უნდა გამოყონ" - აღნიშნა მან.

შეგახსენებთ, ბოლო მონაცემებით, მსოფლიოში კორონავირუსით დაინფიცირებულთა რაოდენობა 145 682-მდე გაიზარდა, დაღუპულთა რიცხვი - 5 436, გამოჯანმრთელებულთა კი - 72 532-ია. რაც შეეხება კონკრეტულად საქართველოს, აქ კორონავირუსის 30 შემთხვევაა დაფიქსირებული.

26 400 ტესტის ჩატარდების შემდეგ, კორონავირუსით ინფიცირების 268 ახალი შემთხვევა გამოვლინდა - როგორია შედეგები რეგიონების მიხედვით

"წარმოდგენილი მაქვს, რა გლოვა აქვთ ამ ტელევიზიებს და როგორ სჭირდებოდათ "ორი გვამი" - თენგიზ ცერცვაძე განცხადებას ავრცელებს

"ლუკას, მამიკო, დაიმახსოვრე, შენ ხარ ჩემთვის ყველაზე ძვირფასი ადამიანი და მენატრები" - ბასილაშვილმა გამარჯვების შემდეგ შვილს მიმართა